კიევის ცენტრში, ბასარაბსკის ქუჩაზე მდებარე ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს, ათობით აქტივისტმა, რომლებიც ნიღბებით იყვნენ, ტროსის გამოყენებით ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს და დაამსხვრიეს.
იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც, თუმცა მათ მომიტინგეებისთვის ძეგლის ჩამოგდებაში ხელი არ შეუშლიათ. ძეგლის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა პარტია "სვაბოდამ" აიღო.
როგორც ადგილობრივ მილიაციაში აცხადებენ, დაუდგენელმა, ნიღბიანმა პირებმა ალყა შემოარტყეს ძეგლს, დაწვეს ფლაერები, შემდეგ კი ძეგლი ჩამოაგდეს. მოუხედავად ამისა, პოლიციას არავინ დაუკავებია.
ლენინის ძეგლის ადგილას აქტივისტებმა უკრაინის დროშა აღმართეს.
იხილეთ ასევე: ევროპა უკრაინას იხმობს - ევრომაიდნის მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოში (+LIVE)