პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვამპირის დღიურების" ვარსკვლავი იან სომერჰალდერი იუბილარია
"ვამპირის დღიურების" ვარსკვლავი იან სომერჰალდერი იუბილარია

8 დე­კემ­ბერს სე­რი­ალ "ვამ­პი­რის დღი­უ­რე­ბის" ამე­რი­კე­ლი ვარ­სკვლა­ვი, იან სო­მერ­ჰალ­დე­რი 35 წლის გახ­და. იანს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ნამ­დვი­ლი არ­მია ჰყავს, რაც მისი სამ­სა­ხი­ო­ბო ტა­ლან­ტი­სა და მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­რეგ­ნო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­საც ოთხი ეროვ­ნე­ბის სის­ხლს უნდა უმად­ლო­დეს (ბრი­ტა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი, ირ­ლან­დი­უ­რი და ინ­დუ­რი).

კა­რი­ე­რა იან­მა სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სით და­ი­წყო, სა­დაც 10 წლის ას­კა­ში მოხ­ვდა, შემ­დეგ კი მო­დის წამ­ყვან სახ­ლებ­ში მუ­შა­ობ­და - Guess, Versace, Gucci და სხვა. 17 წლის ასაკ­ში მან მა­სა­ხი­ო­ბო­ბა არ­ჩია და ნიუ-იორკში სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის შე­სას­წავ­ლად გა­ემ­გზავ­რა. მალე მან კი­ნო­სა და ტე­ლე­შო­უ­ებ­ში გა­და­ღე­ბა და­ი­წყო. მის პირ­ველ ნა­მუ­შევ­რებს შო­რი­საა სე­რი­ა­ლებ­ში - "ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კე­ლე­ბი", " C.S.I.: და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი", "სმოლ­ვი­ლის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ნი", ასე­ვე ფილ­მებ­ში "ცხოვ­რე­ბა, რო­გორც სახ­ლი", "ტკბი­ლი წყვი­ლი" და "სექ­სის წე­სე­ბი" გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლე­ბი.

სო­მერ­ჰალ­დე­რის­თვის ნამ­დვილ გარ­ღვე­ვად იქცა ცნო­ბილ სე­რი­ალ "და­კარ­გუ­ლებ­ში" გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი როლი. მას და­მო­უ­კიდ­ბელ ფილ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მეტი აღი­ა­რე­ბა იანს "ვამ­პი­რის დღი­უ­რებ­მა" მო­უ­ტა­ნა. მსა­ხი­ობ­მა სე­რი­ალ­ში ვამ­პი­რი დე­ი­მონ სალ­ვა­ტო­რე გა­ნა­სა­ხი­ე­რა. სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბა 2009 წელს და­ი­წყო და მისი მე­ხუ­თე სე­ზო­ნი დღემ­დე არ კარ­გავს პო­პუ­ლა­რო­ბას ტე­ლე­ე­თერ­ში.

სწო­რედ "ვამ­პი­რის დღი­უ­რე­ბის" გა­და­ღე­ბებ­ზე გა­იც­ნო იან­მა მსა­ხი­ო­ბი ნინა დობ­რე­ვი, რო­მელ­თა­ნაც სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მა­ნი ჰქონ­და. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და, თუმ­ცა ცოტა ხნის წინ და­სავ­ლუ­რი მე­დია მათი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 7days.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ვამპირის დღიურების" ვარსკვლავი იან სომერჰალდერი იუბილარია

"ვამპირის დღიურების" ვარსკვლავი იან სომერჰალდერი იუბილარია

8 დეკემბერს სერიალ "ვამპირის დღიურების" ამერიკელი ვარსკვლავი, იან სომერჰალდერი 35 წლის გახდა. იანს მსოფლიო მასშტაბით თაყვანისმცემლების ნამდვილი არმია ჰყავს, რაც მისი სამსახიობო ტალანტისა და მიმზიდველი გარეგნობის დამსახურებაა, რომელსაც ოთხი ეროვნების სისხლს უნდა უმადლოდეს (ბრიტანული, ფრანგული, ირლანდიური და ინდური).

კარიერა იანმა სამოდელო ბიზნესით დაიწყო, სადაც 10 წლის ასკაში მოხვდა, შემდეგ კი მოდის წამყვან სახლებში მუშაობდა - Guess, Versace, Gucci და სხვა. 17 წლის ასაკში მან მასახიობობა არჩია და ნიუ-იორკში სამსახიობო ოსტატობის შესასწავლად გაემგზავრა. მალე მან კინოსა და ტელეშოუებში გადაღება დაიწყო. მის პირველ ნამუშევრებს შორისაა სერიალებში - "ახალგაზრდა ამერიკელები", " C.S.I.: დანაშაულის ადგილი", "სმოლვილის საიდუმლოებანი", ასევე ფილმებში "ცხოვრება, როგორც სახლი", "ტკბილი წყვილი" და "სექსის წესები" განსახიერებული როლები.

სომერჰალდერისთვის ნამდვილ გარღვევად იქცა ცნობილ სერიალ "დაკარგულებში" განსახიერებული როლი. მას დამოუკიდბელ ფილმებზე მუშაობა მოჰყვა, თუმცა ყველაზე მეტი აღიარება იანს "ვამპირის დღიურებმა" მოუტანა. მსახიობმა სერიალში ვამპირი დეიმონ სალვატორე განასახიერა. სერიალის გადაღება 2009 წელს დაიწყო და მისი მეხუთე სეზონი დღემდე არ კარგავს პოპულარობას ტელეეთერში.

სწორედ "ვამპირის დღიურების" გადაღებებზე გაიცნო იანმა მსახიობი ნინა დობრევი, რომელთანაც სამი წლის განმავლობაში რომანი ჰქონდა. წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა ცოტა ხნის წინ დასავლური მედია მათი რომანტიკული ურთიერთობის განახლებაზე ალაპარაკდა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება