მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტ პატინსონს შობის აღნიშვნა კრისტენ სტიურტთან ერთად სურს
რობერტ პატინსონს შობის აღნიშვნა კრისტენ სტიურტთან ერთად სურს

"ბინ­დის" ვარ­სკვლა­ვე­ბი კრის­ტენ სტი­უ­არ­ტი და რო­ბერტ პა­ტინ­სო­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ნახ­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თე­ბენ. რო­ბერტს კრის­ტე­ნის ლონ­დონ­ში მიწ­ვე­ვა სურს, სა­დაც სა­კუ­თარ ოჯახ­თან ერ­თად შო­ბას შეხ­ვდე­ბა.

თა­ვად პა­ტინ­სო­ნი უკვე ლონ­დონ­ში იმ­ყო­ფე­ბა - მსა­ხი­ო­ბი ინ­გლის­ში 2 დე­კემ­ბერს ჩა­ვი­და და აშშ-ში დაბ­რუ­ნე­ბას ახა­ლი ფილ­მის "უდაბ­ნოს დე­დო­ფა­ლი" გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე არ აპი­რებს.

რო­დე­საც მან შე­ი­ტყო, რომ სუ­რა­თი Camp X-Ray , რო­მელ­შიც კრის­ტე­ნი მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს, Sundance Film Festival-ზე წარ­სად­გე­ნად შე­არ­ჩი­ეს, შემ­თხვე­ვა ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვა და სტი­უ­არტს და­უ­რე­კა. რო­გორც პორ­ტალ Hollywoodlife-ს წყვილ­თან და­ახ­ლო­ვე­ბულ­მა პირ­მა აც­ნო­ბა, მსა­ხი­ო­ბებ­მა ერთ ხანს ტე­ლე­ფო­ნით ისა­უბ­რეს, სა­უბ­რის ბო­ლოს კი რო­ბერ­ტმა კრის­ტენს ლონ­დონ­ში მას­თან ჩას­ვლა შეს­თა­ვა­ზა. წყა­როს თქმით, უც­ნო­ბია რა პა­სუ­ხი გას­ცა კრის­ტენ­მა, თუმ­ცა ამ სა­უბ­რის შემ­დეგ რო­ბერ­ტი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და.

ეს მი­პა­ტი­ჟე­ბა პა­ტინ­სო­ნის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯია, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მისი მშობ­ლე­ბი კრის­ტე­ნით მა­ინ­ცდა­მა­ინც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი არ არი­ან. რო­ბერ­ტის დები - ლიზი და ვიქ­ტო­რია კრის­ტენს მათი ძმის ღა­ლატს ვერ პა­ტი­ო­ბენ.

თუ კრის­ტე­ნი მარ­თლაც ეწ­ვე­ვა ლონ­დონს და რო­ბერ­ტის ოჯა­ხის წევრთა გუ­ლის მო­გე­ბას შეძ­ლებს, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ "ბინ­დის" ვარ­კვლა­ვებ­მა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნა­ახ­ლონ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Hollywoodlife-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რობერტ პატინსონს შობის აღნიშვნა კრისტენ სტიურტთან ერთად სურს

რობერტ პატინსონს შობის აღნიშვნა კრისტენ სტიურტთან ერთად სურს

"ბინდის" ვარსკვლავები კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი ურთიერთობის განახლების შესახებ, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ. რობერტს კრისტენის ლონდონში მიწვევა სურს, სადაც საკუთარ ოჯახთან ერთად შობას შეხვდება.

თავად პატინსონი უკვე ლონდონში იმყოფება - მსახიობი ინგლისში 2 დეკემბერს ჩავიდა და აშშ-ში დაბრუნებას ახალი ფილმის "უდაბნოს დედოფალი" გადაღებების დაწყებამდე არ აპირებს.

როდესაც მან შეიტყო, რომ სურათი Camp X-Ray , რომელშიც კრისტენი მთავარ როლს ასრულებს, Sundance Film Festival-ზე წარსადგენად შეარჩიეს, შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და სტიუარტს დაურეკა. როგორც პორტალ Hollywoodlife-ს წყვილთან დაახლოვებულმა პირმა აცნობა, მსახიობებმა ერთ ხანს ტელეფონით ისაუბრეს, საუბრის ბოლოს კი რობერტმა კრისტენს ლონდონში მასთან ჩასვლა შესთავაზა. წყაროს თქმით, უცნობია რა პასუხი გასცა კრისტენმა, თუმცა ამ საუბრის შემდეგ რობერტი ძალიან კმაყოფილი ჩანდა.

ეს მიპატიჟება პატინსონისთვის სერიოზული ნაბიჯია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი მშობლები კრისტენით მაინცდამაინც აღფრთოვანებულნი არ არიან. რობერტის დები - ლიზი და ვიქტორია კრისტენს მათი ძმის ღალატს ვერ პატიობენ.

თუ კრისტენი მართლაც ეწვევა ლონდონს და რობერტის ოჯახის წევრთა გულის მოგებას შეძლებს, სავსებით შესაძლებელია, რომ "ბინდის" ვარკვლავებმა რომანტიკული ურთიერთობა განაახლონ.

მომზადებულია Hollywoodlife-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება