სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში შეუშალა ხელი ანუკი არეშიძეს უკრაინის აქციებმა
რაში შეუშალა ხელი ანუკი არეშიძეს უკრაინის აქციებმა

მცი­რე ხნის წინ კი­ევ­ში ანუ­კი არე­ში­ძემ თა­ვი­სი ახა­ლი ბრენდ "ანო­უკ"-ის ეგი­დით, პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა გა­მარ­თა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ახალ­გაზ­რდა და, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, დამ­წყებ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა რამ­დე­ნი­მე კო­ლექ­ცია ბი­ჭო­ლა თეთ­რა­ძეს­თან ერ­თად გა­ა­კე­თა და ჩვე­ნე­ბე­ბი კი­ევ­შიც ჰქონ­და და თბი­ლის­შიც, თუმ­ცა შემ­დეგ დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ტან­დე­მი და­ი­შა­ლა და ანუ­კიმ საქ­მი­ა­ნო­ბა მარ­ტომ გა­აგ­რძე­ლა. თა­ვად მი­იჩ­ნევს, რომ პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამს და მკაცრ შე­ფა­სე­ბებს არ ელო­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ჩვე­ნე­ბა საკ­მა­ოდ კარ­გად გა­შუქ­და. ზო­გა­დად, დიდი ხმა­უ­რის ატე­ხა არ უყ­ვარს და ფიქ­რობს, რომ ჯერ აქამ­დე შო­რია, კა­რი­ე­რის ნელ-ნელა, ეტა­პობ­რი­ვად აწყო­ბას გეგ­მავს.

ანუ­კის ორი პა­ტა­რა ჰყავს, ლე­ვა­ნი და კახი და მე­სა­მეს ელო­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ორ­სუ­ლო­ბი­სა, კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა მა­ინც გა­და­წყვი­ტა და ჩვე­ნე­ბაც გა­მარ­თა. სა­ღა­მოს მთა­ვა­რი კაბა, არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, სუ­პერ­მო­დელ­მა ირი­ნა შე­იკ­მა წარ­მო­ად­გი­ნა. ანუ­კის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ და­ვუ­კავ­შირ­დით ამ­ბე­ბის გა­სა­გე­ბად.

- ახალ კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა ივ­ლის­ში და­ვი­წყე. ნაჭ­რე­ბი ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა იტა­ლი­ი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნა. ზე­მოხ­სე­ნე­ბულ კო­ლექ­ცი­ა­ზე ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იმუ­შა­ვა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნე­ბის ფო­ტო­ებ­ზე კარ­გად არ ჩანს სა­მო­სის სა­ინ­ტე­რე­სო, ხე­ლით ნა­ქარ­გი დე­ტა­ლე­ბი, სვა­როვ­სკი­სა და მარ­გა­ლი­ტის თვლე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­მუ­შევ­რებს ერთ თე­მად კრავს.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­ლექ­ცი­ას, ესაა ოკე­ა­ნის სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც ასო­ცირ­დე­ბა სიმ­ყუდ­რო­ვეს­თან, სიმ­შვი­დეს­თან, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფერ­თა გა­მაც შე­სა­ბა­მი­სია, ოკე­ა­ნის ფე­რე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ჩა­ლის­ფე­რი თით­ქოს ქვი­შას მო­გა­გო­ნებთ, ყვე­ლა კა­ბას თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ამ პე­რი­ოდ­ში ასე­თი გრა­ფი­კით მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვცა­დე, რომ მა­ღა­ლი ხა­რის­ხი ყო­ფი­ლი­ყო. კო­ლექ­ცია თბი­ლი­სის ორ სა­ხე­ლოს­ნო­ში შე­ი­კე­რა. უკვე და­ვი­წყე 2014-2015 წლის ზამ­თრის კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბაც.

- მო­დე­ლე­ბი რო­გორ შე­არ­ჩიე?

- მათი შერ­ჩე­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. მათ­გან, ვინც ჩემს ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მო­ვი­და, ბევ­რი ახ­ლაც არ მომ­წონს. თუმ­ცა მათ­ზე უკე­თე­სე­ბი, ასე ვთქვათ, "ტო­პე­ბი" , სამ­წუ­ხა­როდ, არ იყ­ვნენ.

- შენი ჩვე­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა მო­დელ­მა ირი­ნა შე­იკ­მა და­ხუ­რა და პო­დი­უმ­ზე ბოლო კაბა წა­რად­გი­ნა. მისი და­თან­ხმე­ბა არ გა­გი­ჭირ­და?

- ირი­ნას პერ­სო­ნით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ბე­ბია კო­მა­ში ჰყავ­და და გა­მომ­გზავ­რე­ბა ძა­ლი­ან უჭირ­და, ორი დღით მა­ინც მო­ა­ხერ­ხა ჩა­მოს­ვლა, პი­რო­ბა მქონ­და მო­ცე­მუ­ლიო, მი­თხრა... ირი­ნას და­თან­ხმე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა - ჩემ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მას კო­ლექ­ცი­ის ფო­ტო­ე­ბი გა­უგ­ზავ­ნა. ამის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და ჩვე­ნი ბრენ­დით. გვყავს სა­ერ­თო მე­გო­ბა­რიც. ალ­ბათ, კა­ხის ფაქ­ტორ­მაც იმოქ­მე­და და ძა­ლი­ან დიდი სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა იმით, რომ უბ­რა­ლოდ, ჩა­მო­ვი­და და გვერ­დში და­მიდ­გა. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, ისე შევ­ხვდით, თით­ქოს დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით.

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი კაბა წარ­მო­ად­გი­ნა...

- ბოლო კა­ბა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე. თა­ვად კაბა 9 კი­ლოგ­რამს იწო­ნის. მისი შლე­ი­ფი გა­წყო­ბი­ლია მარ­გა­ლი­ტე­ბი­თა და სვა­როვ­სკის თვლე­ბით, თუმ­ცა ირი­ნა ისე თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ო­და, თით­ქოს მძი­მე არც იყო.

- ჩვე­ნე­ბას, ალ­ბათ, მე­დი­ის ბევ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ეს­წრო. იქ­ნებ, ჩა­მოგ­ვით­ვა­ლო, ვინ გა­ა­შუ­ქა შენი კო­ლექ­ცი­ის წარ­დგე­ნა კი­ევ­ში?

- ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, თით­ქმის ყვე­ლა მთა­ვა­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბო­და ჩვე­ნე­ბას, ასე­ვე იყ­ვნენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტუმ­რე­ბი. ჩვე­ნე­ბა ძა­ლი­ან ცუდ დროს და­ემ­თხვა, კი­ევ­ში აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბას, იყო დიდი სა­ცო­ბე­ბი და სა­ში­ნე­ლი წვი­მა, ბევ­რმა მოწ­ვე­ულ­მა სტუ­მარ­მა სწო­რედ ამ მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ მო­ა­ხერ­ხა მოს­ვლა, თუმ­ცა მთა­ვა­რი პრე­სა, ისე­თი, რო­გო­რი­ცაა "ვოგი" , "ჰარ­პერს ბა­ზა­ა­რი", "ჯეტ­სე­ტე­რი" და მრა­ვა­ლი სხვა, იქ იყო. ჩვე­ნე­ბა თით­ქმის ყვე­ლა უკ­რა­ი­ნულ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­ა­შუ­ქა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა: ანუ­კი არე­ში­ძის კი­ევ­ში გა­მარ­თუ­ლი ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა­ში ირი­ნა შე­ი­კი მო­ნა­წი­ლე­ობ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რაში შეუშალა ხელი ანუკი არეშიძეს უკრაინის აქციებმა

რაში შეუშალა ხელი ანუკი არეშიძეს უკრაინის აქციებმა

მცირე ხნის წინ კიევში ანუკი არეშიძემ თავისი ახალი ბრენდ "ანოუკ"-ის ეგიდით, პირველი ჩვენება გამართა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა და, როგორც თავად ამბობს, დამწყებმა დიზაინერმა რამდენიმე კოლექცია ბიჭოლა თეთრაძესთან ერთად გააკეთა და ჩვენებები კიევშიც ჰქონდა და თბილისშიც, თუმცა შემდეგ დიზაინერული ტანდემი დაიშალა და ანუკიმ საქმიანობა მარტომ გააგრძელა. თავად მიიჩნევს, რომ პირველ ნაბიჯებს დგამს და მკაცრ შეფასებებს არ ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩვენება საკმაოდ კარგად გაშუქდა. ზოგადად, დიდი ხმაურის ატეხა არ უყვარს და ფიქრობს, რომ ჯერ აქამდე შორია, კარიერის ნელ-ნელა, ეტაპობრივად აწყობას გეგმავს.

ანუკის ორი პატარა ჰყავს, ლევანი და კახი და მესამეს ელოდება. მიუხედავად ორსულობისა, კოლექციაზე მუშაობა მაინც გადაწყვიტა და ჩვენებაც გამართა. საღამოს მთავარი კაბა, არც მეტი არც ნაკლები, სუპერმოდელმა ირინა შეიკმა წარმოადგინა. ანუკის ჩვენების შემდეგ დავუკავშირდით ამბების გასაგებად.

- ახალ კოლექციაზე მუშაობა ივლისში დავიწყე. ნაჭრები ჩემმა მეგობარმა იტალიიდან გამომიგზავნა. ზემოხსენებულ კოლექციაზე ბევრმა ადამიანმა იმუშავა. სამწუხაროა, რომ ჩვენების ფოტოებზე კარგად არ ჩანს სამოსის საინტერესო, ხელით ნაქარგი დეტალები, სვაროვსკისა და მარგალიტის თვლებით გაფორმებული ადგილები, რომლებიც ნამუშევრებს ერთ თემად კრავს.

რაც შეეხება კოლექციას, ესაა ოკეანის სამყარო, რომელიც ასოცირდება სიმყუდროვესთან, სიმშვიდესთან, რასაკვირველია, ფერთა გამაც შესაბამისია, ოკეანის ფერებია წარმოდგენილი, ჩალისფერი თითქოს ქვიშას მოგაგონებთ, ყველა კაბას თავისი ისტორია აქვს. ძალიან რთული იყო ამ პერიოდში ასეთი გრაფიკით მუშაობა, თუმცა ამის მიუხედავად, ვცადე, რომ მაღალი ხარისხი ყოფილიყო. კოლექცია თბილისის ორ სახელოსნოში შეიკერა. უკვე დავიწყე 2014-2015 წლის ზამთრის კოლექციაზე მუშაობაც.

- მოდელები როგორ შეარჩიე?

- მათი შერჩევა ძალიან გამიჭირდა. მათგან, ვინც ჩემს ჩვენებაზე გამოვიდა, ბევრი ახლაც არ მომწონს. თუმცა მათზე უკეთესები, ასე ვთქვათ, "ტოპები" , სამწუხაროდ, არ იყვნენ.

- შენი ჩვენება მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა ირინა შეიკმა დახურა და პოდიუმზე ბოლო კაბა წარადგინა. მისი დათანხმება არ გაგიჭირდა?

- ირინას პერსონით აღფრთოვანებული ვარ. იმის მიუხედავად, რომ ბებია კომაში ჰყავდა და გამომგზავრება ძალიან უჭირდა, ორი დღით მაინც მოახერხა ჩამოსვლა, პირობა მქონდა მოცემულიო, მითხრა... ირინას დათანხმებას რაც შეეხება - ჩემმა წარმომადგენელმა მას კოლექციის ფოტოები გაუგზავნა. ამის შემდეგ დაინტერესდა ჩვენი ბრენდით. გვყავს საერთო მეგობარიც. ალბათ, კახის ფაქტორმაც იმოქმედა და ძალიან დიდი საჩუქარი გამიკეთა იმით, რომ უბრალოდ, ჩამოვიდა და გვერდში დამიდგა. საოცარი ადამიანია, ისე შევხვდით, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით.

- ძალიან ლამაზი კაბა წარმოადგინა...

- ბოლო კაბაზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. თავად კაბა 9 კილოგრამს იწონის. მისი შლეიფი გაწყობილია მარგალიტებითა და სვაროვსკის თვლებით, თუმცა ირინა ისე თავისუფლად დადიოდა, თითქოს მძიმე არც იყო.

- ჩვენებას, ალბათ, მედიის ბევრი წარმომადგენელი დაესწრო. იქნებ, ჩამოგვითვალო, ვინ გააშუქა შენი კოლექციის წარდგენა კიევში?

- ძალიან ვნერვიულობდი, თითქმის ყველა მთავარი მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრებოდა ჩვენებას, ასევე იყვნენ მნიშვნელოვანი სტუმრები. ჩვენება ძალიან ცუდ დროს დაემთხვა, კიევში აქციების დაწყებას, იყო დიდი საცობები და საშინელი წვიმა, ბევრმა მოწვეულმა სტუმარმა სწორედ ამ მიზეზების გამო ვერ მოახერხა მოსვლა, თუმცა მთავარი პრესა, ისეთი, როგორიცაა "ვოგი" , "ჰარპერს ბაზაარი", "ჯეტსეტერი" და მრავალი სხვა, იქ იყო. ჩვენება თითქმის ყველა უკრაინულმა ტელევიზიამ გააშუქა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ფოტოგალერეა: ანუკი არეშიძის კიევში გამართული ახალი კოლექციის ჩვენებაში ირინა შეიკი მონაწილეობდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება