პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ყიფშიძე: "მა­მა­ჩემს იუ­ბი­ლე­ზე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ერ­თი ბოთ­ლი ღვი­ნო გა­მო­უგ­ზავ­ნა"
გიორგი ყიფშიძე: "მა­მა­ჩემს იუ­ბი­ლე­ზე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ერ­თი ბოთ­ლი ღვი­ნო გა­მო­უგ­ზავ­ნა"

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ა, პრო­ექ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად გი­ორ­გი სე­რი­ალ "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც" თა­მა­შობს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მი­სი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი"­ ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­მარ­ჯვე­ბა­ა.

- ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­თა­ნა­ვე დავ­თან­ხმდი, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ცეკ­ვა ასე­თი რთუ­ლი თუ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მონ­დო­მე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი იდე­ე­ბით მივ­დი­ვარ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და მინ­და გა­ვი­მარ­ჯვო. თუ პრო­ექ­ტი მო­ვი­გე, ოჯახ­თან ერ­თად ცალ­კე გა­და­ვალ საცხ­ოვ­რებ­ლად. ახ­ლა ყვე­ლა­ნი ერ­თად ვცხოვ­რობთ. გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი იმი­ტომ მაქვს, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მეწყ­ვი­ლე მყავს, ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ა. ის იგებს, ვი­საც მე­ტს უმე­სი­ჯე­ბენ, ვი­საც ფუ­ლი­ა­ნი მე­გობ­რე­ბი ჰყავს, მეც რომ მყავ­დეს ასე­თი მე­გობ­რე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ვე­ლო­დე­ბი მხარ­და­ჭე­რას. მთე­ლი ოჯა­ხი გვერ­დში მიდ­გას, მა­მამ პირ­ველ ტურ­ზე ისე ინერ­ვი­უ­ლა, რომ ტი­რო­და...

- თე­ატ­რი, სე­რი­ა­ლი, პრო­ექ­ტი - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დროს რო­გორ ანა­წი­ლებ?

- ხელს მიწყ­ობს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფიც და თე­ატ­რიც. ამ­ჯე­რად სპექ­ტაკ­ლე­ბი არა მაქვს, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი კი პა­რას­კევს მი­ნიშ­ნავს გა­და­ღე­ბას. ისე, ხალ­ხი უა­რე­სებს ახერ­ხებს... ოჯა­ხის­თვის დრო სა­ერ­თოდ არ მრჩე­ბა, ბავ­შვი ვე­ღარ მცნობს, ჩემს სუ­რა­თებს ეფე­რე­ბა და ტე­ლე­ფონ­ში მე­ძა­ხის, მა­მა, მო­დი­ო... ახ­ლა რე­ზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი იღებს ფილ­მს "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბის" მი­ხედ­ვით, ცო­ტა ხნის წინ სინ­ჯებ­ზე ვი­ყა­ვი და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. ხში­რად მთა­ვა­ზო­ბენ ამა თუ იმ ფილ­მის კას­ტინ­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ არის სცე­ნა­რი, სა­დაც კონ­კრე­ტულ­მა პერ­სო­ნაჟ­მა უნ­და ითა­მა­შოს, თუ არ ამირ­ჩე­ვენ, ძა­ლით არ "შე­ვე­ტე­ნე­ბი".

- ამ ასაკ­ში მა­მო­ბა ალ­ბათ სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვი...

- ასა­კი მო­მე­მა­ტა და, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, სხვა­ნა­ი­რად აღ­ვიქ­ვამ მა­მო­ბას. ნა­ტაშ­კა რომ და­ი­ბა­და, მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. ნა­ტაშ­კა ახ­ლა 12 წლის არის და რო­გორც ჩემს ტოლს, ისე ვექ­ცე­ვი, შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მაც კი მი­ჭირს. ჩემს მე­უღ­ლეს, ანის, რაც შე­მიძ­ლი­ა, ვეხ­მა­რე­ბი, მაგ­რამ ცეკ­ვე­ბის გა­მო მხო­ლოდ იმ დროს მხე­დავს, რო­ცა მძი­ნავს. თუ მცა­ლი­ა, ალექ­სან­დრეს ვე­რის ბაღ­ში ვა­სე­ირ­ნებ, მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ვცხოვ­რობთ და მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლით გა­დამ­ყავს ბაღ­ში. კი­ბე­ზე რთუ­ლია მი­სი ჩაყ­ვა­ნა, რად­გან პან­დუ­სე­ბი არ არის გა­კე­თე­ბუ­ლი. ამ მხრივ ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა. მარ­ტო ბავ­შვე­ბი ხომ არ არი­ან, უამ­რავ უნარ­შეზღ­უ­დულ ადა­მი­ანს და­მო­უ­კი­დებ­ლად სურს გა­და­ად­გი­ლე­ბა ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ თბი­ლის­ში ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის. სირ­ცხვი­ლი არ არის? ერ­თი პან­დუ­სი ვერ გაგ­ვი­კე­თე­ბი­ა? მე­რი­ა­ში მე­ტი რა საქ­მე აქვთ, ქა­ლა­ქი უნ­და მო­აწყ­ონ. მთავ­რო­ბის მხრი­დან ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა ხალ­ხის­თვის დი­დი შვე­ბა იქ­ნე­ბა.

- გა­ვი­გე, რომ ცო­ტა ხნის წინ მა­მა­შე­ნი, ზუ­რაბ ყიფ­ში­ძე, 60 წლის გახ­და და სა­თა­ნა­დოდ არც კი მი­უ­ლო­ცეს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან...

- სხვა ქვე­ყა­ნა­ში ეს არ მოხ­დე­ბო­და - ზუ­რა 60 წლის რომ გახ­და, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ერ­თი ბოთ­ლი წი­თე­ლი ღვი­ნო გა­მო­უგ­ზავ­ნა... სამ­წუ­ხა­როდ, კულ­ტუ­რის სფე­რო­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ვის აბა­რია ეს სფე­რო, არც კი ვი­ცი.

- კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს...

- ჰო­და, აზ­რზე არ ვარ, ვინ მუ­შა­ობს იქ და რას აკე­თე­ბენ. მგო­ნი, უბ­რა­ლოდ, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში დაფ­რი­ნა­ვენ, თე­ატ­რშიც არა­ვინ მი­ნა­ხავს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან.

- ად­რე ით­ქვა, რომ ვე­რა­ზე სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­იწყ­ე, გა­ა­მარ­თლა იმ საქ­მემ?

- მე არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბი­ა, მე­გო­ბარ­მა გახ­სნა კვე­ბის ობი­ექ­ტი და "ფეხ­ზე დად­გო­მა­ში" ვეხ­მა­რე­ბო­დით. ნე­ტა მარ­თლა მქონ­დეს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი და ყო­ველ­დღე იმა­ზე არ მი­წევ­დეს ფიქ­რი, სახ­ლში ჩემს შვილს პუ­რი აქვს თუ არა. მსა­ხი­ო­ბებს სა­მარ­ცხვი­ნო ხელ­ფა­სი გვაქ­ვს, ა­რა­და, ბევ­რს პი­რი­ქით ჰგო­ნი­ა. არ­ტის­ტე­ბი ასე არ უნ­და ვი­ყოთ, ზოგ­ჯერ ისე უფუ­ლოდ ვყო­ფილ­ვარ, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ფე­ხი­თაც კი მივ­სულ­ვარ.

- კულ­ტუ­რის სფე­როს ბევ­რმა მუ­შაკ­მა ამის გა­მო სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, შენ არ გიც­დია აქე­დან წას­ვლა?

- ვის რა­ში ვჭირ­დე­ბი? წა­ვი­დო­დი რუ­სეთ­ში, მაგ­რამ არ არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. გა­ვი­გეთ, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რია მთელ დე­და­მი­წას ებ­რძვის და რომ ჩვენ ად­ვი­ლად და­სა­ჩაგ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა რუ­სი ასე­თი ხომ არ არის? რა­ტომ არ უნ­და ვი­ცო­დე რუ­სუ­ლი, რა­ტომ არ უნ­და წა­ვი­კი­თხო ჩე­ხო­ვი ან დოს­ტო­ევ­სკი რუ­სუ­ლად? ეს არის გო­ი­მუ­რი მიდ­გო­მა. ვერ ვე­რე­ვით მტერს და ამი­ტომ არ ვის­წავ­ლოთ რუ­სუ­ლი? თუ აგ­რე­ა, მტერ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს უნ­და იყო.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი ყიფშიძე: "მა­მა­ჩემს იუ­ბი­ლე­ზე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ერ­თი ბოთ­ლი ღვი­ნო გა­მო­უგ­ზავ­ნა"

გიორგი ყიფშიძე: "მა­მა­ჩემს იუ­ბი­ლე­ზე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ერ­თი ბოთ­ლი ღვი­ნო გა­მო­უგ­ზავ­ნა"

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ა, პრო­ექ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად გი­ორ­გი სე­რი­ალ "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც" თა­მა­შობს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მი­სი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი"­ ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­მარ­ჯვე­ბა­ა.

-  ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­თა­ნა­ვე დავ­თან­ხმდი, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ცეკ­ვა ასე­თი რთუ­ლი თუ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მონ­დო­მე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი იდე­ე­ბით მივ­დი­ვარ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და მინ­და გა­ვი­მარ­ჯვო. თუ პრო­ექ­ტი მო­ვი­გე, ოჯახ­თან ერ­თად ცალ­კე გა­და­ვალ საცხ­ოვ­რებ­ლად. ახ­ლა ყვე­ლა­ნი ერ­თად ვცხოვ­რობთ. გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი იმი­ტომ მაქვს, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მეწყ­ვი­ლე მყავს, ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ა. ის იგებს, ვი­საც მე­ტს უმე­სი­ჯე­ბენ, ვი­საც ფუ­ლი­ა­ნი მე­გობ­რე­ბი ჰყავს, მეც რომ მყავ­დეს ასე­თი მე­გობ­რე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ვე­ლო­დე­ბი მხარ­და­ჭე­რას. მთე­ლი ოჯა­ხი გვერ­დში მიდ­გას, მა­მამ პირ­ველ ტურ­ზე ისე ინერ­ვი­უ­ლა, რომ ტი­რო­და...

-  თე­ატ­რი, სე­რი­ა­ლი, პრო­ექ­ტი - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დროს რო­გორ ანა­წი­ლებ?

-  ხელს მიწყ­ობს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფიც და თე­ატ­რიც. ამ­ჯე­რად სპექ­ტაკ­ლე­ბი არა მაქვს, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი კი პა­რას­კევს მი­ნიშ­ნავს გა­და­ღე­ბას. ისე, ხალ­ხი უა­რე­სებს ახერ­ხებს... ოჯა­ხის­თვის დრო სა­ერ­თოდ არ მრჩე­ბა, ბავ­შვი ვე­ღარ მცნობს, ჩემს სუ­რა­თებს ეფე­რე­ბა და ტე­ლე­ფონ­ში მე­ძა­ხის, მა­მა, მო­დი­ო... ახ­ლა რე­ზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი იღებს ფილმს "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბის" მი­ხედ­ვით, ცო­ტა ხნის წინ სინ­ჯებ­ზე ვი­ყა­ვი და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. ხში­რად მთა­ვა­ზო­ბენ ამა თუ იმ ფილ­მის კას­ტინ­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ არის სცე­ნა­რი, სა­დაც კონ­კრე­ტულ­მა პერ­სო­ნაჟ­მა უნ­და ითა­მა­შოს, თუ არ ამირ­ჩე­ვენ, ძა­ლით არ "შე­ვე­ტე­ნე­ბი".

-  ამ ასაკ­ში მა­მო­ბა ალ­ბათ სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვი...

-  ასა­კი მო­მე­მა­ტა და, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, სხვა­ნა­ი­რად აღ­ვიქ­ვამ მა­მო­ბას. ნა­ტაშ­კა რომ და­ი­ბა­და, მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. ნა­ტაშ­კა ახ­ლა 12 წლის არის და რო­გორც ჩემს ტოლს, ისე ვექ­ცე­ვი, შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მაც კი მი­ჭირს. ჩემს მე­უღ­ლეს, ანის, რაც შე­მიძ­ლი­ა, ვეხ­მა­რე­ბი, მაგ­რამ ცეკ­ვე­ბის გა­მო მხო­ლოდ იმ დროს მხე­დავს, რო­ცა მძი­ნავს. თუ მცა­ლი­ა, ალექ­სან­დრეს ვე­რის ბაღ­ში ვა­სე­ირ­ნებ, მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ვცხოვ­რობთ და მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლით გა­დამ­ყავს ბაღ­ში. კი­ბე­ზე რთუ­ლია მი­სი ჩაყ­ვა­ნა, რად­გან პან­დუ­სე­ბი არ არის გა­კე­თე­ბუ­ლი. ამ მხრივ ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა. მარ­ტო ბავ­შვე­ბი ხომ არ არიან, უამ­რავ უნარ­შეზღ­უ­დულ ადა­მი­ანს და­მო­უ­კი­დებ­ლად სურს გა­და­ად­გი­ლე­ბა ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ თბი­ლის­ში ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის. სირ­ცხვი­ლი არ არის? ერ­თი პან­დუ­სი ვერ გაგ­ვი­კე­თე­ბი­ა? მე­რი­ა­ში მე­ტი რა საქ­მე აქვთ, ქა­ლა­ქი უნ­და მო­აწყ­ონ. მთავ­რო­ბის მხრი­დან ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა ხალ­ხის­თვის დი­დი შვე­ბა იქ­ნე­ბა.

-  გა­ვი­გე, რომ ცო­ტა ხნის წინ მა­მა­შე­ნი, ზუ­რაბ ყიფ­ში­ძე, 60 წლის გახ­და და სა­თა­ნა­დოდ არც კი მი­უ­ლო­ცეს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან...

-  სხვა ქვე­ყა­ნა­ში ეს არ მოხ­დე­ბო­და - ზუ­რა 60 წლის რომ გახ­და, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ერ­თი ბოთ­ლი წი­თე­ლი ღვი­ნო გა­მო­უგ­ზავ­ნა... სამ­წუ­ხა­როდ, კულ­ტუ­რის სფე­რო­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ვის აბა­რია ეს სფე­რო, არც კი ვი­ცი.

-  კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს...

-  ჰო­და, აზ­რზე არ ვარ, ვინ მუ­შა­ობს იქ და რას აკე­თე­ბენ. მგო­ნი, უბ­რა­ლოდ, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში დაფ­რი­ნა­ვენ, თე­ატ­რშიც არა­ვინ მი­ნა­ხავს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან.

-  ად­რე ით­ქვა, რომ ვე­რა­ზე სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­იწყ­ე, გა­ა­მარ­თლა იმ საქ­მემ?

-  მე არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბი­ა, მე­გო­ბარ­მა გახ­სნა კვე­ბის ობი­ექ­ტი და "ფეხ­ზე დად­გო­მა­ში" ვეხ­მა­რე­ბო­დით. ნე­ტა მარ­თლა მქონ­დეს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი და ყო­ველ­დღე იმა­ზე არ მი­წევ­დეს ფიქ­რი, სახ­ლში ჩემს შვილს პუ­რი აქვს თუ არა. მსა­ხი­ო­ბებს სა­მარ­ცხვი­ნო ხელ­ფა­სი გვაქ­ვს, ა­რა­და, ბევრს პი­რი­ქით ჰგო­ნი­ა. არ­ტის­ტე­ბი ასე არ უნ­და ვი­ყოთ, ზოგ­ჯერ ისე უფუ­ლოდ ვყო­ფილ­ვარ, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ფე­ხი­თაც კი მივ­სულ­ვარ.

-  კულ­ტუ­რის სფე­როს ბევ­რმა მუ­შაკ­მა ამის გა­მო სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, შენ არ გიც­დია აქე­დან წას­ვლა?

-  ვის რა­ში ვჭირ­დე­ბი? წა­ვი­დო­დი რუ­სეთ­ში, მაგ­რამ არ არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. გა­ვი­გეთ, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რია მთელ დე­და­მი­წას ებ­რძვის და რომ ჩვენ ად­ვი­ლად და­სა­ჩაგ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა რუ­სი ასე­თი ხომ არ არის? რა­ტომ არ უნ­და ვი­ცო­დე რუ­სუ­ლი, რა­ტომ არ უნ­და წა­ვი­კითხო ჩე­ხო­ვი ან დოს­ტო­ევ­სკი რუ­სუ­ლად? ეს არის გო­ი­მუ­რი მიდ­გო­მა. ვერ ვე­რე­ვით მტერს და ამი­ტომ არ ვის­წავ­ლოთ რუ­სუ­ლი? თუ აგ­რე­ა, მტერ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს უნ­და იყო.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება