ხიდი, რომელიც აშშ-სა და კანადას აერთებს, მსოფლიოში კიდევ ერთი ნაგებობა გახდა, რომელიც უკრაინელების მასობრივი პროტესტის სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებით გაანათეს. Peace Bridge-მა ყვითელი და ლურჯი შეფერილობა მიიღო.
"ამ ქმედებით აშშ-ში უკრაინის აქციებისადმი სოლიდარობა გამოხატეს", - ნათქვამია ბაფალოს უკრაინა-ამერიკული საზოგადოებრივი ცენტრის "ერის სახლის" facebook-გვერდზე.
რამდენიმე დღის წინ პოლონეთის ქალაქ კელცეში ყვითელი და ლურჯი ფერის დროშებით ცენტრალური ქუჩა და ქალაქის მოედანი მორთეს, ვროცლავში ლურჯ და ყვითელ ფერებში სტადიონი გაანათეს, ვარშავაში - კი ყველაზე მაღალი შენობა - კულტურისა და სპორტის სასახლე.
მომზადებულია VIDIA-ს მიხედვით.