პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას ესმოდა მერაბიშვილის ღრიალი"- გაუჩინარებული ანაკლიის მკვიდრის ისტორია
"ყველას ესმოდა მერაბიშვილის ღრიალი"- გაუჩინარებული ანაკლიის მკვიდრის ისტორია

"გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ჩემ­მა ძმამ და­წე­რა წე­რი­ლი: გა­დავ­დი­ვარ აფხა­ზეთ­ში ჟე­ნი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად. თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ მივ­ხ­ვ­დით, რომ ჟე­ნია ევ­გე­ნი ბო­რი­სო­ვი იყო"

ანაკ­ლი­ის მკვიდ­რი, 43 წლის გო­გი­ტა აბუ­ლა­ძე, 2012 წლის 18 იან­ვარს გა­უ­ჩი­ნარ­და. იგი სახ­ლი­დან სამ­სა­ხურ­ში, სას­ტუმ­რო "ა­ნაკ­ლი­ა­ში" წა­ვი­და და მას შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოჯახს არ­წ­მუ­ნებ­და, რომ გო­გი­ტა აბუ­ლა­ძე რუ­სე­თის აგენ­ტი იყო, შემ­ჩ­ნე­უ­ლი ჰყავ­დათ ტე­რაქ­ტე­ბის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბა­ში და აფხა­ზეთ­ში გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა თავს. გო­გი­ტას და ნა­ნა აბუ­ლა­ძე სი­მარ­თ­ლის გარ­კ­ვე­ვის მო­ლო­დინ­შია და გა­მო­ძი­ე­ბის­გან ელის პა­სუხს კითხ­ვა­ზე - ვინ და რა­ტომ გა­აქ­რო მი­სი ძმა?

- ჩე­მი ძმა გო­გი­ტა 2012 წლის 18 იან­ვარს გა­უ­ჩი­ნარ­და. ცხოვ­რობ­და ანაკ­ლი­ა­ში და მუ­შა­ობ­და სას­ტუმ­რო "ა­ნაკ­ლი­ა­ში" ინ­ჟი­ნერ-ტექ­ნი­კო­სად. რო­გორც შემ­დ­გომ­ში შე­ვიტყ­ვეთ, გო­გი­ტა მე­ზო­ბელს და­უ­ნა­ხავს ვერ­ცხ­ლის­ფერ ჯიპ­ში, სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბით - OHO - 923. რო­გორც გა­ვარ­კ­ვი­ეთ, ეს იყო სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს მალ­ხაზ პაჭ­კო­რი­ას მან­ქა­ნა. სას­ტუმ­როს უკა­ნა მხრი­დან შე­სას­ვ­ლე­ლი აქვს და ვი­დე­ო­კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა გო­გი­ტა და მი­სი თან­მ­ხ­ლე­ბი სა­მი პი­რი. მათ შო­რის ერთ-ერ­თი პაჭ­კო­რია იყო. ეს ჩა­ნა­წე­რი შემ­დეგ გაქ­რა. მალ­ხაზ პაჭ­კო­რი­ამ ძი­ე­ბი­სას თქვა, მე ჩა­მოვ­ს­ვი სას­ტუმ­როს­თა­ნო, მაგ­რამ, ფაქ­ტია, ისი­ნი ერ­თად შე­ვიდ­ნენ შე­ნო­ბა­ში. სს საქ­მე აღიძ­რა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ წინ რომ არ წა­ვი­და, ჩვე­ნით ვი­ძი­ებ­დით.

- გა­მო­ძი­ე­ბას რა უთხ­რა პაჭ­კო­რი­ამ, რა­ტომ მი­იყ­ვა­ნა თქვე­ნი ძმა სას­ტუმ­რო­ში თა­ვი­სი მან­ქა­ნით?

- ჩე­მი მე­უღ­ლე და პაჭ­კო­რია ერ­თხანს ერ­თად მუ­შა­ობ­დ­ნენ. იგი ამ­ბობ­და, გო­გი­ტას არ ვიც­ნობ­დიო. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, პაჭ­კო­რია ჩარ­თუ­ლი კი არა, უშუ­ა­ლოდ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჩე­მი ძმის გაქ­რო­ბით. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ჩემ­მა ძმამ და­წე­რა წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ძველ ნივ­თებ­ში ჩა­უ­დია და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ვი­პო­ვეთ. მას­ში ეწე­რა: გა­დავ­დი­ვარ აფხა­ზეთ­ში ჟე­ნი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად და ამის შე­სა­ხებ იცის მალ­ხაზ პაჭ­კო­რი­ამ. თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ მივ­ხ­ვ­დით, რომ ჟე­ნია ევ­გე­ნი ბო­რი­სო­ვი იყო, პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გვითხ­რეს, რა­ტომ არ გე­ში­ნი­ათ, ამას რომ ამ­ბობთ, ეს ევ­გე­ნი ბო­რი­სო­ვიაო. რო­გორც ჩანს, გო­გი­ტამ იცო­და, რა­შიც იყო გა­რე­უ­ლი და რას და­აბ­რა­ლებ­დ­ნენ. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ერ­თი წლით ად­რე ჩე­მი ძმა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, ალ­ბათ რა­ღა­ცას ელო­და, რა­ღაც იცო­და. ამ წე­რი­ლის წარ­თ­მე­ვის მცდე­ლო­ბი­სას ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ გა­ვი­ლა­ხეთ, ვის არ გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ, წე­რი­ლი გად­მოგ­ვე­ცით, ის გა­მო­ძი­ე­ბა­ში უნ­და ინა­ხე­ბო­დე­სო. თეა წუ­ლუ­კი­ან­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ წე­რილს ჩა­უ­ტარ­და ექ­ს­პერ­ტი­ზა, მა­ნამ­დე ყრიდ­ნენ ჭო­რებს, რომ ის ჩვე­ნი და­წე­რი­ლი იყო.

- რა­ში იყო გა­რე­უ­ლი გო­გი­ტა, რა ვერ­სი­ე­ბი გაქვთ?

- ბო­რი­სოვს მარ­ტო ჩე­მი ძმა კი არა, მთე­ლი სო­ფე­ლი იც­ნობ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­შ­ვი­დო­ბო­ე­ბის ბა­ზა იყო ანაკ­ლი­ა­ში და 2008 წლამ­დე და ტე­რაქ­ტე­ბამ­დე მას ყვე­ლას­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მხო­ლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მე­რე გა­ვი­გეთ, რომ 2006 წელს გო­გი­ტა უშიშ­რო­ე­ბა­ში და­უ­ბა­რე­ბი­ათ, კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა (რო­მე­ლიც დღე­საც მუ­შა­ობს) გია კან­კი­ამ პი­რად სა­უ­ბარ­ში თქვა, რომ უშუ­ა­ლოდ მან შექ­მ­ნა გო­გი­ტა­ზე კომ­პ­რო­მა­ტე­ბი. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რას გუ­ლის­ხ­მობ­და. გო­გი­ტას ჯა­შუ­შო­ბაც და­აბ­რა­ლეს, სას­ტუმ­რო­ში ყუმ­ბა­რის და­დე­ბაც. 2012 წლის 19 იან­ვარს სო­ფელ დარ­ჩელ­ში, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში ბომ­ბი ნა­ხეს და ესეც გო­გი­ტას და­აბ­რა­ლეს. რო­გორც და­ვად­გი­ნეთ, გა­მოჩ­ნ­და ამის გამ­კე­თე­ბე­ლი კა­ცი, ვინ­მე აფა­ქი­ძე, იგი პო­ლი­ცი­ას­თან იყო შეკ­რუ­ლი. ჩე­მი ძმის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში იყო ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა, თით­ქოს აფხა­ზე­ბის 15-20-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი გან­მუ­ხურ­ში, საზღ­ვარ­ზე თავს და­ეს­ხა ქარ­თ­ვე­ლე­ბის სა­გუ­შა­გოს და მათ თურ­მე გო­გი­ტა უძღო­და წინ. ორ­თ­ვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გვა­ჯე­რებ­დ­ნენ, რომ ჩე­მი ძმა რუ­სე­ბის აგენ­ტი იყო და აფხა­ზეთ­ში გა­იქ­ცა. 2006 წლი­დან ამ­დე­ნი თუ იცოდ­ნენ მას­ზე, მა­შინ რა­ტომ და­აწყე­ბი­ნეს იმ სას­ტუმ­რო­ში მუ­შა­ო­ბა, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი კვი­რა­ში 3-4-ჯერ და­დი­ო­და? სა­ეჭ­ვო და არა­სა­ი­მე­დო პირს არ მის­ცემ­დ­ნენ იქ მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. გო­გი­ტა, რომ იტყ­ვი­ან, რენ­ტ­გენ­ზე გა­ა­ტა­რეს და ისე მი­ი­ღეს. მით უმე­ტეს, რომ ის სას­ტუმ­რო ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის უწყე­ბის სას­ტუმ­რო და მა­თი ბუ­დე იყო. 19 იან­ვარს, ანუ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან მე­ო­რე დღეს, სას­ტუმ­რო­ში ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მი­სი ხალ­ხი მო­ვი­და ჯი­პე­ბით, ერთ ოთახ­ში შე­იკ­რიბ­ნენ და ყვე­ლას ეს­მო­და ვა­ნოს ღრი­ა­ლი: რა­ტომ და­კარ­გეთ ასე­თი კა­ცი? ჩემს ძმას გუ­ლის­ხ­მობ­და. გო­გი­ტა მათ­თ­ვის სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერს და­აბ­რა­ლებ­დ­ნენ. 18 იან­ვ­რის 12 სა­ა­თი­დან იკარ­გე­ბა მი­სი კვა­ლი, გო­გი­ტა სას­ტუმ­რო­დან გა­მო­სუ­ლი არა­ვის უნა­ხავს. გაქ­ცე­უ­ლი რომ იყოს, ხმას მა­ინც მოგ­ვაწ­ვ­დენ­და. ვა­პი­რებთ სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნოთ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ.

- აფხა­ზეთ­ში თუ გიც­დი­ათ მი­სი მო­ძებ­ნა?

- რო­დე­საც გვიმ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, გო­გი­ტა აფხა­ზეთ­შია, რუ­სებ­თა­ნაა, იმათ მოკ­ლეს, ღო­რებ­მა შე­ჭა­მე­სო, ჩვენც და­ვი­წყეთ ძებ­ნა. ჩვენ დევ­ნი­ლე­ბი ვართ აფხა­ზე­თი­დან და იქ დი­დი ნაც­ნო­ბო­ბა გვყავს. ყვე­ლა იმას გვე­უბ­ნე­ბა, ასე­თი აქ არა­ვი­ნაა, სად­მე გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი თუ ჰყავთ, არ ვი­ცი­თო. ისე­თი გან­ც­და გვაქვს, რომ გო­გი­ტა აღარ არის ცო­ცხა­ლი.

ნა­ნა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ყველას ესმოდა მერაბიშვილის ღრიალი"- გაუჩინარებული ანაკლიის მკვიდრის ისტორია

"ყველას ესმოდა მერაბიშვილის ღრიალი"- გაუჩინარებული ანაკლიის მკვიდრის ისტორია

"გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ჩემ­მა ძმამ და­წე­რა წე­რი­ლი: გა­დავ­დი­ვარ აფხა­ზეთ­ში ჟე­ნი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად. თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ მივ­ხ­ვ­დით, რომ ჟე­ნია ევ­გე­ნი ბო­რი­სო­ვი იყო"

ანაკ­ლი­ის მკვიდ­რი, 43 წლის გო­გი­ტა აბუ­ლა­ძე, 2012 წლის 18 იან­ვარს გა­უ­ჩი­ნარ­და. იგი სახ­ლი­დან სამ­სა­ხურ­ში, სას­ტუმ­რო "ა­ნაკ­ლი­ა­ში" წა­ვი­და და მას შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოჯახს არ­წ­მუ­ნებ­და, რომ გო­გი­ტა აბუ­ლა­ძე რუ­სე­თის აგენ­ტი იყო, შემ­ჩ­ნე­უ­ლი ჰყავ­დათ ტე­რაქ­ტე­ბის მოწყო­ბის მცდე­ლო­ბა­ში და აფხა­ზეთ­ში გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა თავს. გო­გი­ტას და ნა­ნა აბუ­ლა­ძე სი­მარ­თ­ლის გარ­კ­ვე­ვის მო­ლო­დინ­შია და გა­მო­ძი­ე­ბის­გან ელის პა­სუხს კითხ­ვა­ზე - ვინ და რა­ტომ გა­აქ­რო მი­სი ძმა?

- ჩე­მი ძმა გო­გი­ტა 2012 წლის 18 იან­ვარს გა­უ­ჩი­ნარ­და. ცხოვ­რობ­და ანაკ­ლი­ა­ში და მუ­შა­ობ­და სას­ტუმ­რო "ა­ნაკ­ლი­ა­ში" ინ­ჟი­ნერ-ტექ­ნი­კო­სად. რო­გორც შემ­დ­გომ­ში შე­ვიტყ­ვეთ, გო­გი­ტა მე­ზო­ბელს და­უ­ნა­ხავს ვერ­ცხ­ლის­ფერ ჯიპ­ში, სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბით - OHO - 923. რო­გორც გა­ვარ­კ­ვი­ეთ, ეს იყო სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს მალ­ხაზ პაჭ­კო­რი­ას მან­ქა­ნა. სას­ტუმ­როს უკა­ნა მხრი­დან შე­სას­ვ­ლე­ლი აქვს და ვი­დე­ო­კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა გო­გი­ტა და მი­სი თან­მ­ხ­ლე­ბი სა­მი პი­რი. მათ შო­რის ერთ-ერ­თი პაჭ­კო­რია იყო. ეს ჩა­ნა­წე­რი შემ­დეგ გაქ­რა. მალ­ხაზ პაჭ­კო­რი­ამ ძი­ე­ბი­სას თქვა, მე ჩა­მოვ­ს­ვი სას­ტუმ­როს­თა­ნო, მაგ­რამ, ფაქ­ტია, ისი­ნი ერ­თად შე­ვიდ­ნენ შე­ნო­ბა­ში. სს საქ­მე აღიძ­რა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ წინ რომ არ წა­ვი­და, ჩვე­ნით ვი­ძი­ებ­დით.

- გა­მო­ძი­ე­ბას რა უთხ­რა პაჭ­კო­რი­ამ, რა­ტომ მი­იყ­ვა­ნა თქვე­ნი ძმა სას­ტუმ­რო­ში თა­ვი­სი მან­ქა­ნით?

- ჩე­მი მე­უღ­ლე და პაჭ­კო­რია ერ­თხანს ერ­თად მუ­შა­ობ­დ­ნენ. იგი ამ­ბობ­და, გო­გი­ტას არ ვიც­ნობ­დიო. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, პაჭ­კო­რია ჩარ­თუ­ლი კი არა, უშუ­ა­ლოდ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჩე­მი ძმის გაქ­რო­ბით. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ჩემ­მა ძმამ და­წე­რა წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ძველ ნივ­თებ­ში ჩა­უ­დია და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ვი­პო­ვეთ. მას­ში ეწე­რა: გა­დავ­დი­ვარ აფხა­ზეთ­ში ჟე­ნი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად და ამის შე­სა­ხებ იცის მალ­ხაზ პაჭ­კო­რი­ამ. თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ მივ­ხ­ვ­დით, რომ ჟე­ნია ევ­გე­ნი ბო­რი­სო­ვი იყო, პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გვითხ­რეს, რა­ტომ არ გე­ში­ნი­ათ, ამას რომ ამ­ბობთ, ეს ევ­გე­ნი ბო­რი­სო­ვიაო. რო­გორც ჩანს, გო­გი­ტამ იცო­და, რა­შიც იყო გა­რე­უ­ლი და რას და­აბ­რა­ლებ­დ­ნენ. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ერ­თი წლით ად­რე ჩე­მი ძმა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, ალ­ბათ რა­ღა­ცას ელო­და, რა­ღაც იცო­და. ამ წე­რი­ლის წარ­თ­მე­ვის მცდე­ლო­ბი­სას ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ გა­ვი­ლა­ხეთ, ვის არ გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ, წე­რი­ლი გად­მოგ­ვე­ცით, ის გა­მო­ძი­ე­ბა­ში უნ­და ინა­ხე­ბო­დე­სო. თეა წუ­ლუ­კი­ან­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ წე­რილს ჩა­უ­ტარ­და ექ­ს­პერ­ტი­ზა, მა­ნამ­დე ყრიდ­ნენ ჭო­რებს, რომ ის ჩვე­ნი და­წე­რი­ლი იყო.

- რა­ში იყო გა­რე­უ­ლი გო­გი­ტა, რა ვერ­სი­ე­ბი გაქვთ?

- ბო­რი­სოვს მარ­ტო ჩე­მი ძმა კი არა, მთე­ლი სო­ფე­ლი იც­ნობ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­შ­ვი­დო­ბო­ე­ბის ბა­ზა იყო ანაკ­ლი­ა­ში და 2008 წლამ­დე და ტე­რაქ­ტე­ბამ­დე მას ყვე­ლას­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მხო­ლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მე­რე გა­ვი­გეთ, რომ 2006 წელს გო­გი­ტა უშიშ­რო­ე­ბა­ში და­უ­ბა­რე­ბი­ათ, კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა (რო­მე­ლიც დღე­საც მუ­შა­ობს) გია კან­კი­ამ პი­რად სა­უ­ბარ­ში თქვა, რომ უშუ­ა­ლოდ მან შექ­მ­ნა გო­გი­ტა­ზე კომ­პ­რო­მა­ტე­ბი. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რას გუ­ლის­ხ­მობ­და. გო­გი­ტას ჯა­შუ­შო­ბაც და­აბ­რა­ლეს, სას­ტუმ­რო­ში ყუმ­ბა­რის და­დე­ბაც. 2012 წლის 19 იან­ვარს სო­ფელ დარ­ჩელ­ში, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში ბომ­ბი ნა­ხეს და ესეც გო­გი­ტას და­აბ­რა­ლეს. რო­გორც და­ვად­გი­ნეთ, გა­მოჩ­ნ­და ამის გამ­კე­თე­ბე­ლი კა­ცი, ვინ­მე აფა­ქი­ძე, იგი პო­ლი­ცი­ას­თან იყო შეკ­რუ­ლი. ჩე­მი ძმის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში იყო ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა, თით­ქოს აფხა­ზე­ბის 15-20-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი გან­მუ­ხურ­ში, საზღ­ვარ­ზე თავს და­ეს­ხა ქარ­თ­ვე­ლე­ბის სა­გუ­შა­გოს და მათ თურ­მე გო­გი­ტა უძღო­და წინ. ორ­თ­ვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გვა­ჯე­რებ­დ­ნენ, რომ ჩე­მი ძმა რუ­სე­ბის აგენ­ტი იყო და აფხა­ზეთ­ში გა­იქ­ცა. 2006 წლი­დან ამ­დე­ნი თუ იცოდ­ნენ მას­ზე, მა­შინ რა­ტომ და­აწყე­ბი­ნეს იმ სას­ტუმ­რო­ში მუ­შა­ო­ბა, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი კვი­რა­ში 3-4-ჯერ და­დი­ო­და? სა­ეჭ­ვო და არა­სა­ი­მე­დო პირს არ მის­ცემ­დ­ნენ იქ მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. გო­გი­ტა, რომ იტყ­ვი­ან, რენ­ტ­გენ­ზე გა­ა­ტა­რეს და ისე მი­ი­ღეს. მით უმე­ტეს, რომ ის სას­ტუმ­რო ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის უწყე­ბის სას­ტუმ­რო და მა­თი ბუ­დე იყო. 19 იან­ვარს, ანუ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან მე­ო­რე დღეს, სას­ტუმ­რო­ში ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მი­სი ხალ­ხი მო­ვი­და ჯი­პე­ბით, ერთ ოთახ­ში შე­იკ­რიბ­ნენ და ყვე­ლას ეს­მო­და ვა­ნოს ღრი­ა­ლი: რა­ტომ და­კარ­გეთ ასე­თი კა­ცი? ჩემს ძმას გუ­ლის­ხ­მობ­და. გოგიტა მათ­თ­ვის სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერს და­აბ­რა­ლებ­დ­ნენ. 18 იან­ვ­რის 12 სა­ა­თი­დან იკარ­გე­ბა მი­სი კვა­ლი, გო­გი­ტა სას­ტუმ­რო­დან გა­მო­სუ­ლი არა­ვის უნა­ხავს. გაქ­ცე­უ­ლი რომ იყოს, ხმას მა­ინც მოგ­ვაწ­ვ­დენ­და. ვა­პი­რებთ სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნოთ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ.

- აფხა­ზეთ­ში თუ გიც­დი­ათ მი­სი მო­ძებ­ნა?

- რო­დე­საც გვიმ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, გო­გი­ტა აფხა­ზეთ­შია, რუ­სებ­თა­ნაა, იმათ მოკ­ლეს, ღო­რებ­მა შე­ჭა­მე­სო, ჩვენც და­ვიწყეთ ძებ­ნა. ჩვენ დევ­ნი­ლე­ბი ვართ აფხა­ზე­თი­დან და იქ დი­დი ნაც­ნო­ბო­ბა გვყავს. ყვე­ლა იმას გვე­უბ­ნე­ბა, ასე­თი აქ არა­ვი­ნაა, სად­მე გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი თუ ჰყავთ, არ ვი­ცი­თო. ისე­თი გან­ც­და გვაქვს, რომ გო­გი­ტა აღარ არის ცოცხა­ლი.

ნა­ნა ფიცხე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ