სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იზრდება პრეზიდენტის ხელფასი, როცა ფინანსურად ისედაც უჭირს ქვეყანას?
რატომ იზრდება პრეზიდენტის ხელფასი, როცა ფინანსურად ისედაც უჭირს ქვეყანას?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი თა­ვის წი­ნა­მორ­ბე­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით გაზ­რდილ ხელ­ფასს მი­ი­ღებს. უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი 4720 ლა­რის ნაც­ვლად ხელ­ფა­სის სა­ხით ყო­ველ­თვი­უ­რად 7200 ლარს მი­ი­ღებს. პრე­ზი­დენ­ტის ხელ­ფა­სის ზრდამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. მათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის გაზ­რდი­ლი მადა, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრე­ზი­დენ­ტის­თვის ხელ­ფა­სის გაზ­რდას ლო­გი­კუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ. პრე­ზი­დენ­ტის გაზ­რდილ ხელ­ფას­ზე მისი პიარ სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის ხელ­ფა­სის გაზ­რდამ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია, თუ შე­იძ­ლე­ბა გვი­თხრათ, რა­ტომ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ხელ­ფა­სის ზრდა მა­შინ, როცა ფი­ნან­სუ­რად ისე­დაც უჭირს ქვე­ყა­ნას?

- ეს პრე­ზი­დენ­ტის იდეა არ ყო­ფი­ლა, მის­თვის ხელ­ფა­სის გაზ­რდა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს ხელ­ფა­სი არის ადექ­ვა­ტუ­რი იმ შრო­მი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის, რო­მე­ლიც აკის­რია პრე­ზი­დენტს. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბუ­ლი ხელ­ფა­სი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შტო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა ხელ­ფა­სებ­თან.

- შე­სა­ბა­მი­სო­ბა არც წი­ნათ იყო, თუმ­ცა წინა პრე­ზი­დენტს ეს არ გა­უ­კე­თე­ბია. არ ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი ამ არ­გუ­მენტს ხელ­ზე და­იხ­ვე­ვენ და იტყვი­ან, რომ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ხელ­ფასს მა­შინ არ უნდა იზ­რდი­დეს, როცა ქვე­ყა­ნას უჭირს?

- კარ­გით რა, რაში და­ჭირ­დე­ბო­და წინა პრე­ზი­დენტს ეს? ეს ის პრე­ზი­დენ­ტი არაა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის და სხვა უწყე­ბე­ბის თან­ხებს ისე იყე­ნებ­და, რო­გორც სა­კუ­თარ ხელ­ფასს? ის სა­ერ­თოდ არა­ვის ეკი­თხე­ბო­და, რა ხარ­ჯე­ბი უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და ამი­ტომ მათი მხრი­დან უკა­ნო­ნო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი უად­გი­ლოდ მეჩ­ვე­ნე­ბა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რატომ იზრდება პრეზიდენტის ხელფასი, როცა ფინანსურად ისედაც უჭირს ქვეყანას?

რატომ იზრდება პრეზიდენტის ხელფასი, როცა ფინანსურად ისედაც უჭირს ქვეყანას?

საქართველოს პრეზიდენტი თავის წინამორბედისგან განსხვავებით გაზრდილ ხელფასს მიიღებს. უმრავლესობის წევრ დავით საგანელიძის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, გიორგი მარგველაშვილი 4720 ლარის ნაცვლად ხელფასის სახით ყოველთვიურად 7200 ლარს მიიღებს. პრეზიდენტის ხელფასის ზრდამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მათვის მიუღებელი აღმოჩნდა ახალი პრეზიდენტის გაზრდილი მადა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტისთვის ხელფასის გაზრდას ლოგიკურად მიიჩნევენ. პრეზიდენტის გაზრდილ ხელფასზე მისი პიარ სამსახურის უფროსმა შალვა რამიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

- საზოგადოებაში პრეზიდენტის ხელფასის გაზრდამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუ შეიძლება გვითხრათ, რატომ გახდა აუცილებელი პრეზიდენტის ხელფასის ზრდა მაშინ, როცა ფინანსურად ისედაც უჭირს ქვეყანას?

- ეს პრეზიდენტის იდეა არ ყოფილა, მისთვის ხელფასის გაზრდა საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა იყო. მინდა გითხრათ, რომ ეს ხელფასი არის ადექვატური იმ შრომისა და პასუხისმგებლობის, რომელიც აკისრია პრეზიდენტს. გარდა ამისა, არსებული ხელფასი შესაბამისობაში მოდის სახელისუფლებო შტოების ხელმძღვანელთა ხელფასებთან.

- შესაბამისობა არც წინათ იყო, თუმცა წინა პრეზიდენტს ეს არ გაუკეთებია. არ ფიქრობთ, რომ თქვენი ოპონენტები ამ არგუმენტს ხელზე დაიხვევენ და იტყვიან, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ხელფასს მაშინ არ უნდა იზრდიდეს, როცა ქვეყანას უჭირს?

- კარგით რა, რაში დაჭირდებოდა წინა პრეზიდენტს ეს? ეს ის პრეზიდენტი არაა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურის და სხვა უწყებების თანხებს ისე იყენებდა, როგორც საკუთარ ხელფასს? ის საერთოდ არავის ეკითხებოდა, რა ხარჯები უნდა გამოეყენებინა და ამიტომ მათი მხრიდან უკანონობაზე საუბარი უადგილოდ მეჩვენება.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა