პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა სანაია: როცა ადამიანს ფული გაქვს, ყველაფერი გიყვარს - შოპინგიც და ტანსაცმელიც
 ანა სანაია: როცა ადამიანს ფული გაქვს, ყველაფერი გიყვარს - შოპინგიც და ტანსაცმელიც

ალ­ბათ სე­რი­ა­ლი­დან - "ჩვე­ნი ოფი­სი" თეკ­ლა ყვე­ლას გახ­სოვთ. ცოტა ხნის წინ, თეკ­ლას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - ანა სა­ნა­ია სე­რი­ალ­ში - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" გა­მოჩ­ნდა - ისევ მო­სუ­ლე­ლო გო­გო­ნას რო­ლით და ბე­რე­ტით... გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­გან კომ­პლი­მენ­ტის გარ­და, შე­ნიშ­ვნებ­საც იღებს და ით­ვა­ლის­წი­ნებს. თეკ­ლას როლ­ში რომ არ ჩავ­რჩე, ამას სხვა გარ­ჯა სჭირ­დე­ბაო, - გვი­თხრა მსა­ხი­ობ­მა, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი სტი­ლი აქვს: სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, სცე­ნა­რებს წერს... სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის გამო, გაპ­რან­ჭვა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­ი­წყო.

მა­კი­ა­ჟი და სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- გა­მოც­დი­ლი ვი­ზა­ჟის­ტე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, - "რთუ­ლი" თვა­ლი გაქ­ვსო. მა­კი­ა­ჟის კე­თე­ბას ხელი შე­ვაჩ­ვიე: უკვე ვიცი, რა მიხ­დე­ბა და რა - არა. ვი­სურ­ვებ­დი, ყვე­ლა ქალს მოვ­ლი­ლი სა­ხის კანი და კარ­გი მა­კი­ა­ჟი ჰქონ­დეს.

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­უ­რად იკე­თებ?

- კი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლოს, ვერც შე­მამ­ჩნევ. ჩემი დღის რე­ჟი­მი ასე­თია: ან სპექ­ტაკ­ლი მაქვს, ან - რე­პე­ტი­ცია. გრი­მი თუ არა, სას­ცე­ნო მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა მა­ინც მი­წევს ხოლ­მე... გრი­მი უფრო რთუ­ლი თე­მაა და ამა­ზე ძი­რი­თა­დად, გრი­მი­ო­რე­ბი ზრუ­ნა­ვენ, მაგ­რამ ისე გა­ვი­წა­ფე, რომ უკვე თა­ვა­დაც შე­მიძ­ლია გა­კე­თე­ბა. ცხა­დია, გრი­მი­სა თუ მა­კი­ა­ჟის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ სა­ხის იდე­ა­ლუ­რი კანი მქონ­დეს.

- სა­ხის კანს რო­გორ უვლი?

- ქალს (მით უმე­ტეს - მსა­ხი­ობს) სა­ხის კანი სულ ფორ­მა­ში უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ზოგს მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შერ­ჩე­ვა ძალ­ზე უჭირს. მეც გა­მი­ჭირ­და. არ დავ­მა­ლავ - პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და ხოლ­მე... სა­ხეს ხში­რად ვიწ­მენდ და შე­სა­ბა­მის მკვე­ბავ­საც ვის­ვამ.

- ხალ­ხურ მე­თო­დებს თუ მი­მარ­თავ?

- არა და არც არა­სო­დეს გა­მო­ვი­ყე­ნებ!

- რა­ტომ?

- ასე­თი რა­ღა­ცე­ბის მე­ში­ნია.

- კიტ­რის ნა­თა­ლი­სა თუ სხვა­დას­ხვა სა­ხის ხი­ლის გე­ში­ნია?

- არა, არა, სა­ხე­ზე კიტ­რის და­დე­ბა მე­ზი­ზღე­ბა! იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ში­ნია, ვი­საც სა­ხე­ზე ხილი და კიტ­რი ადევს! არა­ეს­თე­ტი­კუ­რია. მე­დი­ცი­ნა გან­ვი­თა­რე­ბის იმ დო­ნე­ზე ავი­და, რომ სა­ხე­ზე კიტ­რის და­დე­ბა სა­ჭი­რო აღარ არის.

- ბუ­ნებ­რივ ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი რომ არის, იცი?

- კი, ბა­ტო­ნო, შე­იძ­ლე­ბა, ჩემი კრე­მიც ასეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ჭი­როდ არ მი­მაჩ­ნია, ბალი მოვ­წყვი­ტო და სა­ხე­ზე და­ვი­დო. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში!

თმის ფერი და ვარ­ცხნი­ლო­ბა

- ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რის ხუ­ჭუ­ჭა თმა მაქვს. სხვა ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბაც მიც­დია, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვო­ბა მომ­წონს. გაშ­ლი­ლი, გრძე­ლი თმა კარ­გია.

- მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა არას­დროს გქო­ნია?

- კი, "კარე" მქონ­და. ისიც კარ­გი იყო, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა უფრო მე­ტად მიხ­დე­ბა.

- ვარ­ცხნი­ლო­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში ხში­რად და­დი­ხარ?

- სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში ძა­ლი­ან ხში­რად დავ­დი­ვარ, ოღონდ - არა ვარ­ცხნი­ლო­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად, არა­მედ ფრჩხი­ლე­ბის "გა­სა­კე­თებ­ლად", სა­ხის პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის... ჩემს ვარ­ცხნი­ლო­ბას ბევ­რი წვა­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბა. მთა­ვა­რია, გქონ­დეს შამ­პუ­ნი, თმის ნი­ღა­ბი, ზეთი, მუსი და თვი­თონ თმა (იცი­ნის). თუ ფენს და­ახ­მარ, მთლად გა­და­სა­რე­ვია!

- თმა არა­სო­დეს შე­გი­ღე­ბავს?

- ადრე ფრან­გუ­ლი მე­ლი­რე­ბა გა­ვი­კე­თე და ძა­ლი­ან მო­მიხ­და...

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- ვარ­ჯი­ში მე­ზა­რე­ბა. ამი­ტომ სა­მე­ჯლი­სო-სპორ­ტულ ცეკ­ვა­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. დი­ე­ტის დაც­ვას სულ ვცდი­ლობ, მაგ­რამ არ გა­მომ­დის. ბევ­რნა­ი­რი დი­ე­ტა ვიცი. ამ სა­კი­თხზე კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­წე­ვა უკვე პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე შე­მიძ­ლია, მაგ­რამ პი­რა­დად მე, დი­ე­ტის დაც­ვა არ შე­მიძ­ლია: ჭამა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გურ­მა­ნი ვარ!

- კერ­ძებს თა­ვა­დაც ამ­ზა­დებ?

- კი, რა­ღა­ცებს ვამ­ზა­დებ ხოლ­მე და მგო­ნი, კარ­გი გა­მომ­დის.

- ოდეს­მე წო­ნა­ში ძა­ლი­ან მო­გი­მა­ტია?

- სულ მო­მა­ტე­ბუ­ლი არ ვარ? უნდა გე­კი­თხა, - ოდეს­მე წო­ნა­ში თუ და­გიკ­ლი­აო (იცი­ნის)? სა­ერ­თოდ, წონა მა­წუ­ხებს - მინ­და, ნაკ­ლებს ვი­წო­ნი­დე!

- კარ­გი, მა­შინ გვი­თხა­რი, ოდეს­მე ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი თუ ყო­ფილ­ხარ?

- ეს ფაქ­ტი ბუნ­დოვ­ნად მახ­სენ­დე­ბა: 5 წლის წინ. რა­ღაც დი­ე­ტა და­ვი­ცა­ვი და და­ვი­კე­ლი.

სა­მო­სი

- როცა ადა­მი­ანს ფული გაქვს, ყვე­ლა­ფე­რი გიყ­ვარს - შო­პინ­გიც და ტან­საც­მე­ლიც. თუ ბევ­რი ფული გაქვს, მით უმე­ტეს - მა­ღა­ზი­ებ­ში წო­წი­ა­ლი ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- მა­ღა­ზი­ებ­ში მარ­ტო და­დი­ხარ ხოლ­მე?

- თუ მარ­ტო ვარ და იქვე ახ­ლოს მა­ღა­ზი­აა, არ ვი­ტყვი: ვა­ი­მე, მარ­ტო ვარ და მა­ღა­ზი­ა­ში ხომ არ შე­ვალ-მეთ­ქი? ისე, ვინ­მეს­თან ერ­თად თუ ვარ, უფრო ხა­ლი­სი­ა­ნად ვშო­პინ­გობ.

- სა­მოსს ძნე­ლად არ­ჩევ?

- თუ ფული მაქვს, ყვე­ლა­ფერს ად­ვი­ლად ვარ­ჩევ, მაგ­რამ თუ საკ­მა­რი­სი თან­ხა არ მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი რთულ­დე­ბა.

- რო­გო­რი სტი­ლის სა­მო­სი მოგ­წონს?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი - სა­ღა­მოს სა­მო­სი­დან და­წყე­ბუ­ლი, სპორ­ტუ­ლი ტან­საც­მლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. რა სტი­ლის სა­მო­სიც მაქვს, იმას ვიხ­დენ და ასე ჯა­ხი­რით მივ­დი­ვართ წინ.

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რი რაც უფრო ძვირ­ფა­სია, მით უკე­თე­სია. გაქვს? გა­ი­კე­თე. არ გაქვს? - ნუ გა­ი­კე­თებ. ოქრო თუ იქ­ნე­ბა, უკე­თე­სია, ბრი­ლი­ან­ტი ქალს უხ­დე­ბა, მარ­გა­ლი­ტი - ამ­შვე­ნებს, ფი­რუზ­ზე არა­ფე­რი გა­მი­გო­ნია (თვა­ლით არც მი­ნა­ხავს), მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, - კარ­გი­აო. ალ­ბათ ეგეც მო­მიხ­დე­ბა (იცი­ნის). ძვირ­ფა­სი ქვე­ბი ყვე­ლა ქალს უნდა ჰქონ­დეს.

- შენ­თვის საყ­ვა­რე­ლი სამ­კა­უ­ლი ან აქ­სე­სუ­ა­რი რო­მე­ლია?

- სა­ყუ­რე­ე­ბი და ბრი­ლი­ან­ტის ბეჭ­დე­ბი მიყ­ვარს. ქუ­დე­ბი, ჩან­თე­ბი, სათ­ვა­ლე­ე­ბი - ყვე­ლა­ფერ­ზე ვგიჟ­დე­ბი! "ბრენ­დს" მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ. თუკი ჩან­თა და სათ­ვა­ლე "შა­ნე­ლის" არის, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მა­გა­რი, დახ­ვე­წი­ლი და ქა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. ვინც ამ ბრენ­დის ნივ­თებს ატა­რებს, ის ადა­მი­ა­ნი ორ­მა­გად მიყ­ვარს და მომ­წონს.

- უბ­რა­ლო, ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ფირ­მის პრო­დუქ­ცია შენს მო­წო­ნე­ბას არა­სო­დეს იმ­სა­ხუ­რებს?

- სხვა გზა არ მაქვს, თო­რემ სულ "შა­ნე­ლი" მო­მე­წო­ნე­ბო­და (იცი­ნის). ცხა­დია, უბ­რა­ლო რა­ღა­ცე­ბიც მომ­წო­ნე­ბია. სა­ერ­თოდ, ვგიჟ­დე­ბი, როცა ადა­მი­ანს გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად აც­ვია. როცა რა­ი­მე უბ­რა­ლოს, მაგ­რამ ლა­მაზს ვი­ყი­დი და ვიც­ვამ, მი­ხა­რია.

საქ­მე

- ამ­ჟა­მად მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლის - "კლო­უ­ნა­და" პრე­მი­ე­რა გვაქვს. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლში ვთა­მა­შობ. ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩემი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა ეს გახ­ლავთ. კი­დევ ბევ­რი პრო­ექ­ტი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მა მაქვს, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი ნა­ად­რე­ვი მგო­ნია. სულ ვმუ­შა­ობ. მხო­ლოდ 1 სფე­რო­ში არ ვარ: ხე­ლოვ­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ვცდი­ლობ, სულ საქ­მის კურ­სში ვიყო და საქ­მე თა­ვა­დაც ვა­კე­თო, მა­გა­ლი­თად - სცე­ნა­რე­ბი ვწე­რო, რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვი­ღო, ვი­თა­მა­შო, სხვაც ვა­თა­მა­შო...

- სცე­ნა­რებს რა ჟან­რის ფილ­მე­ბის­თვის წერ?

- ალ­ბათ კონ­კრე­ტულ ჟანრ­ში მუ­შა­ო­ბას არც ვი­სურ­ვებ­დი. რაც მა­ინ­ტე­რე­სებს, იმა­ზე ვწერ...

- რო­გორ ფიქ­რობ, შენ მიერ შექ­მნი­ლი პერ­სო­ნა­ჟის რო­ლის მორ­გე­ბა უფრო გა­გი­ად­ვილ­დე­ბო­და?

- მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში მი­თა­მა­შია, სა­დაც ჩემ მიერ შექ­მნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი გან­ვა­სა­ხი­ე­რე. ეს ის შემ­თხვე­ვა იყო, როცა ვი­ცო­დი, რა მინ­დო­და ანუ ვი­ღაც არ მე­უბ­ნე­ბო­და, თა­ვად რა სურ­და... კარ­გია, მაგ­რამ რთუ­ლია.

- ახ­ლა­ხან სე­რი­ალ­ში - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" გა­მოჩ­ნდი. შენ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ­მა პერ­სო­ნაჟ­მა თეკ­ლა გაგ­ვახ­სე­ნა, სე­რი­ა­ლი­დან - "ჩვე­ნი ოფი­სი". თან, ისევ ბე­რე­ტი გე­ხუ­რა...

- სი­მარ­თლე გი­თხრა, შე­იძ­ლე­ბო­და, ეს პერ­სო­ნა­ჟი ცოტა სხვა­ნა­ი­რი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ეტყო­ბა, ძველ როლ­თან ყვე­ლა მა­ი­გი­ვებს და სტე­რე­ო­ტი­პი ჩა­მო­ყა­ლიბ­და: ბე­რეტს რო­გორც კი და­ვი­ხუ­რავ, მა­შინ­ვე თეკ­ლა "ვხდე­ბი", მაგ­რამ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, რომ ხალ­ხს ეს გმი­რი გა­ახ­სენ­და. ახალ სე­რი­ალ­შიც სუ­ლე­ლი გო­გოს როლი შე­ვას­რუ­ლე - ამას ვერ გა­ვე­ქე­ცი, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ახლა უფრო "სა­დად" ვი­თა­მა­შე...

- შენი შე­მოქ­მე­დე­ბის ისე­თი­ვე თაყ­ვა­ნის­მცე­მელს თუ ისურ­ვებ­დი, რო­გო­რიც შენი პერ­სო­ნა­ჟია?

- არა, არ ვი­სურ­ვებ­დი. ასე­თი ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცოტა არ იყოს, მე­ში­ნია. სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნაჟს - ზუ­რას ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცია ჰქონ­და, როცა ჩემი გმი­რი ზედ­მეტ კომ­პლი­მენტს ეუბ­ნე­ბო­და... ასე­თი გო­გო­ნე­ბი მარ­თლა არ­სე­ბო­ბენ - ეს "ყუ­რით მოთ­რე­უ­ლი" თემა არ არის.

- შენს გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- მი­ხა­რია, ჩემი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბის­თვის კომ­პლი­მენტს რომ მე­უბ­ნე­ბი­ან. შე­ნიშ­ვნებ­საც ვი­ღებ და ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

ოჯა­ხი

- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან: დედა, მამა და ჩემ­ზე 5 წლით უმ­ცრო­სი და - ნინო. ნინო პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია. ამ­ჟა­მად არ მუ­შა­ობს, მაგ­რამ იმე­დია, სამ­სა­ხურს იშო­ვის.

- რა­ი­მე ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია თუ გაქვთ?

- რო­გორც ყვე­ლა, ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს ჩვენც ერ­თად ვხვდე­ბით. ძა­ლი­ან მყუდ­რო, თბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო ოჯა­ხი გვაქვს...

დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა

- თუ ზა­ფხუ­ლი არ არის და ძა­ლი­ან არ ცხე­ლა, ჩემ­თვის დას­ვე­ნე­ბაც, და­საქ­მე­ბაც და სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი - თე­ატ­რი და კინო გახ­ლავთ. ამ სფე­რო­ში თავს კარ­გად ვგრძნობ და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას ვემ­სა­ხუ­რე­ბი. გარ­თო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნას არა­ფე­რი მირ­ჩევ­ნია. ახლა ერთი ტრა­დი­ცია გვაქვს: ერთ-ერთ მე­გო­ბარ­თან მივ­დი­ვართ, რო­მელ­მაც კარ­გი ტე­ლე­ვი­ზო­რი შე­ი­ძი­ნა და ახალ, სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მებს ვუ­ყუ­რებთ, გან­ვი­ხი­ლავთ, ვმხი­ა­რუ­ლობთ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ასე­ვე: ანა სა­ნა­ია აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ანა სანაია: როცა ადამიანს ფული გაქვს, ყველაფერი გიყვარს - შოპინგიც და ტანსაცმელიც

 ანა სანაია: როცა ადამიანს ფული გაქვს, ყველაფერი გიყვარს - შოპინგიც და ტანსაცმელიც

ალბათ სერიალიდან - "ჩვენი ოფისი" თეკლა ყველას გახსოვთ. ცოტა ხნის წინ, თეკლას როლის შემსრულებელი - ანა სანაია სერიალში - "ჩვენი ამბავი" გამოჩნდა - ისევ მოსულელო გოგონას როლით და ბერეტით... გულშემატკივრებისგან კომპლიმენტის გარდა, შენიშვნებსაც იღებს და ითვალისწინებს. თეკლას როლში რომ არ ჩავრჩე, ამას სხვა გარჯა სჭირდებაო, - გვითხრა მსახიობმა, რომელსაც ცხოვრების აქტიური სტილი აქვს: სპექტაკლებში მონაწილეობს, სცენარებს წერს... სამსახიობო სფეროში მუშაობის გამო, გაპრანჭვა ადრეული ასაკიდან დაიწყო.

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- გამოცდილი ვიზაჟისტებიც მეუბნებიან, - "რთული" თვალი გაქვსო. მაკიაჟის კეთებას ხელი შევაჩვიე: უკვე ვიცი, რა მიხდება და რა - არა. ვისურვებდი, ყველა ქალს მოვლილი სახის კანი და კარგი მაკიაჟი ჰქონდეს.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- კი, მაგრამ ზოგჯერ იმდენად უმნიშვნელოს, ვერც შემამჩნევ. ჩემი დღის რეჟიმი ასეთია: ან სპექტაკლი მაქვს, ან - რეპეტიცია. გრიმი თუ არა, სასცენო მაკიაჟის გაკეთება მაინც მიწევს ხოლმე... გრიმი უფრო რთული თემაა და ამაზე ძირითადად, გრიმიორები ზრუნავენ, მაგრამ ისე გავიწაფე, რომ უკვე თავადაც შემიძლია გაკეთება. ცხადია, გრიმისა თუ მაკიაჟის გამო ვერ ვახერხებ სახის იდეალური კანი მქონდეს.

- სახის კანს როგორ უვლი?

- ქალს (მით უმეტეს - მსახიობს) სახის კანი სულ ფორმაში უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზოგს მოვლის საშუალებების შერჩევა ძალზე უჭირს. მეც გამიჭირდა. არ დავმალავ - პრობლემები მქონდა ხოლმე... სახეს ხშირად ვიწმენდ და შესაბამის მკვებავსაც ვისვამ.

- ხალხურ მეთოდებს თუ მიმართავ?

- არა და არც არასოდეს გამოვიყენებ!

- რატომ?

- ასეთი რაღაცების მეშინია.

- კიტრის ნათალისა თუ სხვადასხვა სახის ხილის გეშინია?

- არა, არა, სახეზე კიტრის დადება მეზიზღება! იმ ადამიანების მეშინია, ვისაც სახეზე ხილი და კიტრი ადევს! არაესთეტიკურია. მედიცინა განვითარების იმ დონეზე ავიდა, რომ სახეზე კიტრის დადება საჭირო აღარ არის.

- ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები ყველაზე ეფექტური და ძვირად ღირებული რომ არის, იცი?

- კი, ბატონო, შეიძლება, ჩემი კრემიც ასეა დამზადებული, მაგრამ საჭიროდ არ მიმაჩნია, ბალი მოვწყვიტო და სახეზე დავიდო. არავითარ შემთხვევაში!

თმის ფერი და ვარცხნილობა

- ბუნებრივი ფერის ხუჭუჭა თმა მაქვს. სხვა ვარცხნილობის გაკეთებაც მიცდია, მაგრამ ბუნებრივობა მომწონს. გაშლილი, გრძელი თმა კარგია.

- მოკლე ვარცხნილობა არასდროს გქონია?

- კი, "კარე" მქონდა. ისიც კარგი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამჟამინდელი ვარცხნილობა უფრო მეტად მიხდება.

- ვარცხნილობის მოსაწესრიგებლად სილამაზის სალონში ხშირად დადიხარ?

- სილამაზის სალონში ძალიან ხში­რად დავდივარ, ოღონდ - არა ვარცხნილობის მოსაწესრიგებლად, არამედ ფრჩხილების "გასაკეთებლად", სახის პროცედურებისთვის... ჩემს ვარცხნილობას ბევრი წვალება არ სჭირდება. მთავარია, გქონდეს შამპუნი, თმის ნიღაბი, ზეთი, მუსი და თვითონ თმა (იცინის). თუ ფენს დაახმარ, მთლად გადასარევია!

- თმა არასოდეს შეგიღებავს?

- ადრე ფრანგული მელირება გავიკეთე და ძალიან მომიხდა...

ვარჯიში და დიეტა

- ვარჯიში მეზარება. ამიტომ სამეჯლისო-სპორტულ ცეკვაზე დავიწყე სიარული. დიეტის დაცვას სულ ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ბევრნაირი დიეტა ვიცი. ამ საკითხზე კონსულტაციის გაწევა უკვე პროფესიულ დონეზე შემიძლია, მაგრამ პირადად მე, დიეტის დაცვა არ შემიძლია: ჭამა ძალიან მიყვარს. გურმანი ვარ!

- კერძებს თავადაც ამზადებ?

- კი, რაღაცებს ვამზადებ ხოლმე და მგონი, კარგი გამომდის.

- ოდესმე წონაში ძალიან მოგიმატია?

- სულ მომატებული არ ვარ? უნდა გეკითხა, - ოდესმე წონაში თუ დაგიკლიაო (იცინის)? საერთოდ, წონა მაწუხებს - მინდა, ნაკლებს ვიწონიდე!

- კარგი, მაშინ გვითხარი, ოდესმე ძალიან გამხდარი თუ ყოფილხარ?

- ეს ფაქტი ბუნდოვნად მახსენდება: 5 წლის წინ. რაღაც დიეტა დავიცავი და დავიკელი.

სამოსი

- როცა ადამიანს ფული გაქვს, ყველაფერი გიყვარს - შოპინგიც და ტანსაცმელიც. თუ ბევრი ფული გაქვს, მით უმეტეს - მაღაზიებში წოწიალი ძალზე სასიამოვნოა.

- მაღაზიებში მარტო დადიხარ ხოლმე?

- თუ მარტო ვარ და იქვე ახლოს მაღაზიაა, არ ვიტყვი: ვაიმე, მარტო ვარ და მაღაზიაში ხომ არ შევალ-მეთქი? ისე, ვინმესთან ერთად თუ ვარ, უფრო ხალისიანად ვშოპინგობ.

- სამოსს ძნელად არჩევ?

- თუ ფული მაქვს, ყველაფერს ადვილად ვარჩევ, მაგრამ თუ საკმარისი თანხა არ მაქვს, ყველაფერი რთულდება.

- როგორი სტილის სამოსი მოგწონს?

- ყველანაირი - საღამოს სამოსიდან დაწყებული, სპორტული ტანსაცმლით დამთავრებული. რა სტილის სამოსიც მაქვს, იმას ვიხდენ და ასე ჯახირით მივდივართ წინ.

სამკაული და აქსესუარები

- სამკაული და აქსესუარი რაც უფრო ძვირფასია, მით უკეთესია. გაქვს? გაიკეთე. არ გაქვს? - ნუ გაიკეთებ. ოქრო თუ იქნება, უკეთესია, ბრილიანტი ქალს უხდება, მარგალიტი - ამშვენებს, ფირუზზე არაფერი გამიგონია (თვალით არც მინახავს), მაგრამ ამბობენ, - კარგიაო. ალბათ ეგეც მომიხდება (იცინის). ძვირფასი ქვები ყველა ქალს უნდა ჰქონდეს.

- შენთვის საყვარელი სამკაული ან აქსესუარი რომელია?

- საყურეები და ბრილიანტის ბეჭდები მიყვარს. ქუდები, ჩანთები, სათვალეები - ყველაფერზე ვგიჟდები! "ბრენდს" მნიშვნელობას ვანიჭებ. თუკი ჩანთა და სათვალე "შანელის" არის, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი, დახვეწილი და ქალური იქნება. ვინც ამ ბრენდის ნივთებს ატარებს, ის ადამიანი ორმაგად მიყვარს და მომწონს.

- უბრალო, ნაკლებად ცნობილი ფირმის პროდუქცია შენს მოწონებას არასოდეს იმსახურებს?

- სხვა გზა არ მაქვს, თორემ სულ "შანელი" მომეწონებოდა (იცინის). ცხადია, უბრალო რაღაცებიც მომწონებია. საერთოდ, ვგიჟდები, როცა ადამიანს გემოვნებიანად აცვია. როცა რაიმე უბრალოს, მაგრამ ლამაზს ვიყიდი და ვიცვამ, მიხარია.

საქმე

- ამჟამად მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლის - "კლოუნადა" პრემიერა გვაქვს. მარჯანიშვილის თეატრში რამდენიმე სპექტაკლში ვთამაშობ. ჯერჯერობით, ჩემი ძირითადი საქმიანობა ეს გახლავთ. კიდევ ბევრი პროექტი და სამომავლო გეგმა მაქვს, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევი მგონია. სულ ვმუშაობ. მხოლოდ 1 სფეროში არ ვარ: ხელოვნებას რაც შეეხება, ვცდილობ, სულ საქმის კურსში ვიყო და საქმე თავადაც ვაკეთო, მაგალითად - სცენარები ვწერო, რაღაცები გადავიღო, ვითამაშო, სხვაც ვათამაშო...

- სცენარებს რა ჟანრის ფილმებისთვის წერ?

- ალბათ კონკრეტულ ჟანრში მუშაობას არც ვისურვებდი. რაც მაინტერესებს, იმაზე ვწერ...

- როგორ ფიქრობ, შენ მიერ შექმნილი პერსონაჟის როლის მორგება უფრო გაგიადვილდებოდა?

- მოკლემეტრაჟიან ფილმში მითამაშია, სადაც ჩემ მიერ შექმნილი პერსონაჟი განვასახიერე. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ვიცოდი, რა მინდოდა ანუ ვიღაც არ მეუბნებოდა, თავად რა სურდა... კარგია, მაგრამ რთულია.

- ახლახან სერიალში - "ჩვენი ამბავი" გამოჩნდი. შენ მიერ განსახიერებულმა პერსონაჟმა თეკლა გაგვახსენა, სერიალიდან - "ჩვენი ოფისი". თან, ისევ ბერეტი გეხურა...

- სიმართლე გითხრა, შეიძლებოდა, ეს პერსონაჟი ცოტა სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ ეტყობა, ძველ როლთან ყველა მაიგივებს და სტერეოტიპი ჩამოყალიბდა: ბერეტს როგორც კი დავიხურავ, მაშინვე თეკლა "ვხდები", მაგრამ ძალიან მომეწონა, რომ ხალხს ეს გმირი გაახსენდა. ახალ სერიალშიც სულელი გოგოს როლი შევასრულე - ამას ვერ გავექეცი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა უფრო "სადად" ვითამაშე...

- შენი შემოქმედების ისეთივე თაყვანისმცემელს თუ ისურვებდი, როგორიც შენი პერსონაჟია?

- არა, არ ვისურვებდი. ასეთი ექსცენტრიკული ადამიანების ცოტა არ იყოს, მეშინია. სერიალის პერსონაჟს - ზურას ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა, როცა ჩემი გმირი ზედმეტ კომპლიმენტს ეუბნებოდა... ასეთი გოგონები მართლა არსებობენ - ეს "ყურით მოთრეული" თემა არ არის.

- შენს გულშემატკივრებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- მიხარია, ჩემი შესრულებული რო­ლებისთვის კომპლიმენტს რომ მეუბნებიან. შენიშვნებსაც ვიღებ და ვითვალისწინებ.

ოჯახი

- ჩემი ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა და ჩემზე 5 წლით უმცროსი და - ნინო. ნინო პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად არ მუშაობს, მაგრამ იმედია, სამსახურს იშოვის.

- რაიმე ოჯახური ტრადიცია თუ გაქვთ?

- როგორც ყველა, ახალი წლის დღესასწაულს ჩვენც ერთად ვხვდებით. ძალიან მყუდრო, თბილი და სასიამოვნო ოჯახი გვაქვს...

დასვენება და გართობა

- თუ ზაფხული არ არის და ძალიან არ ცხელა, ჩემთვის დასვენებაც, დასაქმებაც და საერთოდ ყველაფერი - თეატრი და კინო გახლავთ. ამ სფეროში თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, რომ მსახიობის პროფესიას ვემსახურები. გართობას რაც შეეხება, მეგობრებთან ერთად ყოფნას არაფერი მირჩევნია. ახლა ერთი ტრადიცია გვაქვს: ერთ-ერთ მეგობართან მივდივართ, რომელმაც კარგი ტელევიზორი შეიძინა და ახალ, საინტერესო ფილმებს ვუყურებთ, განვიხილავთ, ვმხიარულობთ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ასევე: ანა სანაია აფხაზეთის დაბრუნებაზე ოცნებობს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება