მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპა უკრაინას იხმობს - ევრომაიდნის მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოში (+LIVE)
ევროპა უკრაინას იხმობს - ევრომაიდნის მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოში (+LIVE)

უკ­რა­ი­ნა­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ წყდე­ბა. ხალ­ხი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მო­თხოვ­ნით ქუ­ჩა­შია გა­მო­სუ­ლი. ევ­რო­მა­ი­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - ხელი არ მო­ა­წე­როს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ. მო­მი­ტინ­გე­ებს ევ­რო­პულ ოჯახ­ში ყოფ­ნა სურთ. ევ­რო­პას კი უკ­რა­ი­ნის და­კარ­გვა არ უნდა.

ევ­რო­კავ­ში­რი უკ­რა­ი­ნის ამ ნა­ბი­ჯით "იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია" და ცდი­ლობს ოფი­ცი­ა­ლურ კი­ევს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­აც­ვლე­ვი­ნოს, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის მხრი­დან ზე­წო­ლას ვერ უძ­ლებს. ამის შე­სა­ხებ თა­ვად ია­ნუ­კო­ვიჩ­მაც გა­ნა­ცხა­და. ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბის დროს გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ან­გე­ლა მერ­კელ­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნილ­მა ია­ნუ­კო­ვიჩ­მა აღი­ა­რა, რომ "სამ­ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დია, რაც მარ­ტოა არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში უძ­ლი­ე­რეს რუ­სეთ­თან".

მსოფ­ლიო უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს და ამას სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­მო­ხა­ტავს. მა­გა­ლი­თად ვარ­შა­ვა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა უკ­რა­ი­ნის დრო­შის ფე­რებ­ში გა­ა­ნა­თეს, მი­უ­ნ­ჰე­ნის აე­რო­პორ­ტში უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სპე­ცი­ა­ლურ გა­სას­ვლელ­ში ატა­რებ­დნენ; პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ კი­ელ­ცე­ში ყვი­თელ-ლურჯ ფე­რებ­ში მო­ირ­თო ცენ­ტრა­ლუ­რი ქუჩა და ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი მო­ე­და­ნი, ხოლო ვროც­ლავ­ში იგი­ვე ფე­რებ­ში სტა­დი­ო­ნი გა­ა­ნა­თეს. ევ­რო­მა­იდ­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­ნათ­და აშშ-სა და კა­ნა­დას შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დიც.

თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლას არ აპი­რებს. უფრო მე­ტიც, გუ­შინ ია­ნუ­კო­ვი­ჩი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს სოჭ­ში შეხ­ვდა, დღეს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ია­ნუ­კო­ვი­ჩი სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და­თან­ხმდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჟურ­ნალ The Economist-ის უფ­როს­მა რე­დაქ­ტორ­მა, ედ­ვარდ ლუ­კას­მა "ტვი­ტე­რის" პი­რად გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა. ლუ­კა­სის­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­ებ­მა სტრა­ტე­გი­ულ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას 15 მი­ლი­არდ დო­ლარს გა­მო­უ­ყოფს, ხოლო გა­ზის შეს­ყიდ­ვის ფასი, 500 აშშ დო­ლა­რის ნაც­ვლად, 200 აშშ დო­ლა­რი იქ­ნე­ბა.

ჯერ­ჯე­რო­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვი აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებს და აცხა­დებს, რომ გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე უკ­რა­ი­ნის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი არ გან­ხი­ლუ­ლა.

ევ­რო­მა­ი­დან­ზე კი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი სა­ო­ცარ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას ავ­ლენს. ისი­ნი და­ნე­ბე­ბას არ აპი­რე­ბენ და ერ­თმა­ნე­თის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად არც საჭ­მელს, არც ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არც WiFi-ს პა­რო­ლებს "იშუ­რე­ბენ".

ხა­ტია ლუ­ტი­ძე, AMBEBI.GE

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ პირ­და­პირ ტრანსლა­ცი­ას ევ­რო­მა­იდ­ნი­დან

Live streaming video by Ustream

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ევროპა უკრაინას იხმობს - ევრომაიდნის მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოში (+LIVE)

ევროპა უკრაინას იხმობს - ევრომაიდნის მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოში (+LIVE)

უკრაინაში ვნებათაღელვა არ წყდება. ხალხი ევროინტეგრაციის მოთხოვნით ქუჩაშია გამოსული. ევრომაიდანზე შეკრებილები ხელისუფლების გადაწყვეტილებას - ხელი არ მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აპროტესტებენ და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მომიტინგეებს ევროპულ ოჯახში ყოფნა სურთ. ევროპას კი უკრაინის დაკარგვა არ უნდა.

ევროკავშირი უკრაინის ამ ნაბიჯით ”იმედგაცრუებულია” და ცდილობს ოფიციალურ კიევს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, თუმცა უკრაინა რუსეთის მხრიდან ზეწოლას ვერ უძლებს. ამის შესახებ თავად იანუკოვიჩმაც განაცხადა. ვილნიუსის სამიტზე, არაოფიციალური მიღების დროს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან პირისპირ დარჩენილმა იანუკოვიჩმა აღიარა, რომ  ”სამნახევარი წელიწადია, რაც მარტოა არათანაბარ პირობებში უძლიერეს რუსეთთან".

მსოფლიო უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და ამას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.  მაგალითად ვარშავაში ყველაზე მაღალი შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს, მიუნჰენის აეროპორტში უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის განკუთვნილ სპეციალურ გასასვლელში ატარებდნენ; პოლონეთის ქალაქ კიელცეში ყვითელ-ლურჯ ფერებში მოირთო ცენტრალური ქუჩა და ქალაქის მთავარი მოედანი, ხოლო ვროცლავში იგივე ფერებში სტადიონი გაანათეს.  ევრომაიდნის მხარდასაჭერად განათდა აშშ-სა და კანადას შორის დამაკავშირებელი ხიდიც.

თუმცა, აღნიშნული აქციების პარალელურად, ოფიციალური კიევი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. უფრო მეტიც, გუშინ იანუკოვიჩი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ იანუკოვიჩი საბაჟო კავშირში გაწევრიანებას დათანხმდა.  ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ The Economist-ის უფროსმა რედაქტორმა, ედვარდ ლუკასმა "ტვიტერის" პირად გვერდზე გაავრცელა. ლუკასისვე ინფორმაციით, მხარეებმა სტრატეგიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უკრაინას 15 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, ხოლო გაზის შესყიდვის ფასი, 500 აშშ დოლარის ნაცვლად, 200 აშშ დოლარი იქნება.

ჯერჯერობით, ოფიციალური მოსკოვი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანების საკითხი არ განხილულა.

ევრომაიდანზე კი უკრაინელი ხალხი საოცარ ერთსულოვნებას ავლენს. ისინი დანებებას არ აპირებენ და ერთმანეთის გასამხნევებლად არც საჭმელს, არც ფულად დახმარებას და თქვენ წარმოიდგინეთ, არც WiFi-ს პაროლებს ”იშურებენ”.

ხატია ლუტიძე, AMBEBI.GE

AMBEBI.GE გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას ევრომაიდნიდან

Live streaming video by Ustream

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა