პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსუფაშვილი - შევეგუოთ, რომ თუ პოციზიას საერო საკითხებზე გამოხატავ, ამას შესაძლოა, კრიტიკოსი ჰყავდეს
უსუფაშვილი - შევეგუოთ, რომ თუ პოციზიას საერო საკითხებზე გამოხატავ, ამას შესაძლოა, კრიტიკოსი ჰყავდეს

უნდა შე­ვე­გუ­ოთ, რომ თუკი პო­ცი­ზი­ას სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ, სა­ე­რო სა­კი­თხებ­ზე გა­მო­ხა­ტავ, ამას შე­საძ­ლოა, კრი­ტი­კო­სი ჰყავ­დეს, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გუ­შინ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რი­სას, ლაშა ტუ­ღუ­შის კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ა­კე­თა.

გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი და­ინ­ტე­რეს­და, "რამ­დე­ნად გან­ჭვრე­ტა­დია პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი იმ ფონ­ზე, როცა სა­ე­რო სა­კი­თხებ­ზე მო­საზ­რე­ბებს სა­პატ­რი­არ­ქო გა­მო­ხა­ტავს და რო­გო­რია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ად­გი­ლი პო­ლი­ტი­კურ დის­კუს­ში". ტუ­ღუშ­მა ისიც იკი­თხა, თუ რას იზამს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექსთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი პო­ზი­ცი­ის ანა­ლო­გი­უ­რი პო­ზი­ცია მა­გა­ლი­თად, ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ულ კურსთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და­ფიქ­სირ­დე­ბა.

"მგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს - პო­ლი­ტი­კა­შია, ბიზ­ნეს­შია თუ რე­ლი­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, აქვს თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტოს. ასე­ვე ერთ რა­მეს უნდა გა­ვუს­წო­როთ თვა­ლი და შე­ვე­გუ­ოთ - თუ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო, სა­კა­ნონ­მდებ­ლო, სა­ე­რო სა­კი­თხებ­ზე პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტავ, ყვე­ლა უნდა ვი­ყოთ მზად, რომ შე­საძ­ლოა ამ პო­ზი­ცი­ას ჰყავ­დეს კრი­ტი­კო­სი. ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ამ­ბა­ვია და თუ ეს ასე იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე დად­გე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ეს ასეც არის და ასე იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ გვჩე­ვია, რა­ღა­ცე­ე­ბის რა­ღაც მა­ღალ სი­მაღ­ლე­ებ­ზე ატა­ნა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ლაშა ტუ­ღუ­შის პა­სუ­ხად.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რის დრო­საც აღ­ნიშ­ნა, რომ ზუს­ტად იმ დღეს, როცა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია II-მ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექსზე სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია გა­მოთ­ქვა, მას­თან სა­პატ­რი­არ­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი ესა­უბ­რა. უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, "ამ თე­მა­ზე პატ­რი­არ­ქის მხრი­დან არც ერთი სი­ტყვა არ თქმუ­ლა", სა­უბ­რის სა­გა­ნი კი 9 დე­კემ­ბერს და­გეგ­მი­ლი კონ­ფე­რენ­ცია იყო, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას 50 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა და ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის შემ­დეგ, ქვეყ­ნის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას ეხე­ბა.

და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და ისიც, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე კო­ა­ლი­ცია შე­თან­ხმე­ბუ­ლია, ყვე­ლა სა­კი­თხი გავ­ლი­ლი და შე­ჯე­რე­ბუ­ლია, რაც სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნე­ბი­სას გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"ასე რომ, ბა­ტო­ნო ლაშა, არა მგო­ნია, ეს დიდი პრობ­ლე­მის და­სა­წყი­სი იყოს, თუმ­ცა ის, რომ გვე­ლის პრობ­ლე­მე­ბი ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე სა­ბო­ლო­ოდ ხელ­მო­წე­რამ­დე, ყვე­ლამ ვი­ცით და ყვე­ლას უნდა გვახ­სოვ­დეს. ვი­საც ეს არ სურს და ვის არ სურს, ეს კი ვი­ცით, არა­ნა­ირ თე­მა­ზე და არა­ნა­ირ სა­კი­თხზე რა­ი­მე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა მივ­ცეთ", - აღ­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

უსუფაშვილი - შევეგუოთ, რომ თუ პოციზიას საერო საკითხებზე გამოხატავ, ამას შესაძლოა, კრიტიკოსი ჰყავდეს

უსუფაშვილი - შევეგუოთ, რომ თუ პოციზიას საერო საკითხებზე გამოხატავ, ამას შესაძლოა, კრიტიკოსი ჰყავდეს

უნდა შევეგუოთ, რომ თუკი პოციზიას სახელმწიფოებრივ, საერო საკითხებზე გამოხატავ, ამას შესაძლოა, კრიტიკოსი ჰყავდეს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გუშინ სამოქალაქო სექტორთან გამართული შეხვედრისას, ლაშა ტუღუშის კითხვის პასუხად გააკეთა.

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი დაინტერესდა, "რამდენად განჭვრეტადია პოლიტიკური პროცესები იმ ფონზე, როცა საერო საკითხებზე მოსაზრებებს საპატრიარქო გამოხატავს და როგორია სასულიერო პირების ადგილი პოლიტიკურ დისკუსში". ტუღუშმა ისიც იკითხა, თუ რას იზამს ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუკი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული პოზიციის ანალოგიური პოზიცია მაგალითად, ქვეყნის ევროინტეგრაციულ კურსთან დაკავშირებითაც დაფიქსირდება.

"მგონია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს - პოლიტიკაშია, ბიზნესშია თუ რელიგიურ დაწესებულებაში, აქვს თანაბარი უფლება, საკუთარი პოზიცია გამოხატოს. ასევე ერთ რამეს უნდა გავუსწოროთ თვალი და შევეგუოთ - თუ სახელმწიფოებრივ, საკონსტიტუციო, საკანონმდებლო, საერო საკითხებზე პოზიციას გამოხატავ, ყველა უნდა ვიყოთ მზად, რომ შესაძლოა ამ პოზიციას ჰყავდეს კრიტიკოსი. ეს ელემენტარული ამბავია და თუ ეს ასე იქნება, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ვფიქრობ, რომ ეს ასეც არის და ასე იქნება. უბრალოდ გვჩევია, რაღაცეების რაღაც მაღალ სიმაღლეებზე ატანა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ლაშა ტუღუშის პასუხად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დროსაც აღნიშნა, რომ ზუსტად იმ დღეს, როცა საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თვითმმართველობის კოდექსზე საკუთარი პოზიცია გამოთქვა, მასთან საპატრიარქოში იმყოფებოდა და დაახლოებით ერთი საათი ესაუბრა. უსუფაშვილის თქმით, "ამ თემაზე პატრიარქის მხრიდან არც ერთი სიტყვა არ თქმულა", საუბრის საგანი კი 9 დეკემბერს დაგეგმილი კონფერენცია იყო, რომელიც ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილეს ეძღვნება და ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ქვეყნის სამოქმედო გეგმას ეხება.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა ისიც, რომ თვითმმართველობის საკითხებზე კოალიცია შეთანხმებულია, ყველა საკითხი გავლილი და შეჯერებულია, რაც საკომიტეტო მოსმენებისას გახდება ცნობილი.

"ასე რომ, ბატონო ლაშა, არა მგონია, ეს დიდი პრობლემის დასაწყისი იყოს, თუმცა ის, რომ გველის პრობლემები ასოცირების ხელშეკრულებაზე საბოლოოდ ხელმოწერამდე, ყველამ ვიცით და ყველას უნდა გვახსოვდეს. ვისაც ეს არ სურს და ვის არ სურს, ეს კი ვიცით, არანაირ თემაზე და არანაირ საკითხზე რაიმე გავლენის მოხდენის საშუალება არ უნდა მივცეთ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა