სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიცივისგან უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა
ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიცივისგან უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა

დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ათ­ზე, ვაგ­ზლის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას identoba.com ავ­რცე­ლებს.

თიკო ჭყო­ნია, თვითმხილ­ვე­ლი: "რო­დე­საც პირ­და­პირ ას­ფალტზე, სი­ცი­ვე­ში, უსი­ცო­ცხლოდ გა­შე­შე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ვი­ნა­ხე, მას მი­ვუ­ახ­ლოვ­დი და გა­სინ­ჯვა და­ვუ­წყე. იქვე ინ­ტენ­სი­უ­რად მოძ­რა­ობ­და ხალ­ხი, მო­ვაჭ­რე­ებ­მა ისიც კი მი­თხრეს, თავი და­ა­ნე­ბე, მთვრა­ლია და სძი­ნავ­სო. მა­მა­კაცს პულ­სი არ ესინ­ჯე­ბო­და, მა­შინ­ვე სას­წრა­ფო­ში დავ­რე­კე. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ადა­მი­ა­ნი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. იქვე მდგარ­მა მო­ვაჭ­რე­ებ­მა მი­თხრეს, ქუ­ჩის მა­წან­წა­ლა იყო, მუდ­მი­ვად ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოძ­რა­ობ­დაო. რო­გორც ჩანს, გარ­დაც­ვლი­ლის ნას­ვა­მი მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის თვა­ლი კარ­გა ხნის შეჩ­ვე­უ­ლი ჰქონ­დათ. ასეთ ამინ­დში, ნას­ვა­მი ადა­მი­ა­ნის­თვი­საც სა­ში­შია ქუ­ჩა­ში ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა, რად­გან აუ­ცი­ლებ­ლად გა­ყინ­ვა და­ე­მუქ­რე­ბო­და. მე რომ რე­აქ­ცია არ მო­მეხ­დი­ნა, შე­იძ­ლე­ბა ის ადა­მი­ა­ნი ახ­ლაც იქ წო­ლი­ლი­ყო.

უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ცე­მას ან მო­მა­ტე­ბას ხში­რად ეწი­რე­ბი­ან ხოლ­მე. პი­რა­დად მე, ერთი-ორ­ჯერ მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბით სიკ­ვდი­ლის­გან მიხ­სნია. სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც იქვე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი და გამ­ვლე­ლე­ბი ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის დროს სრულ გულ­გრი­ლო­ბას იჩე­ნენ…

მგო­ნია, რომ ეს არის თავ­შე­საფ­რე­ბის არ­ქო­ნის პრობ­ლე­მა. თუ ადა­მი­ა­ნებს ექ­ნე­ბათ ელე­მენ­ტა­რუ­ლი თავ­შე­სა­ფა­რი, ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბი აღარ მოხ­დე­ბო­და…", - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიცივისგან უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა

ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიცივისგან უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა

დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას identoba.com ავრცელებს.

თიკო ჭყონია, თვითმხილველი: "როდესაც პირდაპირ ასფალტზე, სიცივეში, უსიცოცხლოდ გაშეშებული ადამიანი დავინახე, მას მივუახლოვდი და გასინჯვა დავუწყე. იქვე ინტენსიურად მოძრაობდა ხალხი, მოვაჭრეებმა ისიც კი მითხრეს, თავი დაანებე, მთვრალია და სძინავსო. მამაკაცს პულსი არ ესინჯებოდა, მაშინვე სასწრაფოში დავრეკე. როგორც აღმოჩნდა, ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო. იქვე მდგარმა მოვაჭრეებმა მითხრეს, ქუჩის მაწანწალა იყო, მუდმივად ამ ტერიტორიაზე მოძრაობდაო. როგორც ჩანს, გარდაცვლილის ნასვამი მდგომარეობისთვის თვალი კარგა ხნის შეჩვეული ჰქონდათ. ასეთ ამინდში, ნასვამი ადამიანისთვისაც საშიშია ქუჩაში ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, რადგან აუცილებლად გაყინვა დაემუქრებოდა. მე რომ რეაქცია არ მომეხდინა, შეიძლება ის ადამიანი ახლაც იქ წოლილიყო.

უსახლკარო ადამიანები, სამწუხაროდ, ტემპერატურის დაცემას ან მომატებას ხშირად ეწირებიან ხოლმე. პირადად მე, ერთი-ორჯერ მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები სასწრაფო დახმარების გამოძახებით სიკვდილისგან მიხსნია. სამწუხაროა, როდესაც იქვე მყოფი ადამიანები და გამვლელები ამგვარი შემთხვევების დროს სრულ გულგრილობას იჩენენ…

მგონია, რომ ეს არის თავშესაფრების არქონის პრობლემა. თუ ადამიანებს ექნებათ ელემენტარული თავშესაფარი, ამგვარი შემთხვევები აღარ მოხდებოდა…", - ამბობს თვითმხილველი.

წყარო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია