საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის­თ­ვის და­დი­ან ქარ­თ­ვე­ლე­ბი კლუ­ბებ­ში და რო­გო­რია ქარ­თუ­ლი FACE კონ­ტ­რო­ლი
რის­თ­ვის და­დი­ან ქარ­თ­ვე­ლე­ბი კლუ­ბებ­ში და რო­გო­რია ქარ­თუ­ლი FACE კონ­ტ­რო­ლი

19 წლის DJ - ვა­ჟი­კო მე­ლი­ქი­ძე სა­მი წე­ლია ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბაც და­აგ­რო­ვა. რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, დი­ჯე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც ისე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი პრო­ფე­სიაა, თუმ­ცა თა­ვი­სი საქ­მე ძა­ლი­ან მოს­წონს და სი­ა­მოვ­ნე­ბი­თაც აკე­თებს. ვა­ჟი­კო ერთ-ერთ კლუბ­ში გა­მარ­თულ "ი­ვენ­თ­ზე" გა­ვი­ცა­ნი, სა­დაც მე­გო­ბარ დი­ჯე­ებ­თან ერ­თად უკ­რავ­და. იგი ქარ­თულ კლუ­ბურ ცხოვ­რე­ბა­ზე, მის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ვა­ჟი­კო, რო­დის და­იწყე დი­ჯე­ო­ბა?

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ბა­ზა­ლე­თის ტბა­ზე, სა­მი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში "ი­ვენ­თე­ბი" ტარ­დე­ბო­და, სა­დაც ჩე­მი მე­გო­ბა­რი დი­ჯე­ე­ბი უკ­რავ­დ­ნენ. ისე მოხ­და, რომ ერთ დღეს წას­ვ­ლა ვერ შეძ­ლეს, ჩა­ე­ძი­ნათ, ამი­ტომ სა­ღა­მო რომ არ ჩა­ვარ­დ­ნი­ლი­ყო, მათ მა­გივ­რად მე მი­ვე­დი და უფ­როსს მო­ვა­ტყუე, მეც დი­ჯეი ვარ-მეთ­ქი. არა­და, იმ დღეს პირ­ვე­ლად ავი­ღე ხელ­ში ის ყურ­სას­მე­ნიც, დის­კე­ბიც და დაკ­ვ­რა და­ვი­წყე. ერთ კვი­რა­ში თბი­ლის­ში რომ დავ­ბ­რუნ­დით, უკ­ვე ერთ-ერთ კლუბ­ში სა­კუ­თა­რი "ი­ვენ­თი" მქონ­და. მე­რე, პე­კინ­ზე ვმუ­შა­ობ­დი კლუბ­ში, წვე­უ­ლე­ბებს ვა­წყობ­დი, ცო­ტა ხან­ში მე­ნე­ჯე­რიც გავ­ხ­დი, შემ­დეგ კი სე­ზონ­ზე ხან ბა­თუმ­ში ვუკ­რავ­დი, ხან - ქო­ბუ­ლეთ­ში, ზამ­თარ­ში კი - გუ­და­ურ­ში. ტა­ბი­ძი­სა და შარ­დე­ნის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ კლუ­ბებ­შიც ვუკ­რავ­დი, ამ­ჟა­მად კი - ვა­კე­ში.

- კარ­გი პრო­ფე­სიაა, არა? ერთ­დ­რო­უ­ლად საქ­მე­საც აკე­თებ და ერ­თო­ბი კი­დეც.

- კი, ასეა, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღეს­დღე­ო­ბით არც ისე შე­მო­სავ­ლი­ა­ნია. მე­რე, ჩე­მი პრო­ექ­ტიც მქონ­და, - ვა­კის პარ­კ­ში ფეს­ტი­ვა­ლი გა­ვა­კე­თე - stars weekend , სა­დაც ათ­მა დი­ჯე­იმ და­უკ­რა. კარ­გი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მოგ­ვი­ვი­და. შარ­შან, გი­ორ­გო­ბას, გერ­მა­ნე­ლი არ­ტის­ტი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე. მა­ის­ში თბი­ლი­სის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ კლუბ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და მას შემ­დეგ, იქ ვარ. ქარ­თ­ვე­ლი დი­ჯე­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად დი­მა აბ­ში­ლა­ვა მომ­წონს და მას­თან ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ, ერ­თად ვუკ­რავთ ხოლ­მე, ძა­ლი­ან კარ­გი დი­ჯეია, თა­ვის "ტრე­კებ­საც" წერს.

- მუ­სი­კას შენ თუ წერ?

- კი, რამ­დე­ნი­მე "ტრე­კი" მეც მაქვს და­წე­რი­ლი, მაგ­რამ ამით ჯერ­ჯე­რო­ბით დი­დად არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­სა­ბა­მი­სი მსმე­ნე­ლი არ გვყავს. თუ კო­მერ­ცი­უ­ლი მუ­სი­კა არ და­უ­კა­რი, არა­ვინ მო­გის­მენს.

- რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა კო­მერ­ცი­ულ მუ­სი­კა­ში?

- შე­იძ­ლე­ბა "ან­დერ­გ­რა­უნ­დის" "ტრე­კე­ბი" და­უკ­რა, მაგ­რამ მსმე­ნე­ლი არ გყავ­დეს და ხალ­ხი წა­ვი­დეს, მაგ­რამ თუ რო­მე­ლი­მე პაპ­სა ან რე­პი "შე­აგ­დე", მა­გა­ლი­თად, "50 ცენ­ტი", ყვე­ლა აგ­ყ­ვე­ბა და მოძ­რა­ო­ბას და­იწყებს.

- ქარ­თულ კლუ­ბებ­ში რო­მე­ლი მუ­სი­კა უფ­რო მო­დუ­რია და რა მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ შე­ფებს?

- მა­გა­ლი­თად, შარ­დენ­ზე კო­მერ­ცი­უ­ლი მუ­სი­კა უნ­დათ, - პაპ­სა. ბო­ლო დროს, ვა­კე­შიც ამას უფ­რო ითხო­ვენ, მე­ტი ადა­მი­ა­ნი მო­დის.

- შე­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რო­გო­რია ქარ­თ­ვე­ლი მსმე­ნე­ლი და ის ხალ­ხი, ვინც კლუ­ბებ­ში და­დის?

- სას­ტი­კი, ამაზ­რ­ზე­ნი... ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას ვერ და­უკ­რავ, არ უნ­დათ, შე­იძ­ლე­ბა გა­გე­ცა­ლონ და მხო­ლოდ ათი კა­ცის­თ­ვის და­უკ­რა, ეს კი კლუ­ბის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, წამ­გე­ბი­ა­ნია. ბი­ჭე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კლუ­ბებ­ში გო­გო­ნე­ბის "და­სა­კე­რად" და მე­რე მათ გა­მო სა­ჩხუბ­რად და­დი­ან - ეს გო­გო მე მო­მე­წო­ნა და შენ რა­ტომ ეცეკ­ვე­ბიო.

- შენ რას ეძა­ხი ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას? რა მოგ­წონს?

- ტექ­ნო, ტექ­ჰა­უ­სი, პროგ­რე­სი­ვი. ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი არ­ტის­ტი ფე­დე ლეგ­რან­დია, ტექ­ჰა­უ­სის "ტრე­კე­ბიც" აქვს და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­ჯეია. სა­ერ­თოდ, ტრან­სი და ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის არ­ტის­ტე­ბი არ მომ­წონს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძვე­ლი და კარ­გად ნაც­ნო­ბი "ტრე­კე­ბი" უფ­რო მო­და­შია, ვიდ­რე ახა­ლი.

- რო­გორც ვი­ცი, უკ­რა­ი­ნა­შიც გაქვს მიწ­ვე­ვა.

- კი, კი­ევ­ში ერთ-ერთ კლუბ­თან მაქვს კავ­ში­რი და შე­საძ­ლოა, ახალ წელს წა­ვი­დე და ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა იქ გა­ვაგ­რ­ძე­ლო. ბულ­გა­რეთ­სა და თურ­ქეთ­ში რომ ვის­ვე­ნებ­დი, იქა­ურ კლუ­ბებ­საც ვეს­ტუმ­რე, პა­ტა­რა კლუბს ვერ­სად ნა­ხავთ, მი­ნი­მუმ 2 000-კა­ცი­ა­ნია და ყვე­ლა­ფე­რია იმის­თ­ვის, რომ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გა­ერ­თო. იქ არა­ნა­ი­რი "ე­იჯ" და "ფე­ის" კონ­ტ­რო­ლი არ არის, თან­ხას იხ­დი, შე­დი­ხარ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ციაა. ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი არი­ან, გა­სარ­თო­ბად და­დი­ან და არა - და­სა­ლე­ვად. ქარ­თ­ველ გო­გო­ნებს კომ­პ­ლექ­სე­ბი აქვთ. ამი­ტო­მაც მინ­და აქ ახა­ლი პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა და ისე­თი ხალ­ხის მოყ­ვა­ნა, რომ მათ ეს კომ­პ­ლექ­სე­ბი მო­ეხ­ს­ნათ, უბ­რა­ლოდ გა­ერ­თონ და კარ­გი მუ­სი­კით ისი­ა­მოვ­ნონ. აქ ზოგ კლუბ­ში ბი­ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით აჭარ­ბებს ხოლ­მე გო­გო­ნე­ბი­სას.

- რი­სი კომ­პ­ლექ­სი აქვთ ქარ­თ­ველ ბი­ჭებს?

- ვა­ი­თუ გო­გოს არ მო­ე­წო­ნოს, არ ეცეკ­ვოს და "გა­ა­ბან­ძოს".

- შე­ნი აზ­რით, კლუ­ბის პო­პუ­ლა­რო­ბას სა­ხე­ლი (სა­ხელ­წო­დე­ბას არ ვგუ­ლის­ხ­მობ) გა­ნა­პი­რო­ბებს? მუ­სი­კა ხომ თით­ქ­მის ერ­თია ყველ­გან.

- ალ­ბათ უფ­რო სა­ხე­ლი. რო­ცა ცნო­ბი­ლია, დი­დი ხა­ნია დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა იქ ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­სი­კა არც იყოს, მაგ­რამ იმის გა­მო, რომ ბევ­რი ძვე­ლი და ერ­თ­გუ­ლი ვი­ზი­ტო­რი ჰყავს, ხალ­ხი ინერ­ცი­ით მი­დის.

- შე­ნი აზ­რით, ასა­კობ­რი­ვი და "ფე­ის­კონ­ტ­რო­ლი" სა­ჭი­როა?

- სა­ჭი­როა, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ინც არ სრულ­დე­ბა ისე, რო­გორც უნ­და იყოს. შე­იძ­ლე­ბა "ფე­ის­კონ­ტ­რო­ლი" იყოს, მაგ­რამ არა­სა­სურ­ვე­ლი პი­როვ­ნე­ბა მა­ინც შე­უშ­ვან, არც ფი­ზი­კუ­რად იყოს მი­სა­ღე­ბი, არც ჩაც­მუ­ლო­ბით, მაგ­რამ გო­გო­ნას­თან ერ­თად იყოს და ჩათ­ვ­ლი­ან, რომ ბარ­ში ფულს და­ხარ­ჯავს. ათი ბი­ჭი რომ მი­ვი­დეს მარ­ტო, შე­იძ­ლე­ბა არც შე­უშ­ვან იმის გა­მო, რომ გო­გო­ნა არ ახ­ლავთ. მეც ვყო­ფილ­ვარ "ფე­ის­კონ­ტ­რო­ლი" და ჩემს "ი­ვენ­თ­ზე" არ შე­მიშ­ვია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამას ჰქვია "ფე­ის­კონ­ტ­რო­ლი". შე­იძ­ლე­ბა დაც­ვის ახ­ლო­ბე­ლი იყოს და ამი­ტომ შე­უშ­ვან, არც არა­ფერს მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა. ერ­თხელ, რუს­თა­ველ­ზე, ერთ-ერთ "სა­ლო­ბი­ე­ში" (კლუბს ვერ და­ვარ­ქ­მევ) შე­ვე­დი, ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი, ისე­თი აპა­რა­ტუ­რა ჰქონ­დათ, ვერ გა­ვი­გე სა­ერ­თოდ, დი­ჯეი იყო თუ პროგ­რა­მის­ტი და რო­ცა ვკი­თხე, ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას რა­ტომ არ უკ­რავ-მეთ­ქი, 10 ლარს თუ მომ­ცე­მენ, თი­თო ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას და­ვუკ­რა­ვო. დი­ჯეი შა­ბა­შებ­ზე იყო (ი­ცი­ნის).

- რო­გო­რია დი­ჯე­ის გა­სამ­რ­ჯე­ლო?

- ვინც ხა­რის­ხი­ან, კარგ მუ­სი­კას წერს და უკ­რავს, უფ­რო მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რი აქვს, ვიდ­რე სხვას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თუ დი­ჯეი სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლია და თა­ვი­სი ხალ­ხი ჰყავს, ესე იგი, წარ­მა­ტე­ბუ­ლია და კარგ ჰო­ნო­რარს აძ­ლე­ვენ. მა­გა­ლი­თად, მე და ჩემს მე­გობ­რებს ერთ სა­ღა­მო­ში 100 დო­ლარს გვიხ­დი­ან. კორ­პო­რა­ტი­ულ "ი­ვენ­თებ­ზეც" ვუკ­რავ და ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩე­მი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა მე­ტია - 300 დო­ლა­რი­დან ზე­მოთ, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­ჯე­ის უწევს პი­ა­რის გა­კე­თე­ბაც, ხალ­ხის მიყ­ვა­ნაც, მა­გი­დე­ბის "გა­ყიდ­ვაც". თუ უნ­და, რომ სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­დეს, და­უკ­რას და "ი­ვენ­თე­ბი" ხში­რად ჩა­ა­ტა­როს, ამა­ზე უნ­და იზ­რუ­ნოს.

- ეს ხომ კლუ­ბის მე­ნე­ჯე­რის მო­ვა­ლე­ო­ბაა?

- ის უბ­რა­ლოდ, "ი­ვენ­თის" დღეს ნიშ­ნავს და დაკ­ვ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას იმას აძ­ლევს, ვინც თვი­თონ მოს­წონს, თუმ­ცა მე­ნე­ჯერ­საც გა­აჩ­ნია. შე­იძ­ლე­ბა დი­ჯეი კარ­გად ვერ უკ­რავ­დეს, მაგ­რამ მა­ინც აიყ­ვა­ნოს, რად­გან მი­სი ახ­ლო­ბე­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი დი­ჯეი ვი­ცი, ვი­საც მუ­სი­კა ეს­მის, მაგ­რამ ვერ მუ­შა­ო­ბენ, იმი­ტომ, რომ ნაც­ნო­ბი არ ჰყავთ, აქ ყვე­ლა­ფე­რი ნაც­ნო­ბო­ბი­თაა. ამი­ტომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­ჯე­ო­ბა ნაკ­ლე­ბად პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი პრო­ფე­სიაა.

- რო­გორც ფიქ­რობ, ქარ­თ­ვე­ლი დი­ჯეი საზღ­ვარ­გა­რეთ თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას შეძ­ლებს? იქ დი­დი კონ­კუ­რენ­ციაა და ქარ­თ­ვე­ლე­ბი ამ სფე­რო­ში ნაკ­ლე­ბად გა­მოც­დი­ლე­ბი ვართ.

- აშშ-ში ქარ­თ­ვე­ლი დი­ჯეი - ნი­კა გე­ლაშ­ვი­ლი უკ­რავს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შან­სი ნამ­დ­ვი­ლად არის. ქარ­თ­ვე­ლი დი­ჯე­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, ერე­ვან­ში ჩა­დი­ან, ახ­ლო­საა, მარ­თა­ლია, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კას­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი ჰო­ნო­რა­რია, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ ტა­რი­ფებ­ზე ბევ­რად მე­ტია, ამი­ტომ ვის­თ­ვი­საც ხელ­საყ­რე­ლია, იქ მი­დის. კლუბ­ში, სა­დაც ახ­ლა ვმუ­შა­ობ, კვი­რა­ში ორ­ჯერ ვუკ­რავ. დღეს­დღე­ო­ბით, უკ­ვე ჩე­მი მსმე­ნე­ლი მყავს და მი­ხა­რია, რომ "ი­ვენ­თ­ზე" ხალ­ხის სიმ­ცი­რეს არ გან­ვიც­დი. ჩემს "ტრე­კებს" ჩე­მი მე­გობ­რე­ბი უს­მე­ნენ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მოს­წონთ კი­დეც.

- შე­ნი ბო­ლო "ი­ვენ­თის" შე­სა­ხე­ბაც ვი­სა­უბ­როთ, რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

- 30 ნო­ემ­ბერს, შარ­დენ­ზე ერთ-ერთ კლუბ­ში 16-მა დი­ჯე­იმ და­ვუ­კა­რით - 2-2 დი­ჯეი ნა­ხე­ვარ-ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით. ასე­თი "ი­ვენ­თი" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ არ ყო­ფი­ლა, გა­მარ­ჯ­ვე­ბულს, DJ ნო­დო ჟღენტს კი სა­ჩუ­ქ­რად ტი­ეს­ტოს "ი­ვენ­თ­ზე" და­სას­წ­რე­ბი ბი­ლე­თე­ბი გა­და­ე­ცა, რო­მე­ლიც 15 თე­ბერ­ვალს, ბა­ქო­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რის­თ­ვის და­დი­ან ქარ­თ­ვე­ლე­ბი კლუ­ბებ­ში და რო­გო­რია ქარ­თუ­ლი FACE კონ­ტ­რო­ლი

რის­თ­ვის და­დი­ან ქარ­თ­ვე­ლე­ბი კლუ­ბებ­ში და რო­გო­რია ქარ­თუ­ლი FACE კონ­ტ­რო­ლი

19 წლის DJ - ვა­ჟი­კო მე­ლი­ქი­ძე სა­მი წე­ლია ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბაც და­აგ­რო­ვა. რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, დი­ჯე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც ისე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი პრო­ფე­სიაა, თუმ­ცა თა­ვი­სი საქ­მე ძა­ლი­ან მოს­წონს და სი­ა­მოვ­ნე­ბი­თაც აკე­თებს. ვა­ჟი­კო ერთ-ერთ კლუბ­ში გა­მარ­თულ "ი­ვენ­თ­ზე" გა­ვი­ცა­ნი, სა­დაც მე­გო­ბარ დი­ჯე­ებ­თან ერ­თად უკ­რავ­და. იგი ქარ­თულ კლუ­ბურ ცხოვ­რე­ბა­ზე, მის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ვა­ჟი­კო, რო­დის და­იწყე დი­ჯე­ო­ბა?

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ბა­ზა­ლე­თის ტბა­ზე, სა­მი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში "ი­ვენ­თე­ბი" ტარ­დე­ბო­და, სა­დაც ჩე­მი მე­გო­ბა­რი დი­ჯე­ე­ბი უკ­რავ­დ­ნენ. ისე მოხ­და, რომ ერთ დღეს წას­ვ­ლა ვერ შეძ­ლეს, ჩა­ე­ძი­ნათ, ამი­ტომ სა­ღა­მო რომ არ ჩა­ვარ­დ­ნი­ლი­ყო, მათ მა­გივ­რად მე მი­ვე­დი და უფ­როსს მო­ვატყუე, მეც დი­ჯეი ვარ-მეთ­ქი. არა­და, იმ დღეს პირ­ვე­ლად ავი­ღე ხელ­ში ის ყურ­სას­მე­ნიც, დის­კე­ბიც და დაკ­ვ­რა და­ვიწყე. ერთ კვი­რა­ში თბი­ლის­ში რომ დავ­ბ­რუნ­დით, უკ­ვე ერთ-ერთ კლუბ­ში სა­კუ­თა­რი "ი­ვენ­თი" მქონ­და. მე­რე, პე­კინ­ზე ვმუ­შა­ობ­დი კლუბ­ში, წვე­უ­ლე­ბებს ვაწყობ­დი, ცო­ტა ხან­ში მე­ნე­ჯე­რიც გავ­ხ­დი, შემ­დეგ კი სე­ზონ­ზე ხან ბა­თუმ­ში ვუკ­რავ­დი, ხან - ქო­ბუ­ლეთ­ში, ზამ­თარ­ში კი - გუ­და­ურ­ში. ტა­ბი­ძი­სა და შარ­დე­ნის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ კლუ­ბებ­შიც ვუკ­რავ­დი, ამ­ჟა­მად კი - ვა­კე­ში.

- კარ­გი პრო­ფე­სიაა, არა? ერთ­დ­რო­უ­ლად საქ­მე­საც აკე­თებ და ერ­თო­ბი კი­დეც.

- კი, ასეა, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღეს­დღე­ო­ბით არც ისე შე­მო­სავ­ლი­ა­ნია. მე­რე, ჩე­მი პრო­ექ­ტიც მქონ­და, - ვა­კის პარ­კ­ში ფეს­ტი­ვა­ლი გა­ვა­კე­თე - stars weekend , სა­დაც ათ­მა დი­ჯე­იმ და­უკ­რა. კარ­გი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მოგ­ვი­ვი­და. შარ­შან, გი­ორ­გო­ბას, გერ­მა­ნე­ლი არ­ტის­ტი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე. მა­ის­ში თბი­ლი­სის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ კლუბ­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა და მას შემ­დეგ, იქ ვარ. ქარ­თ­ვე­ლი დი­ჯე­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად დი­მა აბ­ში­ლა­ვა მომ­წონს და მას­თან ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ, ერ­თად ვუკ­რავთ ხოლ­მე, ძა­ლი­ან კარ­გი დი­ჯეია, თა­ვის "ტრე­კებ­საც" წერს.

- მუ­სი­კას შენ თუ წერ?

- კი, რამ­დე­ნი­მე "ტრე­კი" მეც მაქვს და­წე­რი­ლი, მაგ­რამ ამით ჯერ­ჯე­რო­ბით დი­დად არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­სა­ბა­მი­სი მსმე­ნე­ლი არ გვყავს. თუ კო­მერ­ცი­უ­ლი მუ­სი­კა არ და­უ­კა­რი, არა­ვინ მო­გის­მენს.

- რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა კო­მერ­ცი­ულ მუ­სი­კა­ში?

- შე­იძ­ლე­ბა "ან­დერ­გ­რა­უნ­დის" "ტრე­კე­ბი" და­უკ­რა, მაგ­რამ მსმე­ნე­ლი არ გყავ­დეს და ხალ­ხი წა­ვი­დეს, მაგ­რამ თუ რო­მე­ლი­მე პაპ­სა ან რე­პი "შე­აგ­დე", მა­გა­ლი­თად, "50 ცენ­ტი", ყვე­ლა აგ­ყ­ვე­ბა და მოძ­რა­ო­ბას და­იწყებს.

- ქარ­თულ კლუ­ბებ­ში რო­მე­ლი მუ­სი­კა უფ­რო მო­დუ­რია და რა მოთხოვ­ნე­ბი აქვთ შე­ფებს?

- მა­გა­ლი­თად, შარ­დენ­ზე კო­მერ­ცი­უ­ლი მუ­სი­კა უნ­დათ, - პაპ­სა. ბო­ლო დროს, ვა­კე­შიც ამას უფ­რო ითხო­ვენ, მე­ტი ადა­მი­ა­ნი მო­დის.

- შე­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რო­გო­რია ქარ­თ­ვე­ლი მსმე­ნე­ლი და ის ხალ­ხი, ვინც კლუ­ბებ­ში და­დის?

- სას­ტი­კი, ამაზ­რ­ზე­ნი... ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას ვერ და­უკ­რავ, არ უნ­დათ, შე­იძ­ლე­ბა გა­გე­ცა­ლონ და მხო­ლოდ ათი კა­ცის­თ­ვის და­უკ­რა, ეს კი კლუ­ბის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, წამ­გე­ბი­ა­ნია. ბი­ჭე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კლუ­ბებ­ში გო­გო­ნე­ბის "და­სა­კე­რად" და მე­რე მათ გა­მო საჩხუბ­რად და­დი­ან - ეს გო­გო მე მო­მე­წო­ნა და შენ რა­ტომ ეცეკ­ვე­ბიო.

- შენ რას ეძა­ხი ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას? რა მოგ­წონს?

- ტექ­ნო, ტექ­ჰა­უ­სი, პროგ­რე­სი­ვი. ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი არ­ტის­ტი ფე­დე ლეგ­რან­დია, ტექ­ჰა­უ­სის "ტრე­კე­ბიც" აქვს და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­ჯეია. სა­ერ­თოდ, ტრან­სი და ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის არ­ტის­ტე­ბი არ მომ­წონს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძვე­ლი და კარ­გად ნაც­ნო­ბი "ტრე­კე­ბი" უფ­რო მო­და­შია, ვიდ­რე ახა­ლი.

- რო­გორც ვი­ცი, უკ­რა­ი­ნა­შიც გაქვს მიწ­ვე­ვა.

- კი, კი­ევ­ში ერთ-ერთ კლუბ­თან მაქვს კავ­ში­რი და შე­საძ­ლოა, ახალ წელს წა­ვი­დე და ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა იქ გა­ვაგ­რ­ძე­ლო. ბულ­გა­რეთ­სა და თურ­ქეთ­ში რომ ვის­ვე­ნებ­დი, იქა­ურ კლუ­ბებ­საც ვეს­ტუმ­რე, პა­ტა­რა კლუბს ვერ­სად ნა­ხავთ, მი­ნი­მუმ 2 000-კა­ცი­ა­ნია და ყვე­ლა­ფე­რია იმის­თ­ვის, რომ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გა­ერ­თო. იქ არა­ნა­ი­რი "ე­იჯ" და "ფე­ის" კონ­ტ­რო­ლი არ არის, თან­ხას იხ­დი, შე­დი­ხარ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ციაა. ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი არი­ან, გა­სარ­თო­ბად და­დი­ან და არა - და­სა­ლე­ვად. ქარ­თ­ველ გო­გო­ნებს კომ­პ­ლექ­სე­ბი აქვთ. ამი­ტო­მაც მინ­და აქ ახა­ლი პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა და ისე­თი ხალ­ხის მოყ­ვა­ნა, რომ მათ ეს კომ­პ­ლექ­სე­ბი მო­ეხ­ს­ნათ, უბ­რა­ლოდ გა­ერ­თონ და კარ­გი მუ­სი­კით ისი­ა­მოვ­ნონ. აქ ზოგ კლუბ­ში ბი­ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით აჭარ­ბებს ხოლ­მე გო­გო­ნე­ბი­სას.

- რი­სი კომ­პ­ლექ­სი აქვთ ქარ­თ­ველ ბი­ჭებს?

- ვა­ი­თუ გო­გოს არ მო­ე­წო­ნოს, არ ეცეკ­ვოს და "გა­ა­ბან­ძოს".

- შე­ნი აზ­რით, კლუ­ბის პო­პუ­ლა­რო­ბას სა­ხე­ლი (სა­ხელ­წო­დე­ბას არ ვგუ­ლის­ხ­მობ) გა­ნა­პი­რო­ბებს? მუ­სი­კა ხომ თით­ქ­მის ერ­თია ყველ­გან.

- ალ­ბათ უფ­რო სა­ხე­ლი. რო­ცა ცნო­ბი­ლია, დი­დი ხა­ნია დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა იქ ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­სი­კა არც იყოს, მაგ­რამ იმის გა­მო, რომ ბევ­რი ძვე­ლი და ერ­თ­გუ­ლი ვი­ზი­ტო­რი ჰყავს, ხალ­ხი ინერ­ცი­ით მი­დის.

- შე­ნი აზ­რით, ასა­კობ­რი­ვი და "ფე­ის­კონ­ტ­რო­ლი" სა­ჭი­როა?

- სა­ჭი­როა, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ინც არ სრულ­დე­ბა ისე, რო­გორც უნ­და იყოს. შე­იძ­ლე­ბა "ფე­ის­კონ­ტ­რო­ლი" იყოს, მაგ­რამ არა­სა­სურ­ვე­ლი პი­როვ­ნე­ბა მა­ინც შე­უშ­ვან, არც ფი­ზი­კუ­რად იყოს მი­სა­ღე­ბი, არც ჩაც­მუ­ლო­ბით, მაგ­რამ გო­გო­ნას­თან ერ­თად იყოს და ჩათ­ვ­ლი­ან, რომ ბარ­ში ფულს და­ხარ­ჯავს. ათი ბი­ჭი რომ მი­ვი­დეს მარ­ტო, შე­იძ­ლე­ბა არც შე­უშ­ვან იმის გა­მო, რომ გო­გო­ნა არ ახ­ლავთ. მეც ვყო­ფილ­ვარ "ფე­ის­კონ­ტ­რო­ლი" და ჩემს "ი­ვენ­თ­ზე" არ შე­მიშ­ვია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამას ჰქვია "ფე­ის­კონ­ტ­რო­ლი". შე­იძ­ლე­ბა დაც­ვის ახ­ლო­ბე­ლი იყოს და ამი­ტომ შე­უშ­ვან, არც არა­ფერს მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღე­ბა. ერ­თხელ, რუს­თა­ველ­ზე, ერთ-ერთ "სა­ლო­ბი­ე­ში" (კლუბს ვერ და­ვარ­ქ­მევ) შე­ვე­დი, ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი, ისე­თი აპა­რა­ტუ­რა ჰქონ­დათ, ვერ გა­ვი­გე სა­ერ­თოდ, დი­ჯეი იყო თუ პროგ­რა­მის­ტი და რო­ცა ვკითხე, ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას რა­ტომ არ უკ­რავ-მეთ­ქი, 10 ლარს თუ მომ­ცე­მენ, თი­თო ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას და­ვუკ­რა­ვო. დი­ჯეი შა­ბა­შებ­ზე იყო (ი­ცი­ნის).

- რო­გო­რია დი­ჯე­ის გა­სამ­რ­ჯე­ლო?

- ვინც ხა­რის­ხი­ან, კარგ მუ­სი­კას წერს და უკ­რავს, უფ­რო მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რი აქვს, ვიდ­რე სხვას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თუ დი­ჯეი სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლია და თა­ვი­სი ხალ­ხი ჰყავს, ესე იგი, წარ­მა­ტე­ბუ­ლია და კარგ ჰო­ნო­რარს აძ­ლე­ვენ. მა­გა­ლი­თად, მე და ჩემს მე­გობ­რებს ერთ სა­ღა­მო­ში 100 დო­ლარს გვიხ­დი­ან. კორ­პო­რა­ტი­ულ "ი­ვენ­თებ­ზეც" ვუკ­რავ და ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩე­მი შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბა მე­ტია - 300 დო­ლა­რი­დან ზე­მოთ, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­ჯე­ის უწევს პი­ა­რის გა­კე­თე­ბაც, ხალ­ხის მიყ­ვა­ნაც, მა­გი­დე­ბის "გა­ყიდ­ვაც". თუ უნ­და, რომ სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­დეს, და­უკ­რას და "ი­ვენ­თე­ბი" ხში­რად ჩა­ა­ტა­როს, ამა­ზე უნ­და იზ­რუ­ნოს.

- ეს ხომ კლუ­ბის მე­ნე­ჯე­რის მო­ვა­ლე­ო­ბაა?

- ის უბ­რა­ლოდ, "ი­ვენ­თის" დღეს ნიშ­ნავს და დაკ­ვ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას იმას აძ­ლევს, ვინც თვი­თონ მოს­წონს, თუმ­ცა მე­ნე­ჯერ­საც გა­აჩ­ნია. შე­იძ­ლე­ბა დი­ჯეი კარ­გად ვერ უკ­რავ­დეს, მაგ­რამ მა­ინც აიყ­ვა­ნოს, რად­გან მი­სი ახ­ლო­ბე­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი დი­ჯეი ვი­ცი, ვი­საც მუ­სი­კა ეს­მის, მაგ­რამ ვერ მუ­შა­ო­ბენ, იმი­ტომ, რომ ნაც­ნო­ბი არ ჰყავთ, აქ ყვე­ლა­ფე­რი ნაც­ნო­ბო­ბი­თაა. ამი­ტომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­ჯე­ო­ბა ნაკ­ლე­ბად პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი პრო­ფე­სიაა.

- რო­გორც ფიქ­რობ, ქარ­თ­ვე­ლი დი­ჯეი საზღ­ვარ­გა­რეთ თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას შეძ­ლებს? იქ დი­დი კონ­კუ­რენ­ციაა და ქარ­თ­ვე­ლე­ბი ამ სფე­რო­ში ნაკ­ლე­ბად გა­მოც­დი­ლე­ბი ვართ.

- აშშ-ში ქარ­თ­ვე­ლი დი­ჯეი - ნი­კა გე­ლაშ­ვი­ლი უკ­რავს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შან­სი ნამ­დ­ვი­ლად არის. ქარ­თ­ვე­ლი დი­ჯე­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, ერე­ვან­ში ჩა­დი­ან, ახ­ლო­საა, მარ­თა­ლია, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კას­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი ჰო­ნო­რა­რია, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ ტა­რი­ფებ­ზე ბევ­რად მე­ტია, ამი­ტომ ვის­თ­ვი­საც ხელ­საყ­რე­ლია, იქ მი­დის. კლუბ­ში, სა­დაც ახ­ლა ვმუ­შა­ობ, კვი­რა­ში ორ­ჯერ ვუკ­რავ. დღეს­დღე­ო­ბით, უკ­ვე ჩე­მი მსმე­ნე­ლი მყავს და მი­ხა­რია, რომ "ი­ვენ­თ­ზე" ხალ­ხის სიმ­ცი­რეს არ გან­ვიც­დი. ჩემს "ტრე­კებს" ჩე­მი მე­გობ­რე­ბი უს­მე­ნენ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მოს­წონთ კი­დეც.

- შე­ნი ბო­ლო "ი­ვენ­თის" შე­სა­ხე­ბაც ვი­სა­უბ­როთ, რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

- 30 ნო­ემ­ბერს, შარ­დენ­ზე ერთ-ერთ კლუბ­ში 16-მა დი­ჯე­იმ და­ვუ­კა­რით - 2-2 დი­ჯეი ნა­ხე­ვარ-ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით. ასე­თი "ი­ვენ­თი" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ არ ყო­ფი­ლა, გა­მარ­ჯ­ვე­ბულს, DJ ნო­დო ჟღენტს კი სა­ჩუ­ქ­რად ტი­ეს­ტოს "ი­ვენ­თ­ზე" და­სას­წ­რე­ბი ბი­ლე­თე­ბი გა­და­ე­ცა, რო­მე­ლიც 15 თე­ბერ­ვალს, ბა­ქო­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია