სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძის გან­ც­დე­ბი, ამ­ბო­ხი და მე­ლან­ქო­ლია
ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძის გან­ც­დე­ბი, ამ­ბო­ხი და მე­ლან­ქო­ლია

"მას შემ­დეგ, რაც კითხ­ვა და­ვი­წყე, წიგ­ნებს არას­დ­როს დავ­შო­რე­ბი­ვარ", - ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნი ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძე. საყ­ვა­რელ ავ­ტო­რებ­ზე, ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე, პერ­სო­ნა­ჟებ­ზე ლა­პა­რა­კი და­უს­რუ­ლებ­ლად შე­უძ­ლია. ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­დან 3 დღე­ში ბე­ქა იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. წინ დი­დი გეგ­მე­ბი აქვს, - მას­ტერ­კ­ლა­სი, სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, გა­და­ღე­ბა ფილ­მ­ში, თა­მა­ში რო­მის ერთ-ერ­თი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე...

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რო­ცა ალ­ბერ­ტო მო­რა­ვი­ას, ლუ­ი­ჯი პი­რან­დე­ლოს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ორი­გი­ნალ­ში წა­ვი­კი­თხე. არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა ტო­ნი­ნო გუ­ე­რას­თან შეხ­ვედ­რა. მან სა­კუ­თა­რი წიგ­ნიც მა­ჩუ­ქა.

- მას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­პინ­ძ­ლო­ბა რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ოჯახ­მა გა­უ­წია. რა ახ­სოვ­და, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე რა გითხ­რა?

- თა­ბუ­კაშ­ვი­ლე­ბი, რე­ზო გაბ­რი­ა­ძე, სერ­გო ფა­რა­ჯა­ნო­ვი გა­იხ­სე­ნა. ძა­ლი­ან მინ­და, სულ გემ­ღე­რე­ბო­დეთ, რად­გან ქარ­თ­ვე­ლებს სიმ­ღე­რა ყვე­ლა­ზე მე­ტად გიხ­დე­ბა­თო. ის სით­ბო, რო­მე­ლიც თქვენს ქვე­ყა­ნა­ში ვიგ­რ­ძე­ნი, ჩე­მი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან არას­დ­როს წა­იშ­ლე­ბაო.

- ად­ვი­ლად მი­გი­ღო?

- რო­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ვამ­ბობ­დი, 4 სა­ოც­ნე­ბო ინ­ტერ­ვიუ მაქვს-მეთ­ქი. ტო­ნი­ნო გუ­ე­რას­თან, ფრან­კო ძე­ფი­რე­ლის­თან, ბერ­ნან­დო ბერ­ტო­ლუ­ჩის­თან და გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კეს­თან შეხ­ვედ­რას ვგუ­ლის­ხ­მობ­დი. პირ­ვე­ლი 2 რეს­პონ­დენ­ტი ჩავ­წე­რე და მჯე­რა, დი­დი იმე­დი მაქვს, ბერ­ტო­ლუ­ჩის­თან და მარ­კეს­თან შეხ­ვედ­რის ბედ­ნი­ე­რე­ბა წინ მე­ლო­დე­ბა. ტო­ნი­ნო გუ­ე­რა ემი­ლია-რო­მა­ნი­ას პრო­ვინ­ცი­ა­ში, და­ბის მსგავს და­სახ­ლე­ბა პე­ნა­ბი­ლე­ში ცხოვ­რობ­და. იქ თა­ვი­სი ოაზი­სი ჰქონ­და. კლდე­ზე შე­ფე­ნი­ლი 3-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო. მის ნა­ჩუ­ქარ და სა­ერ­თოდ ყვე­ლა წიგნს ძა­ლი­ან ვუფ­რ­თხილ­დე­ბი. შე­მიძ­ლია, ტან­საც­მე­ლი გა­ვი­ხა­დო და და­უ­ნა­ნებ­ლად სხვას მივ­ცე, წიგ­ნის გა­ჩუ­ქე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს.

- ყვე­ლა­ზე დი­დი თან­ხა, რო­მე­ლიც წიგ­ნ­ში გა­და­გიხ­დია.

- ახ­ლა­ხან 60 ევ­როდ იტა­ლი­უ­რი კი­ნოს ენ­ციკ­ლო­პე­დია შე­ვი­ძი­ნე.

- წა­კი­თხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხე­ლახ­ლა უბ­რუნ­დე­ბი?

- დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი" ად­რე­ულ ასაკ­ში წა­ვი­კი­თხე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­ცა ბა­ტო­ნი გუ­რა­მი გა­ვი­ცა­ნი, მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბის ხე­ლახ­ლა წა­კითხ­ვის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნ­და. ოთარ ჭი­ლა­ძე არის ავ­ტო­რი, რო­მელ­საც მხო­ლოდ ერ­თხელ წა­კითხ­ვით ვერ ჩასწ­ვ­დე­ბი. ჭი­ლა­ძე ის მწე­რა­ლია, რო­მე­ლიც სულ უნ­და იკი­თხო.

- მი­სი პრო­ზა მე­ტად გი­ზი­დავს თუ პო­ე­ზია?

- ეს თე­მა "პო­ე­მუს­ში" (საქ­ველ­მოქ­მე­დო ფეს­ტი­ვა­ლი) წა­მოვ­წი­ეთ, ჭი­ლა­ძის პო­ე­ზი­ის მი­ხედ­ვით სა­ინ­ტე­რე­სო პერ­ფორ­მან­სი შევ­ქ­მე­ნით. რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი ერ­თ­დ­რო­უ­ლად მუ­სი­კის ფონ­ზე კი­თხუ­ლობ­და და მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა.

- შე­ნი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი რო­მე­ლია?

- ეს კითხ­ვა ჩემ­თ­ვის ვინ­მეს ბავ­შ­ვო­ბა­ში რომ და­ეს­ვა, ტომ სო­ი­ერს, ჰე­კლ­ბე­რი ფინს და­ვა­სა­ხე­ლებ­დი. შემ­დეგ - ლა მოლს ("დე­დო­ფა­ლი მარ­გო­დან"). მი­სი მე­ამ­ბო­ხე სუ­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა ძა­ლი­ან მი­ზი­დავ­და.

- ამ თვი­სე­ბე­ბით მას ჰგავ­ხარ?

- არ ვი­ცი, რამ­დე­ნად ვგა­ვარ (ი­ცი­ნის). მე­რე ტოლ­ს­ტო­ის "აღ­დ­გო­მი­დან" დმიტ­რი ნეხ­ლი­უ­დო­ვი და გამ­სა­ხურ­დი­ას "დი­ო­ნი­სოს ღი­მი­ლი­დან" კონ­ს­ტან­ტი­ნე სა­ვარ­სა­მი­ძე მომ­წონ­და.

- დღეს?

- მი­ჭირს ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. სუ­ლით, ში­ნა­გა­ნი გან­ც­დე­ბით ფე­დე­რი­კო გარ­სია ლორ­კას­თან უფ­რო ახ­ლოს ვარ. მის შე­მოქ­მე­დე­ბასა და ცხოვ­რე­ბა­შიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად იყო მე­ლან­ქო­ლი­ის და ამ­ბო­ხის გან­ც­და. დღეს მე ეს ორი­ვე მაქვს. ცხოვ­რე­ბის სტი­ლით კი ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ის ვგა­ვარ. მოგ­ზა­უ­რო­ბა, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი მა­სა­ვით მიყ­ვარს. გა­მო­გიტყ­დე­ბი და ჰე­მინ­გუ­ე­ის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე მე­ტად მი­სი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი მომ­წონს. მი­სი ბი­ოგ­რა­ფია დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაა და ამი­ტო­მაა სა­ინ­ტე­რე­სო.

- მი­თხა­რი, იტა­ლი­ა­ში მივ­დი­ვა­რო. რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- იტა­ლი­ა­ში ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ით მო­მი­წევს დარ­ჩე­ნა. რო­მის ერთ-ერთ თე­ატ­რ­ში სპექ­ტაკ­ლის რე­პე­ტი­ცი­ებს ვი­წყებ. იან­ვარ­ში ფილ­მ­ში გა­და­მი­ღე­ბენ. პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლა უნ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლო, რო­მე­ლიც უფუ­ლო­ბის გა­მო შევ­წყ­ვი­ტე. სამ­სა­ხი­ო­ბო მას­ტერ­კ­ლა­სის გავ­ლაც უნ­და და­ვი­წყო. ერთ-ერთ იტა­ლი­ურ სა­ა­გენ­ტო­ში ვარ გა­წევ­რე­ბუ­ლი. ჩე­მი მო­ნა­ცე­მე­ბი სამ­სა­ხი­ო­ბო ბა­ზა­შია შე­სუ­ლი, ეს სა­ა­გენ­ტო კას­ტინ­გებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ტი­უ­რად მიგ­ზავ­ნის.

- ფილ­მ­ში ვის გა­ნა­სა­ხი­ე­რებ?

- ეს არის ფილ­მი ფილ­მ­ში, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხედ­ზე, სა­დაც ხდე­ბა გა­და­ღე­ბა და რე­ჟი­სო­რის როლს ვთა­მა­შობ. გარ­და ამი­სა, სხვა რე­ჟი­სო­რის­გან მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ჩე­ჩე­ნი ტე­რო­რის­ტის როლ­ზე. ვფიქ­რობ, დავ­თან­ხ­მ­დე. კი­დევ ერთ დიდ პრო­ექტს ვე­ლო­დე­ბი საფ­რან­გე­თი­დან, რო­მელ­ზეც ჯერ ვე­რა­ფერს გეტყ­ვი.

- ოც­ნე­ბებს იხ­დენ, არა?

- დი­დი შრო­მის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­დის.

- წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ! ახ­ლა კი დროა, კითხ­ვარ­ზე გა­და­ვი­დეთ.

- ყვე­ლას გვახ­სოვს ფრთი­ა­ნი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "რე­ლი­გია - ეს ხალ­ხის­თ­ვის ოპი­უ­მი­ა". რო­მე­ლი სიტყ­ვით შეც­ვა­ლა სიტყ­ვა "რე­ლი­გი­ა" ნიქ­სონ­მა?

- არ ვი­ცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ შენ ამ...

- (მაწყ­ვე­ტი­ნებს) ტე­ლე­ვი­ზია - ეს ხალ­ხის­თ­ვის ოპი­უ­მია, არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. შენ­თ­ვის რა არის "ო­პი­უ­მი"?

- ანუ ის, რაც მათ­რობს (ფიქ­რობს)? სი­ცოცხ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი.

- რა ჰქვია ვაშ­ლის არაყს?

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- კალ­ვა­დო­სი. და­ას­რუ­ლე მა­დამ დე სტა­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "რო­ცა ქა­ლის თვა­ლებ­ში რა­ი­მეს წა­კითხ­ვაა სა­ჭი­რო, მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბა უწიგ­ნუ­რი..."

- ხდე­ბა.

- "...აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე".

- ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თვა­ლე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს "უ­წიგ­ნუ­რო­ბას", ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­იძ­ლე­ბა, წა­კითხ­ვა არ მინ­დო­დეს და უწიგ­ნუ­რი აღ­მოვ­ჩ­ნ­დე.

- ვინ იყო საფ­რან­გე­თის იმ­პე­რა­ტო­რი ნა­პო­ლე­ონ III ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის­თ­ვის?

- შვი­ლიშ­ვი­ლი, არა?

- ძმის­შ­ვი­ლი. 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­მის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ის­რის ბო­ლო, სა­ა­თის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ის­რის ბო­ლო­ზე რამ­დენ­ჯერ უფ­რო სწრა­ფად მოძ­რა­ობს?

- ბევ­რ­ჯერ, არ ვი­ცი, რო­გორ და­ვი­ან­გა­რი­შო?

- 720-ჯერ. სა­ხელ­მ­წი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ახალ თა­ნამ­შ­რო­მელს იღე­ბენ. წი­ნას­წა­რი გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლას მის­ცეს კონ­ვერ­ტი, რო­მელ­ზეც ეწე­რა "გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო" და სთხო­ვეს, რო­მე­ლი­ღაც კა­ბი­ნეტ­ში წა­ე­ღოთ. ერ­თ­მა კან­დი­დატ­მა ვიდ­რე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­ვი­დო­და, სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­ი­ა­რა და კონ­ვერ­ტი გახ­ს­ნა. რა ეწე­რა წე­რილ­ში?

- ვაა!!! უნ­და დავ­ფიქ­რ­დე. (პა­უ­ზის შემ­დეგ) შე­საძ­ლოა, "გახ­ს­ნი­ლი­ა" ეწე­რა.

- ნუ გა­ვიწყ­დე­ბა, რო­მელ სამ­სა­ხურ­ზეა ლა­პა­რა­კი.

- არას­წო­რად ვთქვი? აბა, რა ეწე­რა?

- "დაბ­რუნ­დით უკან, თქვენ ჩვენ­თ­ვის სა­ჭი­რო მუ­შა­კი ხართ".

- სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვა იყო.

- ზო­ო­ფო­ბია - ეს არის ში­ში ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ, იხ­ტი­ო­ფო­ბია - თევ­ზე­ბის მი­მართ. რი­სი ში­შია გი­ნე­ფო­ბია?

- არ ვი­ცი.

- ქა­ლე­ბის მი­მართ ში­ში.

- არ მეს­მის, ეგ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­გე­მარ­თოს.

- და­ა­სა­ხე­ლე ძუ­ძუმ­წო­ვა­რი, რო­მელ­საც ფრე­ნა შე­უძ­ლია.

- ღა­მუ­რა.

- რო­მე­ლია ბრა­ზი­ლი­ის დე­და­ქა­ლა­ქი?

- ბრა­ზი­ლია.

- რო­მე­ლი მე­ტია - 20-ის 25% თუ 25-ის 20%?

- მგო­ნი, თა­ნა­ბა­რია, ვცდე­ბი?

- სწო­რი პა­სუ­ხია. ვინ გა­და­ი­ღო "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე"?

- მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა.

- ვინ ას­რუ­ლებ­და პა­ა­ტას როლს ბავ­შ­ვო­ბა­ში?

- მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი.

- 1865 წელს, ლონ­დონ­ში ცნო­ბი­ლი სამ­ხედ­რო ექი­მი ჯე­იმს ბე­რი გარ­და­იც­ვა­ლა. ის არ­მი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­პექ­ტო­რი, სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი დამ­ნერ­გა­ვი იყო. მას მძი­მე ხა­სი­ა­თი ჰქონ­და და ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ჩხუ­ბის­თა­ვი. ბე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ლონ­დო­ნის მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლი აგორ­და, მაგ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ ამ­ბის მი­ჩუ­მა­თე­ბა მო­ა­ხერ­ხა. რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და ჯე­იმს ბე­რი თა­ვი­სი სამ­ხედ­რო კო­ლე­გე­ბის­გან?

- არ ვი­ცი.

- ქა­ლი იყო. ვი­სი აფო­რიზ­მია "გუ­ლი კრუ­ლია კა­ცი­სა, ხარ­ბი და გა­უძღო­მე­ლი"?

- შო­თა რუს­თა­ვე­ლის.

- ქა­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ას კარ­გად იც­ნობ?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­კი­თხია, ვერ ამოვ­ხ­სე­ნი, წინ დი­დი დრო მაქვს.

- სირ­თუ­ლეს რა­ში ხე­დავ?

- ქა­ლის ბუ­ნე­ბაა რთუ­ლი, შრე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა, ბევ­რი ლა­ბი­რინ­თი და ქსე­ლია.

- მარ­ჩე­ლო მას­ტ­რო­ი­ა­ნი ქა­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის მცოდ­ნე იყო. მან მათ­ზე ყვე­ლა­ფე­რი იცო­და. თუ შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბას ზღვა­ზე მო­ი­სურ­ვებ­და, წი­ნას­წარ იცო­და, პლაჟ­ზე რო­მე­ლი ქა­ლი გა­ეც­ნო. რა ნიშ­ნით ირ­ჩევ­და?

- რომ გითხ­რა, ლა­მაზს ირ­ჩევ­და-მეთ­ქი, ბა­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მის მი­ხედ­ვით?

- არა, ყვე­ლა­ზე გა­უ­რუ­ჯავს ირ­ჩევ­და, - მთე­ლი შვე­ბუ­ლე­ბა წინ აქ­ვ­სო. "ა­რის რა­ღაც სა­ერ­თო ღვი­ნის სმა­სა და კითხ­ვას შო­რის, მე მგო­ნი, ის, რომ ორი­ვეს ეგ­რეთ წო­დე­ბულ პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან მივ­ყა­ვართ, ოღონდ ერ­თი - მიშ­ვე­ბუ­ლი, აგ­დე­ბუ­ლი და ულა­მა­ზო თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი, მე­ო­რე კი - შე­მარ­თე­ბუ­ლი, გა­მოც­დი­ლი და ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე, ამაღ­ლე­ბუ­ლი". რო­მელ ცნო­ბილ ნა­წარ­მო­ებ­ში ვკი­თხუ­ლობთ ამ სიტყ­ვებს?

- გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის "კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და".

- ღვი­ნის სმა­სა და კითხ­ვას შო­რის თა­ვად რა სა­ერ­თოს პო­უ­ლობ?

- ორი­ვეს კულ­ტუ­რა სჭირ­დე­ბა. დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, არ­სე­ბო­ბენ მკითხ­ვე­ლე­ბი და არ­სე­ბო­ბენ გა­დამ­კითხ­ვე­ლე­ბიო. არ­სე­ბო­ბენ მსმე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ღვი­ნის მი­ღე­ბის წე­სი, კულ­ტუ­რა იცი­ან და არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სი­თხეს, მხო­ლოდ თრო­ბის მიზ­ნით სვა­მენ. მათ­თ­ვის გან­წყო­ბას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ტოლ­ს­ტო­ის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "ცოდ­ნა ამ­შ­ვი­დებს დიდ ადა­მი­ანს, აო­ცებს სა­შუ­ა­ლოს და ბე­რავს..."

- "...ბე­რავს პა­ტა­რა ადა­მი­ანს".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძის გან­ც­დე­ბი, ამ­ბო­ხი და მე­ლან­ქო­ლია

ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძის გან­ც­დე­ბი, ამ­ბო­ხი და მე­ლან­ქო­ლია

"მას შემ­დეგ, რაც კითხ­ვა და­ვიწყე, წიგ­ნებს არას­დ­როს დავ­შო­რე­ბი­ვარ", - ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნი ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძე. საყ­ვა­რელ ავ­ტო­რებ­ზე, ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე, პერ­სო­ნა­ჟებ­ზე ლა­პა­რა­კი და­უს­რუ­ლებ­ლად შე­უძ­ლია. ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­დან 3 დღე­ში ბე­ქა იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. წინ დი­დი გეგ­მე­ბი აქვს, - მას­ტერ­კ­ლა­სი, სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, გა­და­ღე­ბა ფილ­მ­ში, თა­მა­ში რო­მის ერთ-ერ­თი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე...

პრეამბულის მაგიერ

- ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რო­ცა ალ­ბერ­ტო მო­რა­ვი­ას, ლუ­ი­ჯი პი­რან­დე­ლოს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ორი­გი­ნალ­ში წა­ვი­კითხე. არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა ტო­ნი­ნო გუ­ე­რას­თან შეხ­ვედ­რა. მან სა­კუ­თა­რი წიგ­ნიც მა­ჩუ­ქა.

- მას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­პინ­ძ­ლო­ბა რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ოჯახ­მა გა­უ­წია. რა ახ­სოვ­და, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე რა გითხ­რა?

- თა­ბუ­კაშ­ვი­ლე­ბი, რე­ზო გაბ­რი­ა­ძე, სერ­გო ფა­რა­ჯა­ნო­ვი გა­იხ­სე­ნა. ძა­ლი­ან მინ­და, სულ გემ­ღე­რე­ბო­დეთ, რად­გან ქარ­თ­ვე­ლებს სიმ­ღე­რა ყვე­ლა­ზე მე­ტად გიხ­დე­ბა­თო. ის სით­ბო, რო­მე­ლიც თქვენს ქვე­ყა­ნა­ში ვიგ­რ­ძე­ნი, ჩე­მი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან არას­დ­როს წა­იშ­ლე­ბაო.

- ად­ვი­ლად მი­გი­ღო?

- რო­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ვამ­ბობ­დი, 4 სა­ოც­ნე­ბო ინ­ტერ­ვიუ მაქვს-მეთ­ქი. ტო­ნი­ნო გუ­ე­რას­თან, ფრან­კო ძე­ფი­რელის­თან, ბერ­ნან­დო ბერ­ტო­ლუ­ჩის­თან და გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კეს­თან შეხ­ვედ­რას ვგუ­ლის­ხ­მობ­დი. პირ­ვე­ლი 2 რეს­პონ­დენ­ტი ჩავ­წე­რე და მჯე­რა, დი­დი იმე­დი მაქვს, ბერ­ტო­ლუ­ჩის­თან და მარ­კეს­თან შეხ­ვედ­რის ბედ­ნი­ე­რე­ბა წინ მე­ლო­დე­ბა. ტო­ნი­ნო გუ­ე­რა ემი­ლია-რო­მა­ნი­ას პრო­ვინ­ცი­ა­ში, და­ბის მსგავს და­სახ­ლე­ბა პე­ნა­ბი­ლე­ში ცხოვ­რობ­და. იქ თა­ვი­სი ოაზი­სი ჰქონ­და. კლდე­ზე შე­ფე­ნი­ლი 3-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო. მის ნა­ჩუ­ქარ და სა­ერ­თოდ ყვე­ლა წიგნს ძა­ლი­ან ვუფ­რ­თხილ­დე­ბი. შე­მიძ­ლია, ტან­საც­მე­ლი გა­ვი­ხა­დო და და­უ­ნა­ნებ­ლად სხვას მივ­ცე, წიგ­ნის გა­ჩუ­ქე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს.

- ყვე­ლა­ზე დი­დი თან­ხა, რო­მე­ლიც წიგ­ნ­ში გა­და­გიხ­დია.

- ახ­ლა­ხან 60 ევ­როდ იტა­ლი­უ­რი კი­ნოს ენ­ციკ­ლო­პე­დია შე­ვი­ძი­ნე.

- წა­კითხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხე­ლახ­ლა უბ­რუნ­დე­ბი?

- დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი" ად­რე­ულ ასაკ­ში წა­ვი­კითხე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­ცა ბა­ტო­ნი გუ­რა­მი გა­ვი­ცა­ნი, მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბის ხე­ლახ­ლა წა­კითხ­ვის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნ­და. ოთარ ჭი­ლა­ძე არის ავ­ტო­რი, რო­მელ­საც მხო­ლოდ ერ­თხელ წა­კითხ­ვით ვერ ჩასწ­ვ­დე­ბი. ჭი­ლა­ძე ის მწე­რა­ლია, რო­მე­ლიც სულ უნ­და იკითხო.

- მი­სი პრო­ზა მე­ტად გი­ზი­დავს თუ პო­ე­ზია?

- ეს თე­მა "პო­ე­მუს­ში" (საქ­ველ­მოქ­მე­დო ფეს­ტი­ვა­ლი) წა­მოვ­წი­ეთ, ჭი­ლა­ძის პო­ე­ზი­ის მი­ხედ­ვით სა­ინ­ტე­რე­სო პერ­ფორ­მან­სი შევ­ქ­მე­ნით. რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი ერ­თ­დ­რო­უ­ლად მუ­სი­კის ფონ­ზე კითხუ­ლობ­და და მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა.

- შე­ნი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი რო­მე­ლია?

- ეს კითხ­ვა ჩემ­თ­ვის ვინ­მეს ბავ­შ­ვო­ბა­ში რომ და­ეს­ვა, ტომ სო­ი­ერს, ჰე­კლ­ბე­რი ფინს და­ვა­სა­ხე­ლებ­დი. შემ­დეგ - ლა მოლს ("დე­დო­ფა­ლი მარ­გო­დან"). მი­სი მე­ამ­ბო­ხე სუ­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა ძა­ლი­ან მი­ზი­დავ­და.

- ამ თვი­სე­ბე­ბით მას ჰგავ­ხარ?

- არ ვი­ცი, რამ­დე­ნად ვგა­ვარ (ი­ცი­ნის). მე­რე ტოლ­ს­ტო­ის "აღ­დ­გო­მი­დან" დმიტ­რი ნეხ­ლი­უ­დო­ვი და გამ­სა­ხურ­დი­ას "დი­ო­ნი­სოს ღი­მი­ლი­დან" კონ­ს­ტან­ტი­ნე სა­ვარ­სა­მი­ძე მომ­წონ­და.

- დღეს?

- მი­ჭირს ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. სუ­ლით, ში­ნა­გა­ნი გან­ც­დე­ბით ფე­დე­რი­კო გარ­სია ლორ­კას­თან უფ­რო ახ­ლოს ვარ. მის შე­მოქ­მე­დე­ბასა და ცხოვ­რე­ბა­შიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად იყო მე­ლან­ქო­ლი­ის და ამ­ბო­ხის გან­ც­და. დღეს მე ეს ორი­ვე მაქვს. ცხოვ­რე­ბის სტი­ლით კი ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ის ვგა­ვარ. მოგ­ზა­უ­რო­ბა, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი მა­სა­ვით მიყ­ვარს. გა­მო­გიტყ­დე­ბი და ჰე­მინ­გუ­ე­ის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე მე­ტად მი­სი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი მომ­წონს. მი­სი ბი­ოგ­რა­ფია დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაა და ამი­ტო­მაა სა­ინ­ტე­რე­სო.

- მითხა­რი, იტა­ლი­ა­ში მივ­დი­ვა­რო. რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- იტა­ლი­ა­ში ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ით მო­მი­წევს დარ­ჩე­ნა. რო­მის ერთ-ერთ თე­ატ­რ­ში სპექ­ტაკ­ლის რე­პე­ტი­ცი­ებს ვიწყებ. იან­ვარ­ში ფილ­მ­ში გა­და­მი­ღე­ბენ. პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლა უნ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლო, რო­მე­ლიც უფუ­ლო­ბის გა­მო შევ­წყ­ვი­ტე. სამ­სა­ხი­ო­ბო მას­ტერ­კ­ლა­სის გავ­ლაც უნ­და და­ვიწყო. ერთ-ერთ იტა­ლი­ურ სა­ა­გენ­ტო­ში ვარ გა­წევ­რე­ბუ­ლი. ჩე­მი მო­ნა­ცე­მე­ბი სამ­სა­ხი­ო­ბო ბა­ზა­შია შე­სუ­ლი, ეს სა­ა­გენ­ტო კას­ტინ­გებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ტი­უ­რად მიგ­ზავ­ნის.

- ფილ­მ­ში ვის გა­ნა­სა­ხი­ე­რებ?

- ეს არის ფილ­მი ფილ­მ­ში, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუთხედ­ზე, სა­დაც ხდე­ბა გა­და­ღე­ბა და რე­ჟი­სო­რის როლს ვთა­მა­შობ. გარ­და ამი­სა, სხვა რე­ჟი­სო­რის­გან მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ჩე­ჩე­ნი ტე­რო­რის­ტის როლ­ზე. ვფიქ­რობ, დავ­თან­ხ­მ­დე. კი­დევ ერთ დიდ პრო­ექტს ვე­ლო­დე­ბი საფ­რან­გე­თი­დან, რო­მელ­ზეც ჯერ ვე­რა­ფერს გეტყ­ვი.

- ოც­ნე­ბებს იხ­დენ, არა?

- დი­დი შრო­მის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­დის.

- წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ! ახ­ლა კი დროა, კითხ­ვარ­ზე გა­და­ვი­დეთ.

- ყვე­ლას გვახ­სოვს ფრთი­ა­ნი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "რე­ლი­გია - ეს ხალ­ხის­თ­ვის ოპი­უ­მი­ა". რო­მე­ლი სიტყ­ვით შეც­ვა­ლა სიტყ­ვა "რე­ლი­გი­ა" ნიქ­სონ­მა?

- არ ვი­ცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ შენ ამ...

- (მაწყ­ვე­ტი­ნებს) ტე­ლე­ვი­ზია - ეს ხალ­ხის­თ­ვის ოპი­უ­მია, არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. შენ­თ­ვის რა არის "ო­პი­უ­მი"?

- ანუ ის, რაც მათ­რობს (ფიქ­რობს)? სი­ცოცხ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი.

- რა ჰქვია ვაშ­ლის არაყს?

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- კალ­ვა­დო­სი. და­ას­რუ­ლე მა­დამ დე სტა­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "რო­ცა ქა­ლის თვა­ლებ­ში რა­ი­მეს წა­კითხ­ვაა სა­ჭი­რო, მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბა უწიგ­ნუ­რი..."

- ხდე­ბა.

- "...აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე".

- ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თვა­ლე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს "უ­წიგ­ნუ­რო­ბას", ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­იძ­ლე­ბა, წა­კითხ­ვა არ მინ­დო­დეს და უწიგ­ნუ­რი აღ­მოვ­ჩ­ნ­დე.

- ვინ იყო საფ­რან­გე­თის იმ­პე­რა­ტო­რი ნა­პო­ლე­ონ III ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის­თ­ვის?

- შვი­ლიშ­ვი­ლი, არა?

- ძმის­შ­ვი­ლი. 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­მის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ის­რის ბო­ლო, სა­ა­თის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ის­რის ბო­ლო­ზე რამ­დენ­ჯერ უფ­რო სწრა­ფად მოძ­რა­ობს?

- ბევ­რ­ჯერ, არ ვი­ცი, რო­გორ და­ვი­ან­გა­რი­შო?

- 720-ჯერ. სა­ხელ­მ­წი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ახალ თა­ნამ­შ­რო­მელს იღე­ბენ. წი­ნას­წა­რი გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლას მის­ცეს კონ­ვერ­ტი, რო­მელ­ზეც ეწე­რა "გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო" და სთხო­ვეს, რო­მე­ლი­ღაც კა­ბი­ნეტ­ში წა­ე­ღოთ. ერ­თ­მა კან­დი­დატ­მა ვიდ­რე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­ვი­დო­და, სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­ი­ა­რა და კონ­ვერ­ტი გახ­ს­ნა. რა ეწე­რა წე­რილ­ში?

- ვაა!!! უნ­და დავ­ფიქ­რ­დე. (პა­უ­ზის შემ­დეგ) შე­საძ­ლოა, "გახ­ს­ნი­ლი­ა" ეწე­რა.

- ნუ გა­ვიწყ­დე­ბა, რო­მელ სამ­სა­ხურ­ზეა ლა­პა­რა­კი.

- არას­წო­რად ვთქვი? აბა, რა ეწე­რა?

- "დაბ­რუნ­დით უკან, თქვენ ჩვენ­თ­ვის სა­ჭი­რო მუ­შა­კი ხართ".

- სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვა იყო.

- ზო­ო­ფო­ბია - ეს არის ში­ში ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ, იხ­ტი­ო­ფო­ბია - თევ­ზე­ბის მი­მართ. რი­სი ში­შია გი­ნე­ფო­ბია?

- არ ვი­ცი.

- ქა­ლე­ბის მი­მართ ში­ში.

- არ მეს­მის, ეგ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­გე­მარ­თოს.

- და­ა­სა­ხე­ლე ძუ­ძუმ­წო­ვა­რი, რო­მელ­საც ფრე­ნა შე­უძ­ლია.

- ღა­მუ­რა.

- რო­მე­ლია ბრა­ზი­ლი­ის დე­და­ქა­ლა­ქი?

- ბრა­ზი­ლია.

- რო­მე­ლი მე­ტია - 20-ის 25% თუ 25-ის 20%?

- მგო­ნი, თა­ნა­ბა­რია, ვცდე­ბი?

- სწო­რი პა­სუ­ხია. ვინ გა­და­ი­ღო "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე"?

- მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა.

- ვინ ას­რუ­ლებ­და პა­ა­ტას როლს ბავ­შ­ვო­ბა­ში?

- მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი.

- 1865 წელს, ლონ­დონ­ში ცნო­ბი­ლი სამ­ხედ­რო ექი­მი ჯე­იმს ბე­რი გარ­და­იც­ვა­ლა. ის არ­მი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­პექ­ტო­რი, სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი დამ­ნერ­გა­ვი იყო. მას მძი­მე ხა­სი­ა­თი ჰქონ­და და ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ჩხუ­ბის­თა­ვი. ბე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ლონ­დო­ნის მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლი აგორ­და, მაგ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ ამ­ბის მი­ჩუ­მა­თე­ბა მო­ა­ხერ­ხა. რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და ჯე­იმს ბე­რი თა­ვი­სი სამ­ხედ­რო კო­ლე­გე­ბის­გან?

- არ ვი­ცი.

- ქა­ლი იყო. ვი­სი აფო­რიზ­მია "გუ­ლი კრუ­ლია კა­ცი­სა, ხარ­ბი და გა­უძღო­მე­ლი"?

- შო­თა რუს­თა­ვე­ლის.

- ქა­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ას კარ­გად იც­ნობ?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­კითხია, ვერ ამოვ­ხ­სე­ნი, წინ დი­დი დრო მაქვს.

- სირ­თუ­ლეს რა­ში ხე­დავ?

- ქა­ლის ბუ­ნე­ბაა რთუ­ლი, შრე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა, ბევ­რი ლა­ბი­რინ­თი და ქსე­ლია.

- მარ­ჩე­ლო მას­ტ­რო­ი­ა­ნი ქა­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის მცოდ­ნე იყო. მან მათ­ზე ყვე­ლა­ფე­რი იცო­და. თუ შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბას ზღვა­ზე მო­ი­სურ­ვებ­და, წი­ნას­წარ იცო­და, პლაჟ­ზე რო­მე­ლი ქა­ლი გა­ეც­ნო. რა ნიშ­ნით ირ­ჩევ­და?

- რომ გითხ­რა, ლა­მაზს ირ­ჩევ­და-მეთ­ქი, ბა­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მის მი­ხედ­ვით?

- არა, ყვე­ლა­ზე გა­უ­რუ­ჯავს ირ­ჩევ­და, - მთე­ლი შვე­ბუ­ლე­ბა წინ აქ­ვ­სო. "ა­რის რა­ღაც სა­ერ­თო ღვი­ნის სმა­სა და კითხ­ვას შო­რის, მე მგო­ნი, ის, რომ ორი­ვეს ეგ­რეთ წო­დე­ბულ პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან მივ­ყა­ვართ, ოღონდ ერ­თი - მიშ­ვე­ბუ­ლი, აგ­დე­ბუ­ლი და ულა­მა­ზო თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი, მე­ო­რე კი - შე­მარ­თე­ბუ­ლი, გა­მოც­დი­ლი და ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე, ამაღ­ლე­ბუ­ლი". რო­მელ ცნო­ბილ ნა­წარ­მო­ებ­ში ვკითხუ­ლობთ ამ სიტყ­ვებს?

- გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის "კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და".

- ღვი­ნის სმა­სა და კითხ­ვას შო­რის თა­ვად რა სა­ერ­თოს პო­უ­ლობ?

- ორი­ვეს კულ­ტუ­რა სჭირ­დე­ბა. დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, არ­სე­ბო­ბენ მკითხ­ვე­ლე­ბი და არ­სე­ბო­ბენ გა­დამ­კითხ­ვე­ლე­ბიო. არ­სე­ბო­ბენ მსმე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ღვი­ნის მი­ღე­ბის წე­სი, კულ­ტუ­რა იცი­ან და არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სითხეს, მხო­ლოდ თრო­ბის მიზ­ნით სვა­მენ. მათ­თ­ვის გან­წყო­ბას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ტოლ­ს­ტო­ის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "ცოდ­ნა ამ­შ­ვი­დებს დიდ ადა­მი­ანს, აოცებს სა­შუ­ა­ლოს და ბე­რავს..."

- "...ბე­რავს პა­ტა­რა ადა­მი­ანს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები