მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვედეთში მშობლების ლოგინში ჩვილის ჩაწვენა აკრძალეს
შვედეთში მშობლების ლოგინში ჩვილის ჩაწვენა აკრძალეს

ექ­სპერ­ტებ­მა შვედ მშობ­ლებს 3 თვემ­დე ჩვი­ლის ლო­გინ­ში ჩაწ­ვე­ნა აუკ­რძა­ლეს, რად­გა­ნაც ამან შე­საძ­ლოა პა­ტა­რას უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვის­თვის მშობ­ლე­ბის ლო­გი­ნის გა­ზი­ა­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, მაგ­რამ მეც­ნი­ე­რე­ბი მშობ­ლებს სთხო­ვენ, ეს პრაქ­ტი­კა და­ი­ვი­წყონ.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 3 თვემ­დე ბავ­შვი სა­კუ­თარ ლო­გინ­ში იწ­ვეს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ტა­რამ კვამ­ლით, ან ალ­კოჰო­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი ჰა­ე­რი არ ისუნ­თქოს", - ამ­ბობს მკვლე­ვა­რი კერ­სტინ ნორდსტრენ­დი.

SIDS - ჩვი­ლის უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის სინ­დრო­მი დღემ­დე ამო­უხ­სნელ ფე­ნო­მე­ნად ით­ვლე­ბა. ამ სინ­დრო­მის დროს პა­ტა­რა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ძილ­ში კვდე­ბა. გაკ­ვე­თი­სას ექი­მე­ბი ვე­რას­დროს სვა­მენ ზუსტ დი­აგ­ნოზს, კონ­კრე­ტუ­ლად რის გამო გარ­და­იც­ვა­ლა ჩვი­ლი - სწო­რედ ამი­ტომ, ამ სინ­დრომს ხში­რად ლო­გი­ნის სიკ­ვდილ­საც უწო­დე­ბენ. სინ­დრო­მის პრე­ვენ­ცი­ის­თვის არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სტრა­ტე­გია: პა­ტა­რა ზურ­გზე და­აწ­ვი­ნოთ და არ გა­მო­ი­ყე­ნოთ მოშ­ვე­ბუ­ლი ქვე­შა­გე­ბი.

ბრი­ტა­ნულ სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ­ში (British Medical Journal) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში წე­რია -უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის სინ­დრო­მით გარ­დაც­ვლილ­თა ანა­ლი­ზი­სას გა­ირ­კვა, რომ გარ­დაც­ვლილ­თა 22%-ს მშობ­ლის ლო­გინ­ში ეძი­ნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია menafn.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

შვედეთში მშობლების ლოგინში ჩვილის ჩაწვენა აკრძალეს

შვედეთში მშობლების ლოგინში ჩვილის ჩაწვენა აკრძალეს

ექსპერტებმა შვედ მშობლებს 3 თვემდე ჩვილის ლოგინში ჩაწვენა აუკრძალეს, რადგანაც ამან შესაძლოა პატარას უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს.

ქვეყანაში ბავშვისთვის მშობლების ლოგინის გაზიარება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მეცნიერები მშობლებს სთხოვენ, ეს პრაქტიკა დაივიწყონ.

"მნიშვნელოვანია 3 თვემდე ბავშვი საკუთარ ლოგინში იწვეს. აუცილებელია პატარამ კვამლით, ან ალკოჰოლით გაჟღენთილი ჰაერი არ ისუნთქოს", - ამბობს მკვლევარი კერსტინ ნორდსტრენდი.

SIDS - ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი დღემდე ამოუხსნელ ფენომენად ითვლება. ამ სინდრომის დროს პატარა სრულიად მოულოდნელად ძილში კვდება. გაკვეთისას ექიმები ვერასდროს სვამენ ზუსტ დიაგნოზს, კონკრეტულად რის გამო გარდაიცვალა ჩვილი - სწორედ ამიტომ, ამ სინდრომს ხშირად ლოგინის სიკვდილსაც უწოდებენ. სინდრომის პრევენციისთვის არსებობს რამდენიმე სტრატეგია: პატარა ზურგზე დააწვინოთ და არ გამოიყენოთ მოშვებული ქვეშაგები.

ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში (British Medical Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში წერია -უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაცვლილთა ანალიზისას გაირკვა, რომ გარდაცვლილთა 22%-ს მშობლის ლოგინში ეძინა.

მომზადებულია menafn.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს