არგენტინის ქალაქ სან-ხუანში 1500-მა ახალგაზრდა კათოლიკემ ცოცხალი ფარი შექმნა, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 7000-ზე მეტი ლგბტ აქტივისტის, ფემინისტისა და აბორტების მომხრეებისგან დაეცვა. ისინი ეკლესიაში შეჭრას ცდილობდნენ.
ბრბო ახალგაზრდა ადამიანებს აფურთხებდა, ცემდა, დასცინოდა, სახეზე გაზს და საღებავს ასხამდა და მათ პროვოცირებას სექსუალური ქცევით ცდილობდა. ლგბტ აქტივისტები ეკლესიაზე მკრეხელურ წარწერებს აკეთებდნენ და მისი დაწვისკენ მოუწოდებდნენ. ახალგაზრდა ადამიანები ამ პროვოკაციაზე არ რეაგირებდნენ და ლოცვას აგრძელებდნენ.
ტაძრის გვერდით ექსტრემისტებმა ცეცხლი დაანთეს და პაპა ფრანცისკის ფიტულიც დაწვეს. ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები ცეცხლის გარშემო ცეკვავდნენ.
ეკლესიის მრევლმა, რომლებიც ეკლესიას იცავდა, მათ ქმედებას "სატანური თავდასხმა" უწოდა, რომელიც "ანტქრისტიანული მსოფლიო რევოლუციის ნაწილია".
ეს კათოლიკურ დაწესებულებაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, რომელიც არგენტინაში ბოლო დროს მოხდა.
მომზადებულია orthoview.ru-ს მიხედვით.