მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექს-პრეზიდენტის ვაჟი ქართველ ძიუდოისტებს უზრდელებს უწოდებს
ექს-პრეზიდენტის ვაჟი ქართველ ძიუდოისტებს უზრდელებს უწოდებს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია ია­პო­ნი­ი­დან გა­მო­ძე­ვე­ბულ ქარ­თველ ძი­უ­დო­ის­ტებს უზ­რდე­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს. გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე უკულ­ტუ­რო ქარ­თვე­ლებ­საც აკ­რი­ტი­კებს და წერს, რომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"დღეს სუ­პერ­მარ­კეტ­ში პრო­დუქ­ტებს ვყი­დუ­ლობ­დი. გა­მოს­ვლი­სას შუ­შის ავ­ტო­მა­ტურ კარს გა­რე­დან ორი ყვი­თე­ლი რა­სის ადა­მი­ა­ნი მო­ად­გა - შუ­ახ­ნი­სა და ყმაწ­ვილ­კა­ცი. მობ­რძან­დით-მეთ­ქი, ვა­ნიშ­ნე. არა, არაო, თავი გა­აქ­ნი­ეს, იმგვა­რად ხაზ­გას­მუ­ლი თავ­მდაბ­ლო­ბი­თა და ზრდი­ლო­ბით გა­მა­ტა­რეს, თით­ქოს ჩემი ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მივ­ხვდი: ია­პო­ნე­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ჩემი მწი­რი ია­პო­ნუ­რი სი­ტყვე­ბის მა­რა­გი ამოვ­წიე და ია­პო­ნუ­რად "არი­გა­ტო"- მეთ­ქი, ანუ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე. რომ წა­მო­ვე­დი კი­დევ იდ­გნენ და მი­ყუ­რებ­დნენ. სჩან­და, ძა­ლი­ან ესი­ა­მოვ­ნათ...

ახლა მო­მა­გონ­და, როცა აქ დავ­წე­რე რა­მო­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტის ია­პო­ნი­ი­დან უკულ­ტუ­რო საქ­ცი­ე­ლი­სათ­ვის გა­მო­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი თავ­გა­დაკ­ლუ­ლი დამ­ცვე­ლი გა­მო­უჩ­ნდათ ამ უზ­რდე­ლებს. რო­დის გა­ვი­გებთ, რომ ჩვე­ნე­ბის უსაქ­ცი­ე­ლო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი სირ­ცხვი­ლია და ამით ია­პო­ნე­ლებს არა დაჰკლე­ბი­ათ რა... და რო­დე­საც იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია ხალ­ხში, ყვე­ლა ვირ­გლა, ტე­ტია ინე­ბებს და ის­წავ­ლის ქცე­ვა­სა და აზ­როვ­ნე­ბას! ეს ცხოვ­რე­ბის არა­ერთ სფე­როს ეხე­ბა. გახ­სოვ­დეს, რომ შენი აზრი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შენი გა­რე­მომ­ცვე­ლი სამ­ყა­როს ფორ­მი­რე­ბა­ში. ხოლო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო მენ­ტა­ლუ­რის ზუს­ტი ანა­რეკ­ლია И ТОЧКА.

P.S. ანუ, ვცხოვ­რობთ იქ, სა­დაც უნდა ვცხოვ­რობ­დეთ. ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე...", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

ძი­უ­დო­ის­ტთა ასა­კობ­რივ ნაკ­რე­ბებს ერთი კვი­რის წინ ნა­ად­რე­ვად და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს ია­პო­ნია, სა­დაც ისი­ნი სას­წავ­ლო-საწ­ვრთნელ შეკ­რე­ბა­ზე იყ­ვნენ წა­სუ­ლი. ამის მი­ზე­ზი ად­გი­ლობ­რივ წე­სებ­ში გა­ურ­კვევ­ლო­ბა და ცუ­კუ­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­და­გა­ნა­წე­სის დარ­ღვე­ვა გახ­და.

ჭა­ბუკ­თა და ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დე­ბი ია­პო­ნი­ა­ში 11 ნო­ემ­ბერს წა­ვიდ­ნენ ორ­კვი­რი­ან შეკ­რე­ბა­ზე. მათ თა­ვი­დან ცუ­კუ­ბას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა ევარ­ჯი­შათ, მერე კი კო­დო­კან­ში უნდა გა­და­სუ­ლიყ­ვნენ და ია­პო­ნელ­თა ახალ­გაზ­რდულ გუნდთან ერ­თად გა­ევ­ლოთ შეკ­რე­ბის დას­კვნი­თი ნა­წი­ლი, ევარ­ჯი­შათ, თუმ­ცა ამ­დე­ნი აღარ დას­ცალ­დათ.

სწო­რედ ცუ­კუ­ბა­ში მოხ­და ის უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბე­ბი, რის გა­მოც ჩვე­ნებს უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მით მთე­ლი ქვე­ყა­ნაც და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტრე­სებთ:

სკან­და­ლი: ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტე­ბი უწე­სოდ მოქ­ცე­ვის გამო ია­პო­ნი­ი­დან გა­მო­ა­ძე­ვეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ექს-პრეზიდენტის ვაჟი ქართველ ძიუდოისტებს უზრდელებს უწოდებს

ექს-პრეზიდენტის ვაჟი ქართველ ძიუდოისტებს უზრდელებს უწოდებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია იაპონიიდან გამოძევებულ ქართველ ძიუდოისტებს უზრდელებად მოიხსენიებს. გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკულტურო ქართველებსაც აკრიტიკებს და წერს, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენი განვითარების დონეს შეესაბამება.

"დღეს სუპერმარკეტში პროდუქტებს ვყიდულობდი. გამოსვლისას შუშის ავტომატურ კარს გარედან ორი ყვითელი რასის ადამიანი მოადგა - შუახნისა და ყმაწვილკაცი. მობრძანდით-მეთქი, ვანიშნე. არა, არაო, თავი გააქნიეს, იმგვარად ხაზგასმული თავმდაბლობითა და ზრდილობით გამატარეს, თითქოს ჩემი ძველი მეგობრები იყვნენ. მივხვდი: იაპონელები უნდა ყოფილიყვნენ. ჩემი მწირი იაპონური სიტყვების მარაგი ამოვწიე და იაპონურად "არიგატო"- მეთქი, ანუ მადლობა გადავუხადე. რომ წამოვედი კიდევ იდგნენ და მიყურებდნენ. სჩანდა, ძალიან ესიამოვნათ...

ახლა მომაგონდა, როცა აქ დავწერე რამოდენიმე ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტის იაპონიიდან უკულტურო საქციელისათვის გამოძევების შესახებ, რამდენი თავგადაკლული დამცველი გამოუჩნდათ ამ უზრდელებს. როდის გავიგებთ, რომ ჩვენების უსაქციელობა, პირველ რიგში, ჩვენი სირცხვილია და ამით იაპონელებს არა დაჰკლებიათ რა... და როდესაც იქნება შესაბამისი რეაქცია ხალხში, ყველა ვირგლა, ტეტია ინებებს და ისწავლის ქცევასა და აზროვნებას! ეს ცხოვრების არაერთ სფეროს ეხება. გახსოვდეს, რომ შენი აზრი მნიშვნელოვანია შენი გარემომცველი სამყაროს ფორმირებაში. ხოლო მატერიალური სამყარო მენტალურის ზუსტი ანარეკლია И ТОЧКА.

P.S. ანუ, ვცხოვრობთ იქ, სადაც უნდა ვცხოვრობდეთ. ჩვენი განვითარებიდან გამომდინარე...", - წერს გამსახურდია.

ძიუდოისტთა ასაკობრივ ნაკრებებს ერთი კვირის წინ ნაადრევად დაატოვებინეს იაპონია, სადაც ისინი სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე იყვნენ წასული. ამის მიზეზი ადგილობრივ წესებში გაურკვევლობა და ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესის დარღვევა გახდა.

ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდები იაპონიაში 11 ნოემბერს წავიდნენ ორკვირიან შეკრებაზე. მათ თავიდან ცუკუბას უნივერსიტეტში უნდა ევარჯიშათ, მერე კი კოდოკანში უნდა გადასულიყვნენ და იაპონელთა ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გაევლოთ შეკრების დასკვნითი ნაწილი, ევარჯიშათ, თუმცა ამდენი აღარ დასცალდათ.

სწორედ ცუკუბაში მოხდა ის უსიამოვნო ამბები, რის გამოც ჩვენებს უნივერსიტეტი და მით მთელი ქვეყანაც დაატოვებინეს.

ასევე დაგაინტრესებთ:

სკანდალი: ქართველი ძიუდოისტები უწესოდ მოქცევის გამო იაპონიიდან გამოაძევეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"