ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ისევ ახალ სკანდალში გაეხვია, ამჯერად მისმა ქალიშვილმა "გამოიჩინა თავი".
ჯული დეპარდიემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხუთჯერ გაიკეთა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, რადგანაც ვერ იტანდა, რომ "ბანდიტ მამას" ჰგავდა.
"პლასტიკურ ქირურგთან ძალიან ბევრჯერ მივედი. მიმზიდველიც კი არ ვიყავი. არ მინდოდა, ასეთი ცხვირი მქონოდა, რადგანაც ის ოჯახის ერთ წევრს მახსენებდა. მამაჩემი ბანდიტია. ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს. მოღალატე არ არის, მაგრამ მასთან მაინც ფრთხილად უნდა იყოთ. ოჯახის წევრები ერთმანეთთან ახლოს არასდროს ვყოფილვართ. შობის დღესასწაულზეც კი ერთმანეთთან ვჩხუბობთ და საჩუქრების გადაცემასაც კი ვერ ვასწრებთ, რადგანაც მაგიდასთან აღარავინ ზის", - განაცხადა ჯულიმ ფრანგულ გამოცემა Le Monde-სთან საუბარში.
მომზადებულია Le Monde-ს მიხედვით.