მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რითი ვართ ფასეული ევროკავშირისთვის? - ლალი მოროშკინა ქართველებზე
რითი ვართ ფასეული ევროკავშირისთვის? - ლალი მოროშკინა ქართველებზე

სო­ზარ სუ­ბა­რის მრჩე­ვე­ლი ლალი მო­როშ­კი­ნა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ქარ­თვე­ლე­ბის ტო­ლე­რან­ტო­ბის შე­სა­ხებ წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ამ თვი­სე­ბით არის სა­ინ­ტე­რე­სო.

"დღეს დი­ლით სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში გა­ვი­ა­რე, თმა მქონ­და შე­საჭ­რე­ლი. ერთი ძვე­ლისძვე­ლი სა­ლო­ნია ადრე, რომ "სა­პა­რიკ­მა­ხე­რო" ერ­ქვა ვა­ჟას და ასა­თი­ა­ნის კუ­თხე­ში, პირ­ვე­ლად თმე­ბი იქ შე­ვი­ჭე­რი და ალ­ბათ უკა­ნას­კნე­ლიც იქ იქ­ნე­ბა - ეს ჩემი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია.

თმის ხე­ლოს­ნე­ბი ძი­რი­თა­დად სომ­ხე­ბი არი­ან, ჩვენ ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით, ბევ­რმა ხე­ლო­ბა ჩემს თავ­ზე ის­წავ­ლა;) ოჯა­ხებს ვქმნი­დით, ერ­თმა­ნეთს ბავ­შვებს ვუ­ნათ­ლავ­დით, უფ­როს თა­ო­ბას ერ­თად ვკრძა­ლავ­დით... ძნელ­ბე­დო­ბის ჟა­მიც არა­ერ­თხელ დამ­დგა­რა... ხან მე ვსეს­ხუ­ლობ­დი მათ­გან, ხან ისი­ნი ჩემ­გან... ასე მო­ვი­და დღემ­დე... ცოტა სომ­ხუ­რი, ცოტა რუ­სუ­ლი, ცოტა ქარ­თუ­ლი, ცო­ტაც ტბი­ლი­სის ეს­პე­რან­ტოდ ქცე­უ­ლი ჰავ­ლაბ­რუ­ლი და სო­ფე­ლიც აშენ­და.

არ გა­ინ­ტე­რე­სებთ დღეს რითი იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ჩემი სო­მე­ხი მე­გობ­რე­ბი?

მო­რი­გი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბის ძვლებს "რე­ცხავ­დნენ". გა­მე­ცი­ნა, გა­მახ­სენ­და ერე­ვა­ნი, ორი წლის წინ ერევ­ნის სახ. უნი­ში ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ­დი და სა­ო­ცა­რი აღ­მო­ჩე­ნა გა­ვა­კე­თე... სომ­ხე­ბის ახალ თა­ო­ბა­საც თვა­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სევ­და აქვთ ჩარ­ჩე­ნი­ლი, ეს გე­ნე­ტი­კუ­რი ტკი­ვი­ლია სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბის...

ერე­ვან­ში პირ­ვე­ლად ჩა­სულ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ა­გო პა­ტი­ვი მი­ლი­ო­ნო­ბით და­ღუ­პუ­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის საფ­ლა­ვებს, მათი სის­ხლი­ა­ნი ის­ტო­რია სომ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი ტრა­გე­დი­აა.

დღეს კი, 2013 წლის 5 დე­კემ­ბერს ჩემი საყ­ვა­რე­ლი სო­მე­ხი "თმის ჯა­დოქ­რე­ბი" ლა­ზა­თი­ა­ნად უზი­ა­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს მო­რი­გი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის მოკ­ლე ში­ნა­ა­არს...

და ეს კარ­გია! ძა­ლი­ან კარ­გი, იმი­ტომ რომ სი­ძულ­ვი­ლი მხო­ლოდ სი­ძულ­ვილს შობს, ბო­რო­ტე­ბას ბო­რო­ტე­ბა მო­აქვს, სის­ხლს სის­ხლი და ვე­რა­სო­დეს გა­მო­ვალთ ამ მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრი­დან!

არ თქვათ ახლა რუ­სია და სენ­ტი­მენ­ტე­ბი მო­ე­ძა­ლაო, მა­შინ რა­ტომ დგას მცხე­თა­ში ლერ­მონ­ტო­ვის ძეგლი, რა­ტომ გვაქვს ლე­სე­ლი­ძე­ზე სი­ნა­გო­გა, რა­ტომ ვა­შე­ნებთ დღემ­დე მე­ჩე­თებს, რა­ტომ არ­სე­ბობს შარ­დე­ნის ქუჩა, რა­ტომ ვი­ცით ვინ არის ლე­სია უკ­რა­ინ­კა, რა­ტომ ვცემთ პა­ტივს გრი­ბო­ე­დოვს, რა­ტომ გვტკი­ვა ცხინ­ვა­ლი და სო­ხუ­მი და რა­ტომ მი­ტანთ მე?

იმი­ტომ რომ ქარ­თვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი იყ­ვნენ!

გვახ­სოვ­დეს ეს!!!

აი ზუს­ტად ამით ვართ ფა­სე­უ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის­თვის!

მუ­დამ თქვე­ნი რუსი ლ.მ.", - წერს ლალი მო­როშ­კი­ნა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რითი ვართ ფასეული ევროკავშირისთვის? - ლალი მოროშკინა ქართველებზე

რითი ვართ ფასეული ევროკავშირისთვის? - ლალი მოროშკინა ქართველებზე

სოზარ სუბარის მრჩეველი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართველების ტოლერანტობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის ამ თვისებით არის საინტერესო.

"დღეს დილით სილამაზის სალონში გავიარე, თმა მქონდა შესაჭრელი. ერთი ძველისძველი სალონია ადრე, რომ "საპარიკმახერო" ერქვა ვაჟას და ასათიანის კუთხეში, პირველად თმები იქ შევიჭერი და ალბათ უკანასკნელიც იქ იქნება - ეს ჩემი ისტორიის ნაწილია.

თმის ხელოსნები ძირითადად სომხები არიან, ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, ბევრმა ხელობა ჩემს თავზე ისწავლა;) ოჯახებს ვქმნიდით, ერთმანეთს ბავშვებს ვუნათლავდით, უფროს თაობას ერთად ვკრძალავდით... ძნელბედობის ჟამიც არაერთხელ დამდგარა... ხან მე ვსესხულობდი მათგან, ხან ისინი ჩემგან... ასე მოვიდა დღემდე... ცოტა სომხური, ცოტა რუსული, ცოტა ქართული, ცოტაც ტბილისის ესპერანტოდ ქცეული ჰავლაბრული და სოფელიც აშენდა.

არ გაინტერესებთ დღეს რითი იყვნენ დაკავებულები ჩემი სომეხი მეგობრები?

მორიგი თურქული სერიალის გმირების ძვლებს "რეცხავდნენ". გამეცინა, გამახსენდა ერევანი, ორი წლის წინ ერევნის სახ. უნიში ლექციებს ვკითხულობდი და საოცარი აღმოჩენა გავაკეთე... სომხების ახალ თაობასაც თვალებში განსაკუთრებული სევდა აქვთ ჩარჩენილი, ეს გენეტიკური ტკივილია საუკუნეების წინ მომხდარი უბედურების...

ერევანში პირველად ჩასულმა აუცილებლად უნდა მიაგო პატივი მილიონობით დაღუპული უდანაშაულო ადამიანების საფლავებს, მათი სისხლიანი ისტორია სომხეთის ეროვნული ტრაგედიაა.

დღეს კი, 2013 წლის 5 დეკემბერს ჩემი საყვარელი სომეხი "თმის ჯადოქრები" ლაზათიანად უზიარებენ ერთმანეთს მორიგი თურქული სერიალის მოკლე შინააარს...

და ეს კარგია! ძალიან კარგი, იმიტომ რომ სიძულვილი მხოლოდ სიძულვილს შობს, ბოროტებას ბოროტება მოაქვს, სისხლს სისხლი და ვერასოდეს გამოვალთ ამ მოჯადოებული წრიდან!

არ თქვათ ახლა რუსია და სენტიმენტები მოეძალაო, მაშინ რატომ დგას მცხეთაში ლერმონტოვის ძეგლი, რატომ გვაქვს ლესელიძეზე სინაგოგა, რატომ ვაშენებთ დღემდე მეჩეთებს, რატომ არსებობს შარდენის ქუჩა, რატომ ვიცით ვინ არის ლესია უკრაინკა, რატომ ვცემთ პატივს გრიბოედოვს, რატომ გვტკივა ცხინვალი და სოხუმი და რატომ მიტანთ მე?

იმიტომ რომ ქართველები ყოველთვის ყველაზე ტოლერანტულები იყვნენ!

გვახსოვდეს ეს!!!

აი ზუსტად ამით ვართ ფასეული ევროკავშირისთვის!

მუდამ თქვენი რუსი ლ.მ.", - წერს ლალი მოროშკინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს