საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი მსახიობები მიმტანებად იმუშავებენ
ცნობილი ქართველი მსახიობები მიმტანებად იმუშავებენ

15 დე­კემ­ბერს, სა­ღა­მოს, რეს­ტო­რან "და­უნ­თა­უნ­ში" ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი სტუმ­რებს მიმ­ტა­ნე­ბის ამ­პლუ­ა­ში მო­ევ­ლი­ნე­ბი­ან.

ეს ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის საქ­ველ­მოქ­მე­დო პიარ-აქ­ცია - "მა­გი­და ქმე­დე­ბის­თვის" იქ­ნე­ბა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი.

თა­მარ ტყე­მა­ლა­ძე, მაია ხორ­ნა­უ­ლი, კოტე თო­ლორ­და­ვა, ნინო ლეჟა­ვა, ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ნინო მუმ­ლა­ძე, და­ვით ხა­ხი­ძე სტუმ­რებს მიმ­ტა­ნე­ბის როლ­ში მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. რეს­ტო­რან­ში შე­სუ­ლი თან­ხა კი კო­ჯრის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა სახ­ლს გა­და­ე­რი­ცხე­ბა...

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა თე­ატ­რი ასე­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მის აქ­ცი­ას მარ­თავს და ეხ­მა­რე­ბა მათ, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა.

"ამ­ბე­ბი.გე"-ს თე­ატ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის იდე­ის ავ­ტო­რი თა­თია პაქ­საშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

- მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო აღ­ნიშ­ნულ რეს­ტო­რანს ნდო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის, რად­გა­ნაც საქ­ველ­მოქ­მე­დო პიარ-აქ­ცია სლო­გა­ნით: "მა­გი­და ქმე­დე­ბის­თვის!" სწო­რედ იქ ჩა­ტარ­დე­ბა...

- რა­ტომ და­არ­ქვით აქ­ცი­ას ასე­თი სა­ხე­ლი?

- ადა­მი­ა­ნებს, ზო­გა­დად, მა­გი­და - გაშ­ლი­ლი სუფ­რა გვა­ერ­თი­ა­ნებს. რეს­ტო­რან­ში მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი მა­გი­დას­თან დას­ხდე­ბი­ან, მსა­ხი­ო­ბე­ბი კი მიმ­ტა­ნის ამ­პლუ­ა­ში მათ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ქმე­დე­ბა...

პიარ-აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის იდეა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტორს აერ­თი­ა­ნებს: მინ­დო­და, წინა პლან­ზე წა­მო­მე­წია მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი, რათა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­გოს, რომ ის მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ა­ლებ­ში არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, სწო­რედ ჩვე­ნი თე­ატ­რის სა­ხე­ე­ბი და სა­ხე­ლე­ბი არი­ან. მათ, რო­გორც მხო­ლოდ სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟებს, ისე არ უნდა იც­ნობ­დნენ. ისი­ნი მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბენ. მო­ვი­დეს მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩვენ­თან, მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ნა­ხოს სპექ­ტაკ­ლე­ბი და მათ სხვა კუ­თხით გა­იც­ნობს. ჩვე­ნი თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­ა­რი არ არის მხო­ლოდ სა­ბავ­შვო და მო­ზარ­დე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი. გვაქვს სა­ღა­მოს წარ­მოდ­გე­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც უფ­რო­სი თა­ო­ბის მა­ყუ­რებ­ლებ­ზეა გათ­ვლი­ლი.

დღემ­დე, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატრს არ ქო­ნია შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ისეთ აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი­ყო, რო­გო­რიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. თუ არ ჩავ­თვლით, სხვა­დას­ხვა უწყე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ გას­ვლით სპექ­ტაკ­ლებს, მა­გა­ლი­თად, ავ­ჭა­ლის არას­რულ­წლო­ვან­თა კო­ლო­ნი­ა­ში ("დეჟა ვიუ") ან საქ­ველ­მოქ­მე­დო სპექ­ტაკ­ლებს დევ­ნი­ლი ბავ­შვე­ბის­თვის.

ამ­ჯე­რად მსა­ხი­ო­ბე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუა (მიმ­ტა­ნო­ბა) და გა­რე­მო სა­ო­ცარ აზარტსა და ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევს. ვფიქ­რობ, ამ აქ­ცი­ით კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა ყუ­რა­დღე­ბა თე­ატ­რის მი­მართ. ამ ყვე­ლა­ფერ­ში კი მთა­ვა­რი მა­ინც ქველ­მოქ­მე­დე­ბაა. არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყო­ფის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­დეს. ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ში ჩა­ვა­ბი, რა­საც თე­ატ­რის სა­ხე­ლით ქველ­მოქ­მე­დე­ბა ჰქვია.

- ბოლო დროს თე­ატ­რი ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია. რა არის ამის მი­ზე­ზი?

- გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სით. თე­ატ­რში ახა­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დის მოს­ვლამ რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ლი­ტი­კა, რაც და­ე­ტყო დასს და სპექ­ტაკ­ლე­ბის დო­ნე­საც. თე­ატ­რის კარი ღიაა რო­გორც ახალ­გაზ­რდა, პერ­სპექ­ტი­უ­ლი, ნი­ჭი­ე­რი რე­ჟი­სო­რე­ბის­თვის, ასე­ვე უფ­რო­სი თა­ო­ბის ბწრყინ­ვა­ლე წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. რომ არა საქ­მის­თვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­და­უ­ზო­გა­ვი, ყო­ველ­დღი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, ასე­თი შე­დე­გის მიღ­წე­ვა ამ მოკ­ლე დრო­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა ეს არ არის საკ­მა­რი­სი და ყვე­ლა ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ უკე­თე­სი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად.

- იქ­ნებ უფრო ახ­ლოს გა­ვაც­ნოთ მკი­თხველს ის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბენ?

- უფ­რო­სი თა­ო­ბი­დან და­ვი­წყებ: ბერ­ტა ხა­ფა­ვა, ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი (გეგა კო­ბა­ხი­ძის დედა), პავ­ლე ნო­ზა­ძე, ნუგ­ზარ ყუ­რაშ­ვი­ლი, ნინო ლეჟა­ვა, ნინო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, კოტე თო­ლორ­და­ვა, ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, თა­მარ ტყე­მა­ლა­ძე, ნინო მუმ­ლა­ძე, მაია ხორ­ნა­უ­ლი, და­ვით ხა­ხი­ძე, ვახო ჩა­ჩა­ნი­ძე. შე­საძ­ლოა, ვინ­მე გა­მომ­რჩეს კი­დეც იმ­დე­ნი არი­ან.

- ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობს... ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე პრობ­ლე­მოდ დაგ­თან­ხმდნენ? ისი­ნი ხომ ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან?

- წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მათი მხრი­დან არ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, ყვე­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდა. საქ­მე ხომ ქველ­მოქ­მე­დე­ბას ეხე­ბა, ბავ­შვებს, გან­სა­კუთ­რე­ბულ ბავ­შვებს და ყვე­ლა­ზე მე­ტად ხელ­მოკ­ლე ბავ­შვთა სახ­ლს.

- თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად არის თე­ატ­რში და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ისე, ამ­დე­ნი ვარ­სკვლა­ვი მგო­ნი, არც ერთ თე­ატრს არ ჰყავს... ჩვენ თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია, ვიტ­რა­ბა­ხოთ მისი და­სით... ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლია იმ­დე­ნად, რომ დღე­ში ორი-სამი სპექ­ტაკ­ლის თა­მა­ში და რამ­დე­ნი­მე რე­პე­ტი­ცი­ის გავ­ლა უწევთ.

სა­ნამ აქ მო­ვი­დო­დი სა­მუ­შა­ოდ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ­დენ ვარ­სკვლავს, მეც არ ვე­ლო­დი თუ დამ­ხვდე­ბო­და. ეს მსა­ხი­ო­ბე­ბი არ ჩან­დნენ არა იმი­ტომ, რომ თე­ატ­რში არ თა­მა­შობ­დნენ, არა­მედ "მო­ზარ­დში" ჩვენ არ დავ­დი­ო­დით. პი­რა­დად მე, მიშა ან­თა­ძის (წინა ხელ­მძღვა­ნე­ლი) პე­რი­ოდ­ში ორი ისე­თი სპექ­ტაკ­ლი ვნა­ხე, რომ აქ მოს­ვლის სურ­ვი­ლი და­მე­კარ­გა. ზო­გი­ერ­თი ვარ­სკვლა­ვი გაგ­დე­ბუ­ლიც კი იყო თე­ატ­რი­დან...

დღეს მე თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, ისე­ვე გან­ვიც­დი და მი­ხა­რია მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა ფაქტს, რო­გორც ისი­ნი. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთი ოჯა­ხი ვართ...

- რო­მე­ლი­მეს ვარ­სკვლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბა ხომ არ სჭირს?

- ერთ-ერთს სჭირს, რა­ღა­ცებს ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბით შე­მოგ­ვა­პა­რებს ხოლ­მე... მაგ­რამ ამას არა ვარ­სკვლა­ვურ და­ა­ვა­დე­ბას, არა­მედ მის ბავ­შვუ­რო­ბას ვაბ­რა­ლებ. ხომ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი იყო დიდი ბავ­შვი? 

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ცნობილი ქართველი მსახიობები მიმტანებად იმუშავებენ

ცნობილი ქართველი მსახიობები მიმტანებად იმუშავებენ

15 დეკემბერს, საღამოს, რესტორან "დაუნთაუნში" ცნობილი მსახიობები სტუმრებს მიმტანების ამპლუაში მოევლინებიან.

ეს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის საქველმოქმედო პიარ-აქცია - "მაგიდა ქმედებისთვის" იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.

თამარ ტყემალაძე, მაია ხორნაული, კოტე თოლორდავა, ნინო ლეჟავა, ბესო მეგრელიშვილი, ნინო მუმლაძე, დავით ხახიძე სტუმრებს მიმტანების როლში მოემსახურებიან. რესტორანში შესული თანხა კი კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს გადაერიცხება...

ეს პირველი შემთხვევაა, როცა თეატრი ასეთი ორიგინალური ფორმის აქციას მართავს და ეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

"ამბები.გე"-ს თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ამ ღონისძიების იდეის ავტორი თათია პაქსაშვილი ესაუბრება:

- მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აღნიშნულ რესტორანს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რადგანაც საქველმოქმედო პიარ-აქცია სლოგანით: "მაგიდა ქმედებისთვის!" სწორედ იქ ჩატარდება...

- რატომ დაარქვით აქციას ასეთი სახელი?

- ადამიანებს, ზოგადად, მაგიდა - გაშლილი სუფრა გვაერთიანებს. რესტორანში მოსული სტუმრები მაგიდასთან დასხდებიან, მსახიობები კი მიმტანის ამპლუაში მათ მოემსახურებიან და ეს ყველაფერი არის ქმედება...

პიარ-აქციის ჩატარების იდეა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს აერთიანებს: მინდოდა, წინა პლანზე წამომეწია მოზარდმაყურებელთა თეატრი, რათა ფართო საზოგადოებამ გაიგოს, რომ ის მსახიობები, რომლებიც დღეს პოპულარულ სერიალებში არიან დაკავებულები, სწორედ ჩვენი თეატრის სახეები და სახელები არიან. მათ, როგორც მხოლოდ სერიალის პერსონაჟებს, ისე არ უნდა იცნობდნენ. ისინი მოზარდმაყურებელთა თეატრში მუშაობენ. მოვიდეს მაყურებელი ჩვენთან, მათი მონაწილეობით ნახოს სპექტაკლები და მათ სხვა კუთხით გაიცნობს. ჩვენი თეატრის რეპერტუარი არ არის მხოლოდ საბავშვო და მოზარდებისთვის განკუთვნილი. გვაქვს საღამოს წარმოდგენებიც, რომლებიც უფროსი თაობის მაყურებლებზეა გათვლილი.

დღემდე, მოზარდმაყურებელთა თეატრს არ ქონია შესაძლებლობა, ისეთ აქტივობაში ჩართულიყო, როგორიც აღნიშნული ღონისძიებაა. თუ არ ჩავთვლით, სხვადასხვა უწყების მიერ ორგანიზებულ გასვლით სპექტაკლებს, მაგალითად, ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში ("დეჟა ვიუ") ან საქველმოქმედო სპექტაკლებს დევნილი ბავშვებისთვის.

ამჯერად მსახიობების განსხვავებულ ამპლუა (მიმტანობა) და გარემო საოცარ აზარტსა და ინტერესს გამოიწვევს. ვფიქრობ, ამ აქციით კიდევ უფრო გაიზრდება ყურადღება თეატრის მიმართ. ამ ყველაფერში კი მთავარი მაინც ქველმოქმედებაა. არ მეგულება ადამიანი, ვისაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, გაჭირვებაში მყოფის დახმარების სურვილი არ ჰქონდეს. ისინი საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეში ჩავაბი, რასაც თეატრის სახელით ქველმოქმედება ჰქვია.

- ბოლო დროს თეატრი ძალიან გააქტიურებულია. რა არის ამის მიზეზი?

- გააქტიურება განპირობებულია საინტერესო შემოქმედებითი პროცესით. თეატრში ახალი მმართველი გუნდის მოსვლამ რადიკალურად შეცვალა აქამდე არსებული შემოქმედებითი პოლიტიკა, რაც დაეტყო დასს და სპექტაკლების დონესაც. თეატრის კარი ღიაა როგორც ახალგაზრდა, პერსპექტიული, ნიჭიერი რეჟისორებისთვის, ასევე უფროსი თაობის ბწრყინვალე წარმომადგენლებისთვის. რომ არა საქმისთვის გაერთიანებული ადამიანების თავდაუზოგავი, ყოველდღიური მუშაობა, ასეთი შედეგის მიღწევა ამ მოკლე დროში შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა ეს არ არის საკმარისი და ყველა ერთად ვიმუშავებთ უკეთესი შედეგების მისაღწევად.

- იქნებ უფრო ახლოს გავაცნოთ მკითხველს ის ცნობილი მსახიობები, რომლებიც თქვენს თეატრში მუშაობენ?

- უფროსი თაობიდან დავიწყებ: ბერტა ხაფავა, ნათელა მაჭავარიანი (გეგა კობახიძის დედა), პავლე ნოზაძე, ნუგზარ ყურაშვილი, ნინო ლეჟავა, ნინო ლორთქიფანიძე, კოტე თოლორდავა, ბესო მეგრელიშვილი, თამარ ტყემალაძე, ნინო მუმლაძე, მაია ხორნაული, დავით ხახიძე, ვახო ჩაჩანიძე. შესაძლოა, ვინმე გამომრჩეს კიდეც იმდენი არიან.

- ახალგაზრდა მსახიობების უმრავლესობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობს... ღონისძიებაში მონაწილეობაზე პრობლემოდ დაგთანხმდნენ? ისინი ხომ ძალიან დაკავებულები არიან?

- წინააღმდეგობა მათი მხრიდან არ ყოფილა, პირიქით, ყველა სიამოვნებით დამთანხმდა. საქმე ხომ ქველმოქმედებას ეხება, ბავშვებს, განსაკუთრებულ ბავშვებს და ყველაზე მეტად ხელმოკლე ბავშვთა სახლს.

- თითოეული მათგანი მაქსიმალურად არის თეატრში დაკავებული?

- ისე, ამდენი ვარსკვლავი მგონი, არც ერთ თეატრს არ ჰყავს... ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, ვიტრაბახოთ მისი დასით... ყველა დაკავებულია იმდენად, რომ დღეში ორი-სამი სპექტაკლის თამაში და რამდენიმე რეპეტიციის გავლა უწევთ.

სანამ აქ მოვიდოდი სამუშაოდ, სიმართლე გითხრათ, ამდენ ვარსკვლავს, მეც არ ველოდი თუ დამხვდებოდა. ეს მსახიობები არ ჩანდნენ არა იმიტომ, რომ თეატრში არ თამაშობდნენ, არამედ "მოზარდში" ჩვენ არ დავდიოდით. პირადად მე, მიშა ანთაძის (წინა ხელმძღვანელი) პერიოდში ორი ისეთი სპექტაკლი ვნახე, რომ აქ მოსვლის სურვილი დამეკარგა. ზოგიერთი ვარსკვლავი გაგდებულიც კი იყო თეატრიდან...

დღეს მე თითოეული მათგანის გულშემატკივარი ვარ, ისევე განვიცდი და მიხარია მათთან დაკავშირებულ ყველა ფაქტს, როგორც ისინი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ...

- რომელიმეს ვარსკვლავური დაავადება ხომ არ სჭირს?

- ერთ-ერთს სჭირს, რაღაცებს ხუმრობა-ხუმრობით შემოგვაპარებს ხოლმე... მაგრამ ამას არა ვარსკვლავურ დაავადებას, არამედ მის ბავშვურობას ვაბრალებ. ხომ შეიძლება ადამიანი იყო დიდი ბავშვი? 

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"