რუსულენოვანი მომღერლების, ალექსეი პოტაპენკოსა და ნასტია კემენსკიხის დუეტი - "პოტაპი და ნასტია" საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი უცხოური ჯგუფების რეიტინგს ლიდერობს.
თბილისში ისინი პრემია "ოქროს ტალღით" დააჯილდოვეს. სასიხარულო ამბავი პოტაპმა (ალექსეის სასცენო სახელი) თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელით შეატყობინა. დუეტის წარმატება საკუთარ მიკრობლოგებში პოტაპენკოს მეუღლემ და ასევე მისმა პროდუსერმა ირინა გოროვამაც დაიტრაბახა: " ჯგუფმა "პოტაპმა და ნასტიამ" მსოფლიო დაიპყრო. არ არის დედამიწაზე ისეთი ადგილი, სადაც ისინი არ უყვართ".
ჯილდოს მფლობელი ქართველების სტუმართმოყვარეობითაც აღფრთოვანდა: "საქართველოთი და თბილისით აღფრთოვანებული ვარ",- განაცხადა მომღერალმა.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.