ინგლისის ქალაქ ბორნმუთში მცხოვრებმა წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგანაც მოხუცთა თავშესაფარში წასვლა არ სურდათ.
90 წლის როი და გლენის სმიტები მეზობლებთან საუბარში ამბობდნენ, რომ მოხუცთა თავშესაფარში არ წავიდოდნენ, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდნენ. როგორც ჩანს, მოხუცები საკუთარი სახლის აივნიდან შუაღამისას გადახტნენ - გვამები დილით სასეირნოდ გამოსულმა მეზობელმა ნახა. ცოლ-ქმარს 2 ვაჟი ჰყავთ.
წყვილს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ყველასთვის სამაგალითო სიყვარული აკავშირებდათ. ქმარმა 2 წლის წინ მხედველობა დაკარგა, როგორც მეზობლები ამბობენ, ისინი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდნენ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.