5-6 დეკემბერს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში "ვისოლ ჯგუფი" სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმს მართავს და ახალგაზრდებს დასაქმების რეალური შანსის გარდა, "ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანიებში სტაჟირების გავლისა და კომპანიის დამფუძნებლებისგან მასტერკლასების მოსმენის საშუალებას აძლევს.
5000-მდე თანამშრომლით "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. "ვისოლ ჯგუფის" კორპორაციული კულტურა ითვალისწინებს, რომ კომპანიის წარმატების ისტორიას თითოეული თანამშრომელი ქმნის.
შესაბამისად, კომპანია ყველა თანამშრომელს თანაბრად აძლევს განვითარების და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას. სწორედ ამიტომ, კომპანიამ 2011 წელს ჩამოაყალიბა "ვისოლ ჯგუფის" აკადემია, სადაც ჯგუფის ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს, აიმაღლოს კვალიფიკაცია, ახალი კომპეტენციები შეიძინოს და დაწინაურდეს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9