სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თანხვედრაა სულხან-საბას ''სიბრძნე სიცრუისას'' და ტორესა მოსის პირველ რომანს შორის
რა თანხვედრაა სულხან-საბას ''სიბრძნე სიცრუისას'' და ტორესა მოსის პირველ რომანს შორის

28 ნო­ემ­ბერს მა­ღა­ზია "ბიბ­ლუ­სის" სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბაზ­ში ტო­რე­სა მო­სის წიგ­ნის "სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სას" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. დე­ბი­უ­ტან­ტმა მწე­რალ­მა წიგ­ნი მკი­თხველს თა­ვად წა­რუდ­გი­ნა.

ტო­რე­სა მოსი - თავ­და­პირ­ვე­ლად ამ ფსევ­დო­ნი­მით "კვი­რის პა­ლიტ­რის" ბლო­გებ­ზე გა­მოჩ­ნდა. მისი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი "სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სა" კი "გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" -მა გა­მოს­ცა. ვახო მო­სი­აშ­ვილს დღეს ყვე­ლა ასე იც­ნობს და თა­ვა­დაც გა­დაჩ­ვე­უ­ლია, როცა მას "ნამ­დვი­ლი" გვარ-სა­ხე­ლით იხ­სე­ნი­ე­ბენ. მის პი­რად არ­ქივ­ში არა­ერ­თი გა­მო­უ­ცე­მე­ლი თხზუ­ლე­ბაა, მათ­თან შე­და­რე­ბით "სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სა" პი­რა­დად მას წინ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად მი­აჩ­ნია. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ეს არ­ქი­ვი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი დარ­ჩე­ბა, რო­გორც მისი "პი­რა­დი მარ­ცხე­ბი" და ისი­ნი ყო­ველ­თვის გა­ახ­სე­ნებს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­კუ­თარ თავ­ზე მუდ­მი­ვი მუ­შა­ო­ბა....

- თე­ლავ­ში არის ტრა­დი­ცია, როცა მეტ­სა­ხე­ლი მა­მი­დან შვილ­ზე გა­და­დის. ტო­რე­სას მა­მა­ჩემს ეძახ­დნენ და მეც ასე მომ­მარ­თავ­დნენ. შემ­დეგ მამა სა­სუ­ლი­ე­რო პირი გახ­და და ეს სა­ხე­ლი სა­ბო­ლო­ოდ მე "გად­მო­მი­ლო­ცეს" . თე­ლავ­ში და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ვარ და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში ჩემი პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ­დი, თე­ლა­ვის თე­ატ­რშიც მი­მუ­შა­ვია იუ­რის­ტად... რაც შე­ე­ხე­ბა წე­რას, ბავ­შვო­ბა­ში რა­ღა­ცებს სულ ვწერ­დი. მე და მა­მა­ჩემს ორი გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი, პას­კუ და მას­კუ გვყავ­და და მათ შე­სა­ხებ ზღაპ­რებს ვი­გო­ნებ­დით. მე­ხუ­თე კლას­ში გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­თხრო­ბა დავ­წე­რე და მოგ­ზა­უ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი გა­მო­ვი­გო­ნე. ეს პრო­ცე­სი ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ამას ისე არ აღ­ვიქ­ვამ­დი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მწე­რა­ლი უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. არც ახლა მი­ვიჩ­ნევ, რომ მწერ­ლის სა­ხელს ვიმ­სა­ხუ­რებ. ამა­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან რთუ­ლია. ფოლკ­ნე­რის, ჯო­ი­სის, კაფ­კას მერე ვერ ვი­ტყვი, რომ მწე­რა­ლი ვარ. თუ ოდეს­მე ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს, მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი.

- "კვი­რის პა­ლიტ­რის" ბლო­გე­ბის წერა რო­დის და­ი­წყეთ?

- 2012 წლის გა­ზა­ფხულ­ზე. ჯერ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ჩვენ გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ვეხ­მი­ა­ნე­ბო­დი. ბლო­გე­ბის წერა ჩემი მე­გობ­რის სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვი­ლის რჩე­ვით და­ვი­წყე, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჰოლ­დინ­გში მუ­შა­ობ­და. მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო ჩემი წიგ­ნის გა­მო­ცე­მაც. ბლო­გე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ვწერ­დი წიგ­ნის ტექსტს. დას­რუ­ლე­ბუ­ლი ჩემს რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს წა­ვა­კი­თხე, მათ შო­რის სა­ლო­მე­საც. მან გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში მი­ი­ტა­ნა და ასე გა­და­წყდა წიგ­ნის ბე­დიც.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა თანხვედრაა სულხან-საბას ''სიბრძნე სიცრუისას'' და ტორესა მოსის პირველ რომანს შორის

რა თანხვედრაა სულხან-საბას ''სიბრძნე სიცრუისას'' და ტორესა მოსის პირველ რომანს შორის

28 ნოემბერს მაღაზია ''ბიბლუსის'' სამკითხველო დარბაზში ტორესა მოსის წიგნის ''სიბრძნე სიცრუისას'' პრეზენტაცია გაიმართა. დებიუტანტმა მწერალმა წიგნი მკითხველს თავად წარუდგინა.

ტორესა მოსი - თავდაპირველად ამ ფსევდონიმით ''კვირის პალიტრის'' ბლოგებზე გამოჩნდა. მისი პირველი რომანი ''სიბრძნე სიცრუისა'' კი ''გამომცემლობა ''პალიტრა L'' -მა გამოსცა. ვახო მოსიაშვილს დღეს ყველა ასე იცნობს და თავადაც გადაჩვეულია, როცა მას ''ნამდვილი'' გვარ-სახელით იხსენიებენ. მის პირად არქივში არაერთი გამოუცემელი თხზულებაა, მათთან შედარებით ''სიბრძნე სიცრუისა'' პირადად მას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია. როგორც თავად ამბობს, ეს არქივი ხელშეუხებელი დარჩება, როგორც მისი ''პირადი მარცხები'' და ისინი ყოველთვის გაახსენებს, რომ აუცილებელია საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა....

- თელავში არის ტრადიცია, როცა მეტსახელი მამიდან შვილზე გადადის. ტორესას მამაჩემს ეძახდნენ და მეც ასე მომმართავდნენ. შემდეგ მამა სასულიერო პირი გახდა და ეს სახელი საბოლოოდ მე ''გადმომილოცეს'' . თელავში დავიბადე, გავიზარდე. პროფესიით იურისტი ვარ და სხვადასხვა კომპანიაში ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, თელავის თეატრშიც მიმუშავია იურისტად... რაც შეეხება წერას, ბავშვობაში რაღაცებს სულ ვწერდი. მე და მამაჩემს ორი გამოგონილი პერსონაჟი, პასკუ და მასკუ გვყავდა და მათ შესახებ ზღაპრებს ვიგონებდით. მეხუთე კლასში გეოგრაფიული მოთხრობა დავწერე და მოგზაური პერსონაჟები გამოვიგონე. ეს პროცესი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამას ისე არ აღვიქვამდი, რომ აუცილებლად მწერალი უნდა გამოვსულიყავი. არც ახლა მივიჩნევ, რომ მწერლის სახელს ვიმსახურებ. ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. ფოლკნერის, ჯოისის, კაფკას მერე ვერ ვიტყვი, რომ მწერალი ვარ. თუ ოდესმე ჩემი შემოქმედება მოწონებას დაიმსახურებს, მოხარული ვიქნები.

- ''კვირის პალიტრის'' ბლოგების წერა როდის დაიწყეთ?

- 2012 წლის გაზაფხულზე. ჯერ ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესებს ვეხმიანებოდი. ბლოგების წერა ჩემი მეგობრის სალომე ლილუაშვილის რჩევით დავიწყე, რომელიც ''კვირის პალიტრის'' ჰოლდინგში მუშაობდა. მისივე ინიციატივა იყო ჩემი წიგნის გამოცემაც. ბლოგების პარალელურად ვწერდი წიგნის ტექსტს. დასრულებული ჩემს რამდენიმე მეგობარს წავაკითხე, მათ შორის სალომესაც. მან გამომცემლობაში მიიტანა და ასე გადაწყდა წიგნის ბედიც.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს