კლინიკა Harley Street Fertility-ს ექიმი ნემა სავიდესი აცხადებს, რომ წყვილებმა, რომლებიც ბავშვის გაჩენაზე ოცნებობენ, კვების რაციონში ბრიუსელის კომბოსტო უნდა შეიტანონ.
"ეს მწვანე პაწაწინა კომბოსტო ბავშვის ჩასახვისთვის საუკეთესო საკვებია. ვიტამინებით სავსე პროდუქტი ზრდის სპერმის ხარისხის დონეს. ამასთან, ბრიუსელის კომბოსტო საუკეთესოა ფეხმძიმეებისთვისაც - ვიტამინებით მდიდარი საკვები ამცირებს მუცლის მოშლის შესაძლებლობას და ჩანასახის დეფექტებს", - ამბობს ნემა.
კომბოსტო შეიცავს ვიტამინებს, რომელიც ქალებს ჰორმონის დაბალანსებაში ეხმარება.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.