სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ დონაძე კბილაშვილის ყოფილი პრესსამსახურის უფროსს უპირისპირდება
გურამ დონაძე კბილაშვილის ყოფილი პრესსამსახურის უფროსს უპირისპირდება

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტმა ხა­თუ­ნა პა­ი­ჭა­ძემ და­ი­კა­ვა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახლა კბი­ლაშ­ვი­ლი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძემ შეც­ვა­ლა. ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის და­ნიშ­ვნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ხა­თუ­ნა პა­ი­ჭა­ძის სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რაც თა­ვად ჟურ­ნა­ლის­ტმაც და­ა­დას­ტუ­რა. ამ სა­კითხს ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, გუ­რამ დო­ნა­ძე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ეს ქალ­ბა­ტო­ნი პა­სუხს მა­ინც აგებს, სა­დაც უნდა წა­ვი­დეს... მან ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ში ია­რა­ღე­ბის მიმ­ტა­ნად გა­მო­მა­ცხა­და და ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში პირ­და­პირ, უა­პე­ლა­ცი­ოდ დამ­დო (და არა მარ­ტო მე). კბი­ლაშ­ვი­ლის უნი­ჭო და სა­მარ­ცხვი­ნო "RR გამპრა­ვე­ბე­ლი" სტრას­ბურ­გის სარ­ჩელ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე იქ­ნე­ბა იმ გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან და ყო­ფილ პირ­ველ პი­რებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­საც ახლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით სა­ნაგ­ვე­ზე უშ­ვე­ბენ. ამ­დე­ნი წელი ატყუ­ეს ხალ­ხი და კი­დევ ერთხელ, კბი­ლაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით ისევ მო­ა­ტყუ­ეს სრუ­ლი­ად ერი. სჯობს გვი­ან, ვიდ­რე - არას­დროს. პირ­ვე­ლად ვუხ­დი ივა­ნიშ­ვილს მად­ლო­ბას ნაგ­ვე­ბის სა­ნაგ­ვე­ზე გაშ­ვე­ბის­თვის..."

და­ვინ­ტე­რეს­დით, რის გამო და­ტო­ვა სამ­სა­ხუ­რი და რა კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებ­და დო­ნა­ძის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტი.

- გუ­რამ დო­ნა­ძის კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე, მაგ­რამ ამა­ზე რა უნდა გი­თხრათ? მან ისიც კი არ იცის, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ხა­თუ­ნა პა­ი­ჭა­ძე არა­ფერ შუ­ა­შია. მას ბრა­ლი მე კი არა, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ წა­უ­ყე­ნა.

- მა­პა­ტიე, ამას რომ ვი­მე­ო­რებ, მაგ­რამ გუ­რამ­მა შენი მი­სა­მარ­თით თქვა: ნა­გა­ვი სა­ნაგ­ვე­ზე გა­უშ­ვე­სო...

- ვი­რის­გან წიხ­ლი სა­წყე­ნი ნამ­დვი­ლად არ არის, მაგ­რამ დო­ნა­ძეს ვთხოვ, რომ სა­კუ­თარ შე­ფა­სე­ბებ­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც ნუ იჩ­ქა­რებს.

- მან შენი მი­სა­მარ­თით ასე­თი ფრა­ზაც გა­მო­ი­ყე­ნა: კბი­ლაშ­ვი­ლის სა­მარ­ცხვი­ნო "RR გამპრა­ვე­ბე­ლი".

- რო­გორც ჩანს, დო­ნა­ძე სა­კუ­თა­რი სა­ზო­მით ზო­მავს ყვე­ლა­ფერს. ქურ­დს ყვე­ლა ქურ­დი ჰგო­ნია...

- მან გან­ცხა­დე­ბა­ში ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ შენ პა­სუხს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში აგებ. სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა შენს წი­ნა­აღ­მდეგ?

- სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ მი­ჩივ­ლებს. რა მე­ქა­ნიზ­მით უნდა მი­ჩივ­ლოს? რო­გორც ჩანს, მას რა­ი­მე ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა აქვს. გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ფი­ზი­კურ პირს, ხა­თუ­ნა პა­ი­ჭა­ძეს მის­თვის არა­ნა­ი­რი ბრა­ლი არ წა­უ­ყე­ნე­ბია. მას ბრა­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რამ წა­უ­ყე­ნა. მე კი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გორც პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ვახ­მო­ვა­ნე. ეს ჩემი სამ­სა­ხუ­რი და მო­ვა­ლე­ო­ბა იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ის ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩელს ვერ შე­ი­ტანს.

- რა მი­ზე­ზით აღარ ხარ პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი?

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ნე­ბით მი­ვი­ღე. სა­ერ­თოდ მუ­შა­ო­ბის ასე­თი სტი­ლი მაქვს: დიდი ხნის მან­ძილ­ზე ერთი საქ­მით არ ვკმა­ყო­ფილ­დე­ბი და ერთ ად­გი­ლას არ ვრჩე­ბი. რამ­დე­ნი­მე საქ­მით ერ­თად ხში­რად ვარ ხოლ­მე და­კა­ვე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, რომ ეს ეტა­პი ჩემი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი იყო და ახლა უკვე სხვა ეტაპ­ზე უნდა გა­და­ვი­დე. საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა მი­ვი­ღე იმ სა­კი­თხებ­ში, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

- ახლა სად აპი­რებ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. რა­ი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! გაქვს?

- ამის შე­სა­ხებ დაწ­ვრი­ლე­ბით ჯერ ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში გან­ვაგ­რძო მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ამა­ზე გა­დაჭ­რით სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

გურამ დონაძე კბილაშვილის ყოფილი პრესსამსახურის უფროსს უპირისპირდება

გურამ დონაძე კბილაშვილის ყოფილი პრესსამსახურის უფროსს უპირისპირდება

არჩილ კბილაშვილის მთავარ პროკურორად დანიშვნისთანავე, პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა, ჟურნალისტმა ხათუნა პაიჭაძემ დაიკავა. როგორც ცნობილია, ახლა კბილაშვილი ოთარ ფარცხალაძემ შეცვალა. ახალი ხელმძღვანელის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, ხათუნა პაიჭაძის სამსახურიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რაც თავად ჟურნალისტმაც დაადასტურა. ამ საკითხს ასევე ჟურნალისტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი პრესსამსახურის უფროსი, გურამ დონაძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: "ეს ქალბატონი პასუხს მაინც აგებს, სადაც უნდა წავიდეს... მან ტრაგიკულად დაღუპული ბუტა რობაქიძის საქმეში იარაღების მიმტანად გამომაცხადა და ბრალი სისხლის სამართლის საქმეში პირდაპირ, უაპელაციოდ დამდო (და არა მარტო მე). კბილაშვილის უნიჭო და სამარცხვინო "RR გამპრავებელი" სტრასბურგის სარჩელში თანამონაწილე იქნება იმ გამომძიებლებთან და ყოფილ პირველ პირებთან ერთად, რომლებსაც ახლა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით სანაგვეზე უშვებენ. ამდენი წელი ატყუეს ხალხი და კიდევ ერთხელ, კბილაშვილის დამსახურებით ისევ მოატყუეს სრულიად ერი. სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს. პირველად ვუხდი ივანიშვილს მადლობას ნაგვების სანაგვეზე გაშვებისთვის..."

დავინტერესდით, რის გამო დატოვა სამსახური და რა კომენტარს გააკეთებდა დონაძის გამოხმაურებაზე ჟურნალისტი.

- გურამ დონაძის კომენტარი წავიკითხე, მაგრამ ამაზე რა უნდა გითხრათ? მან ისიც კი არ იცის, რომ კონკრეტულად ხათუნა პაიჭაძე არაფერ შუაშია. მას ბრალი მე კი არა, მთავარმა პროკურატურამ წაუყენა.

- მაპატიე, ამას რომ ვიმეორებ, მაგრამ გურამმა შენი მისამართით თქვა: ნაგავი სანაგვეზე გაუშვესო...

- ვირისგან წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის, მაგრამ დონაძეს ვთხოვ, რომ საკუთარ შეფასებებში მაინცდამაინც ნუ იჩქარებს.

- მან შენი მისამართით ასეთი ფრაზაც გამოიყენა: კბილაშვილის სამარცხვინო "RR გამპრავებელი".

- როგორც ჩანს, დონაძე საკუთარი საზომით ზომავს ყველაფერს. ქურდს ყველა ქურდი ჰგონია...

- მან განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ შენ პასუხს სტრასბურგის სასამართლოში აგებ. სარჩელი შეიტანა შენს წინააღმდეგ?

- სტრასბურგის სასამართლოში ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიჩივლებს. რა მექანიზმით უნდა მიჩივლოს? როგორც ჩანს, მას რაიმე ახალი აღმოჩენა აქვს. გავიმეორებ, რომ ფიზიკურ პირს, ხათუნა პაიჭაძეს მისთვის არანაირი ბრალი არ წაუყენებია. მას ბრალი პროკურატურამ წაუყენა. მე კი ეს გადაწყვეტილება, როგორც პრესსამსახურის უფროსმა, პრესკონფერენციაზე გავახმოვანე. ეს ჩემი სამსახური და მოვალეობა იყო. შესაბამისად, ის ჩემს წინააღმდეგ სარჩელს ვერ შეიტანს.

- რა მიზეზით აღარ ხარ პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი?

- ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მივიღე. საერთოდ მუშაობის ასეთი სტილი მაქვს: დიდი ხნის მანძილზე ერთი საქმით არ ვკმაყოფილდები და ერთ ადგილას არ ვრჩები. რამდენიმე საქმით ერთად ხშირად ვარ ხოლმე დაკავებული. ვფიქრობ, რომ ეს ეტაპი ჩემი განვითარებისთვის საკმარისი იყო და ახლა უკვე სხვა ეტაპზე უნდა გადავიდე. საკმარისი გამოცდილება და ცოდნა მივიღე იმ საკითხებში, რომლებიც ჩემთვის საინტერესო იყო.

- ახლა სად აპირებ მუშაობის გაგრძელებას. რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გაქვს?

- ამის შესახებ დაწვრილებით ჯერ ვერ ვილაპარაკებ. არ არის გამორიცხული, რომ სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში განვაგრძო მუშაობა, თუმცა ამაზე გადაჭრით საუბარი არ შემიძლია.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ