Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ კორძაია - თვითმმართველობის კოდექსი დამღუპველი არ იქნება
თამარ კორძაია - თვითმმართველობის კოდექსი დამღუპველი არ იქნება

სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრუ­ლი­ად შე­მაშ­ფო­თებ­ლად აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას თით­ქოს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მა ქვეყ­ნის დაშ­ლას გა­მო­იწ­ვევს , - ასე უპა­სუ­ხა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა თა­მარ კორ­ძა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას შე­ე­ხე­ბო­და. მისი თქმით, მას არც ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი არ მო­უს­მე­ნია რა­ტომ გა­მო­იწ­ვევს კა­ნო­ნი მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქვეყ­ნის დაშ­ლას.

"ვერ გა­ვი­ზი­ა­რებ პო­ზი­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ეს კა­ნო­ნი და­ი­წე­რა და გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ფა­რუ­ლად. კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში ატა­რებ­დნენ შეხ­ვედ­რებს სწო­რედ ამ სა­კი­თხზე. ვერ გა­ვი­ზი­ა­რებ იმ მო­საზ­რე­ბებს, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად აწ­ვდი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას თით­ქოს ეს გა­მო­იწ­ვევს ქვეყ­ნის დაშ­ლას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე არ მო­მის­მე­ნია არც ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი, საქ­მი­ა­ნი მო­საზ­რე­ბა, ამი­ტო­მაც მაქვს მსგავ­სი რე­აქ­ცია რო­დე­საც ვის­მენ, რომ შე­საძ­ლოა ეს კა­ნო­ნი დამ­ღუპ­ვე­ლი იყოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. დამ­ღუპ­ვე­ლი არ იქ­ნე­ბა ეს ფაქ­ტია და პი­რი­ქით, და­პი­რე­ბა იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რომ ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მა მოხ­დე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ი­ამ და აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­ვე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია მო­საზ­რე­ბე­ბი სე­პა­რა­ტიზ­მის საფრ­თხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა ცვლი­ლე­ბებს წარ­მოდ­გე­ნილ კა­ნონპ­რო­ექ­ტში, რო­გორც კორ­ძა­ია აცხა­დებს, ის შე­იძ­ლე­ბა გო­ნივ­რუ­ლი აზ­რის წარ­მოდ­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დეს.

"ცვლი­ლე­ბა შე­საძ­ლოა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი გო­ნივ­რუ­ლი აზ­რის მოს­მე­ნის შემ­დეგ. დღე­ვან­დელ პარ­ლა­მენტს არ შე­იძ­ლე­ბა ბრა­ლი დას­დო იმა­ში, რომ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს. ყვე­ლა კა­ნო­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­დე­გად იყო მი­ღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სის პრო­ექ­ტზე გუ­შინ ისა­უბ­რა. რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, თუ კა­ნო­ნი გან­ხორ­ცი­ელ­და, ეს სა­ქარ­თვე­ლოს დაშ­ლა იქ­ნე­ბა.

ამის სა­პა­სუ­ხოდ, თა­მარ კორ­ძა­ი­ამ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­პატ­რი­არ­ქო ზედ­მე­ტად ერე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თამარ კორძაია - თვითმმართველობის კოდექსი დამღუპველი არ იქნება

თამარ კორძაია - თვითმმართველობის კოდექსი დამღუპველი არ იქნება

საზოგადოებას სრულიად შემაშფოთებლად აწვდიან ინფორმაციას თითქოს თვითმმართველობის რეფორმა ქვეყნის დაშლას გამოიწვევს , - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პატრიარქის გუშინდელ განცხადებას შეეხებოდა. მისი თქმით, მას არც ერთი სერიოზული არგუმენტი არ მოუსმენია რატომ გამოიწვევს კანონი მიღების შემთხვევაში ქვეყნის დაშლას.

"ვერ გავიზიარებ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი დაიწერა და განიხილებოდა ფარულად. კანონპროექტის ავტორები რეგიონებში ატარებდნენ შეხვედრებს სწორედ ამ საკითხზე. ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებებს, როდესაც საზოგადოებას სრულიად დაუსაბუთებლად აწვდიან შემაშფოთებელ ინფორმაციას თითქოს ეს გამოიწვევს ქვეყნის დაშლას. ამასთან დაკავშირებით მე არ მომისმენია არც ერთი სერიოზული არგუმენტი, საქმიანი მოსაზრება, ამიტომაც მაქვს მსგავსი რეაქცია როდესაც ვისმენ, რომ შესაძლოა ეს კანონი დამღუპველი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. დამღუპველი არ იქნება ეს ფაქტია და პირიქით, დაპირება იყო ხელისუფლების, რომ ძირეული რეფორმა მოხდებოდა", - განაცხადა კორძაიამ და აღნიშნა, რომ ასევე დაუსაბუთებელია მოსაზრებები სეპარატიზმის საფრთხესთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ცვლილებებს წარმოდგენილ კანონპროექტში, როგორც კორძაია აცხადებს, ის შეიძლება გონივრული აზრის წარმოდგენის შემთხვევაში მოხდეს.

"ცვლილება შესაძლოა განხორციელდეს ნებისმიერი გონივრული აზრის მოსმენის შემდეგ. დღევანდელ პარლამენტს არ შეიძლება ბრალი დასდო იმაში, რომ ის საზოგადოებასთან არ თანამშრომლობს. ყველა კანონი საზოგადოების აქტიური მონაწილეობის შედეგად იყო მიღებული", - განაცხადა კორძაიამ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თვითმმართველობის კოდექსის პროექტზე გუშინ ისაუბრა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, თუ კანონი განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება.

ამის საპასუხოდ, თამარ კორძაიამ გუშინ განაცხადა, რომ საპატრიარქო ზედმეტად ერევა ხელისუფლების საქმიანობაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა