გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს. როგორც განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი ცვლილებები "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" დაჩქარებული წესით, წლის ბოლომდე შევა.
მინისტრის განმარტებით, დაფინანსებას მიიღებენ აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.
"წინასწარი ინფორმაციით, ასეთი 320 სტუდენტია. დაფინანსების თანხის მოცულობა კი სიების დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.