პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იმოქმედებს ლარის ნახტომისებური ვარდნა მოსახლეობაზე?
როგორ იმოქმედებს ლარის ნახტომისებური ვარდნა მოსახლეობაზე?

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში უფა­სურ­დე­ბა. 4 დე­კემ­ბრის ბანკთა­შო­რის სა­ვა­ლუ­ტო ვაჭ­რო­ბი­სას ერთი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი 1,7050 ლარ­ზე და­ბა­ლანსდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კურ­სის ცვლი­ლე­ბა­ში სა­გან­გა­შოს ვე­რა­ფერს ხე­და­ვენ მთავ­რო­ბა­ში, ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ფი­ნან­სის­ტი, ნო­დარ ხა­დუ­რი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას "სე­ზო­ნუ­რო­ბას" უკავ­ში­რებს, მო­სახ­ლე­ო­ბა კი, ვი­საც გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი დო­ლარ­ში აქვს აღე­ბუ­ლი, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას უარ­ყო­ფი­თად ხვდე­ბა და ში­შობს, რომ თუ ვარ­დნა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­და, ეს მათ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მებს.

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ბოლო დროს პერ­მა­ნენ­ტუ­ლად უფა­სურ­დე­ბა. ლა­რის ოფი­ცი­ა­ლურ­მა გაც­ვლით­მა კურ­სმა 4 დე­კემ­ბრის ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად 1,7050-იან ზღვარს მი­აღ­წია, რაც ბოლო 3,5 წლის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ნიშ­ნუ­ლია. ლა­რის კურ­სის ვარ­დნამ ბაზ­რის გარ­კვე­ულ სეგ­მენ­ტში ფა­სე­ბის ზრდა უკვე გა­მო­იწ­ვია. სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად უკვე და­ე­ტყო ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარს. ამას­თან, კურ­სის ცვლი­ლე­ბა აი­სა­ხა და თა­ნაც სე­რი­ო­ზუ­ლად, იმათ­ზე, ვი­საც გარ­კვე­უ­ლი სა­ფი­ნან­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი - კრე­დი­ტი დო­ლარ­ში აქვს აღე­ბუ­ლი, ასე­ვე იმათ­ზეც, ვი­საც ბინა თუ კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი დო­ლარ­ში აქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი.

გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ლარი და უკ­მა­ყო­ფი­ლო მო­სახ­ლე­ო­ბა

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ვარ­დნას მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უკვე მოჰ­ყვა უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ხალ­ხი ში­შობს, რომ ლა­რის და­ცე­მა ისევ გაგ­რძელ­დე­ბა, რაც მათ ფი­ნან­სურ და სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა.

თბი­ლი­სე­ლი ნა­თია სა­მუ­შია, რო­მელ­საც კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი დო­ლარ­ში აქვს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, ამ­ბობს, რომ წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით მისი ხარ­ჯი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. "ფარ­თი 500 დო­ლა­რად მაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი, ანუ წინა თვე­ში იმი­სათ­ვის, რომ ეს 500 დო­ლა­რი მე­ყი­და, 825 ლარი გა­და­ვი­ხა­დე, ახლა კი 850 ლარი. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ თქვას, რომ 25 ლარი არა­ფე­რია, მაგ­რამ ჩემ­თვის რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად იმა­ზე ვფიქ­რობ, თვის ბო­ლოს ქირა რო­გორ გა­და­ვი­ხა­დო, საკ­მა­ოდ დი­დია. იმე­დია, კურ­სის და­ცე­მა შე­ჩერ­დე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ, მეც მო­მი­წევს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გა­ჩე­რე­ბა", - გვი­თხრა ნა­თია სა­მუ­ში­ამ.

კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თიც და ბი­ნაც დო­ლარ­ში აქვს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­მარ თვა­ურს. ამ­ბობს, რომ კურ­სის ცვლი­ლე­ბა მის შე­მო­სა­ვალ­ზე უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად აი­სა­ხა.

"მარ­თა­ლია, ვაჭ­რო­ბა არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა და ფა­სე­ბიც ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფერ­ზე გაზ­რდი­ლა, მაგ­რამ კურ­სის ცვლი­ლე­ბა ჩემს შე­მო­სა­ვალ­ზე უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად აი­სა­ხა. კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი 700 დო­ლა­რად მაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი, ბინა 300 დო­ლა­რად, ანუ თვე­ში 1000 დო­ლა­რი იმა­ში მჭირ­დე­ბა, რომ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ვის­ტუმ­რო. დო­ლარს, რა თქმა უნდა, ლა­რით ვყი­დუ­ლობ, ერთი თვის წინ 1000 დო­ლარ­ში 1650 ლარი გა­და­ვი­ხა­დე, დღეს კი 1700 ლარი, ანუ ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი უკვე 50 ლა­რით შემ­ცირ­და. თუ კურ­სის ვარ­დნა გაგ­რძელ­და, ცხა­დია, რომ ეს გა­სა­ვალს კი­დევ უფრო გაზ­რდის, რაც სა­ბო­ლო­ოდ ფი­ნან­სუ­რად სე­რი­ო­ზუ­ლად და­მა­ზა­რა­ლებს. ჩემს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, მათ შო­რის ისი­ნიც, ვი­საც კრე­დი­ტე­ბი დო­ლარ­ში აქვთ აღე­ბუ­ლი", - ამ­ბობს თა­მარ თვა­უ­რი.

თბი­ლი­სელ ეკა­ტე­რი­ნე გუ­ლაშ­ვილს არც ბინა და არც კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი არ აქვს დო­ლარ­ში ნა­ქი­რა­ვე­ბი, არც სეს­ხი აქვს დო­ლარ­ში აღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ლა­რის ცვლი­ლე­ბა მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად აი­სა­ხე­ბა.

"დო­ლარ­ში არა­ნა­ი­რი ვლა­დე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ კურ­სის ცვლი­ლე­ბა ჩემს ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ნამ­დვი­ლად ცუ­დად აი­სა­ხე­ბა. რა­ტომ? ჯერ ერთი, რომ ინფლა­ცი­უ­რი მო­ლო­დი­ნი არ­სე­ბობს და ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­დე­ბა. მე­ო­რე, ანა­ბა­რი მქავს ლარ­ში გახ­სნი­ლი და თუ კურ­სი და­ე­ცა, ჩემი და­ნა­ზო­გი, რა თქმა უნდა, გა­უ­ფა­სურ­დე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და მთლი­ა­ნად მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი შე­ეც­დე­ბა, რომ კურ­სი კი­დევ არ და­ე­ცეს, რად­გან ეს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ი­ტინგს შე­ამ­ცი­რებს", - აბ­მობს ეკა­ტე­რი­ნე გუ­ლაშ­ვი­ლი.

ლა­რის ვარ­დნა და მი­ზე­ზე­ბი

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის და­ცე­მა­ში სა­გან­გა­შოს ვე­რა­ფერს ხე­და­ვენ მთავ­რო­ბა­ში. ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ფი­ნან­სის­ტი, ნო­დარ ხა­დუ­რი კურ­სის და­ცე­მას სე­ზო­ნურ ფაქ­ტორს უკავ­ში­რებს. სე­ზო­ნურ ფაქ­ტორ­ზე სა­უბ­რობს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე.

"ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი რყე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ლა­რის კურსს ყო­ველ­თვის ახა­სი­ა­თებ­და. ლა­რის მერ­ყე­ო­ბა ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ორი­ვე – რო­გორც გამ­ყა­რე­ბის, ისე გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ეტაპ­ზე ეს და­კაშ­ვი­რე­ბუ­ლია წმინ­და წყლის სე­ზო­ნურ ფაქ­ტო­რებ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა მოკ­ლე, სა­შუ­ა­ლო და გრძელ­ვა­დი­ან ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, მისი გა­რან­ტი ეროვ­ნუ­ლი ბან­კია, ჩვენ ამის­თვის გაგ­ვაჩ­ნია ფი­ნან­სუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­სურ­სი და არა­ერ­თხელ დაგ­ვიმ­ტკი­ცე­ბია ეს წარ­სულ­ში. ზუს­ტად ამი­ტომ არის სა­ბან­კო სექ­ტო­რის მი­მართ ასე­თი მა­ღა­ლი ნდო­ბა", - გა­ნა­ცხა­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ.

"ბოლო ორი-სამი წე­ლია ქვე­ყა­ნა­ში ინფლა­ცია არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. დო­ლა­რის მი­მართ ლა­რის კურ­სის ვარ­დნა არის სე­ზო­ნუ­რი და ამა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რია. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბანკს აქვს შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სი, რომ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სი მხტო­მა­რე არ იყოს. ფა­სე­ბის მკვეთ­რი ზრდა გა­მო­რი­ცხუ­ლია და სა­ა­ხალ­წლოდ არც საკ­ვებ პრო­დუქტზე და არც სხვა პრო­დუქტზე ფა­სე­ბის ზრდას არ ვე­ლო­დე­ბით", - ეს გან­მარ­ტე­ბა კი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა გა­ა­კე­თა.

ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში ირაკ­ლი ლექ­ვა­ნა­ძის აზ­რით კი, ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა სა­გან­გა­შო არ არის, მაგ­რამ ეს ტენ­დენ­ცია ბიზ­ნეს­სა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არა­სა­სურ­ველ მო­ლო­დი­ნებს იწ­ვევს.

"ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცენ­ტმა ნო­ემ­ბერ­ში შე­ად­გი­ნა 1.3 და რაც ყვე­ლა­ზე არა­სა­სურ­ვე­ლია, ტენ­დენ­ცია გრძელ­დე­ბა. მე ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ეროვ­ნულ ბანკს და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს, რომ კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა სე­ზო­ნუ­რია. შეგ­ვიძ­ლია ვნა­ხოთ შარ­შან­დე­ლი და შარ­შან­წინ­დე­ლი კურ­სის მერ­ყე­ო­ბა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ის ყო­ველ­თვის სტა­ბი­ლუ­რია. უფრო მე­ტიც დე­კემ­ბერ­ში ლარ­ზე მო­თხოვ­ნა მზარ­დია ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად და კურ­სიც გამ­ყა­რე­ბის­კენ მი­დის გა­სუ­ლი წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ამი­ტომ მე ვფიქ­რობ, რომ ეროვ­ნულ­მა ბან­კმა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ უნდა გვი­თხრან რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი კურ­სის უმ­ნიშ­ვნე­ლო, მაგ­რამ მა­ინც გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცე­სი­სა – ეს უკავ­შირ­დე­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სიმ­წი­რეს თუ ქვეყ­ნი­დან კა­პი­ტა­ლის გა­დი­ნე­ბას. ვე­თან­ხმე­ბი მო­საზ­რე­ბას და მეც ვფიქ­რობ, რომ სა­გან­გა­შო არა­ფე­რი ხდე­ბა და ეს პრო­ცე­სი კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია, მაგ­რამ სა­ჭი­როა, უფრო ცხა­დი გან­ცხა­დე­ბე­ბი", - გა­ნუ­ცხა­და ლექ­ვი­ნა­ძემ "ფრონტნი­უსს".

ექ­სპერ­ტი სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო სა­კი­თხებ­ში ლია ელი­ა­ვა კი ლა­რის კურ­სის ვარ­დნას ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­ში­რებს. ექ­სპერ­ტის თქმით, ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა სტაგ­ნა­ცი­ა­შია.

"დღეს ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ძა­ლის­ხმე­ვით არ ხდე­ბა, კურ­სის ვარ­დნას უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი და რთუ­ლი მი­ზე­ზე­ბი აქვს. პი­რა­დად მე, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, ლა­რის შე­სუს­ტე­ბა არ მომ­წონს, რად­გან ეს პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ჩემს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ რო­გორც ეკო­ნო­მის­ტი, კურ­სის ვარ­დნას მი­ვე­სალ­მე­ბი, რად­გან ეს იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ბიძ­გი ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სათ­ვის და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდის­თვის.

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კი­დან ხდე­ბა სა­ვა­ლუ­ტო სახ­სრე­ბის გას­ვლა, ანუ უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა გარ­ბის ქვეყ­ნი­დან, ხდე­ბა ლა­რის ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­ვერ­ტი­რე­ბა უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში, ლა­რის მასა იზ­რდე­ბა, ეს სე­ზო­ნუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ არის. რა­ტომ გა­დის უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა? იმი­ტომ, რომ მას აქ გა­მო­ყე­ნე­ბის არე­ა­ლი თვი­დან თვემ­დე უვიწ­როვ­დე­ბა, რად­გან ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა პრაქ­ტი­კუ­ლად სტაგ­ნა­ცი­ა­შია ჩა­ვარ­დნი­ლი", - გა­ნუ­ცხა­და "რე­ზო­ნანსს" ელი­ა­ვამ.

ექ­სპერ­ტის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ლა­რის კურ­სის ვარ­დნა გაგ­რძელ­და, ის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის 80% იმ­პორტზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, პრო­დუქ­ცი­ის თუ ნედ­ლე­უ­ლის შე­ძე­ნა ხდე­ბა დო­ლარ­ში და სა­ბაზ­რო ფასი კონ­ვერ­ტა­ცი­ის შე­დე­გად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. იმ­პორ­ტი­ო­რი, რო­დე­საც ხე­დავს, რომ კურ­სი მერ­ყე­ობს, პრო­დუქ­ცი­ის ფასს არა კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად, არა­მედ უფრო მე­ტად ზრდის. ეს არის ინფლა­ცი­უ­რი მო­ლო­დი­ნი. ყვე­ლა­ფე­რი ეს კი სა­ბო­ლოო ჯამ­ში ზრდის ხარ­ჯებს და აღა­რი­ბებს მო­სახ­ლე­ო­ბას.

კი­დევ ერთი მო­მენ­ტი, რაც კურ­სის და ინფლა­ცი­ის ცვლი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა, ისაა, რომ ჩვენ­თვან არ ხდე­ბა ინ­დექ­სა­ცია. ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ თუ გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნა­ში, თუ ინფლა­ცია იზ­რდე­ბა, ხდე­ბა ინ­დექ­სა­ცია და იზ­რდე­ბა რო­გორც ხელ­ფა­სე­ბი, ასე­ვე პენ­სი­ე­ბიც, დეფ­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში - პი­რი­ქით. ჩვენ­თან კი ასე­თი რამ არ არ­სე­ბობს და მო­სახ­ლე­ო­ბა სა­კუ­თარ ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­თან ერთი-ერ­თზეა მი­ტო­ვე­ბუ­ლი. ახ­ლაც, რო­დე­საც ლარი ეცე­მა, ეს მო­სახ­ლე­ო­ბის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ზე, ვი­საც ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აღე­ბუ­ლი აქვს უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში. მაგ­რამ, ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ იმას, ვი­საც უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში შე­მო­სა­ვა­ლი არ გა­აჩ­ნია, ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გარ­და არ აი­ღოს", - დას­ძი­ნა ლია ელი­ა­ვამ.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

როგორ იმოქმედებს ლარის ნახტომისებური ვარდნა მოსახლეობაზე?

როგორ იმოქმედებს ლარის ნახტომისებური ვარდნა მოსახლეობაზე?

ეროვნული ვალუტა ყოველდღიურ რეჟიმში უფასურდება. 4 დეკემბრის ბანკთაშორის სავალუტო ვაჭრობისას ერთი ამერიკული დოლარი 1,7050 ლარზე დაბალანსდა. მიუხედავად ამისა, კურსის ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ მთავრობაში, ქვეყნის მთავარი ფინანსისტი, ნოდარ ხადური ეროვნული ვალუტის გაუფასურებას "სეზონურობას" უკავშირებს, მოსახლეობა კი, ვისაც გარკვეული ფინანსური ვალდებულებები დოლარში აქვს აღებული, ლარის გაუფასურებას უარყოფითად ხვდება და შიშობს, რომ თუ ვარდნა მომავალშიც გაგრძელდა, ეს მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ბოლო დროს პერმანენტულად უფასურდება. ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად 1,7050-იან ზღვარს მიაღწია, რაც ბოლო 3,5 წლის ყველაზე დაბალი ნიშნულია. ლარის კურსის ვარდნამ ბაზრის გარკვეულ სეგმენტში ფასების ზრდა უკვე გამოიწვია. საფასო ცვლილება მეტ-ნაკლებად უკვე დაეტყო ფარმაცევტულ ბაზარს. ამასთან, კურსის ცვლილება აისახა და თანაც სერიოზულად, იმათზე, ვისაც გარკვეული საფინანსო ვალდებულებები - კრედიტი დოლარში აქვს აღებული, ასევე იმათზეც, ვისაც ბინა თუ კომერციული ფართი დოლარში აქვს ნაქირავები.

გაძვირებული ლარი და უკმაყოფილო მოსახლეობა

ეროვნული ვალუტის ვარდნას მოსახლეობაში უკვე მოჰყვა უარყოფითი დამოკიდებულება. ხალხი შიშობს, რომ ლარის დაცემა ისევ გაგრძელდება, რაც მათ ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

თბილისელი ნათია სამუშია, რომელსაც კომერციული ფართი დოლარში აქვს დაქირავებული, ამბობს, რომ წინა თვესთან შედარებით მისი ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა. "ფართი 500 დოლარად მაქვს ნაქირავები, ანუ წინა თვეში იმისათვის, რომ ეს 500 დოლარი მეყიდა, 825 ლარი გადავიხადე, ახლა კი 850 ლარი. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ 25 ლარი არაფერია, მაგრამ ჩემთვის რომელიც ყოველდღიურად იმაზე ვფიქრობ, თვის ბოლოს ქირა როგორ გადავიხადო, საკმაოდ დიდია. იმედია, კურსის დაცემა შეჩერდება, სხვა შემთხვევაში, ალბათ, მეც მომიწევს საკუთარი ბიზნესის გაჩერება", - გვითხრა ნათია სამუშიამ.

კომერციული ფართიც და ბინაც დოლარში აქვს დაქირავებული თამარ თვაურს. ამბობს, რომ კურსის ცვლილება მის შემოსავალზე უკვე სერიოზულად აისახა.

"მართალია, ვაჭრობა არ შემცირებულა და ფასებიც ჯერჯერობით არაფერზე გაზრდილა, მაგრამ კურსის ცვლილება ჩემს შემოსავალზე უკვე სერიოზულად აისახა. კომერციული ფართი 700 დოლარად მაქვს ნაქირავები, ბინა 300 დოლარად, ანუ თვეში 1000 დოლარი იმაში მჭირდება, რომ ნაკისრი ვალდებულებები გავისტუმრო. დოლარს, რა თქმა უნდა, ლარით ვყიდულობ, ერთი თვის წინ 1000 დოლარში 1650 ლარი გადავიხადე, დღეს კი 1700 ლარი, ანუ ჩემი შემოსავალი უკვე 50 ლარით შემცირდა. თუ კურსის ვარდნა გაგრძელდა, ცხადია, რომ ეს გასავალს კიდევ უფრო გაზრდის, რაც საბოლოოდ ფინანსურად სერიოზულად დამაზარალებს. ჩემს სიტუაციაში კი ძალიან ბევრი ადამიანია, მათ შორის ისინიც, ვისაც კრედიტები დოლარში აქვთ აღებული", - ამბობს თამარ თვაური.

თბილისელ ეკატერინე გულაშვილს არც ბინა და არც კომერციული ფართი არ აქვს დოლარში ნაქირავები, არც სესხი აქვს დოლარში აღებული, მაგრამ ამბობს, რომ ლარის ცვლილება მის ფინანსურ მდგომარეობაზე სერიოზულად აისახება.

"დოლარში არანაირი ვლადებულება არ მაქვს, მაგრამ კურსის ცვლილება ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე ნამდვილად ცუდად აისახება. რატომ? ჯერ ერთი, რომ ინფლაციური მოლოდინი არსებობს და ვფიქრობ, რომ ყველაფერი გაძვირდება. მეორე, ანაბარი მქავს ლარში გახსნილი და თუ კურსი დაეცა, ჩემი დანაზოგი, რა თქმა უნდა, გაუფასურდება. იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკი და მთლიანად მთავრობის ეკონომიკური გუნდი შეეცდება, რომ კურსი კიდევ არ დაეცეს, რადგან ეს მოსახლეობაზე ცუდად აისახება, საბოლოო ჯამში კი, ხელისუფლების რეიტინგს შეამცირებს", - აბმობს ეკატერინე გულაშვილი.

ლარის ვარდნა და მიზეზები

ეროვნული ვალუტის დაცემაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ მთავრობაში. ქვეყნის მთავარი ფინანსისტი, ნოდარ ხადური კურსის დაცემას სეზონურ ფაქტორს უკავშირებს. სეზონურ ფაქტორზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

"ლარის კურსთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება. ეს არის ჩვეულებრივი მოკლევადიანი რყევები, რომელიც ლარის კურსს ყოველთვის ახასიათებდა. ლარის მერყეობა ყოველთვის იქნება ორივე – როგორც გამყარების, ისე გაუფასურების მიმართულებით. ამ ეტაპზე ეს დაკაშვირებულია წმინდა წყლის სეზონურ ფაქტორებთან. რაც შეეხება მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ფინანსურ სტაბილურობას, მისი გარანტი ეროვნული ბანკია, ჩვენ ამისთვის გაგვაჩნია ფინანსური, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსი და არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეს წარსულში. ზუსტად ამიტომ არის საბანკო სექტორის მიმართ ასეთი მაღალი ნდობა", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ გიორგი ქადაგიძემ.

"ბოლო ორი-სამი წელია ქვეყანაში ინფლაცია არ დაფიქსირებულა. დოლარის მიმართ ლარის კურსის ვარდნა არის სეზონური და ამაში საგანგაშო არაფერია. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი რესურსი, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მხტომარე არ იყოს. ფასების მკვეთრი ზრდა გამორიცხულია და საახალწლოდ არც საკვებ პროდუქტზე და არც სხვა პროდუქტზე ფასების ზრდას არ ველოდებით", - ეს განმარტება კი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვანაძის აზრით კი, ლარის კურსის გაუფასურება საგანგაშო არ არის, მაგრამ ეს ტენდენცია ბიზნესსა და მოსახლეობაში არასასურველ მოლოდინებს იწვევს.

"ლარის კურსის გაუფასურების პროცენტმა ნოემბერში შეადგინა 1.3 და რაც ყველაზე არასასურველია, ტენდენცია გრძელდება. მე ვერ დავეთანხმები ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს, რომ კურსის გაუფასურება სეზონურია. შეგვიძლია ვნახოთ შარშანდელი და შარშანწინდელი კურსის მერყეობა დოლართან მიმართებაში და დავრწმუნდებით, რომ ამ პერიოდში ის ყოველთვის სტაბილურია. უფრო მეტიც დეკემბერში ლარზე მოთხოვნა მზარდია ახალი წლის მოახლოებასთან ერთად და კურსიც გამყარებისკენ მიდის გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე.

ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ უნდა გვითხრან რეალური მიზეზი კურსის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გაუფასურების პროცესისა – ეს უკავშირდება ინვესტიციების სიმწირეს თუ ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას. ვეთანხმები მოსაზრებას და მეც ვფიქრობ, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ეს პროცესი კონტროლირებადია, მაგრამ საჭიროა, უფრო ცხადი განცხადებები", - განუცხადა ლექვინაძემ "ფრონტნიუსს".

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში ლია ელიავა კი ლარის კურსის ვარდნას ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს. ექსპერტის თქმით, ვალუტის გაუფასურების მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაგნაციაშია.

"დღეს ლარის დევალვაცია ეროვნული ბანკის ძალისხმევით არ ხდება, კურსის ვარდნას უფრო სერიოზული და რთული მიზეზები აქვს. პირადად მე, როგორც მოქალაქეს, ლარის შესუსტება არ მომწონს, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩემს კეთილდღეობაზე, მაგრამ როგორც ეკონომისტი, კურსის ვარდნას მივესალმები, რადგან ეს იქნება სერიოზული ბიძგი ადგილობრივი ბიზნესის გააქტიურებისათვის და შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისთვის.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის ეკონომიკიდან ხდება სავალუტო სახსრების გასვლა, ანუ უცხოური ვალუტა გარბის ქვეყნიდან, ხდება ლარის ინტენსიური კონვერტირება უცხოურ ვალუტაში, ლარის მასა იზრდება, ეს სეზონურობასთან დაკავშირებული არ არის. რატომ გადის უცხოური ვალუტა? იმიტომ, რომ მას აქ გამოყენების არეალი თვიდან თვემდე უვიწროვდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად სტაგნაციაშია ჩავარდნილი", - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ.

ექსპერტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდა, ის მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება.

"საქართველოს ეკონომიკის 80% იმპორტზეა დამოკიდებული, პროდუქციის თუ ნედლეულის შეძენა ხდება დოლარში და საბაზრო ფასი კონვერტაციის შედეგად განისაზღვრება. იმპორტიორი, როდესაც ხედავს, რომ კურსი მერყეობს, პროდუქციის ფასს არა კურსის გაუფასურების პროპორციულად, არამედ უფრო მეტად ზრდის. ეს არის ინფლაციური მოლოდინი. ყველაფერი ეს კი საბოლოო ჯამში ზრდის ხარჯებს და აღარიბებს მოსახლეობას.

კიდევ ერთი მომენტი, რაც კურსის და ინფლაციის ცვლილების შემთხვევაში მოსახლეობაზე ცუდად აისახება, ისაა, რომ ჩვენთვან არ ხდება ინდექსაცია. ყველა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში, თუ ინფლაცია იზრდება, ხდება ინდექსაცია და იზრდება როგორც ხელფასები, ასევე პენსიებიც, დეფლაციის პირობებში - პირიქით. ჩვენთან კი ასეთი რამ არ არსებობს და მოსახლეობა საკუთარ ეკონომიკურ პრობლემებთან ერთი-ერთზეა მიტოვებული. ახლაც, როდესაც ლარი ეცემა, ეს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება, განსაკუთრებით მათზე, ვისაც ფინანსური ვალდებულებები აღებული აქვს უცხოურ ვალუტაში. მაგრამ, ჩემი რჩევა იქნება, რომ იმას, ვისაც უცხოურ ვალუტაში შემოსავალი არ გააჩნია, ფინანსური ვალდებულება ეროვნული ვალუტის გარდა არ აიღოს", - დასძინა ლია ელიავამ.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია