პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო ცინცაძე - პოლიტიკა უფრო სასტიკია, ვიდრე მარგველაშვილის ფანტაზია
სოსო ცინცაძე - პოლიტიკა უფრო სასტიკია, ვიდრე მარგველაშვილის ფანტაზია

რა შე­დე­გით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ევ­რო­პუ­ლი კურ­სის მხარ­და­ჭე­რით წა­მო­წყე­ბუ­ლი კი­ე­ვუ­რი მი­ტინ­გე­ბი და რა შემ­თხვე­ვა­ში ემუქ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს რუ­სუ­ლი ზე­წო­ლა. ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­სა და აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძე Tspress-სთან სა­უბ­რობს.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით კი­ევ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, რა გან­ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო პრო­ტესტს?

- ვფიქ­რობ, პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი გა­და­ა­ყე­ნებს მთავ­რო­ბის მე­თა­ურს - აზა­რო­ვი შე­ე­წი­რე­ბა ამ პრო­ტესტს. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ბოლო დღე­ებ­ში პრო­ტეს­ტმა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ი­ღო, რაც პრე­ზი­დენტს მა­ნევ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. ამ­ჯე­რად, პრო­ტეს­ტის ძი­რი­თა­დი მუხ­ტი, 1-ელ დე­კემ­ბერს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ხალ­ხის დარ­ბე­ვაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ია­ნუ­კო­ვიჩს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, თქვას და და­სა­ჯოს სპეც­რაზ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, და­სა­ჯოს რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი და ამ­გვა­რად გა­მო­უშ­ვას ორ­თქლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ქვა­ბი­დან.

- ვინ შე­იძ­ლე­ბა იხე­ი­როს ყვე­ლა­ზე მე­ტად კი­ევ­ში გა­მარ­თუ­ლი ხალ­ხმრა­ვა­ლი მი­ტინ­გე­ბით?

-იდე­ო­ლო­გი­ურ ჭრილ­ში თუ გან­ვი­ხი­ლავთ, შე­იძ­ლე­ბა, ისარ­გებ­ლოს იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რო­მე­ლიც ია­ნუ­კო­ვი­ჩის წი­ნა­აღ­მდეგ არის გან­წყო­ბი­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად კი - ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტია "უდარ­მა" და მის­მა ლი­დერ­მა ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ. კლი­ჩკო წუთი წუთ­ზე გა­მო­დის უკ­რა­ი­ნის დიდ პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე. ის ისარ­გებ­ლებს, შან­სი მი­ე­ცე­მა. უკვე და­ი­წყო პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის აკ­რე­ფა. ტი­მო­შენ­კოს პარ­ტია დღეს ლი­დე­რის გა­რე­შე სუს­ტია და კლი­ჩკო არის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კურ კა­ბა­დონ­ზე.

- რა გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა იქო­ნი­ოს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რა და­დე­ბით და უარ­ყო­ფით ფაქ­ტო­რებს გა­მო­ყოფ­დით თქვენ?

- სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა მას შემ­დეგ, რაც ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ე­წე­რე­ბა ხელი. ჯერ არ ვი­ცით, რას მო­ა­წე­რა ხელი სა­ქარ­თვე­ლომ. ფან­ჯი­კი­ძის ხელ­მო­წე­რი­ლი ტექ­სტი არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. მაგ­რამ, თუ მოლ­დო­ვას და სხვა ქვეყ­ნე­ბის ანა­ლოგს ვი­გუ­ლის­ხმებთ, იქ იქ­ნე­ბა ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის დაც­ვის მო­თხოვ­ნა. ვთქვათ, ევ­როს­ტან­დარ­ტებ­ზე უნდა ავი­დეს ენერ­გე­ტი­კა, ტრან­სპორ­ტის სფე­რო, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, უნდა მო­ის­პოს მთლი­ა­ნად ეს ჰო­მო­ფო­ბია, სტან­დარ­ტი უნდა იყოს მიღ­წე­უ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და ტუ­რიზ­მში. ახლა, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი რას ნიშ­ნავს კონ­კრე­ტუ­ლად ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში, ტრან­სპორ­ტის სფე­რო­ში, ვერ გე­ტყვით, შე­საძ­ლოა, ეს იყოს ტა­რი­ფე­ბის ზრდა. ამი­ტომ, არ გე­გო­ნოთ, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც სი­კე­თის შად­რე­ვა­ნია ჩვენ­თვის.

გა­ი­სად შე­მოდ­გო­მა­ზე, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ვა­წერთ ხელს, ეს უპ­რობ­ლე­მოა. მაგ­რამ შემ­დეგ იწყე­ბა მთა­ვა­რი. იცით, თურ­ქე­თი 40-ზე მეტი წე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის წევ­რია. სხვა­თა­შო­რის, თურ­ქე­თი არის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ევ­როს­ტრუქ­ტუ­რის - ფო­ლა­დი­სა და ქვა­ნახ­ში­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, ევ­რო­ბაზ­რის... ისე, 14-15-წლი­ა­ნი ვადა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რო­ბი­სათ­ვის. თურ­ქე­თი კი, ხომ ხე­დავთ, რე­კორდსმე­ნია, მალე ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე შე­უს­რულ­დე­ბა და, ალ­ბათ, კი­დევ მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე არ მი­ი­ღე­ბენ ევ­რო­კავ­შირ­ში.

სა­ინ­ტე­რე­სოა სხვა დე­ტა­ლე­ბიც. მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნამ კი არ თქვა 28 ნო­ემ­ბე­რის­თვის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა­ზე უარი. მიკ­ვირს, რა­ტომ სდუ­მან ასე მორ­ცხვად ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი - აზერ­ბა­ი­ჯან­მაც, 28 ნო­ემ­ბრამ­დე სამი დღით ადრე თქვა უარი პა­რა­ფი­რე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რა­ზე - სხვა ფორ­მა­ტი შეს­თა­ვა­ზა. პა­რა­ფი­რე­ბა არ გვინ­და, პარტნი­ო­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ვა­წე­როთ ხე­ლიო. ევ­რო­პამ ეს არ ისურ­ვა. ევ­რო­კავ­შირ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მო­თხოვ­ნა ორი-სამი თვის წინ სა­კუ­თა­რი ნე­ბით შე­წყვი­ტა ის­ლან­დი­ამ.

ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, იწყე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ეტა­პი რო­მე­ლიც 10-20 წელი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს, სულ ახალ-ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბია შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. და, როცა გახ­დე­ბი უკვე ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, მა­შინ იწყე­ბა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი. მთა­ვა­რია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ქარ­თუ­ლი იდენ­ტუ­რო­ბის­თვის.

- ანუ, არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ თურ­ქე­თის მსგავ­სად, ჩვენს შემ­თხვე­ვა­შიც წლო­ბით დაგ­ვი­ან­დეს ევ­რო­კავ­ში­რის პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა?

- იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ასე არ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ფან­ტა­ზი­ებ­ზე არ არის აგე­ბუ­ლი დიდი პო­ლი­ტი­კა. მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "ევ­რო­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი გა­ა­ო­ცა პირ­და­პირ, რო­დე­საც უთხრა, ევ­რო­პას­თა­ნაც მო­ვა­ხერ­ხებთ კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას, ნა­ტო­შიც შე­ვალთ და რუ­სეთ­თა­ნაც ვი­მე­გობ­რებ­თო. ერთი, ამიხ­სე­ნით, რო­გორ მო­ა­ხერ­ხებთ ამა­სო. მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა­კი უპა­სუ­ხა: - აბა, თქვენ ამიხ­სე­ნით, რა­ტომ ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­თო. პო­ლი­ტი­კა უფრო სას­ტი­კია, ვიდ­რე მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ფან­ტა­ზია. ერ­თია ფი­ლო­სო­ფია და სულ სხვაა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

ევ­რო­პა რომ სჯობს რუ­სეთს, ამა­ზე კა­მა­თი სი­სუ­ლე­ლეა. მაგ­რამ ევ­რო­პა­ში შეს­ვლა დროს და რე­სურსს მო­ი­თხოვს და ამა­შია საქ­მე. მოლ­დო­ვის მსგავ­სად, ჩვენ ალ­ბათ მი­ვი­ღებთ 500 მი­ლი­ონ ევ­რომ­დე დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ ეს ზღვა­ში წვე­თია რე­ფორ­მე­ბის­თვის.

- და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის შემ­დეგ, როცა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის დრო და­უდ­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, უნდა ვე­ლო­დეთ თუ არა მოვ­ლე­ნე­ბის უკ­რა­ი­ნუ­ლი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბას?

- ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ თუ სა­უ­ბე­დუ­როდ, არ გვაქვს ისე­თი ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კა, რო­გო­რიც აქვს უკ­რა­ი­ნას, რომ­ლის­თვი­საც რუ­სე­თის გა­ზის გა­და­კეტ­ვა დამ­ღუპ­ვე­ლია. თუმ­ცა, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა თქვენ რა გგო­ნი­ათ, 28 წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფოს პარ­ლა­მენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს ეს პა­რა­ფი­რე­ბა. ეს არ არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბა­ზე. ასე­ვეა შემ­დეგ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც.

თუ მო­მა­ვალ ოქ­ტომ­ბრამ­დე რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია რა­ღაც ზღაპ­რუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ვი­და და რუ­სეთ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ონ­კა­ნის გა­და­კეტ­ვა და პრო­დუქ­ცი­ის შე­ტა­ნის აკ­რძალ­ვა აუ­ტან­ლად მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის­თვის, ამას გა­ა­კე­თებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია. მაგ­რამ, ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­კი­თხი ასე არ დგას და არ მგო­ნია, რუ­სეთ­მა ამ ეტაპ­ზე აა­მოქ­მე­დოს თა­ვი­სი ბერ­კე­ტე­ბი. რუ­სე­თი უფრო მო­იც­დის და გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის გზას და­ად­გე­ბა და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებს შე­ას­რუ­ლებს.

იხი­ლეთ ვრცლად

tspress.ge

სოსო ცინცაძე - პოლიტიკა უფრო სასტიკია, ვიდრე მარგველაშვილის ფანტაზია

სოსო ცინცაძე - პოლიტიკა უფრო სასტიკია, ვიდრე მარგველაშვილის ფანტაზია

რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ევროპული კურსის მხარდაჭერით წამოწყებული კიევური მიტინგები და რა შემთხვევაში ემუქრება საქართველოს ევროპულ არჩევანს რუსული ზეწოლა. ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და აქტუალურ საკითხებზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე Tspress-სთან საუბრობს.

- როგორ შეაფასებდით კიევში არსებულ ვითარებას, რა განვითარება შეიძლება მოყვეს უკრაინელი ხალხის ანტისამთავრობო პროტესტს?

- ვფიქრობ, პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენებს მთავრობის მეთაურს - აზაროვი შეეწირება ამ პროტესტს. საყურადღებოა, რომ ბოლო დღეებში პროტესტმა სხვა მიმართულება მიიღო, რაც პრეზიდენტს მანევრირების საშუალებას აძლევს. ამჯერად, პროტესტის ძირითადი მუხტი, 1-ელ დეკემბერს განხორციელებული ხალხის დარბევაა. აქედან გამომდინარე, იანუკოვიჩს აქვს საშუალება, თქვას და დასაჯოს სპეცრაზმის ხელმძღვანელობა, დასაჯოს რამდენიმე პოლიციელი და ამგვარად გამოუშვას ორთქლი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ქვაბიდან.

- ვინ შეიძლება იხეიროს ყველაზე მეტად კიევში გამართული ხალხმრავალი მიტინგებით?

-იდეოლოგიურ ჭრილში თუ განვიხილავთ, შეიძლება, ისარგებლოს იმ საზოგადოებამ, რომელიც იანუკოვიჩის წინააღმდეგ არის განწყობილი. კონკრეტულად კი - ოპოზიციურმა პარტია "უდარმა" და მისმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ. კლიჩკო წუთი წუთზე გამოდის უკრაინის დიდ პოლიტიკურ არენაზე. ის ისარგებლებს, შანსი მიეცემა. უკვე დაიწყო პოლიტიკური ქულების აკრეფა. ტიმოშენკოს პარტია დღეს ლიდერის გარეშე სუსტია და კლიჩკო არის ამომავალი ვარსკვლავი უკრაინის პოლიტიკურ კაბადონზე.

- რა გავლენა შეიძლება იქონიოს უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა საქართველოზე, რა დადებით და უარყოფით ფაქტორებს გამოყოფდით თქვენ?

- საქართველოსთვის ყველაზე რთული პერიოდი დაიწყება მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ჯერ არ ვიცით, რას მოაწერა ხელი საქართველომ. ფანჯიკიძის ხელმოწერილი ტექსტი არ გამოქვეყნებულა. მაგრამ, თუ მოლდოვას და სხვა ქვეყნების ანალოგს ვიგულისხმებთ, იქ იქნება ევროსტანდარტების დაცვის მოთხოვნა. ვთქვათ, ევროსტანდარტებზე უნდა ავიდეს ენერგეტიკა, ტრანსპორტის სფერო, სამოქალაქო საზოგადოება, უნდა მოისპოს მთლიანად ეს ჰომოფობია, სტანდარტი უნდა იყოს მიღწეული სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში. ახლა, ევროპული სტანდარტები რას ნიშნავს კონკრეტულად ენერგეტიკის სფეროში, ტრანსპორტის სფეროში, ვერ გეტყვით, შესაძლოა, ეს იყოს ტარიფების ზრდა. ამიტომ, არ გეგონოთ, რომ მაინცდამაინც სიკეთის შადრევანია ჩვენთვის.

გაისად შემოდგომაზე, ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს, ეს უპრობლემოა. მაგრამ შემდეგ იწყება მთავარი. იცით, თურქეთი 40-ზე მეტი წელია ევროკავშირის ასოცირების წევრია. სხვათაშორის, თურქეთი არის დამფუძნებელი ნებისმიერი ევროსტრუქტურის - ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანების, ევრობაზრის... ისე, 14-15-წლიანი ვადა ჩვეულებრივი მოვლენაა ასოცირებული წევრობისათვის. თურქეთი კი, ხომ ხედავთ, რეკორდსმენია, მალე ნახევარი საუკუნე შეუსრულდება და, ალბათ, კიდევ მრავალი წლის მანძილზე არ მიიღებენ ევროკავშირში.

საინტერესოა სხვა დეტალებიც. მხოლოდ უკრაინამ კი არ თქვა 28 ნოემბერისთვის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი. მიკვირს, რატომ სდუმან ასე მორცხვად ჩვენი პოლიტიკოსები - აზერბაიჯანმაც, 28 ნოემბრამდე სამი დღით ადრე თქვა უარი პარაფირებაზე ხელის მოწერაზე - სხვა ფორმატი შესთავაზა. პარაფირება არ გვინდა, პარტნიორობის ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელიო. ევროპამ ეს არ ისურვა. ევროკავშირში გაერთიანების მოთხოვნა ორი-სამი თვის წინ საკუთარი ნებით შეწყვიტა ისლანდიამ.

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, იწყება ვალდებულებების შესრულების ეტაპი რომელიც 10-20 წელი შეიძლება გაგრძელდეს, სულ ახალ-ახალი ვალდებულებებია შესასრულებელი. და, როცა გახდები უკვე ევროკავშირის წევრი, მაშინ იწყება პრივილეგიები. მთავარია, როგორი იქნება ეს ვალდებულებები საქართველოსთვის, ქართული იდენტურობისთვის.

- ანუ, არსებობს საფრთხე, რომ თურქეთის მსგავსად, ჩვენს შემთხვევაშიც წლობით დაგვიანდეს ევროკავშირის პრივილეგიებით სარგებლობა?

- იმედი ვიქონიოთ, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ გამორიცხული არ არის. მარგველაშვილის ფანტაზიებზე არ არის აგებული დიდი პოლიტიკა. მარგველაშვილმა "ევრონიუსის" კორესპონდენტი გააოცა პირდაპირ, როდესაც უთხრა, ევროპასთანაც მოვახერხებთ კარგ ურთიერთობას, ნატოშიც შევალთ და რუსეთთანაც ვიმეგობრებთო. ერთი, ამიხსენით, როგორ მოახერხებთ ამასო. მარგველაშვილმაკი უპასუხა: - აბა, თქვენ ამიხსენით, რატომ ვერ მოვახერხებთო. პოლიტიკა უფრო სასტიკია, ვიდრე მარგველაშვილის ფანტაზია. ერთია ფილოსოფია და სულ სხვაა საერთაშორისო ურთიერთობები.

ევროპა რომ სჯობს რუსეთს, ამაზე კამათი სისულელეა. მაგრამ ევროპაში შესვლა დროს და რესურსს მოითხოვს და ამაშია საქმე. მოლდოვის მსგავსად, ჩვენ ალბათ მივიღებთ 500 მილიონ ევრომდე დახმარებას, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია რეფორმებისთვის.

- დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როცა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დრო დაუდგება საქართველოს, უნდა ველოდეთ თუ არა მოვლენების უკრაინული სცენარით განვითარებას?

- ჩვენდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ გვაქვს ისეთი ძლიერი ეკონომიკა, როგორიც აქვს უკრაინას, რომლისთვისაც რუსეთის გაზის გადაკეტვა დამღუპველია. თუმცა, ასოცირების ხელშეკრულება თქვენ რა გგონიათ, 28 წევრმა სახელმწიფოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს პარაფირება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ნებაზე. ასევეა შემდეგ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც.

თუ მომავალ ოქტომბრამდე რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია რაღაც ზღაპრული რაოდენობით შევიდა და რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ონკანის გადაკეტვა და პროდუქციის შეტანის აკრძალვა აუტანლად მტკივნეული იქნება ქართული ეკონომიკისთვის, ამას გააკეთებს, რასაკვირველია. მაგრამ, ჯერჯერობით, საკითხი ასე არ დგას და არ მგონია, რუსეთმა ამ ეტაპზე აამოქმედოს თავისი ბერკეტები. რუსეთი უფრო მოიცდის და გააქტიურდება, როდესაც საქართველო ევროპის გზას დაადგება და საშინაო დავალებებს შეასრულებს.

იხილეთ ვრცლად

tspress.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა