სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსი, სისხლი და მისტიკა - ქართველი ახალგაზრდების ამერიკული არჩევანი
სექსი, სისხლი და მისტიკა - ქართველი ახალგაზრდების ამერიკული არჩევანი

სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში ცხოვ­რობს სულ მცი­რე ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ რე­ლაქ­სა­ცი­ის­თვის ტე­ლე­სე­რი­ალს უყუ­რებს.

ბევ­რი და­ი­წე­რა, რომ სე­რი­ა­ლი ტვი­ნის ჰე­მოს­ფე­როს ფი­ტავს, პრი­მი­ტი­უ­ლი სცე­ნა­რი ადა­მი­ანს რე­ა­ლო­ბის­გან წყვეტს და სხვა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­ლე­სე­რი­ა­ლებს თა­ვი­სი ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მა­ინც ჰყავს.

ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს ძი­რი­თა­დად და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან ტე­ლე­სე­რი­ა­ლებს სთა­ვა­ზო­ბენ, რო­მე­ლიც ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კუ­ლი, ან ბრა­ზი­ლი­უ­რია - ხალ­ხს ამ სე­რი­ა­ლებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ის აღი­ზი­ა­ნებს, რომ სცე­ნა­რი ხში­რად არა­რე­ა­ლუ­რია, ან უინ­ტე­რე­სო. თუმ­ცა, დღეს ტენ­დენ­ცია შე­იც­ვა­ლა და მექ­სი­კუ­რი სე­რი­ა­ლე­ბის ნაც­ვლად, თურ­ქუ­ლი ჭარ­ბობს. რო­მელ არხზეც უნდა გა­დარ­თოთ, ეკ­რა­ნი­დან თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბი გვი­ღი­მი­ან. თურ­ქმა მა­მა­კა­ცებ­მა ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის გული და­ი­პყრეს. ეზე­ლის, სა­ვა­ში­სა თუ ონუ­რის პერ­სო­ნა­ჟებს სუს­ტი სქე­სის ბევ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეტ­რფის.

მექ­სი­კურ, ბრა­ზი­ლი­ურ თუ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს ძი­რი­თა­დად 40 წლის ზე­მოთ ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი უყუ­რე­ბენ; რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­გაზ­რდებს - ისი­ნი უპი­რა­ტე­სო­ბას ამე­რი­კულ ტე­ლე­სე­რი­ა­ლებს ანი­ჭე­ბენ, რო­მელ­თაც მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა და უამ­რა­ვი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო ხვდათ წი­ლად. მა­გა­ლი­თად: "ნი­კი­ტა", "სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი", "ალფი", "ექი­მი ჰა­უ­სი", "მენ­ტა­ლის­ტი", "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში", "სა­სო­წარ­კვე­თი­ლი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი", "სას­წრა­ფო", "გრე­ის ანა­ტო­მია", "გაქ­ცე­ვა", "და­კარ­გუ­ლე­ბი" და სხვა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ამე­რი­კულ­მა სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტე­ლე­სე­რი­ალ­მა "და­კარ­გუ­ლე­ბი", რო­მელ­მაც მრა­ვალ ტი­ტულ­თან ერ­თად, "ემის" პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო მი­ი­ღო, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ეკ­რანს მი­ა­ჯაჭ­ვა. "და­კარ­გუ­ლებ­სა" და "გაქ­ცე­ვას" თით­ქმის ყვე­ლა ასა­კის მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავ­და.

ვი­ნა­ი­დან სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ა­ლე­ბი აღარ არის, ისი­ნი ტე­ლე­სე­რი­ა­ლებს ინ­ტერ­ნეტ­ში უყუ­რე­ბენ.

ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლე­ბია:

1. "ამე­რი­კუ­ლი ის­ტო­რია სა­ში­ნე­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ" (American Horror Story) - სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რი.

2. "მო­სი­ა­რუ­ლე მკვდრე­ბი" (The Walking Dead) - სა­ში­ნე­ლე­ბა­თა და დრა­მა.

3. "სამ­შობ­ლო" (Homeland) - პო­ლი­ტი­კუ­რი თრი­ლე­რი.

4. "სა­ტახ­ტო­თა თა­მა­ში (Game of Thrones) - ფენ­ტე­ზი.

5. "დექ­სტე­რი" (Dexter) - კრი­მი­ნა­ლუ­რი დრა­მა, სა­ში­ნე­ლე­ბა, თრი­ლე­რი

6. "სკან­და­ლი" (Scandal) - პო­ლი­ტი­კუ­რი თრი­ლე­რი.

7. "თა­ნა­მედ­რო­ვე ოჯა­ხი" (Modern Family) - კო­მე­დია.

8. "თეთ­რი სა­ყე­ლო" (White Collar) - დრა­მა.

9. "დიდი აფეთ­ქე­ბის თე­ო­რია" (The big bang theory) - კო­მე­დია.

რაც შე­ე­ხე­ბათ თი­ნე­ი­ჯე­რებს, ისი­ნი ინ­ტერ­ნეტ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად უყუ­რე­ბენ:

1. "ვამ­პი­რის დღი­უ­რე­ბი" (The Vampire Diaries) - თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი დრა­მა, სა­ში­ნე­ლე­ბა­თა, ფენ­ტე­ზი, რო­მან­ტი­უ­ლი.

2. "გრე­ის ანა­ტო­მია" (Grey’s Anatomy) - სა­მე­დი­ცი­ნო დრა­მა.

3. "რო­გორ გა­ვი­ცა­ნი დე­და­შე­ნი (How I Met Your Mother) - კო­მე­დია, რო­მან­ტი­კუ­ლი.

4. "ისა­რი" (Arrow) - დრა­მა, მძაფრ­სი­უ­ჯე­ტი­ა­ნი, მის­ტი­კა, დე­ტექ­ტი­ვი.

5. "ნამ­დვი­ლი სის­ხლი" (True Blood) - ფენ­ტე­ზი, დრა­მა, სა­ში­ნე­ლე­ბა, შავი კო­მე­დია.

ეკა­ტე­რი­ნე ცი­ცხვა­ია, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "დრა­კო­ნე­ბის შიშ­ვე­ლი დე­დო­ფა­ლი" - "სა­მე­ფო კა­რის" ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი გმი­რი (+13 ფოტო)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

სექსი, სისხლი და მისტიკა - ქართველი ახალგაზრდების ამერიკული არჩევანი

სექსი, სისხლი და მისტიკა - ქართველი ახალგაზრდების ამერიკული არჩევანი

საქართველოში თითქმის ყველა ოჯახში ცხოვრობს სულ მცირე ორი ადამიანი, რომელიც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ რელაქსაციისთვის ტელესერიალს უყურებს.

ბევრი დაიწერა, რომ სერიალი ტვინის ჰემოსფეროს ფიტავს, პრიმიტიული სცენარი ადამიანს რეალობისგან წყვეტს და სხვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოში ტელესერიალებს თავისი ერთგული მაყურებელი მაინც ჰყავს.

ქართველ მაყურებელს ძირითადად დაბალბიუჯეტიან ტელესერიალებს სთავაზობენ, რომელიც ლათინოამერიკული, ან ბრაზილიურია - ხალხს ამ სერიალებში ყველაზე მეტად ის აღიზიანებს, რომ სცენარი ხშირად არარეალურია, ან უინტერესო. თუმცა, დღეს ტენდენცია შეიცვალა და მექსიკური სერიალების ნაცვლად, თურქული ჭარბობს. რომელ არხზეც უნდა გადართოთ, ეკრანიდან თურქული სერიალის გმირები გვიღიმიან. თურქმა მამაკაცებმა ქართველი ქალების გული დაიპყრეს. ეზელის, სავაშისა თუ ონურის პერსონაჟებს სუსტი სქესის ბევრი წარმომადგენელი ეტრფის.

მექსიკურ, ბრაზილიურ თუ თურქულ სერიალებს ძირითადად 40 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები უყურებენ; რაც შეეხება ახალგაზრდებს - ისინი უპირატესობას ამერიკულ ტელესერიალებს ანიჭებენ, რომელთაც მსოფლიო პოპულარობა და უამრავი პრესტიჟული ჯილდო ხვდათ წილად. მაგალითად: "ნიკიტა", "საიდუმლო მასალები", "ალფი", "ექიმი ჰაუსი", "მენტალისტი", "სექსი დიდ ქალაქში", "სასოწარკვეთილი დიასახლისები", "სასწრაფო", "გრეის ანატომია", "გაქცევა", "დაკარგულები" და სხვა.

შეიძლება ითქვას, ამერიკულმა სათავგადასავლო ტელესერიალმა "დაკარგულები", რომელმაც მრავალ ტიტულთან ერთად, "ემის" პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ქართველი მაყურებელი ეკრანს მიაჯაჭვა. "დაკარგულებსა" და "გაქცევას" თითქმის ყველა ასაკის მაყურებელი ჰყავდა.

ვინაიდან სატელევიზიო სივრცეში ახალგაზრდებისთვის საინტერესო სერიალები აღარ არის, ისინი ტელესერიალებს ინტერნეტში უყურებენ.

ქართველი ახალგაზრდების საყვარელი სერიალებია:

1. "ამერიკული ისტორია საშინელებათა შესახებ" (American Horror Story) - საშინელებათა ჟანრი.

2. "მოსიარულე მკვდრები" (The Walking Dead) - საშინელებათა და დრამა.

3. "სამშობლო" (Homeland) - პოლიტიკური თრილერი.

4. "სატახტოთა თამაში (Game of Thrones) - ფენტეზი.

5. "დექსტერი" (Dexter) - კრიმინალური დრამა, საშინელება, თრილერი

6. "სკანდალი" (Scandal) - პოლიტიკური თრილერი.

7. "თანამედროვე ოჯახი" (Modern Family) - კომედია.

8. "თეთრი საყელო" (White Collar) - დრამა.

9. "დიდი აფეთქების თეორია" (The big bang theory) - კომედია.

რაც შეეხებათ თინეიჯერებს, ისინი ინტერნეტში ყველაზე ხშირად უყურებენ:

1. "ვამპირის დღიურები" (The Vampire Diaries) - თინეიჯერული დრამა, საშინელებათა, ფენტეზი, რომანტიული.

2. "გრეის ანატომია" (Grey’s Anatomy) - სამედიცინო დრამა.

3. "როგორ გავიცანი დედაშენი (How I Met Your Mother) - კომედია, რომანტიკული.

4. "ისარი" (Arrow) - დრამა, მძაფრსიუჯეტიანი, მისტიკა, დეტექტივი.

5. "ნამდვილი სისხლი" (True Blood) - ფენტეზი, დრამა, საშინელება, შავი კომედია.

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: "დრაკონების შიშველი დედოფალი" - "სამეფო კარის" ყველაზე სექსუალური გმირი (+13 ფოტო)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება