პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა ელიზბარი: საქართველოში "დიდი სომხეთის" გეგმის განხორციელება იწყება
მამა ელიზბარი: საქართველოში "დიდი სომხეთის" გეგმის განხორციელება იწყება

ვისი და­ვა­ლე­ბით ჩა­ტარ­და "დე­ზინ­ფექ­ცი­ის პრო­ტეს­ტი" სა­პატ­რი­არ­ქოს­თან? რა გეგ­მას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ერ­თობ­ლი­ვად "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი"? რა საფრ­თხეს უქ­მნის ჩვენს რე­ლი­გი­ას და ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბა?

"ალი­ას" ესა­უბ­რე­ბა წმინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის დი­ა­კო­ნი, მამა ელიზ­ბარ დი­ა­კო­ნი­ძე:

- თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლი ჩემი ქვეყ­ნის­თვის. სა­ერ­თოდ, მი­ლი­ონ­ჯერ ით­ქვა და მე, პი­რა­დად, ყბა მომ­ძვრა, რომ იტყვი­ან, იმის ქა­და­გე­ბით, რომ "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" და­არ­სე­ბი­დან დღე­ვან­დლამ­დე არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ. "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ბრა­ლია, რომ დღე­საც კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­ში ვართ სა­ტა­ნის მიმ­დევ­რებ­თან, იგი­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ" ხრო­ვას­თან, ამას ხაზს ვუს­ვამ თეა თუთ­ბე­რი­ძი­სა და ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის გა­სა­გონ­რად, რომ­ლის ქმარ­საც ახლა გა­მო­იყ­ვა­ნენ და ალ­ბათ, აას­რუ­ლებს თა­ვის მუ­ქა­რას. დღეს (ჩა­წე­რი­ლია 4 დე­კემ­ბერს. - თ.ო.), მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ა­პე­ლა­ცი­ომ გა­ა­მარ­თლა ახა­ლა­ია და რა­ტომ არ გა­ა­მარ­თლებ­და იმ ფონ­ზე, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა? იან­ვარ­ში და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­თან რომ ვი­ყა­ვით შეხ­ვედ­რა­ზე "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა", პრე­ზი­დენ­ტის გაგ­დე­ბა რომ გვინ­დო­და, იქ უსუ­ფაშ­ვილ­მა თქვა ასე­თი რამ: "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ახლა ვა­მარ­ცხებ­თო და გვე­ლი რომ ბო­ლოს კუდს მო­იქ­ნევს, ისე არ გა­მოგ­ვი­ვი­დე­სო. ჩემი აზ­რით, ამ დროს მტე­რი უნდა მო­ახ­რჩო ბო­ლომ­დე, და რა გა­მო­ვი­და? ჯერ ერთი წლით გა­უ­ხან­გრძლი­ვეს დრო პრე­ზი­დენტს და ახლა ერთი წლით უხან­გრძლი­ვე­ბენ "ნა­ცებს" მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს? თუ გინ­დათ მათ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, გა­დაჰ­ყო­ლი­ხართ გიგი უგუ­ლა­ვას ჯო­ჯო­ხეთ­ში," მე არ მინ­და. თუ ასე გაგ­რძელ­და, მი­ვი­ღებთ ორ­ჯერ უა­რეს უკ­რა­ი­ნა­სა და სერ­ბეთს. კი არ გა­ში­ნებთ, არა­მედ უნდა მო­ვემ­ზა­დოთ ამის­თვის.

მო­დით, ახლა გან­ვი­ხი­ლოთ ეკ­ლე­სი­ის როლი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. გა­ვიხ­სე­ნოთ მისი უწ­მინ­დე­სო­ბის გა­მოთ­ქმუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ტეს­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გა­დად­გმუ­ლი რო­მე­ლი­მე ნა­ბი­ჯის მი­მართ. ეკ­ლე­სი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან არ გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი­ყო სხვა რე­ლი­გი­ე­ბი, გა­ი­გო ვინ­მემ? ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში, "ხუ­დო­ნ­ჰეს­თან" და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბა აცხა­დებ­და, პატ­რი­არ­ქიც კი შეგ­ვი­წუ­ხეს თხოვ­ნი­თო. რას ნიშ­ნავ­და ეს სი­ტყვა? რას და ილაქ­ლა­ქე, რამ­დე­ნიც გინ­და, ჩვენ ჩვენ­სას გა­ვა­კე­თებთ, აი, ამას ნიშ­ნავს. იმ კაცს და­ვემ­სგავ­სეთ, მა­გი­დის ქვეშ რომ იმა­ლე­ბა გა­ლახ­ვის ში­შით და აქე­დან გა­მო­მიშ­ვი, თო­რემ გაგ­ლა­ხავ­თო, რომ ყვი­რის. და რა­ტომ გვჯე­რა, რომ მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ნათ­ქვამს ამ­ჟა­მად ვინ­მე ყუ­რად იღებს?

- რა­ტომ გგო­ნი­ათ ასე, ეგე­ბა სხვა­ნა­ი­რად შეტ­რი­ალ­დეს სი­ტუ­ა­ცია?

- ახლა გე­ტყვით, რა­ტომ ვარ ამა­ში და­ეჭ­ვე­ბუ­ლი. სა­ა­კაშ­ვი­ლი ევ­რო­კაშ­ვი­რის ასამ­ბლე­ას ვიცე-სპი­კე­რი რომ იყო, თუ გახ­სოვთ, რას მო­ა­წე­რა ხელი? მა­შინ არ იყო გა­და­წყვე­ტი­ლი რე­ლი­გი­ა­თა გა­თა­ნაბ­რე­ბა? იქ სხვა რა­მე­ე­ბიც იყო ჩა­მოთ­ვლი­ლი პუნ­ქტ-პუნ­ქტად: იქ იყო რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ენე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, რო­მელ­საც მა­ნამ­დე სჭირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­ნო­მი­ე­ბად დაშ­ლა. არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ამას ვერ შეძ­ლე­ბენ და აი, ეს ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი კი ამის­თვის ამ­ზა­დებს სი­ტუ­ა­ცი­ას. ახლა უნდა შეს­რულ­დეს ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც თა­ვის დრო­ზე აი­ღეს ამათ და (ხმას უწევს, აღელ­ვე­ბუ­ლი) იქ დიდი ფუ­ლია და­ხარ­ჯუ­ლი ჩვე­ნი მტრე­ბის­გან და ჩვე­ნი მტე­რი მე­ზობ­ლე­ბის­გან! არ მე­ში­ნია ამ სი­ტყვე­ბის ხმა­მაღ­ლა თქმა. მე არც ქსე­ნო­ფი­ლი ვარ და არც არ­მე­ნო­ფო­ბი, "დიდი სომ­ხე­თის" გეგ­მა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბით. ამას ვა­ცხა­დებ ხმა­მაღ­ლა და პა­სუხს ვა­გებ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე, მაგ­რამ ამა­თი დამ­პა­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე კი არა, ახა­ლა­ი­ას გა­რეთ რომ გა­მო­მიშ­ვებს! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბად და­ყო­ფა? მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ას რა­ტომ და­უ­ჯე­რებს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­მა­მად შე­მო­უბ­რუნ­დე­ბა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იგი­ვე ეკ­ლე­სი­ას და ეტყვის: კაცო, შენ­გან არ ვის­წავ­ლეთ ეს? და შენ არ იყა­ვი, რა­ი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით რომ დაჰ­ყა­ვი ეპარ­ქი­ე­ბი და რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი და ეპის­კო­პო­სი ერთ რან­გში რომ გა­იყ­ვა­ნე? გე­ტყვი­ან და მარ­თა­ლი არ იქ­ნე­ბი­ან? რად­გა­ნაც ახ­ლა­ხან სი­ნოდ­ზე კი­დევ და­ი­მა­ტეს ეპარ­ქი­ე­ბი.

- ამ და­ნა­წევ­რე­ბას კი­დევ ახა­ლი და­ნა­წევ­რე­ბა უნ­დო­და?

- გაბ­რაზ­და მა­ვა­ნი, მე თუ ვარ ახალ­ცი­ხის მიტ­რო­პო­ლი­ტი და ტაო-კლარ­ჯე­თი კი მქვია, მაგ­რამ ეგ "ტაო" კი­დევ გაღ­მაა თურ­ქეთ­ში და რუის-ურ­ბნი­სის მიტ­რო­პო­ლიტს რა­ტომ უნდა ჰქონ­დეს სამი უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რი­აო, ჩემ­ზე "ზდა­რო­ვი" რომ არის და ჩემ­ზე კარ­გი ტანი რომ აქ­ვსო? ად­გნენ და ამა­საც გა­უყ­ვეს ეპარ­ქია, ვერ უვ­ლიო. არა­და, თუ ვინ­მე ვერ უვ­ლის ეპარ­ქი­ებს, ესაა კომ­პაქ­ტუ­რად არა­ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ეპარ­ქი­ე­ბი, გარ­და ბოლ­ნი­სის ეპარ­ქი­ი­სა, სა­დაც მე­უ­ფე ეფ­რე­მი მშვე­ნივ­რად უძღვე­ბა საქ­მეს. ეკ­ლე­სი­ას ვე­ტყვი ასეთ რა­მეს, არ უნდა მოს­თხო­ვო სხვას ის, რა­საც თა­ვად აკე­თებ. ქვე­ყა­ნა და­ვა­ნა­წევ­რეთ ეპარ­ქი­ე­ბად, დავ­ყა­ვით სამ­თავ­რო­ე­ბად და ახლა ვამ­ბობთ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი არ და­ა­ნა­წევ­როთ-თქო? რა ამ­ბა­ვია 45 ეპარ­ქია სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- აქ­ცია ჩა­ა­ტა­რეს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან... დე­ზინ­ფექ­ცია მარ­თლა გა­სა­კე­თე­ბე­ლია?

- ოღონდ არა მაზ­მა­ნი­ა­ნი­სა და მის ხრო­ვის მიერ (ნელ-ნელა უწევს ხმას)! ყო­ფილ სტი­ქა­როს­ნებს, გიგი უგუ­ლა­ვა­სა და სუ­ბე­ლი­ანს მინ­და ვკი­თხო, ეს და­მი­წე­რეთ აუ­ცი­ლებ­ლად, ეგე­ბა ეს ნა­წე­რი სა­ხე­ში მი­ა­თხლი­შოს ვინ­მემ მა­გათ (ყვი­რის): ამ მაზ­მა­ნი­ანს რომ აყა­ყა­ნებთ ეკ­ლე­სი­ას­თან, აღა­რა­ფე­რი სიწ­მინ­დე არ დარ­ჩა თქვენ­ში, თქვე მა­თხოვ­რე­ბო? მაზ­მა­ნი­ა­ნის გა­საწ­მენ­დია ეკ­ლე­სია? მა­გან უნდა მი­ას­ხას დე­ზა­დო­რი და ქლო­რი პატ­რი­არ­ქს ფე­ხებ­ში? ქა­თამ­მა? მარა, ეტყო­ბა, ბა­ტე­ბი ვართ და ის ქა­თა­მი ვაჟ­კა­ცობს იქაც. ჩვენ რომ სწო­რე­ბა ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ზე გვაქვს, ესაა და­ღუპ­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის. გა­იხ­სე­ნეთ, ევ­რო­პა ვის ერ­ქვა?

- ზევ­სის ცოლს, რო­მე­ლიც მე­ლა­ზე იყო ამ­ხედ­რე­ბუ­ლი, ასე მახ­სოვს.

- სწო­რად გახ­სოვთ. მელა ცბი­ე­რე­ბაა, ხმელ­თა­შუა ზღვა არ ჰგავს მე­ლას კონ­ტუ­რით? ევ­რო­პა არის მე­ო­რე ბა­ბი­ლო­ნი და მალე...

- ჩვენც იქა ვართ?

- (პირ­ჯვარს იწერს) ღმერ­თო, და­მი­ფა­რე. ამი­ტომ მე არ ვარ ევ­რო­პე­ლი. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო რომ შუა ევ­რო­პა­ში იყოს მოქ­ცე­უ­ლი ლუქ­სემ­ბურ­გის ად­გი­ლას, მე, პი­რა­დად, არ მინ­და ასე­თი ევ­რო­პე­ლო­ბა. ვი­საც გნე­ბავთ, მიბ­რძან­დით, ღმერ­თმა ხელი მო­გი­მარ­თოთ. მაგ­რამ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ღმერ­თი ხელს არა­ვის უმარ­თავს. რა გინ­დათ, იმ ხალ­ხთან, რომ­ლე­ბიც სახ­ლში "ელ­გე­ბე­ტეს" გიმ­რავ­ლებს? გინ­და მარ­გვე­ლაშ­ვილს, გინ­და ბაქ­რა­ძეს, იგი­ვე უგუ­ლა­ვას, გინ­და მე, ჩემს თავ­საც ვე­კი­თხე­ბი, სახ­ლში შვი­ლე­ბი რომ გვყავს, გვინ­და ეს? მა­შინ ჯერ ჩვენს ოჯა­ხებ­ში მი­ვიყ­ვა­ნოთ სი­ძე­ე­ბად და რძლე­ბად ეს ხალ­ხი, მერე მო­ვუ­წო­დოთ სხვას, თუ კაია, ჯერ ესე­ნი და­ვა­ბათ სახ­ლში და მერე და­ვი­ჯე­რებ, რომ კაია. შენი პი­რა­დი მა­გა­ლი­თით არ უნდა ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლო მეც? ისე, მალე ასეც იზა­მენ, სულ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში. ბესო რომ კე­სოდ გა­და­კეთ­და, იმის სი­ტყვე­ბი გახ­სოვთ? კად­რე­ბი ამო­ი­ღეთ და ნა­ხეთ.

- მე მაგ არ­სე­ბას არ ვუს­მენ და რას ამ­ბობს?

- ჟურ­ნა­ლის­ტი შე­ე­კი­თხა, შვილს რას ეტყვი, გა­ჩე­ნას რომ და­უ­პი­რებ: კაცი ვი­ყა­ვი და ქა­ლად გა­დავ­კეთ­დიო? და იმან უპა­სუ­ხა, ჩემი შვი­ლი რომ გაჩ­ნდე­ბა, და ექ­ვსი წლის რომ იქ­ნე­ბაო, "ელ­გე­ბე­ტეს" ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­ცი­რე­სო­ბა­ში აღარ იქ­ნე­ბა და ეგე­ბა, თქვენ აღ­მოჩ­ნდეთ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში, ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლე­ბიო. ქარ­თვე­ლებს კარ­გი არა­კი გვაქვს, კაცს რომ ცხე­ნი მოჰ­პა­რეს და მეფე რომ ეკი­თხე­ბა, რამ და­გა­ძი­ნაო, ის პა­სუ­ხობს, მე მე­გო­ნა, შენ იყა­ვი ფხიზ­ლა­დო. ამას ორი მო­რა­ლი აქვს - სულ სხვის იმე­დად რო­გორ უნდა ვი­ყოთ? სულ სხვას რო­გორ უნდა მივ­ჩე­რე­ბო­დეთ: შე­ვარ­დნა­ძეს, სა­ა­კაშ­ვილს, ახლა ბი­ძი­ნას, ახლა იმას, ახლა ამას... შენ უნდა იყო ფხიზ­ლად და აფხიზ­ლო ისიც. თო­რემ შენ რომ წა­უ­ძი­ნებ, იმა­საც მთქნა­რე­ბა მო­ე­რე­ვა. მე­ო­რე მო­მენ­ტი: ჯერ მეფე არ გყავს და ვინც გვყავს, ისი­ნი მთქნა­რე­ბით სკდე­ბი­ან. შენ გინ­და სა­ტა­ნას­თან კო­ჰა­ბი­ტა­ცია? იყა­ვი! "ტუდა ტებე ი და­რო­გა!" მაგ­რამ ერის გამ­კვირ­ვე­ბია, თუ დავ­რჩით ერი, თუმ­ცა, ჭა­ბუ­ა­სი არ იყოს, ჩვენ ყო­ფი­ლი ერი ვართ. არ­ჩევ­ნე­ბის წინ გახ­სოვთ, რომ გი­თხა­რით, ხმას არ ამო­ვი­ღებ-მეთ­ქი? მა­სეც ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ მერე დავ­ფიქ­რდი, ჩემს შვი­ლებს ვის ვუ­ტო­ვებ? ჩემი ბი­ჭე­ბი რომ გა­და­ვარ­ჩი­ნო, სხვე­ბი? ხვალ "ელ­გე­ბე­ტე" რძა­ლი რომ მო­მი­ვა სახ­ლში, გვინ­და-არ გვინ­და (ყვი­რის)? ევ­რო­კავ­ში­რის წინ მე­ლა­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ქა­ლის ძეგლი დგას, ხალ­ხო! ვინც ხართ ნამ­ყო­ფი და ვინც არა, წა­დით და ნა­ხეთ. ივა­ნიშ­ვი­ლით მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა გა­ი­ძა­ხის, ამას ევ­რო­პა არ გვა­პა­ტი­ებ­სო. ნუ გვა­პა­ტი­ებს! ჩეჩ­ნე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ: სამ­ჯერ ეომ­ნენ რუ­სე­ბი ჩეჩ­ნებს, ბრძო­ლა მო­ი­გეს, მაგ­რამ ომი წა­ა­გეს.

- ჩეჩ­ნე­ბიც ამო­წყდნენ მერე...

- სა­ლა­ფავ­ზე მიბ­მას ეგრე არ სჯო­ბია? და რას ნიშ­ნავს, "სჯობს სი­ცო­ცხლე­სა ნაძ­რახ­სა, სიკ­ვდი­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი"? ჩვენ რომ ერი ვართ, იმას მკვდა­რი ჩე­ჩე­ნი არ სჯო­ბია? გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე ყვე­ლას ერ­თად არ გვჯო­ბია, ვინც აქ ვართ? გა­მო­ვი­დეთ და არ გა­ვა­ტა­რე­ბი­ნოთ ამ პარ­ტი­ებს ეს თა­ვი­სი! ერთი კარ­გი ტერ­მი­ნი უნდა და­ვამ­კვიდ­რო, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" ხომ არი­ან? კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას და­ვარ­ქმევ­დი "ნაც­რეს". ჩვენ გა­მო­ვე­დით "ნას­რეს"-ი და ნა­უ­ბე­დუ­რა­ლი. არაა ასე?

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მამა ელიზბარი: საქართველოში "დიდი სომხეთის" გეგმის განხორციელება იწყება

მამა ელიზბარი: საქართველოში "დიდი სომხეთის" გეგმის განხორციელება იწყება

ვისი დავალებით ჩატარდა "დეზინფექციის პროტესტი" საპატრიარქოსთან? რა გეგმას ახორციელებენ ერთობლივად "რესპუბლიკელები" და "ნაციონალები"? რა საფრთხეს უქმნის ჩვენს რელიგიას და ქართულ ტრადიციებს ევროპასთან დაახლოება?

"ალიას" ესაუბრება წმინდა სამების სახელობის ტაძრის დიაკონი, მამა ელიზბარ დიაკონიძე:

- თვითმმართველობის კანონპროექტი არის ძალიან სერიოზული სკანდალი ჩემი ქვეყნისთვის. საერთოდ, მილიონჯერ ითქვა და მე, პირადად, ყბა მომძვრა, რომ იტყვიან, იმის ქადაგებით, რომ "რესპუბლიკურ პარტიას" დაარსებიდან დღევანდლამდე არაფერი გაუკეთებია საქართველოს სასარგებლოდ. "რესპუბლიკური პარტიის" ბრალია, რომ დღესაც კოჰაბიტაციაში ვართ სატანის მიმდევრებთან, იგივე "ნაციონალურ" ხროვასთან, ამას ხაზს ვუსვამ თეა თუთბერიძისა და ანი ნადარეიშვილის გასაგონრად, რომლის ქმარსაც ახლა გამოიყვანენ და ალბათ, აასრულებს თავის მუქარას. დღეს (ჩაწერილია 4 დეკემბერს. - თ.ო.), მოგეხსენებათ, სააპელაციომ გაამართლა ახალაია და რატომ არ გაამართლებდა იმ ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება? იანვარში დავით უსუფაშვილთან რომ ვიყავით შეხვედრაზე "ერთსულოვნება", პრეზიდენტის გაგდება რომ გვინდოდა, იქ უსუფაშვილმა თქვა ასეთი რამ: "ნაციონალებს" ახლა ვამარცხებთო და გველი რომ ბოლოს კუდს მოიქნევს, ისე არ გამოგვივიდესო. ჩემი აზრით, ამ დროს მტერი უნდა მოახრჩო ბოლომდე, და რა გამოვიდა? ჯერ ერთი წლით გაუხანგრძლივეს დრო პრეზიდენტს და ახლა ერთი წლით უხანგრძლივებენ "ნაცებს" მუნიციპალიტეტს? თუ გინდათ მათთან თანაცხოვრება, გადაჰყოლიხართ გიგი უგულავას ჯოჯოხეთში," მე არ მინდა. თუ ასე გაგრძელდა, მივიღებთ ორჯერ უარეს უკრაინასა და სერბეთს. კი არ გაშინებთ, არამედ უნდა მოვემზადოთ ამისთვის.

მოდით, ახლა განვიხილოთ ეკლესიის როლი ამ სიტუაციაში. გავიხსენოთ მისი უწმინდესობის გამოთქმული ნებისმიერი პროტესტი ხელისუფლებისგან გადადგმული რომელიმე ნაბიჯის მიმართ. ეკლესიამ განაცხადა, რომ მართლმადიდებლობასთან არ გაიგივებულიყო სხვა რელიგიები, გაიგო ვინმემ? ახალი ხელისუფლების ხელში, "ხუდონჰესთან" დაკავშირებით მთავრობა აცხადებდა, პატრიარქიც კი შეგვიწუხეს თხოვნითო. რას ნიშნავდა ეს სიტყვა? რას და ილაქლაქე, რამდენიც გინდა, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ, აი, ამას ნიშნავს. იმ კაცს დავემსგავსეთ, მაგიდის ქვეშ რომ იმალება გალახვის შიშით და აქედან გამომიშვი, თორემ გაგლახავთო, რომ ყვირის. და რატომ გვჯერა, რომ მისი უწმინდესობის ნათქვამს ამჟამად ვინმე ყურად იღებს?

- რატომ გგონიათ ასე, ეგება სხვანაირად შეტრიალდეს სიტუაცია?

- ახლა გეტყვით, რატომ ვარ ამაში დაეჭვებული. სააკაშვილი ევროკაშვირის ასამბლეას ვიცე-სპიკერი რომ იყო, თუ გახსოვთ, რას მოაწერა ხელი? მაშინ არ იყო გადაწყვეტილი რელიგიათა გათანაბრება? იქ სხვა რამეებიც იყო ჩამოთვლილი პუნქტ-პუნქტად: იქ იყო რეგიონალური ენების შესახებ კანონი, რომელსაც მანამდე სჭირდებოდა საქართველოს ავტონომიებად დაშლა. არსებული კანონმდებლობით, ამას ვერ შეძლებენ და აი, ეს ახალი კანონპროექტი კი ამისთვის ამზადებს სიტუაციას. ახლა უნდა შესრულდეს ის ვალდებულებები, რაც თავის დროზე აიღეს ამათ და (ხმას უწევს, აღელვებული) იქ დიდი ფულია დახარჯული ჩვენი მტრებისგან და ჩვენი მტერი მეზობლებისგან! არ მეშინია ამ სიტყვების ხმამაღლა თქმა. მე არც ქსენოფილი ვარ და არც არმენოფობი, "დიდი სომხეთის" გეგმა უნდა განხორციელდეს "რესპუბლიკელებისა" და "ნაციონალების" კოჰაბიტაციის ხელშეწყობით. ამას ვაცხადებ ხმამაღლა და პასუხს ვაგებ სასამართლოს წინაშე, მაგრამ ამათი დამპალი სასამართლოს წინაშე კი არა, ახალაიას გარეთ რომ გამომიშვებს! როგორ შეიძლება მთელი ქვეყნის მუნიციპალიტეტებად დაყოფა? მაგრამ ეკლესიას რატომ დაუჯერებს დღევანდელი ხელისუფლება თამამად შემოუბრუნდება ეს ხელისუფლება იგივე ეკლესიას და ეტყვის: კაცო, შენგან არ ვისწავლეთ ეს? და შენ არ იყავი, რაიონების მიხედვით რომ დაჰყავი ეპარქიები და რაიკომის მდივანი და ეპისკოპოსი ერთ რანგში რომ გაიყვანე? გეტყვიან და მართალი არ იქნებიან? რადგანაც ახლახან სინოდზე კიდევ დაიმატეს ეპარქიები.

- ამ დანაწევრებას კიდევ ახალი დანაწევრება უნდოდა?

- გაბრაზდა მავანი, მე თუ ვარ ახალციხის მიტროპოლიტი და ტაო-კლარჯეთი კი მქვია, მაგრამ ეგ "ტაო" კიდევ გაღმაა თურქეთში და რუის-ურბნისის მიტროპოლიტს რატომ უნდა ჰქონდეს სამი უზარმაზარი ტერიტორიაო, ჩემზე "ზდაროვი" რომ არის და ჩემზე კარგი ტანი რომ აქვსო? ადგნენ და ამასაც გაუყვეს ეპარქია, ვერ უვლიო. არადა, თუ ვინმე ვერ უვლის ეპარქიებს, ესაა კომპაქტურად არაქართული მოსახლეობით დასახლებული ეპარქიები, გარდა ბოლნისის ეპარქიისა, სადაც მეუფე ეფრემი მშვენივრად უძღვება საქმეს. ეკლესიას ვეტყვი ასეთ რამეს, არ უნდა მოსთხოვო სხვას ის, რასაც თავად აკეთებ. ქვეყანა დავანაწევრეთ ეპარქიებად, დავყავით სამთავროებად და ახლა ვამბობთ, მუნიციპალიტეტები არ დაანაწევროთ-თქო? რა ამბავია 45 ეპარქია საქართველოში?

- აქცია ჩაატარეს საპატრიარქოსთან... დეზინფექცია მართლა გასაკეთებელია?

- ოღონდ არა მაზმანიანისა და მის ხროვის მიერ (ნელ-ნელა უწევს ხმას)! ყოფილ სტიქაროსნებს, გიგი უგულავასა და სუბელიანს მინდა ვკითხო, ეს დამიწერეთ აუცილებლად, ეგება ეს ნაწერი სახეში მიათხლიშოს ვინმემ მაგათ (ყვირის): ამ მაზმანიანს რომ აყაყანებთ ეკლესიასთან, აღარაფერი სიწმინდე არ დარჩა თქვენში, თქვე მათხოვრებო? მაზმანიანის გასაწმენდია ეკლესია? მაგან უნდა მიასხას დეზადორი და ქლორი პატრიარქს ფეხებში? ქათამმა? მარა, ეტყობა, ბატები ვართ და ის ქათამი ვაჟკაცობს იქაც. ჩვენ რომ სწორება ამერიკასა და ევროპაზე გვაქვს, ესაა დაღუპვა ჩვენი ქვეყნის. გაიხსენეთ, ევროპა ვის ერქვა?

- ზევსის ცოლს, რომელიც მელაზე იყო ამხედრებული, ასე მახსოვს.

- სწორად გახსოვთ. მელა ცბიერებაა, ხმელთაშუა ზღვა არ ჰგავს მელას კონტურით? ევროპა არის მეორე ბაბილონი და მალე...

- ჩვენც იქა ვართ?

- (პირჯვარს იწერს) ღმერთო, დამიფარე. ამიტომ მე არ ვარ ევროპელი. მთელი საქართველო რომ შუა ევროპაში იყოს მოქცეული ლუქსემბურგის ადგილას, მე, პირადად, არ მინდა ასეთი ევროპელობა. ვისაც გნებავთ, მიბრძანდით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მაგრამ ასეთ სიტუაციაში ღმერთი ხელს არავის უმართავს. რა გინდათ, იმ ხალხთან, რომლებიც სახლში "ელგებეტეს" გიმრავლებს? გინდა მარგველაშვილს, გინდა ბაქრაძეს, იგივე უგულავას, გინდა მე, ჩემს თავსაც ვეკითხები, სახლში შვილები რომ გვყავს, გვინდა ეს? მაშინ ჯერ ჩვენს ოჯახებში მივიყვანოთ სიძეებად და რძლებად ეს ხალხი, მერე მოვუწოდოთ სხვას, თუ კაია, ჯერ ესენი დავაბათ სახლში და მერე დავიჯერებ, რომ კაია. შენი პირადი მაგალითით არ უნდა ვიხელმძღვანელო მეც? ისე, მალე ასეც იზამენ, სულ უახლოეს პერიოდში. ბესო რომ კესოდ გადაკეთდა, იმის სიტყვები გახსოვთ? კადრები ამოიღეთ და ნახეთ.

- მე მაგ არსებას არ ვუსმენ და რას ამბობს?

- ჟურნალისტი შეეკითხა, შვილს რას ეტყვი, გაჩენას რომ დაუპირებ: კაცი ვიყავი და ქალად გადავკეთდიო? და იმან უპასუხა, ჩემი შვილი რომ გაჩნდება, და ექვსი წლის რომ იქნებაო, "ელგებეტეს" ხალხი საქართველოში უმცირესობაში აღარ იქნება და ეგება, თქვენ აღმოჩნდეთ უმცირესობაში, ჰეტეროსექსუალებიო. ქართველებს კარგი არაკი გვაქვს, კაცს რომ ცხენი მოჰპარეს და მეფე რომ ეკითხება, რამ დაგაძინაო, ის პასუხობს, მე მეგონა, შენ იყავი ფხიზლადო. ამას ორი მორალი აქვს - სულ სხვის იმედად როგორ უნდა ვიყოთ? სულ სხვას როგორ უნდა მივჩერებოდეთ: შევარდნაძეს, სააკაშვილს, ახლა ბიძინას, ახლა იმას, ახლა ამას... შენ უნდა იყო ფხიზლად და აფხიზლო ისიც. თორემ შენ რომ წაუძინებ, იმასაც მთქნარება მოერევა. მეორე მომენტი: ჯერ მეფე არ გყავს და ვინც გვყავს, ისინი მთქნარებით სკდებიან. შენ გინდა სატანასთან კოჰაბიტაცია? იყავი! "ტუდა ტებე ი დაროგა!" მაგრამ ერის გამკვირვებია, თუ დავრჩით ერი, თუმცა, ჭაბუასი არ იყოს, ჩვენ ყოფილი ერი ვართ. არჩევნების წინ გახსოვთ, რომ გითხარით, ხმას არ ამოვიღებ-მეთქი? მასეც ვფიქრობდი, მაგრამ მერე დავფიქრდი, ჩემს შვილებს ვის ვუტოვებ? ჩემი ბიჭები რომ გადავარჩინო, სხვები? ხვალ "ელგებეტე" რძალი რომ მომივა სახლში, გვინდა-არ გვინდა (ყვირის)? ევროკავშირის წინ მელაზე ამხედრებული ქალის ძეგლი დგას, ხალხო! ვინც ხართ ნამყოფი და ვინც არა, წადით და ნახეთ. ივანიშვილით მოყოლებული, ყველა გაიძახის, ამას ევროპა არ გვაპატიებსო. ნუ გვაპატიებს! ჩეჩნები გავიხსენოთ: სამჯერ ეომნენ რუსები ჩეჩნებს, ბრძოლა მოიგეს, მაგრამ ომი წააგეს.

- ჩეჩნებიც ამოწყდნენ მერე...

- სალაფავზე მიბმას ეგრე არ სჯობია? და რას ნიშნავს, "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი"? ჩვენ რომ ერი ვართ, იმას მკვდარი ჩეჩენი არ სჯობია? გიორგი ანწუხელიძე ყველას ერთად არ გვჯობია, ვინც აქ ვართ? გამოვიდეთ და არ გავატარებინოთ ამ პარტიებს ეს თავისი! ერთი კარგი ტერმინი უნდა დავამკვიდრო, "ნაციონალები" და "რესპუბლიკელები" ხომ არიან? კოჰაბიტაციას დავარქმევდი "ნაცრეს". ჩვენ გამოვედით "ნასრეს"-ი და ნაუბედურალი. არაა ასე?

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია