კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" 9 კითხვა დავით ნარმანიას
"ნაციონალების" 9 კითხვა დავით ნარმანიას

თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნისტრს 9 კი­თხვით მი­მარ­თავს. პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ეს კი­თხვე­ბი და­ა­სა­ხე­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ და­ვით ნარ­მა­ნია ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს გას­ცემს, გა­მოჩ­ნდე­ბა რამ­დე­ნად აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი ნება გა­ა­ტა­როს გა­აზ­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მა.

"დღეს ჩვენ მივ­მარ­თავთ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნისტრს და­ვით ნარ­მა­ნი­ას. მისი უწყე­ბა არის ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში და­ვი­ნა­ხავთ რამ­დე­ნად აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნება, რომ გა­ა­ტა­როს გა­აზ­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მა და მო­მა­ვალ წელს ჩა­ა­ტა­როს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი. ეს კი­თხვე­ბია:

1. რო­დის ტარ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი.

2. რო­მელ ქა­ლა­ქებ­ში ვირ­ჩევთ მერ­სა და გამ­გე­ბელს პირ­და­პი­რი არ­ჩე­ვის წე­სით.

3. რამ­დე­ნი და რო­მე­ლი ახა­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი შე­იქ­მნე­ბა.

4. რო­გო­რი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით ტარ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი რა­ი­ო­ნებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში.

5. რო­გო­რი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით აირ­ჩე­ვა დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო.

6: რა იც­ვლე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბის წეს­ში.

7. რამ­დე­ნად გაზ­რდის დად­გე­მი­ლი რე­ფორ­მა სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯებს.

8. იგეგ­მე­ბა თუ არა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მე­ო­რე დო­ნის შექ­მნა.

9. რა­ტომ არ გა­კეთ­და წელს ამომ­რჩე­ველ­თა ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი რე­გის­ტრა­ცია და მო­ეს­წრე­ბა თუ არა ამის გა­კე­თე­ბა და­გეგ­მი­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე?", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ლა­მენ­ტში შე­ტა­ნი­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სი ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას აჩენს.

"უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი. პარ­ლა­მენ­ტში შე­მო­ტა­ნი­ლია ახა­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას ტო­ვებს პა­სუ­ხგა­უ­ცე­მელს. მე მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მთავ­რო­ბა რო­გორც სხვა არა­ერთ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და, ამ შემ­თხვე­ვა­შიც მიზ­ნად არ ისა­ხავს მო­ა­წყოს შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი ამ კა­ნო­ნის გან­ხილ­ვის თვალ­საზ­რი­სით და ცდი­ლობს ეს კა­ნო­ნიც გა­ი­ტა­ნოს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით. ჩვენ ვთვლით, რომ აქ მთა­ვა­რი არ არის ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, თუმ­ცა ბევ­რი შე­ნიშ­ვნე­ბი გვაქვს ამას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მთა­ვა­რი არის ის, თუ რამ­დე­ნად აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რომ ეს პრო­ცე­სი იყოს გამჭვირ­ვა­ლე და ეს რე­ფორ­მა გა­ტარ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლად", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"ნაციონალების" 9 კითხვა დავით ნარმანიას

"ნაციონალების" 9 კითხვა დავით ნარმანიას

თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს 9 კითხვით მიმართავს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეს კითხვები დაასახელა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ დავით ნარმანია ამ კითხვებზე პასუხებს გასცემს, გამოჩნდება რამდენად აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება გაატაროს გააზრებული რეფორმა.

"დღეს ჩვენ მივმართავთ რეგიონული განვითარების მინისტრს დავით ნარმანიას. მისი უწყება არის ამ კანონპროექტის ავტორი და ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემთხვევაში დავინახავთ რამდენად აქვს ხელისუფლებას ნება, რომ გაატაროს გააზრებული რეფორმა და მომავალ წელს ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს კითხვებია:

1. როდის ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

2. რომელ ქალაქებში ვირჩევთ მერსა და გამგებელს პირდაპირი არჩევის წესით.

3. რამდენი და რომელი ახალი მუნიციპალიტეტები შეიქმნება.

4. როგორი საარჩევნო სისტემით ტარდება არჩევნები რაიონებსა და ქალაქებში.

5. როგორი საარჩევნო სისტემით აირჩევა დედაქალაქის საკრებულო.

6: რა იცვლება თვითმმართველობის დაფინანსების წესში.

7. რამდენად გაზრდის დადგემილი რეფორმა სახელმწიფო ხარჯებს.

8. იგეგმება თუ არა თვითმმართველობის მეორე დონის შექმნა.

9. რატომ არ გაკეთდა წელს ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაცია და მოესწრება თუ არა ამის გაკეთება დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებამდე?", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში შეტანილი თვითმმართველობის კოდექსი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.

"უახლოეს მომავალში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პროცესი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარლამენტში შემოტანილია ახალი თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას ტოვებს პასუხგაუცემელს. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა როგორც სხვა არაერთ კანონპროექტთან დაკავშირებით მოხდა, ამ შემთხვევაშიც მიზნად არ ისახავს მოაწყოს შედეგზე ორიენტირებული შეხვედრები ამ კანონის განხილვის თვალსაზრისით და ცდილობს ეს კანონიც გაიტანოს დაჩქარებული წესით. ჩვენ ვთვლით, რომ აქ მთავარი არ არის ტექნიკური საკითხები, თუმცა ბევრი შენიშვნები გვაქვს ამასთან მიმართებაში. მთავარი არის ის, თუ რამდენად აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და ეს რეფორმა გატარდეს გააზრებულად", - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა