საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისური ვენდეტის თავისებურებანი ანუ ქურდული კვალი "სადახლოს საქმეში"
თბილისური ვენდეტის თავისებურებანი ანუ ქურდული კვალი "სადახლოს საქმეში"

25 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია - სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე სრო­ლა ატყდა. სა­ვა­რა­უ­დოდ, სო­მეხ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა ცე­ცხლი ქარ­თველ კო­ლე­გებს გა­უხ­სნე­სო. მე­დია მსხვერ­პლზეც მი­ა­ნიშ­ნებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ სა­დახ­ლოს სა­ბა­ჟო-გამ­შვებ პუნ­ქტზე მარ­თლაც ის­რო­ლეს, თუმ­ცა მე­სა­ზღვრე­ე­ბი არა­ფერ შუ­ა­ში იყ­ვნენ, საქ­მე თბი­ლი­სურ ვენ­დე­ტას­თან გვქონ­და...

25 ნო­ემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე, სა­დახ­ლოს სა­სა­ზღვრო პუნ­ქტთან მან­ქა­ნა გა­ჩერ­და. რო­გორც კი მგზავ­რე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­ვიდ­ნენ, მათ გვერ­დში ორი მან­ქა­ნა ამო­უდ­გა და ცე­ცხლი გახ­სნეს. 21 წლის გი­ორ­გი ფი­რა­ლიშ­ვილს ტყვია გულ­ში მოხ­ვდა და იქვე გარ­და­იც­ვა­ლა. მუ­ცელ­ში დაჭ­რილ­მა მე­რაბ კა­ლან­და­ძემ ჩა­ი­მუხ­ლა. მომ­ხდუ­რებ­მა ალ­ბათ იფიქ­რეს, ია­რა­ღის ამო­ღე­ბას აპი­რებ­სო და მან­ქა­ნა და­ა­ჯა­ხეს. კა­ლან­და­ძე ჰა­ერ­ში ავარ­და და თა­ვით და­ე­ნარ­ცხა მი­წას. და­იჭ­რა მე­სა­მე - დი­ლარ მუ­კბა­ნი­ა­ნიც. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა გაქ­ცე­ვა და­ა­პი­რეს. დიდი სიჩ­ქა­რით მი­მა­ვა­ლი მათი ერთი მან­ქა­ნა ბოძს და­ე­ჯა­ხა. პო­ლი­ცი­ამ მგზავ­რე­ბი მა­შინ­ვე და­ა­კა­ვა. ამო­ი­ღეს მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი - "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ექ­ვსნი იყ­ვნენ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მარ­ნე­უ­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გზა­ში მე­რაბ კა­ლან­და­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, დი­ლარ მუ­კბა­ნი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა დღემ­დე ძა­ლი­ან მძი­მეა.

რო­გორც გა­ირ­კვა, ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ვა­კე­ში, მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე (მე­ო­რე ვერ­სი­ით - აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, ბარ "მი­სონ­ში") და­ი­წყო. რამ­დე­ნი­მე პირი ერ­თმა­ნეთს შე­ე­კა­მა­თა (ჩხუ­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნობ­დნენ). შეხ­ლა-შე­მოხ­ლა იმით დამ­თავ­რდა, რომ ერ­თმა მხა­რემ (გი­ორ­გი ფი­რა­ლიშ­ვი­ლი და დი­ლარ მუ­კბა­ნი­ა­ნი) ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სრო­ლა ატე­ხა, ჩხუ­ბის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე და­იჭ­რა და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია (სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ დარ­ჩა პო­ლი­ცი­ას შე­უმ­ჩნე­ვე­ლი ვა­კე­ში ატე­ხი­ლი სრო­ლა?). სა­ვა­რა­უ­დო შუ­რის­ძი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, გი­ორ­გი ფი­რა­ლიშ­ვი­ლის მა­მამ (ნუგ­ზარ ფი­რა­ლიშ­ვი­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეა) სთხო­ვა მე­გო­ბარს, მე­რაბ კა­ლან­და­ძეს, "შა­რის ასა­რი­დებ­ლად მისი შვი­ლი და დი­ლარ მუ­კბა­ნი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ეყ­ვა­ნა - მე რომ წა­ვიყ­ვა­ნო, მე­ო­რე მხა­რე აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებ­სო, თუმ­ცა მო­ქიშ­პე­ებ­მა მა­ინც გა­ი­გეს და სა­დახ­ლო­ში მი­ე­წივ­ნენ გაქ­ცე­უ­ლებს. რო­გორც ჩანს, მე­რაბ კა­ლან­და­ძე შემ­თხვე­ვი­თი მსხვერ­პლია და თავ­დამ­სხმე­ლებ­მა არ იცოდ­ნენ, ვინ იყო ის. მე­რაბ კა­ლან­და­ძე ადრე ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ცი­ის ბუ­ნებ­რი­ვი თხე­ვა­დი გა­ზი­სა და მა­გის­ტრა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­და. ის "ავ­ტო­გა­ზი­სა" და "რუს­თავ­გა­ზის""ერთ-ერთი მე­სა­კუთ­რე იყო, მისი ბიზ­ნე­სი 2009 წელს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა.

შემ­დეგ, 15-მდე თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად, დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ქრთა­მის აღე­ბა­ზე და­ი­ჭი­რეს, დიდი ფუ­ლიც წა­არ­თვეს, ხოლო მისი ბიზ­ნე­სი დათო ბეჟუ­აშ­ვილს გა­და­ა­ბა­რეს. ცი­ხე­ში სამი წელი გა­ა­ტა­რა და თე­ბერ­ვალ­ში ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლდა. საქ­მის მცოდ­ნე­ნი ამ­ბო­ბენ, კა­ლან­და­ძე, რო­მე­ლიც უამ­რავ გა­ჭირ­ვე­ბულს ეხ­მა­რე­ბო­და, მე­გობ­რობ­და ბევრ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან", მათ შო­რის ძმებ შუ­შა­ნაშ­ვი­ლებ­თან, უფრო ადრე - შაქ­რო კა­ლა­შოვ­თან. კა­ლან­და­ძე ვა­კე­ში, ფი­რა­ლიშ­ვი­ლე­ბის მე­ზობ­ლად, სა­ცხოვ­რებ­ლად ახა­ლი გა­და­სუ­ლი იყო, დი­ლარ მუ­კბა­ნი­ა­ნი კი ავ­ლაბ­რე­ლია.

გა­მო­ძი­ე­ბა დღემ­დე არ ახ­მა­უ­რებს და­კა­ვე­ბულ­თა ვი­ნა­ო­ბას. ცნო­ბი­ლია, რომ მათ უკვე შე­ე­ფარ­დათ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა.

ერთი ვერ­სი­ით, სა­დახ­ლო­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ნო­დარ დო­ბორჯგი­ნი­ძე (სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის ახ­სოვს რამ­დე­ნი­მე წლის წინ კლუბ "სე­ნატ­ში" მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტით, სა­დაც კონ­ფლიქ­ტის დროს და­ინ­ვა­ლიდ­და უდა­ნა­შა­უ­ლო ახალ­გაზ­რდა, მახ­ვი­ლა­ძე. დო­ბორჯგი­ნი­ძე, თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მა­შინ­ვე და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა სა­ეჭ­ვოდ მა­ლე­ვე გა­მო­უშ­ვეს (საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით). მა­შინ ამ­ბობ­დნენ, დო­ბორჯგი­ნი­ძეს ყო­ფი­ლი მხედ­რი­ო­ნე­ლი, "ზონ­დერე­ბის შეფი" გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი მფარ­ვე­ლობ­სო... სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლო­ბა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ა­ნი - სწო­რედ მისი ძმა დაჭ­რეს ვა­კე­ში მომ­ხდარ ჩხუბ­ში. ავ­ლაბ­რელ ძმებ ნა­ვე­რი­ა­ნებს "ტყუ­პე­ბის" სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ ქა­ლაქ­ში. ამ­ბო­ბენ, გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ა­ნია ვენ­დე­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი და და­ნა­შა­ულ­საც თვი­თონ აი­ღებს თა­ვის თავ­ზეო.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

თბილისური ვენდეტის თავისებურებანი ანუ ქურდული კვალი "სადახლოს საქმეში"

თბილისური ვენდეტის თავისებურებანი ანუ ქურდული კვალი "სადახლოს საქმეში"

25 ნოემბერს, საღამოს, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია - საქართველო-სომხეთის საზღვარზე სროლა ატყდა. სავარაუდოდ, სომეხმა მესაზღვრეებმა ცეცხლი ქართველ კოლეგებს გაუხსნესო. მედია მსხვერპლზეც მიანიშნებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მართლაც ისროლეს, თუმცა მესაზღვრეები არაფერ შუაში იყვნენ, საქმე თბილისურ ვენდეტასთან გვქონდა...

25 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, სადახლოს სასაზღვრო პუნქტთან მანქანა გაჩერდა. როგორც კი მგზავრები ავტომობილიდან გადმოვიდნენ, მათ გვერდში ორი მანქანა ამოუდგა და ცეცხლი გახსნეს. 21 წლის გიორგი ფირალიშვილს ტყვია გულში მოხვდა და იქვე გარდაიცვალა. მუცელში დაჭრილმა მერაბ კალანდაძემ ჩაიმუხლა. მომხდურებმა ალბათ იფიქრეს, იარაღის ამოღებას აპირებსო და მანქანა დააჯახეს. კალანდაძე ჰაერში ავარდა და თავით დაენარცხა მიწას. დაიჭრა მესამე - დილარ მუკბანიანიც. თავდამსხმელებმა გაქცევა დააპირეს. დიდი სიჩქარით მიმავალი მათი ერთი მანქანა ბოძს დაეჯახა. პოლიციამ მგზავრები მაშინვე დააკავა. ამოიღეს მკვლელობის იარაღი - "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი. თავდამსხმელები ექვსნი იყვნენ. დაზარალებულები მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გზაში მერაბ კალანდაძე გარდაიცვალა, დილარ მუკბანიანის მდგომარეობა დღემდე ძალიან მძიმეა.

როგორც გაირკვა, ყველაფერი რამდენიმე დღით ადრე ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე (მეორე ვერსიით - აბაშიძის ქუჩაზე, ბარ "მისონში") დაიწყო. რამდენიმე პირი ერთმანეთს შეეკამათა (ჩხუბის მონაწილეები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ). შეხლა-შემოხლა იმით დამთავრდა, რომ ერთმა მხარემ (გიორგი ფირალიშვილი და დილარ მუკბანიანი) ცეცხლსასროლი იარაღით სროლა ატეხა, ჩხუბის რამდენიმე მონაწილე დაიჭრა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კონფლიქტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია (საინტერესოა, რატომ დარჩა პოლიციას შეუმჩნეველი ვაკეში ატეხილი სროლა?). სავარაუდო შურისძიების თავიდან ასაცილებლად, გიორგი ფირალიშვილის მამამ (ნუგზარ ფირალიშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსის მოადგილეა) სთხოვა მეგობარს, მერაბ კალანდაძეს, “შარის ასარიდებლად მისი შვილი და დილარ მუკბანიანი საქართველოდან გაეყვანა - მე რომ წავიყვანო, მეორე მხარე აუცილებლად გაიგებსო, თუმცა მოქიშპეებმა მაინც გაიგეს და სადახლოში მიეწივნენ გაქცეულებს. როგორც ჩანს, მერაბ კალანდაძე შემთხვევითი მსხვერპლია და თავდამსხმელებმა არ იცოდნენ, ვინ იყო ის. მერაბ კალანდაძე ადრე ეკონომიკის სამინისტროში სახელმწიფო ინსპექციის ბუნებრივი თხევადი გაზისა და მაგისტრალური სისტემების ზედამხედველობის სამმართველოში მუშაობდა. ის "ავტოგაზისა" და "რუსთავგაზის"”ერთ-ერთი მესაკუთრე იყო, მისი ბიზნესი 2009 წელს "ნაციონალების" ყურადღების ცენტრში მოექცა.

შემდეგ, 15-მდე თანამშრომელთან ერთად, დიდი რაოდენობის ქრთამის აღებაზე დაიჭირეს, დიდი ფულიც წაართვეს, ხოლო მისი ბიზნესი დათო ბეჟუაშვილს გადააბარეს. ციხეში სამი წელი გაატარა და თებერვალში ამნისტიით გათავისუფლდა. საქმის მცოდნენი ამბობენ, კალანდაძე, რომელიც უამრავ გაჭირვებულს ეხმარებოდა, მეგობრობდა ბევრ "კანონიერ ქურდთან", მათ შორის ძმებ შუშანაშვილებთან, უფრო ადრე - შაქრო კალაშოვთან. კალანდაძე ვაკეში, ფირალიშვილების მეზობლად, საცხოვრებლად ახალი გადასული იყო, დილარ მუკბანიანი კი ავლაბრელია.

გამოძიება დღემდე არ ახმაურებს დაკავებულთა ვინაობას. ცნობილია, რომ მათ უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა.

ერთი ვერსიით, სადახლოში მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობდა ნოდარ დობორჯგინიძე (საზოგადოებას ის ახსოვს რამდენიმე წლის წინ კლუბ "სენატში" მომხდარი ინციდენტით, სადაც კონფლიქტის დროს დაინვალიდდა უდანაშაულო ახალგაზრდა, მახვილაძე. დობორჯგინიძე, თავის მეგობრებთან ერთად, მაშინვე დააკავეს, თუმცა საეჭვოდ მალევე გამოუშვეს (საპროცესო შეთანხმებით). მაშინ ამბობდნენ, დობორჯგინიძეს ყოფილი მხედრიონელი, "ზონდერების შეფი" გიორგი უდესიანი მფარველობსო... სავარაუდოდ, მკვლელობაში ასევე მონაწილეობდა გიორგი ნავერიანი - სწორედ მისი ძმა დაჭრეს ვაკეში მომხდარ ჩხუბში. ავლაბრელ ძმებ ნავერიანებს "ტყუპების" სახელით იცნობენ ქალაქში. ამბობენ, გიორგი ნავერიანია ვენდეტის ინიციატორი და დანაშაულსაც თვითონ აიღებს თავის თავზეო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ