მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუკი კოშკელიშვილი საახალწლოდ შეყვარებულს ნატრობს
	 ნუკი კოშკელიშვილი საახალწლოდ შეყვარებულს ნატრობს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი ახა­ლი სე­ზო­ნი­დან "კო­მე­დი არხზე" გა­მოჩ­ნდა, სა­დაც შა­ბათ-კვი­რას გა­და­ცე­მა "ფე­ის­ნუ­კის" უძღვე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად ითა­მა­შა ორ ფილმში - "გივი" და "მის­ტერ ძიძა" , მა­ნამ­დე კი იყო ფო­ტო­სე­სია, რო­მელ­საც ნუ­კიმ ერო­ტი­კუ­ლი უწო­და. ერთი სი­ტყვით, სი­ახ­ლე­ე­ბი ბევ­რია ტე­ლე­წამ­ყვან­თან, რა­ზეც დღეს თა­ვად ისა­უბ­რებს.

- ნუკი, ახა­ლი სე­ზო­ნი­დან "კო­მე­დი არხზე" გა­და­ბარ­გდი. სხვა არ­ხე­ბი­დან არ გქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!? კო­მე­დია შენი ჟან­რი არ უნდა იყოს...

- ეს არის სწო­რედ სა­ინ­ტე­რე­სო, რომ იმ ჟანრ­ში ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ახა­ლია. რომ გი­თხრა, სხვა არ­ხე­ბი­დან კარს მიმ­ტვრევ­დნენ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებ. ეს არის არხი, სა­დაც არ არის პო­ლი­ტი­კა, მძი­მე თე­მე­ბი, ინ­ფორ­მა­ცია. ამ ჟანრ­ში არ მი­მუ­შა­ვია, თუ არ ჩავ­თვლით "შუა ქა­ლაქს" , სა­დაც თა­ვად არა­ფერს ვწერ­დი, მხო­ლოდ და­წე­რილს ვთა­მა­შობ­დი. ამი­ტომ ვი­ფიქ­რე, ცდად ღირ­და. რამ­დე­ნად გა­მომ­დის, ეს მა­ყუ­რებ­ლის შე­სა­ფა­სე­ბე­ლია. ძა­ლი­ან რთუ­ლი ჟან­რია, მა­ყუ­რებ­ლის ატი­რე­ბა ბევ­რად ად­ვი­ლია, ვიდ­რე გა­ცი­ნე­ბა. დღე­საც ძა­ლი­ან მი­ჭირს. ჩემი გა­და­ცე­მა შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თო­ბი უფ­როა, ვიდ­რე კო­მე­დი­უ­რი. მყავს სტუმ­რე­ბი, ვირ­ჩევთ თე­მას, რო­მე­ლიც სტუმ­რის­თვის უცხოა და სწო­რედ ამ თე­მა­ზე ვე­სა­უბ­რე­ბი. არ ვი­ცით, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი მშე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ან რო­გორ წერს მე­სიჯს ტე­ლე­ფონ­ში ეთერ კა­კუ­ლია. ეს იყო ჩემს გა­და­ცე­მა­ში. ჩვენს გა­და­ცე­მა­ში შე­გიძ­ლია, უპა­სუ­ხო მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს. მოკ­ლედ, სტუმ­რებს მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტს ვუქ­მნით, ამი­ტომ პირ­და­პირ ეთერ­ში ვერ ვართ. ვა­მონ­ტა­ჟებთ გა­და­ცე­მას და ისე ვუშ­ვებთ ეთერ­ში, ზოგ­ჯერ ისე­თი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა კადრს მიღ­მა...

- დუტა სხირტლა­ძემ გა­და­გი­ღო თა­ვის სრულ­მეტ­რა­ჟი­ან კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ფილმში "გივი" . რო­გო­რი იყო ამ ფილმზე მუ­შა­ო­ბა, ვინ არის შენი პერ­სო­ნა­ჟი?

- მე ვარ ლა­რი­სა.

- ივა­ნოვ­ნა?

- არა, არც ივა­ნოვ­ნა ვარ და არც გი­ვია ის ტი­პა­ჟი, ჩვენ რომ ვიც­ნობთ ერთ-ერთი ფილ­მი­დან ფრა­ზით- "ჩვენ ვართ, გივი" . აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფილ­მია, კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის. ვთა­მა­შობთ მე, დუტა სხირტლა­ძე, ქე­თა­თო, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი, სა­მო­რი ბალ­დე, ზუკა პა­პუ­აშ­ვი­ლი, ნატო ება­ნო­ი­ძე... მე ვარ უკ­რა­ი­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, დამ­ლა­გე­ბე­ლი, წარ­მო­მავ­ლო­ბით უკ­რა­ი­ნის ღრმა სოფ­ლი­დან და მაქვს რო­მა­ნი მთა­ვარ გმირ­თან, ოჯა­ხის უფ­როს­თან, ზუკა პა­პუ­აშ­ვილ­თან. ფილ­მი ასე იწყე­ბა. ჩემს რჩე­ულს ვე­უბ­ნე­ბი, რომ ვთხოვ­დე­ბი. ასე რომ, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სცე­ნე­ბის იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ (იცი­ნის), ბავ­შვებ­მაც თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა უყუ­რონ ფილ­მს.

- დუ­ტას­თან მუ­შა­ო­ბა რო­გო­რი იყო?

- ძი­რი­თა­დად, რე­ჟი­სო­რე­ბი მკაც­რე­ბი არი­ან, "მე ვარ რე­ჟი­სო­რი და და­მე­მორ­ჩი­ლე" სჭირთ. დუ­ტას ეს არ ახა­სი­ა­თებს. მსა­ხი­ო­ბებს სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის, ტექ­სტის გა­და­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. უსაყ­ვარ­ლე­სია, დუტა არას­დროს ჩხუ­ბობს. მას­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია. თა­ვად მსა­ხი­ო­ბია და ამი­ტომ ჩვე­ნი კარ­გად ეს­მო­და.

- სად იყო გა­და­ღე­ბე­ბი?

- მთე­ლი მოქ­მე­დე­ბა სახ­ლში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს არის მთა­ვა­რი გმი­რის ერთი დღე. ასე­თი "სან­ტა ბარ­ბა­რა" არ მი­ნა­ხავს. სულ დი­ნა­მი­კაა. მთე­ლი ფილ­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა პერ­სო­ნა­ჟი და­კა­ვე­ბუ­ლია, მთა­ვარ გმირს სა­ში­ნე­ლე­ბებს ვუ­კე­თებთ.

- "მის­ტერ ძი­ძა­შიც" მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა...

- ეს ფილ­მი "კო­მე­დი ჯგუ­ფის" ბი­ჭებ­მა გა­და­ი­ღეს. აქ ძა­ლი­ან პა­ტა­რა როლი მაქვს, და­ნახ­ვა­საც რომ ვერ მო­ას­წრებ ჩემ­სას, ისე­თი (იცი­ნის), მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ პა­ტა­რა რო­ლე­ბი არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბო­ბენ პა­ტა­რა მსა­ხი­ო­ბე­ბი. ორი­ვე როლი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. დუ­ტა­მაც და "კო­მე­დი ჯგუ­ფის" ბი­ჭებ­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს, მა­ყუ­რებ­ლის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ფილმში "გივი" ხომ გგო­ნია, რომ ვარ ლა­მაზ­მა­ნი, მოკ­ლე­კა­ბი­ა­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი ქალი? არა! კი ვარ მოკ­ლე კა­ბით, მაგ­რამ ვარ მსუ­ქა­ნი სოფ­ლე­ლი ქალი და არა­ნა­ი­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­ტი­ვი არ მა­მოძ­რა­ვებს.

"მის­ტერ ძი­ძა­ში" "ნაშა" არის მიშა ან­დღუ­ლა­ძე, მე ვარ "ან­ტი­ნა­შა" , რო­კე­რი გოთი, შავი ტან­საც­მლით, ლა­ქით, ვკლავ კა­ტებს და რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბებს ვა­კე­თებ. ვერც გა­ი­გებ, გოგო ვარ თუ ბიჭი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ნუკი კოშკელიშვილი საახალწლოდ შეყვარებულს ნატრობს

	 ნუკი კოშკელიშვილი საახალწლოდ შეყვარებულს ნატრობს

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ახალი სეზონიდან ''კომედი არხზე'' გამოჩნდა, სადაც შაბათ-კვირას გადაცემა ''ფეისნუკის'' უძღვება. პარალელურად ითამაშა ორ ფილმში - ''გივი'' და ''მისტერ ძიძა'' , მანამდე კი იყო ფოტოსესია, რომელსაც ნუკიმ ეროტიკული უწოდა. ერთი სიტყვით, სიახლეები ბევრია ტელეწამყვანთან, რაზეც დღეს თავად ისაუბრებს.

- ნუკი, ახალი სეზონიდან ''კომედი არხზე'' გადაბარგდი. სხვა არხებიდან არ გქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!? კომედია შენი ჟანრი არ უნდა იყოს...

- ეს არის სწორედ საინტერესო, რომ იმ ჟანრში ვმუშაობ, რომელიც ჩემთვის ახალია. რომ გითხრა, სხვა არხებიდან კარს მიმტვრევდნენ-მეთქი, მოგატყუებ. ეს არის არხი, სადაც არ არის პოლიტიკა, მძიმე თემები, ინფორმაცია. ამ ჟანრში არ მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით ''შუა ქალაქს'' , სადაც თავად არაფერს ვწერდი, მხოლოდ დაწერილს ვთამაშობდი. ამიტომ ვიფიქრე, ცდად ღირდა. რამდენად გამომდის, ეს მაყურებლის შესაფასებელია. ძალიან რთული ჟანრია, მაყურებლის ატირება ბევრად ადვილია, ვიდრე გაცინება. დღესაც ძალიან მიჭირს. ჩემი გადაცემა შემეცნებით-გასართობი უფროა, ვიდრე კომედიური. მყავს სტუმრები, ვირჩევთ თემას, რომელიც სტუმრისთვის უცხოა და სწორედ ამ თემაზე ვესაუბრები. არ ვიცით, მაგალითად, როგორი მშენებელი იქნებოდა რომელიმე ცნობილი ჟურნალისტი, ან როგორ წერს მესიჯს ტელეფონში ეთერ კაკულია. ეს იყო ჩემს გადაცემაში. ჩვენს გადაცემაში შეგიძლია, უპასუხო მობილურ ტელეფონს. მოკლედ, სტუმრებს მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით, ამიტომ პირდაპირ ეთერში ვერ ვართ. ვამონტაჟებთ გადაცემას და ისე ვუშვებთ ეთერში, ზოგჯერ ისეთი რაღაცები ხდება კადრს მიღმა...

- დუტა სხირტლაძემ გადაგიღო თავის სრულმეტრაჟიან კომედიური ჟანრის ფილმში ''გივი'' . როგორი იყო ამ ფილმზე მუშაობა, ვინ არის შენი პერსონაჟი?

- მე ვარ ლარისა.

- ივანოვნა?

- არა, არც ივანოვნა ვარ და არც გივია ის ტიპაჟი, ჩვენ რომ ვიცნობთ ერთ-ერთი ფილმიდან ფრაზით- ''ჩვენ ვართ, გივი'' . აბსოლუტურად განსხვავებული ფილმია, კომედიური ჟანრის. ვთამაშობთ მე, დუტა სხირტლაძე, ქეთათო, რუსკა მაყაშვილი, ნინუცა მაყაშვილი, სამორი ბალდე, ზუკა პაპუაშვილი, ნატო ებანოიძე... მე ვარ უკრაინელი ქალბატონი, დამლაგებელი, წარმომავლობით უკრაინის ღრმა სოფლიდან და მაქვს რომანი მთავარ გმირთან, ოჯახის უფროსთან, ზუკა პაპუაშვილთან. ფილმი ასე იწყება. ჩემს რჩეულს ვეუბნები, რომ ვთხოვდები. ასე რომ, სასიყვარულო სცენების იმედი ნუ გექნებათ (იცინის), ბავშვებმაც თამამად შეიძლება უყურონ ფილმს.

- დუტასთან მუშაობა როგორი იყო?

- ძირითადად, რეჟისორები მკაცრები არიან, ''მე ვარ რეჟისორი და დამემორჩილე'' სჭირთ. დუტას ეს არ ახასიათებს. მსახიობებს სრულ თავისუფლებასა და ინტერპრეტაციის, ტექსტის გადაკეთების საშუალებას აძლევს. უსაყვარლესია, დუტა არასდროს ჩხუბობს. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. თავად მსახიობია და ამიტომ ჩვენი კარგად ესმოდა.

- სად იყო გადაღებები?

- მთელი მოქმედება სახლში მიმდინარეობს. ეს არის მთავარი გმირის ერთი დღე. ასეთი ''სანტა ბარბარა'' არ მინახავს. სულ დინამიკაა. მთელი ფილმის განმავლობაში ყველა პერსონაჟი დაკავებულია, მთავარ გმირს საშინელებებს ვუკეთებთ.

- ''მისტერ ძიძაშიც'' მიიღე მონაწილეობა...

- ეს ფილმი ''კომედი ჯგუფის'' ბიჭებმა გადაიღეს. აქ ძალიან პატარა როლი მაქვს, დანახვასაც რომ ვერ მოასწრებ ჩემსას, ისეთი (იცინის), მაგრამ მიმაჩნია, რომ პატარა როლები არ არსებობს, არსებობენ პატარა მსახიობები. ორივე როლი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. დუტამაც და ''კომედი ჯგუფის'' ბიჭებმაც საშუალება მომცეს, მაყურებლისთვის აბსოლუტურად განსხვავებული ვყოფილიყავი. ფილმში ''გივი'' ხომ გგონია, რომ ვარ ლამაზმანი, მოკლეკაბიანი უკრაინელი ქალი? არა! კი ვარ მოკლე კაბით, მაგრამ ვარ მსუქანი სოფლელი ქალი და არანაირი სექსუალური მოტივი არ მამოძრავებს.

''მისტერ ძიძაში'' ''ნაშა'' არის მიშა ანდღულაძე, მე ვარ ''ანტინაშა'' , როკერი გოთი, შავი ტანსაცმლით, ლაქით, ვკლავ კატებს და რაღაც საშინელებებს ვაკეთებ. ვერც გაიგებ, გოგო ვარ თუ ბიჭი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება