საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰიუ ჰეფნერის 22 წლის ვაჟი მამის კვალს გაჰყვა
ჰიუ ჰეფნერის 22 წლის ვაჟი მამის კვალს გაჰყვა

ჰიუ ჰეფ­ნე­რის 22 წლის ვაჟი კუ­პერ ჰეფ­ნე­რი, მი­უ­ხე­და­ვად ახალ­გაზ­რდა ასა­კი­სა, მა­მის და­არ­სე­ბუ­ლი Playboy-ის იმ­პე­რი­ის საქ­მი­ა­ნო­ბით აქ­ტი­უ­ად ინ­ტე­რეს­დე­ბა.

მა­მა­კა­ცე­ბის ჟურ­ნა­ლის 60 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე უმ­ცრო­სი ჰეფ­ნე­რის ქცე­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, იგი იმ­პე­რი­ის მემ­კვიდ­რის როლს ითა­ვი­სებს. ამ დღეს კრი­სი 39 წლის სუ­პერ­მო­დელ კეიტ მოსს არ მო­შო­რე­ბია და ხში­რად ეხუ­ტე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კე­იტ­მა Playboy-ის კურ­დღლის ტრა­დი­ცი­უ­ლი კოს­ტუ­მით ჟურ­ნა­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო ნო­მე­რი და­ამ­შვე­ნა.

კუ­პე­რი - ჰეფ­ნე­რის ორი ვა­ჟი­დან ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც მას მო­დელ­მა კიმ­ბერ­ლი კონ­რად­მა გა­უ­ჩი­ნა (წყვი­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1989-დან 1999 წლამ­დე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი). გარ­და ამი­სა, პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან, მილდრედ უი­ლი­ამ­სის­გან ჰეფ­ნერს ორი შვი­ლი - 61 წლის კრის­ტი­ნა და 58 წლის დე­ვი­დი ჰყავს. 2009 წელს კრის­ტი­ნა ჰეფ­ნერ­მა Playboy Enterprises-ის პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთა­ვა­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის პოს­ტი და­ტო­ვა, რო­გორც ჩანს, იგი კუ­პერს და­უ­ტო­ვა. ახ­ლა­ხან, კუ­პერ ჰეფ­ნერ­მა, რო­მელ­მაც უნი­ვერ­სი­ტე­ტი სპე­ცი­ა­ლო­ბით "რე­ჟი­სუ­რა და ის­ტო­რია" და­ამ­თავ­რა, გა­ნა­ცხა­და, რომ მა­მის კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ მე­ტის გა­გე­ბა სურს.

რა თქმა უნდა, კუ­პე­რი­სა და მისი ძმის, მარ­სტო­ნის ბავ­შვო­ბა ისე­თი­ვე არ იყო, რო­გორც თა­ნა­ტო­ლე­ბის, რად­გან ისი­ნი Playboy-ის სახ­ლის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ.

"მა­მა­ჩემ­მა Playboy-ის სამ­ფლო­ბე­ლოს გვერ­დით დე­დას სახ­ლი უყი­და, რო­მე­ლიც მა­შინ მო­დე­ლი იყო, მე და ჩემს ძმას ორი­ვე სახ­ლში ოთა­ხე­ბი გვქონ­და. რო­დე­საც მა­მას წვე­უ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და, დე­დას­თან ვრჩე­ბო­დით. მაგ­რამ რო­დე­საც 14-15 წლი­სა­ნი გავ­ხდით, ამ წვე­უ­ლე­ბებ­ზე მოხ­ვედ­რას ვცდი­ლობ­დით, მაგ­რამ ხში­რად დაც­ვა გვი­ჭერ­და",- იხ­სე­ნებს კრის ჰეფ­ნე­რი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ჰიუ ჰეფნერის 22 წლის ვაჟი მამის კვალს გაჰყვა

ჰიუ ჰეფნერის 22 წლის ვაჟი მამის კვალს გაჰყვა

ჰიუ ჰეფნერის 22 წლის ვაჟი კუპერ ჰეფნერი, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მამის დაარსებული Playboy-ის იმპერიის საქმიანობით აქტიუად ინტერესდება.

მამაკაცების ჟურნალის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე უმცროსი ჰეფნერის ქცევით თუ ვიმსჯელებთ, იგი იმპერიის მემკვიდრის როლს ითავისებს. ამ დღეს კრისი 39 წლის სუპერმოდელ კეიტ მოსს არ მოშორებია და ხშირად ეხუტებოდა.

აღსანიშნავია, რომ კეიტმა Playboy-ის კურდღლის ტრადიციული კოსტუმით ჟურნალის საიუბილეო ნომერი დაამშვენა.

კუპერი - ჰეფნერის ორი ვაჟიდან ერთ-ერთია, რომელიც მას მოდელმა კიმბერლი კონრადმა გაუჩინა (წყვილი 10 წლის განმავლობაში 1989-დან 1999 წლამდე იყო დაქორწინებული). გარდა ამისა, პირველი ცოლისგან, მილდრედ უილიამსისგან ჰეფნერს ორი შვილი - 61 წლის კრისტინა და 58 წლის დევიდი ჰყავს. 2009 წელს კრისტინა ჰეფნერმა Playboy Enterprises-ის პრეზიდენტისა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა, როგორც ჩანს, იგი კუპერს დაუტოვა. ახლახან, კუპერ ჰეფნერმა, რომელმაც უნივერსიტეტი სპეციალობით "რეჟისურა და ისტორია" დაამთავრა, განაცხადა, რომ მამის კომპანიის შესახებ მეტის გაგება სურს.

რა თქმა უნდა, კუპერისა და მისი ძმის, მარსტონის ბავშვობა ისეთივე არ იყო, როგორც თანატოლების, რადგან ისინი Playboy-ის სახლის მეზობლად ცხოვრობდნენ.

"მამაჩემმა Playboy-ის სამფლობელოს გვერდით დედას სახლი უყიდა, რომელიც მაშინ მოდელი იყო, მე და ჩემს ძმას ორივე სახლში ოთახები გვქონდა. როდესაც მამას წვეულებები ჰქონდა, დედასთან ვრჩებოდით. მაგრამ როდესაც 14-15 წლისანი გავხდით, ამ წვეულებებზე მოხვედრას ვცდილობდით, მაგრამ ხშირად დაცვა გვიჭერდა",- იხსენებს კრის ჰეფნერი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება