Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქება, დაკარგული ხელი და ორივე თვალი - საახალწლო "ბომბოჩკები" და საშინელი შემთხვევები საქართველოში
აფეთქება, დაკარგული ხელი და ორივე თვალი - საახალწლო "ბომბოჩკები" და საშინელი შემთხვევები საქართველოში

ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა ე.წ. სა­ა­ხალ­წლო ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბი, ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბი და მაშ­ხა­ლე­ბი. დე­კემ­ბრის დად­გო­მის­თა­ნა­ვე ბავ­შვე­ბი ამ "სა­ხი­ფა­თო თა­მა­შე­ბით" ერ­თო­ბი­ან და წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბას იქ­მნი­ან, რა­საც უფ­რო­სებ­ზე ვერ ვი­ტყვით. ახა­ლი წლის დღე­ებ­ში პი­რო­ტექ­ნი­კის არას­წო­რად მოხ­მა­რე­ბის გამო, გა­სულ წელს ათო­ბით ახალ­გაზ­რდა და­ზა­რალ­და და მათ შო­რის, თბი­ლის­ში მცხოვ­რებ­მა მცი­რე­წლო­ვან­მა ბიჭ­მა მარ­ცხე­ნა ხე­ლის მტე­ვა­ნი და­კარ­გა - ბავ­შვს სა­ა­ხალ­წლო მაშ­ხა­ლა ხელ­ში აუ­ფეთ­ქდა. ორმა ახალ­გაზ­რდამ თვა­ლი და­კარ­გა ბა­თუმ­ში; ასე­ვე, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვით დას­რულ­და სა­ა­ხალ­წლო მაშ­ხა­ლის გას­რო­ლა თბი­ლის­ში - 17 წლის მო­ზარდს სა­ხის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და.

Ambebi.ge ამ თე­მა­ზე გა­სუ­ლი წლის წინა დღე­ებ­შიც წერ­და, რა­საც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ერ­თგვა­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ისი­ნი სა­ა­ხალ­წლო "ბომ­ბა­ჩ­კე­ბის" აკ­რძალ­ვის, ან რა­ი­მე მე­ქა­ნიზ­მით მხო­ლოდ ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში დაშ­ვე­ბის მომ­ხრე არი­ან. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო კო­მენ­ტარს:

"აუ­ცი­ლებ­ლად ასაკ­რძა­ლია. დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში და თვა­ლის კლი­ნი­კებ­ში იკი­თხეთ რამ­დე­ნი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­ში";

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­მარ­თლი­ა­ნი მო­თხოვ­ნაა! სულ უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე მი­დის სა­უ­ბა­რი და ამით ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი არ იზღუ­დე­ბა?! გუ­შინ ერთ-ერთი აივ­ნი­დან გად­მოგ­დე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ლა­მის თავ­ზე ამი­ფეთ­ქდა, ვის­თვის მო­მე­თხო­ვა პა­სუ­ხი?!"

"ევ­რო­პა­ში კრძა­ლა­ვენ, თუ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სტან­დარ­ტებს, თუ აჭარ­ბებს ხმა და აფეთ­ქე­ბის ძალა ნორ­მებს. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გამ­კაცრ­დე­ბა ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი";

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სა­ა­ხალ­წლო პი­რო­ტექ­ნი­კის მოხ­მა­რე­ბას აკ­რძა­ლავს ან შე­ზღუ­დავს. არც მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზეა კონ­ტრო­ლი და­წე­სე­ბუ­ლი.

მომ­ხმა­რე­ბელს უფ­ლე­ბა აქვს, მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია პრო­დუქ­ცი­ის მიზ­ნობ­რი­ვი და უსაფრ­თხო გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის, ასე­ვე შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ ქარ­თულ ენა­ზე. ამ უფ­ლე­ბებს "მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი" იცავს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მხო­ლოდ მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის გაც­ნო­ბა პრობ­ლე­მის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტი არ არის.

სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­დო­ნა კო­ი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე კონ­ტრო­ლის და­წე­სე­ბაა:

"პი­რო­ტექ­ნი­კის მი­ყიდ­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე, მაგ­რამ ხში­რად შე­მი­ნიშ­ნავს, რომ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი ასა­ფეთ­ქებ­ლებს მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე თა­ვი­სუფ­ლად ყი­დუ­ლო­ბენ. ამი­ტო­მაც მი­მაჩ­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­ა­წე­სოს სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი. ვი­ნა­ი­დან ჩვენ პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ად­გილ­ზე შე­მოწ­მე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია, რთუ­ლია გა­ვარ­კვი­ოთ, რამ­დე­ნად სწო­რად მოხ­და პი­რო­ტექ­ნი­კის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და და­ცუ­ლი იყო თუ არა შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნეს­ტი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს მსგავ­სი სა­ხის პრო­დუქ­ცი­ა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მა­დო­ნა კო­ი­ძემ.

რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ პი­რო­ტექ­ნი­კის ყიდ­ვი­სა და მისი მოხ­მა­რე­ბის დროს? ამ კი­თხვით პი­რო­ტექ­ნი­კოს ბად­რი ფარ­ცვა­ნი­ას მივ­მარ­თეთ:

მაშ­ხა­ლე­ბი­სა და ე.წ. "ბომ­ბა­ჩ­კე­ბის" შე­ძე­ნის დროს კარ­გად და­აკ­ვირ­დით ვა­დას;

სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ პრო­დუქ­ტი ხომ არ არის ნეს­ტი­ა­ნი;

თუ პირ­ველ ცდა­ზე მაშ­ხა­ლის ფი­თილს ცე­ცხლი არ მო­ე­კი­და, მო­ე­რი­დეთ სა­ხეს­თან ახ­ლოს მი­ტა­ნას ან შიგ­ნით ჩა­ხედ­ვას.

რაც შე­ე­ხე­ბა დიდი ზო­მის ე.წ. რო­მა­ულ მაშ­ხა­ლებს, მათი მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა მხო­ლოდ მას შემ­დეგ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, თუკი მყარ ად­გი­ლას და­ა­მაგ­რებთ. ცე­ცხლის მო­კი­დე­ბის­თა­ნა­ვე კი რამ­დე­ნი­მე მეტ­რით მო­შორ­დით მას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სა­ა­ხალ­წლო პი­რო­ტექ­ნი­კის მოხ­მა­რე­ბის წე­სებს და­ა­რე­გუ­ლი­რებ­და და ამ დრო­ი­სათ­ვის არც მსგავ­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა არ­სე­ბობს, სა­ხი­ფა­თო პი­რო­ტექ­ნი­კის­გან თა­ვის დაც­ვის ერ­თა­დერ­თი გზა მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის ყუ­რა­დღე­ბით გაც­ნო­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბაა.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, AMBEBI.GE

აფეთქება, დაკარგული ხელი და ორივე თვალი - საახალწლო "ბომბოჩკები" და საშინელი შემთხვევები საქართველოში

აფეთქება, დაკარგული ხელი და ორივე თვალი - საახალწლო "ბომბოჩკები" და საშინელი შემთხვევები საქართველოში

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება ე.წ. საახალწლო ასაფეთქებლები, ფოიერვერკები და მაშხალები. დეკემბრის დადგომისთანავე ბავშვები ამ "სახიფათო თამაშებით" ერთობიან და წინასაახალწლო განწყობას იქმნიან, რასაც უფროსებზე ვერ ვიტყვით. ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის არასწორად მოხმარების გამო, გასულ წელს ათობით ახალგაზრდა დაზარალდა და მათ შორის, თბილისში მცხოვრებმა მცირეწლოვანმა ბიჭმა მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა - ბავშვს საახალწლო მაშხალა ხელში აუფეთქდა. ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა ბათუმში; ასევე, უბედური შემთხვევით დასრულდა საახალწლო მაშხალის გასროლა თბილისში - 17 წლის მოზარდს სახის პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა.

Ambebi.ge  ამ თემაზე გასული წლის წინა დღეებშიც წერდა, რასაც ინტერნეტმომხმარებლების ერთგვარი რეაქცია მოჰყვა. ისინი საახალწლო "ბომბაჩკების" აკრძალვის,  ან რაიმე მექანიზმით მხოლოდ ახალი წლის წინა დღეებში დაშვების მომხრე არიან. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს:

"აუცილებლად ასაკრძალია. დამწვრობის ცენტრში და თვალის კლინიკებში იკითხეთ რამდენი უბედური შემთხვევაა, განსაკუთრებით ბავშვებში";

"აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნაა! სულ უფლებების დაცვაზე მიდის საუბარი და ამით ჩვენი უფლებები არ იზღუდება?! გუშინ ერთ-ერთი აივნიდან გადმოგდებული ასაფეთქებელი ლამის თავზე ამიფეთქდა, ვისთვის მომეთხოვა პასუხი?!"

"ევროპაში კრძალავენ, თუ არ შეესაბამება სტანდარტებს, თუ აჭარბებს ხმა და აფეთქების ძალა ნორმებს. ამიტომ კარგი იქნება, თუ გამკაცრდება ხარისხის კონტროლი";

საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც საახალწლო პიროტექნიკის მოხმარებას აკრძალავს ან შეზღუდავს. არც მის რეალიზაციაზეა კონტროლი დაწესებული.

მომხმარებელს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია პროდუქციის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების წესებისა და პირობების, ასევე შენახვის პირობების შესახებ ქართულ ენაზე. ამ უფლებებს "მომხმარებელთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონი" იცავს, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ მოხმარების წესების გაცნობა პრობლემის თავიდან აცილების ერთადერთი გარანტი არ არის.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების დაცვის საუკეთესო საშუალება სახელმწიფოს მხრიდან პროდუქციის რეალიზაციაზე კონტროლის დაწესებაა:

"პიროტექნიკის მიყიდვა დაუშვებელია არასრულწლოვნებზე, მაგრამ ხშირად შემინიშნავს, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ასაფეთქებლებს მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე თავისუფლად ყიდულობენ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა დააწესოს საჯარიმო სანქციები. ვინაიდან ჩვენ პროდუქციის რეალიზაციის ადგილზე შემოწმება არ შეგვიძლია, რთულია გავარკვიოთ, რამდენად სწორად მოხდა პიროტექნიკის ტრანსპორტირება და დაცული იყო თუ არა შენახვის პირობები. მოგეხსენებათ, ნესტი უარყოფით გავლენას ახდენს მსგავსი სახის პროდუქციაზე", - განაცხადა მადონა კოიძემ.

რა უნდა გავითვალისწინოთ პიროტექნიკის ყიდვისა და მისი მოხმარების დროს? ამ კითხვით პიროტექნიკოს ბადრი ფარცვანიას მივმართეთ:

მაშხალებისა და ე.წ. "ბომბაჩკების" შეძენის დროს კარგად დააკვირდით ვადას;

საგულდაგულოდ დაათვალიერეთ პროდუქტი ხომ არ არის ნესტიანი;

თუ პირველ ცდაზე მაშხალის ფითილს ცეცხლი არ მოეკიდა, მოერიდეთ სახესთან ახლოს მიტანას ან შიგნით ჩახედვას.

რაც შეეხება დიდი ზომის ე.წ. რომაულ მაშხალებს, მათი მოქმედებაში მოყვანა მხოლოდ მას შემდეგ არის რეკომენდებული, თუკი მყარ ადგილას დაამაგრებთ. ცეცხლის მოკიდებისთანავე კი რამდენიმე მეტრით მოშორდით მას.

საქართველოში ამჟამად არ არსებობს კანონი, რომელიც საახალწლო პიროტექნიკის მოხმარების წესებს დაარეგულირებდა და ამ დროისათვის არც მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა არსებობს, სახიფათო პიროტექნიკისგან თავის დაცვის ერთადერთი გზა მოხმარების წესების ყურადღებით გაცნობა და გამოყენებაა.

სალომე შიხაშვილი, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია