საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი: თუ თვითმმართველობის კანონი განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება
პატრიარქი: თუ თვითმმართველობის კანონი განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება

თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კა­ნო­ნი თუ გან­ხორ­ცი­ელ­და, ეს სა­ქარ­თვე­ლოს დაშ­ლა იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

უწ­მინ­დე­სი სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სის გან­ხილ­ვის სა­კითხს შე­ე­ხო.

"ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღეს გა­ნი­ხი­ლავს და მსჯე­ლობს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­კი­თხზე. ეს მე­ტად რთუ­ლი სა­კი­თხია. თუ გან­ხორ­ცი­ელ­და, ჩვენ მი­ვალთ სა­ქარ­თვე­ლოს დაშ­ლის­კენ. ჩვენ ამას არას­დროს შე­ვე­გუ­ე­ბით და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს არ შეს­რულ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო იყო და იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი ერი, ერ­თი­ა­ნი ქვე­ყა­ნა. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ როცა ძლი­ე­რი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მის გარ­შე­მო მთე­ლი ქვე­ყა­ნა, ძლი­ე­რი იყო სა­ქარ­თვე­ლოც. ჩვე­ნი აზ­რით, ყო­ვე­ლი რა­ი­ო­ნი უშუ­ა­ლოდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იცო­დეს ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს რა­ი­ონ­ში. ამას არ სჭირ­დე­ბა შუა რგო­ლი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვი­თონ უნდა გა­ნი­ხი­ლავ­დეს, უნდა შე­ის­წავ­ლოს რა სჭირ­დე­ბა თი­თო­ე­ულ რა­ი­ონს. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა ცდი­ლობ­დეს, რომ პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ამა თუ იმ რა­ი­ონ­ში, იყოს გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი. რა­ტომ­ღაც ზო­გი­ერ­თი ცდი­ლობს, რომ კა­ნო­ნი სას­წრა­ფოდ უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი. ჩვე­ნი აზ­რით, ეს უნდა იყოს გან­ხი­ლუ­ლი მთე­ლი ერის მიერ. ხალ­ხმა უნდა იმ­სჯე­ლოს რა არის მი­სა­ღე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ამი­ტომ, არ უნდა ვიჩ­ქა­როთ. ხალ­ხი უნდა გა­ეც­ნოს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ამ კა­ნონს. მე მინ­და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით მივ­მარ­თო ჩვენს პარ­ლა­მენტს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ეს სა­შიშ­რო­ე­ბა და ნუ ავჩ­ქარ­დე­ბით ამის მი­ღე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სოფ­ლე­ბის პრობ­ლე­მებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მთა მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თან­და­თან იც­ლე­ბა.

"ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში შევ­ქმნათ ისე­თი პი­რო­ბე­ბი, ხალ­ხს აღარ მო­უნ­დეს იქე­დან წა­მოს­ვლა. კურ­თხე­უ­ლია ჩვე­ნი მთაც და ბა­რიც. მე მინ­და ვთხო­ვო ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს მთას და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ ხალ­ხი მთა­ში ცხოვ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი იყოს",-გა­ნა­ცხა­და ილია მე­ო­რემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

პატრიარქი: თუ თვითმმართველობის კანონი განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება

პატრიარქი: თუ თვითმმართველობის კანონი განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება

თვითმმართველობის კანონი თუ განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უწმინდესი სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტისა და ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის კოდექსის განხილვის საკითხს შეეხო.

"ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი.

ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა მთიანი რეგიონების სოფლების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთა მოსახლეობისგან თანდათან იცლება.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მთიან რაიონებში შევქმნათ ისეთი პირობები, ხალხს აღარ მოუნდეს იქედან წამოსვლა. კურთხეულია ჩვენი მთაც და ბარიც. მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს მთას და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხი მთაში ცხოვრებით კმაყოფილი იყოს",-განაცხადა ილია მეორემ.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა