პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭიაურის სკოლაში სასწავლო პროცესი შენობის ევაკუაციის გეგმით მიმდინარეობს
ჭიაურის სკოლაში სასწავლო პროცესი შენობის ევაკუაციის გეგმით მიმდინარეობს

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭი­ა­უ­რის სკო­ლის შე­ნო­ბა 2012 წლის 14 ოქ­ტომ­ბრის მი­წისძვრის შემ­დეგ ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია. სკო­ლა­ში დაბ­ზა­რუ­ლია კედ­ლე­ბი და და­წე­უ­ლია ია­ტა­კი. თუმ­ცა სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი საფრ­თხე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­ინც მიმ­დი­ნა­რებს. სკო­ლის 200 მოს­წავ­ლეს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ში­შის ფონ­ზე უწევს.

"მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან. გარ­კვე­ულ­წი­ლად, ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მა­საც იც­ნო­ბენ, რო­მე­ლი კლა­სი, რო­მე­ლი კი­ბით უნდა ჩა­ვი­დეს. სკო­ლის ორი­ვე კა­რე­ბი ღია გვაქვს", - ამ­ბობს ერთ-ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

პე­და­გო­გე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტის შემ­ქმნე­ლე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წა­მო­მად­გენ­ლე­ბი მათ სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ზა­ფხულ­ში და­წყე­ბას და­პირ­დნენ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჭი­ა­უ­რის სა­ჯა­რო სკო­ლას ამ დრომ­დე არც პა­სუ­ხი მი­უ­ღია და არც სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­წყე­ბუ­ლა.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ სკო­ლას ნგრე­ვის საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, რა­საც სამ­ხა­რე­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნა ადას­ტუ­რებს. სა­მი­ნის­ტროს­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მო­მა­ვა­ლი წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყე­ბა.

წყა­რო: "რა­დიო ჰე­რე­თი"

რა­დიო "ჰე­რე­თი"

ჭიაურის სკოლაში სასწავლო პროცესი შენობის ევაკუაციის გეგმით მიმდინარეობს

ჭიაურის სკოლაში სასწავლო პროცესი შენობის ევაკუაციის გეგმით მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის სკოლის შენობა 2012 წლის 14 ოქტომბრის მიწისძვრის შემდეგ ამორტიზებულია. სკოლაში დაბზარულია კედლები და დაწეულია იატაკი. თუმცა სკოლაში სასწავლო პროცესი საფრთხეების პარალელურად, მაინც მიმდინარებს. სკოლის 200 მოსწავლეს განათლების მიღება შიშის ფონზე უწევს.

"მოსწავლეები მობილიზებული არიან. გარკვეულწილად, ევაკუაციის გეგმასაც იცნობენ, რომელი კლასი, რომელი კიბით უნდა ჩავიდეს. სკოლის ორივე კარები ღია გვაქვს", - ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი.

პედაგოგები ინფორმაციით, პროექტის შემქმნელები, განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები მათ სკოლის რეაბილიტაციის ზაფხულში დაწყებას დაპირდნენ. ამის მიუხედავად, ჭიაურის საჯარო სკოლას ამ დრომდე არც პასუხი მიუღია და არც სამუშაოები დაწყებულა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სკოლას ნგრევის საფრთხე არ ემუქრება, რასაც სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ადასტურებს. სამინისტროსვე ინფორმაციით, სკოლის აღდგენითი სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება.

წყარო: "რადიო ჰერეთი"

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა