ხობის სოფელ პატარა ფოთში სახლები დაიტბორა

ხობის სოფელ პატარა ფოთში სახლები დაიტბორა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში, გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის გამო, მდინარე რიონის პირას მდებარე ათამდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ  გამგეობას მდინარისთვის ჯებირების გაკეთების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია და სოფელი თითქმის ყოველწლიურად იტბორება.

"გაუწმენდავია რიონი და პატარა ფოთის ცენტრალური ხიდი, სადაც მდინარე მიედინება, უხვი ნალექის დროს იკეტება. ამის გამო ხდება საკარმიდამო მიწების და სახლების დატბორვა", - ამბობენ ადგილობრივები.

პატარა ფოთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას შესაბამისი კომისია დაადგენს.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა