პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუ­ტი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე გა­დამ­წყ­ვე­ტი შე­ტე­ვის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა"
"პუ­ტი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე გა­დამ­წყ­ვე­ტი შე­ტე­ვის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა"

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში უკ­ვე უწო­დეს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი შან­ტა­ჟის­ტი. და­სავ­ლელი ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, პუ­ტინ­მა ჯერ სომ­ხეთს გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბა (­სა­ვა­რა­უ­დოდ, ყა­რა­ბა­ღის თე­მით და­შან­ტა­ჟე­ბით) და ის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა­ზე და­ი­თან­ხ­მა. შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯან­საც მი­ად­გა და სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­ვე ყა­რა­ბა­ღის თე­მით მო­ა­ხერ­ხა ის, რომ ოფი­ცი­ა­ლურ­მა ბა­ქომ გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად დის­ტან­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა ევ­რო­კავ­ში­რის­გან. შემ­დეგ კი იყო უკ­რა­ი­ნა - რაც მოჰ­ყ­ვა იმას, რომ პუ­ტი­ნის შან­ტაჟს აყო­ლილ­მა უკ­რა­ი­ნამ უარი გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე, ყვე­ლა­ნი კარ­გად ვხე­დავთ.

სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2015 წელს გა­ა­ფორ­მებს. შე­სა­ბა­მი­სად, ექ­ს­პერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პუ­ტინს სა­ქარ­თ­ვე­ლო უკ­ვე მი­ზან­ში ჰყავს ამო­ღე­ბუ­ლი, გა­დამ­წყ­ვე­ტი შე­ტე­ვის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი შან­ტა­ჟით თუ სხვა გზე­ბით ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­საც მო­უს­პოს. რა ბერ­კე­ტებს გა­მო­ი­ყე­ნებს პუ­ტი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე ბა­რი­ე­რე­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის, ამის შე­სა­ხებ აზ­რის გა­მოთ­ქ­მა ექ­ს­პერ­ტებს ვთხო­ვეთ.

ეკო­ნო­მი­კის ექ­ს­პერ­ტი პა­ა­ტა შე­შე­ლი­ძე: - რუ­სეთ­მა შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან შე­სულ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ას, ხილ-ბოს­ტ­ნე­ულს, ღვი­ნოს - ემ­ბარ­გო და­უ­წე­სოს, მაგ­რამ ეს ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ზე, ბა­ზარ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს - ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს პრო­დუქ­ცია რუ­სეთ­ში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით შე­დის. სა­ქარ­თ­ვე­ლო ეკო­ნო­მი­კურ-ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით რუ­სეთს ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლია, არც ენერ­გოს­ფე­რო­ში შეგ­ვექ­მ­ნე­ბა პრობ­ლე­მა, არა მგო­ნია, მოს­კოვ­მა, პუ­ტინ­მა და­ი­ყო­ლი­ოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბა­ქო სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ზი გა­უძ­ვი­როს, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ძალ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ზე. გა­ზის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ­მა სა­შუ­ა­ლე­ბამ. ე.წ. შელ­ფურ­მა გაზ­მა მსოფ­ლიო ენერ­გო­პო­ლი­ტი­კის სუ­რა­თი შეც­ვა­ლა. მოს­კო­ვი ზე­წო­ლის ინ­ს­ტ­რუ­მენტს კარ­გავს, ხვდე­ბა, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლით ხე­ი­რი არ არის და შე­იძ­ლე­ბა ღია აგ­რე­სი­ა­ზე გად­მო­ვი­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა თუ უკ­რა­ი­ნის მი­მართ. კი­ევ­მა ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო არა ეკო­ნო­მი­კუ­რი, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რის გა­მო - რო­გორც ჩანს, რუ­სე­თი ქვეყ­ნის ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფით, და­ქუც­მა­ცე­ბით და­ე­მუქ­რა, სა­ქარ­თ­ვე­ლოც შე­იძ­ლე­ბა ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მუ­ქა­რის, შან­ტა­ჟის მსხვერ­პ­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს. ამი­ტომ აქ­ცენ­ტე­ბი სწო­რად უნ­და დავ­ს­ვათ - მთა­ვა­რია, არა ის, ღვი­ნო­სა თუ მან­და­რინს ბა­ზა­რი არ გა­და­უ­კე­ტონ, არა­მედ, ბომ­ბე­ბი არ დაგ­ვა­ყა­რონ. ამი­სათ­ვის, შე­საძ­ლოა, გარ­კ­ვე­უ­ლი ფა­სის გა­დახ­და მოგ­ვი­წი­ოს, მაგ­რამ გა­ნა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ფა­სის გა­დახ­და არ ღირს? შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ფა­სი და­ვა­დოთ?

ნიკა ჩი­ტა­ძე (პო­ლი­ტო­ლო­გი): - რუ­სე­თის მხრი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ზო­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვეს - სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის, საზღ­ვ­რის გად­მო­წე­ვა, მავ­თულხ­ლარ­თე­ბის გაბ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბა - ანუ რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა ძა­ლის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას. ასე­ვე არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი კი­ბერ-შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რ­ცე­ზე, სა­მიზ­ნედ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს ქარ­თუ­ლი, მათ შო­რის, სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის ვებგ­ვერ­დე­ბი... პირ­და­პი­რი სამ­ხედ­რო აგ­რე­სია ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რუ­სეთს დღეს სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში შე­მოჭ­რის ბერ­კე­ტი არა აქვს, მაგ­რამ ჩე­მი აზ­რით, სა­ხელ­მ­წი­ფოს და­სუს­ტე­ბის მიზ­ნით გარ­კ­ვე­უ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი და დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მათ შო­რის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვეს. შე­საძ­ლოა, მოს­კო­ვი ში­და­პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­შიც უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­რი­ოს, - მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, მოს­კო­ვის მი­ერ იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფა­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, ცხოვ­რე­ბის წე­სის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­დი­ან, მოს­კო­ვი შე­ეც­დე­ბა პრო­ცეს­ში იმ წრე­ე­ბის ჩარ­თ­ვას, რომ­ლე­ბიც ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამას და­ე­მა­ტე­ბა იმ პრო­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც არ­ც­თუ მცი­რე­რი­ცხო­ვან­ნი არი­ან.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, პირ­ველ რიგ­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა უნ­და გა­ნა­ვი­თა­როს, შე­ას­რუ­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ასო­ცი­რე­ბუ­ლი შე­თან­ხ­მე­ბის პა­რა­ფი­რე­ბი­სას და­ე­კის­რა და ამით და­უმ­ტ­კი­ცოს ევ­რო­პას, რომ მას პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე ჰყავს და იმ­სა­ხუ­რებს იმას, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, მათ შო­რის, რუ­სეთ­თან ურ­თ­ი­ერ­თო­ბა­ში და­სავ­ლეთ­მა მე­ტი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს, მოს­კო­ვის ზე­წო­ლის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად კონ­კ­რე­ტუ­ლი ბერ­კე­ტე­ბი აა­მოქ­მე­დოს.

"ვერ გა­ვუ­ძე­ლით"

ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტის და­ლია გრი­ბა­უს­კა­ი­ტის მრჩევ­ლის, იოვი­ტა ნე­ლი­უპ­შე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტ­მა ვიქ­ტორ იანუ­კო­ვიჩ­მა თა­ვის ლიტ­ველ კო­ლე­გას პირ­და­პირ უთხ­რა, რომ პუ­ტი­ნი მას აშან­ტა­ჟებ­და. კერ­ძოდ, იანუ­კო­ვი­ჩის თქმით, პუ­ტი­ნი და­ი­მუქ­რა, რომ აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნი­დან რუ­სეთ­ში პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტს შე­ზღუ­დავ­და, რაც ქვე­ყა­ნას მი­ლი­არ­დო­ბით ზა­რალს მო­უ­ტან­და. უკ­რა­ი­ნამ შან­ტაჟს ვერ გა­უძ­ლო.

"აქე­დან არ წა­ვალთ"

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი: "ამი­ერ­კავ­კა­სი­ი­დან რუ­სე­თი წას­ვ­ლას არა­სო­დეს აპი­რებ­და. პი­რი­ქით, ჩვენ ვა­პი­რებთ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი გაძ­ლი­ერ­დე­ბა ყვე­ლა­ფერ იმა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რაც ჩვენ ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა დაგ­ვი­ტო­ვეს".

"პუ­ტინ გო ჰო­მე"!

სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ვი­ზიტი გა­აპ­რო­ტეს­ტეს. ერე­ვან­ში მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. რო­მელ­ზეც ე.წ. სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში სომ­ხე­თის შე­საძ­ლო გა­წევ­რე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ პუ­ტი­ნის ვი­ზი­ტი სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რებ­დ­ნენ:: "სერ­ჟიკ-გამ­ყიდ­ვე­ლი"! "სერ­ჟიკ, წა­დი"! "წა­დი შენს პუ­ტინ­თან"! "პუ­ტინ გო ჰო­მე"! "სომ­ხე­თი პუ­ტი­ნის გა­რე­შე"! "შტოპ, ღუს­სია"!

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"პუ­ტი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე გა­დამ­წყ­ვე­ტი შე­ტე­ვის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა"

"პუ­ტი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე გა­დამ­წყ­ვე­ტი შე­ტე­ვის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა"

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში უკ­ვე უწო­დეს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი შან­ტა­ჟის­ტი. და­სავ­ლელი ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, პუ­ტინ­მა ჯერ სომ­ხეთს გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბა (­სა­ვა­რა­უ­დოდ, ყა­რა­ბა­ღის თე­მით და­შან­ტა­ჟე­ბით) და ის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა­ზე და­ი­თან­ხ­მა. შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯან­საც მი­ად­გა და სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­ვე ყა­რა­ბა­ღის თე­მით მო­ა­ხერ­ხა ის, რომ ოფი­ცი­ა­ლურ­მა ბა­ქომ გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად დის­ტან­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა ევ­რო­კავ­ში­რის­გან. შემ­დეგ კი იყო უკ­რა­ი­ნა - რაც მოჰ­ყ­ვა იმას, რომ პუ­ტი­ნის შან­ტაჟს აყო­ლილ­მა უკ­რა­ი­ნამ უარი გა­ნაცხა­და ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე, ყვე­ლა­ნი კარ­გად ვხე­დავთ.

სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2015 წელს გა­ა­ფორ­მებს. შე­სა­ბა­მი­სად, ექ­ს­პერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პუ­ტინს სა­ქარ­თ­ვე­ლო უკ­ვე მიზანში ჰყავს ამო­ღე­ბუ­ლი, გა­დამ­წყ­ვე­ტი შე­ტე­ვის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი შან­ტა­ჟით თუ სხვა გზე­ბით ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­საც მო­უს­პოს. რა ბერ­კე­ტებს გა­მო­ი­ყე­ნებს პუ­ტი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე ბა­რი­ე­რე­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის, ამის შე­სა­ხებ აზ­რის გა­მოთ­ქ­მა ექ­ს­პერ­ტებს ვთხო­ვეთ.

ეკო­ნო­მი­კის ექ­ს­პერ­ტი პაატა შე­შე­ლი­ძე: - რუ­სეთ­მა შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან შე­სულ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ას, ხილ-ბოს­ტ­ნე­ულს, ღვი­ნოს - ემ­ბარ­გო და­უ­წე­სოს, მაგ­რამ ეს ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ზე, ბა­ზარ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს - ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს პრო­დუქ­ცია რუ­სეთ­ში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით შე­დის. სა­ქარ­თ­ვე­ლო ეკო­ნო­მი­კურ-ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით რუ­სეთს ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლია, არც ენერ­გოს­ფე­რო­ში შეგ­ვექ­მ­ნე­ბა პრობ­ლე­მა, არა მგო­ნია, მოს­კოვ­მა, პუ­ტინ­მა და­ი­ყო­ლი­ოს ოფიციალური ბა­ქო სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ზი გა­უძ­ვი­როს, რად­გან აზერბაიჯანი ძალ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ზე. გა­ზის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ­მა სა­შუ­ა­ლე­ბამ. ე.წ. შელ­ფურ­მა გაზ­მა მსოფ­ლიო ენერ­გო­პო­ლი­ტი­კის სუ­რა­თი შეც­ვა­ლა. მოს­კო­ვი ზე­წო­ლის ინ­ს­ტ­რუ­მენტს კარ­გავს, ხვდე­ბა, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლით ხე­ი­რი არ არის და შე­იძ­ლე­ბა ღია აგ­რე­სი­ა­ზე გად­მო­ვი­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა თუ უკ­რა­ი­ნის მი­მართ. კი­ევ­მა ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო არა ეკო­ნო­მი­კუ­რი, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რის გა­მო - რო­გორც ჩანს, რუ­სე­თი ქვეყ­ნის ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფით, და­ქუც­მა­ცე­ბით და­ე­მუქ­რა, სა­ქარ­თ­ვე­ლოც შე­იძ­ლე­ბა ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მუ­ქა­რის, შან­ტა­ჟის მსხვერ­პ­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს. ამი­ტომ აქ­ცენ­ტე­ბი სწო­რად უნ­და დავ­ს­ვათ - მთა­ვა­რია, არა ის, ღვი­ნო­სა თუ მან­და­რინს ბა­ზა­რი არ გა­და­უ­კე­ტონ, არა­მედ, ბომ­ბე­ბი არ დაგ­ვა­ყა­რონ. ამი­სათ­ვის, შე­საძ­ლოა, გარ­კ­ვე­უ­ლი ფა­სის გა­დახ­და მოგ­ვი­წი­ოს, მაგ­რამ გა­ნა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ფა­სის გა­დახ­და არ ღირს? შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ფა­სი და­ვა­დოთ?

ნიკა ჩი­ტა­ძე (პოლიტოლოგი): - რუ­სე­თის მხრი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ზო­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვეს - სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის, საზღ­ვ­რის გად­მო­წე­ვა, მავ­თულხ­ლარ­თე­ბის გაბ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბა - ანუ რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა ძა­ლის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას. ასე­ვე არ არის გა­მო­რიცხუ­ლი კი­ბერ-შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რ­ცე­ზე, სა­მიზ­ნედ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს ქარ­თუ­ლი, მათ შო­რის, სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის ვებგვერ­დე­ბი... პირ­და­პი­რი სამ­ხედ­რო აგ­რე­სია ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რუ­სეთს დღეს სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში შე­მოჭ­რის ბერ­კე­ტი არა აქვს, მაგ­რამ ჩე­მი აზ­რით, სა­ხელ­მ­წი­ფოს და­სუს­ტე­ბის მიზ­ნით გარ­კ­ვე­უ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი და დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მათ შო­რის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვეს. შე­საძ­ლოა, მოს­კო­ვი ში­და­პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­შიც უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­რი­ოს, - მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, მოს­კო­ვის მი­ერ იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფა­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, ცხოვ­რე­ბის წე­სის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­დი­ან, მოს­კო­ვი შე­ეც­დე­ბა პრო­ცეს­ში იმ წრე­ე­ბის ჩარ­თ­ვას, რომ­ლე­ბიც ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამას და­ე­მა­ტე­ბა იმ პრო­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც არ­ც­თუ მცი­რე­რიცხო­ვან­ნი არი­ან.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, პირ­ველ რიგ­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა უნ­და გა­ნა­ვი­თა­როს, შე­ას­რუ­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ასო­ცი­რე­ბუ­ლი შე­თან­ხ­მე­ბის პა­რა­ფი­რე­ბი­სას და­ე­კის­რა და ამით და­უმ­ტ­კი­ცოს ევ­რო­პას, რომ მას პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე ჰყავს და იმ­სა­ხუ­რებს იმას, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, მათ შო­რის, რუ­სეთ­თან ურ­თ­ი­ერ­თო­ბა­ში და­სავ­ლეთ­მა მე­ტი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს, მოს­კო­ვის ზე­წო­ლის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად კონ­კ­რე­ტუ­ლი ბერ­კე­ტე­ბი აამოქ­მე­დოს.

"ვერ გა­ვუ­ძე­ლით"

ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტის და­ლია გრი­ბა­უს­კა­ი­ტის მრჩევ­ლის, იოვი­ტა ნე­ლი­უპ­შე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტ­მა ვიქ­ტორ იანუ­კო­ვიჩ­მა თა­ვის ლიტ­ველ კო­ლე­გას პირ­და­პირ უთხ­რა, რომ პუ­ტი­ნი მას აშან­ტა­ჟებ­და. კერ­ძოდ, იანუ­კო­ვი­ჩის თქმით, პუ­ტი­ნი და­ი­მუქ­რა, რომ აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნი­დან რუ­სეთ­ში პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორტს შეზღუ­დავ­და, რაც ქვე­ყა­ნას მი­ლი­არ­დო­ბით ზა­რალს მო­უ­ტან­და. უკ­რა­ი­ნამ შან­ტაჟს ვერ გა­უძ­ლო.

"აქე­დან არ წა­ვალთ"

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი: "ამი­ერ­კავ­კა­სი­ი­დან რუ­სე­თი წას­ვ­ლას არა­სო­დეს აპი­რებ­და. პი­რი­ქით, ჩვენ ვა­პი­რებთ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი გაძ­ლი­ერ­დე­ბა ყვე­ლა­ფერ იმა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რაც ჩვენ ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა დაგ­ვი­ტო­ვეს".

"პუ­ტინ გო ჰო­მე"!

სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ვი­ზიტი გა­აპ­რო­ტეს­ტეს. ერე­ვან­ში მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. რო­მელ­ზეც ე.წ. სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში სომ­ხე­თის შე­საძ­ლო გა­წევ­რე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ პუ­ტი­ნის ვი­ზი­ტი სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რებ­დ­ნენ:: "სერ­ჟიკ-გამ­ყიდ­ვე­ლი"! "სერ­ჟიკ, წა­დი"! "წა­დი შენს პუ­ტინ­თან"! "პუ­ტინ გო ჰო­მე"! "სომ­ხე­თი პუ­ტი­ნის გა­რე­შე"! "შტოპ, ღუს­სია"!

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა