თბი­ლი­სის ავა­რი­უ­ლი სკო­ლე­ბი - ემუქ­რე­ბა თუ არა ბავ­შვებს საფ­რთხე

თბი­ლი­სის ავა­რი­უ­ლი სკო­ლე­ბი - ემუქ­რე­ბა თუ არა ბავ­შვებს საფ­რთხე

თბი­ლი­სის 63-ე სკო­ლა 1862 წელს აგებულ შე­ნო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი იყო. 1976-1978 წლებ­ში კი გადააკეთეს, და­მა­ტე­ბი­თი ფლი­გე­ლი მი­ა­შე­ნეს. ძვე­ლი შე­ნო­ბა 2003 წლის მი­წის­ძვ­რის დროს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ზი­ან­და, 2004 წელს თით­ქოს კა­პი­ტა­ლუ­რად შე­კეთ­და, მაგ­რამ შე­ნო­ბის ავა­რი­უ­ლო­ბის პრობ­ლე­მა კვლა­ვაც დღის წეს­რიგ­ში დგას. დღეს სკო­ლა­ში 1266 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს. შე­ნო­ბის ერ­თი ნა­წი­ლი ავა­რი­უ­ლო­ბის გა­მო და­ნარ­ჩე­ნი შე­ნო­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი­ა, თუმ­ცა მშობ­ლე­ბი ში­შო­ბენ, რომ მათ შვი­ლებს მა­ინც არ უწევთ უსაფ­რთხო გა­რე­მო­ში სწავ­ლა. და­ვინ­ტე­რეს­დით, რას აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის და ზო­გა­დად ქვეყა­ნა­ში რა ვი­თა­რე­ბაა ამ თვალ­საზ­რი­სით. გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­მეც­ნი­ე­რო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი გი­გა უმე­კაშ­ვი­ლი:

- 63-ე სკო­ლის შე­ნო­ბის ნა­წი­ლი ნამ­დვი­ლად ავა­რი­უ­ლი­ა, ეს შე­ე­ხე­ბა ფა­სა­დის მხა­რეს. 2013 წელს და­ვიწყ­ეთ ამ ნა­წი­ლის გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლის დრო­საც იხ­სნე­ბა სა­ძირ­კვე­ლი, სწო­რედ მა­შინ მოხ­და თბი­ლის­ში მცი­რე სიმძლავრის მი­წის­ძვრა, რა­მაც კი­დევ უფ­რო და­ა­ზი­ა­ნა შე­ნო­ბა, ბზა­რე­ბი გა­ი­ზარ­და. ამის გა­მო იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა და გა­დაგ­ვე­ხე­და ობი­ექ­ტის გა­მაგ­რე­ბის პრო­ექ­ტის­თვის. სა­ჭი­რო გახ­და გარ­კვე­უ­ლი კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნა. ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო, რო­გორც კი ეს დას­რულ­დე­ბა, და­იწყ­ე­ბა შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბა. ვიდ­რე გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შაო და­იწყ­ე­ბო­და, სკო­ლის დი­რექ­ცია და მოს­წავ­ლეე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ შე­ნო­ბის ავა­რი­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­და­იყ­ვა­ნეს უკა­ნა ფლი­გე­ლებ­ში, სა­დაც უსაფ­რთხო გა­რე­მო­ა, ავა­რი­უ­ლი ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად იზო­ლი­რე­ბუ­ლი­ა.

- თუმ­ცა, რო­გორც ავა­რი­უ­ლი, ისე სხვა ფლი­გე­ლე­ბიც ერ­თი შე­ნო­ბის ნა­წი­ლე­ბი­ა, ეს პრობ­ლე­მებს არ შე­უქ­მნის და­უ­ზი­ა­ნე­ბელ ნა­წილს?

- და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ის ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც ბავ­შვე­ბი სწავ­ლო­ბენ, უსაფრთხოა. ასე რომ არ იყოს, ჩვენ პირ­ვე­ლე­ბი მი­ვი­ღებ­დით ზო­მებს და მოს­წავ­ლე­ებს იქი­დან გა­ვი­ყვა­ნდით. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუდ­მი­ვად მი­დი­ან და ამოწ­მე­ბენ ამ ობი­ექტს. გან­გა­შის მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს.

- მხო­ლოდ გა­მაგ­რე­ბაა და­გეგ­მი­ლი, თუ შე­ნო­ბის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გეგ­მავთ?

- ჯერ ჩა­ტარ­დე­ბა გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, შემ­დგომ - მთე­ლი შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა. წელს გა­მა­გრე­ბისთვის სა­ჭი­რო თან­ხა ბი­უ­ჯეტ­ში იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ალ­ბათ, პრო­ექ­ტის გა­დახ­ედ­ვა მო­ითხ­ოვს ბი­უ­ჯე­ტის გა­და­ხედ­ვა­საც. ვფიქ­რობთ, რომ წელ­სვე მო­ვა­ხერ­ხებთ გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას.

- რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სხვა სკო­ლებ­ში, როგორც ვი­ცი, მსგავ­სი პრობ­ლე­მა იყო თბი­ლი­სის 103-ე სკო­ლა­შიც, არა­ნაკ­ლებ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა რე­გი­ო­ნებ­შიც.

- არის ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი, თუმ­ცა რამ­დე­ნი - ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტად ამის თქმა ძნე­ლი­ა, რად­გან შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში ვართ. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სჭირ­დე­ბა 50-60 სკო­ლის შე­ნო­ბას, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ეს შე­ნო­ბე­ბი ინ­გრე­ვა. სწო­რად აღ­ნიშ­ნეთ, მწვა­ვე პრობ­ლე­მა იდ­გა 103-ე სკო­ლა­ში. ა­მი­ტომ იქ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­ვა­ჩე­რეთ და ბავ­შვე­ბი დრო­ე­ბით სხვა სკო­ლა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. გა­დაწყ­და, რომ სკო­ლის ახალ შე­ნო­ბას გა­ი­სად და­ვაპ­რო­ექ­ტებთ და ავა­შე­ნებთ. პრობ­ლე­მაა 61-ე სკო­ლა­შიც, სა­დაც დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი, თუმ­ცა აქაც კარ­გად უნ­და შე­ვის­წავ­ლოთ - გა­მაგ­რე­ბა უფ­რო რენ­ტა­ბე­ლუ­რი იქ­ნე­ბა თუ ახ­ლის აშე­ნე­ბა. თუმ­ცა ობი­ექ­ტე­ბი, სა­დაც შე­ნო­ბის ავა­რი­უ­ლო­ბის პრობ­ლე­მა მწვა­ვე­ა, ბევ­რი არ არის.

- რა ხდე­ბა რე­გიო­ნებ­ში? მე ვნა­ხე აჭა­რის მა­ღალ­მთი­ა­ნი სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბი, სა­დაც შე­ნო­ბე­ბი ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს.

- დი­ახ, ეს პრობ­ლე­მა აჭარა­შიც და სხვა მაღ­ალმ­თი­ან სოფ­ლებ­შიც დგას. ეს ძი­რი­თა­დად მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი­ა, რო­მელ­თა შე­ნო­ბე­ბი იმ­დე­ნად ავა­რი­უ­ლი კი არ არის, რამ­დე­ნა­დაც მა­თი კე­თილ­მოწყ­ო­ბაა პრობ­ლე­მა. ერ­თბა­შად ყვე­ლა­ფე­რი ვერ გაკეთ­დე­ბა, დღეს ჩვენ­თვის უმ­თავ­რე­სი სკო­ლის ძვე­ლი შე­ნო­ბე­ბი­ა, რო­მელ­თაც, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წე­ლი­ა, ხე­ლი არ შე­ხე­ბი­ა, ვმუ­შა­ობთ, რომ მა­თი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მო­მა­ვა­ლი წლის გეგ­მა­ში ჩავ­სვათ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია