პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბორტებზე კონტროლი მკაცრდება!
აბორტებზე კონტროლი მკაცრდება!

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აბორ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ას იწყებს. ამ მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე მუ­შა­ობს. რა შემ­თხვე­ვა­ში აიკ­რძა­ლე­ბა აბორ­ტის გა­კე­თე­ბა? რა ჩა­ი­წე­რე­ბა მი­ნის­ტრის ახალ ბრძა­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლო­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­წყვე­ტას გუ­ლის­ხმობს და რო­გო­რი იქ­ნე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც გამ­კაც­რე­ბუ­ლი ფორ­მით უკვე გა­ზა­ფხუ­ლის­თვის ამოქ­მედ­დე­ბა?

"ალი­ას" ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, მა­რი­ამ ჯაში ესა­უბ­რა:

- აბორ­ტე­ბის პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია გაჟ­ღერ­და ჯერ კი­დევ გა­ზა­ფხულ­ზე. ეს უკავ­შირ­დე­ბო­და მისი უწ­მინ­დე­სო­ბის კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის ეპის­ტო­ლეს. მა­შინ არა­ერ­თგვა­როვ­ნად იყო ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი აბორ­ტის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რჩე­ვა. სწო­რედ ამ თე­მის შემ­დგომ რამ­დე­ნი­მე სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რა მი­ე­ძღვნა აბორ­ტის სა­კითხს და შე­იქ­მნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც აბორ­ტის ჩა­ტა­რე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­შა­ობს. სა­მუ­შაო ჯგუფ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან მეან-გი­ნე­კო­ლო­გე­ბი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და ა.შ. ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ ვრცე­ლია და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ თა­ნა­მედ­რო­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­მე­ლიც ჯან­მრთლე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯან­დაც­ვის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა ბრძა­ნე­ბის ახა­ლი რე­დაქ­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა, რათა და­კონ­კრეტ­დეს და მი­ნი­მუ­მამ­დე იყოს დაყ­ვა­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბე­ბი. ამ­ჟა­მად ვრცე­ლია ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბე­ბის გამო მოხ­დეს აბორ­ტის გა­კე­თე­ბა, ჩვენ ამ ჩვე­ნე­ბე­ბის რი­ცხვს მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვანთ. გარ­და ამი­სა, უნდა გა­ნი­სა­ზღვროს თა­ვად მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც აბორ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დო­ნე­ზე ზე­და­ხედ­ვე­ლო­ბას გან­სა­ზღვრავს. რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში, სულ მცი­რე, მო­ი­აზ­რე­ბა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მოხ­დეს ყო­ველ­თვი­უ­რად ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აბორ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უნდა გაძ­ლი­ერ­დეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი უკვე გა­წე­რი­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის აღ­სრუ­ლე­ბის­თვის.

- ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი შე­ამ­ცი­რებს აბორ­ტე­ბის რი­ცხვს?

- აბორ­ტე­ბი უნდა ჩა­ნაც­ვლდეს თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტრა­ცეფ­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბის უფრო მე­ტად გა­მო­ყე­ნე­ბით. ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აბორ­ტის სიხ­ში­რე შემ­ცი­რე­ბუ­ლია და პა­რა­ლე­ლუ­რად გაზ­რდი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბის (ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის) გა­მო­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა ესეც არა­საკ­მა­რი­სია. ბოლო წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და 39 268 აბორ­ტი. ეს არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ციფ­რი, მაგ­რამ ეს სტა­ტის­ტი­კა ხში­რად არ ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას და აბორ­ტე­ბის რი­ცხვი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია.

- დღეს ფეხ­მძი­მო­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი აბორ­ტის გა­კე­თე­ბა, მი­ნის­ტრის ახალ ბრძა­ნე­ბა­ში იქ­ნე­ბა მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი ორ­სუ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად შე­წყვე­ტის მი­ზე­ზე­ბი და ვა­დე­ბი?

- არა­სა­მე­დი­ცი­ნო გზით, რაც გუ­ლის­ხმობს 12 კვი­რის ზე­მოთ ფეხ­მძი­მო­ბის შე­წყვე­ტას, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რა თქმა უნდა, გამ­კაცრ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს დე­დის ჯან­მრთლე­ო­ბის კუ­თხით არის სა­რის­კო. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. 12 კვი­რა ით­ვლე­ბა ბოლო ვა­დად ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტი­სა, ეს არის მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ ასე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ფეხ­მძი­მო­ბის შე­წყვე­ტის ვა­დე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მი­ზე­ზე­ბით ფეხ­მძი­მო­ბის შე­წყვე­ტას, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია 12-22 კვი­რამ­დე. ესეც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით არის გან­სა­ზღვრუ­ლი. ძა­ლი­ან მკაც­რად და მკა­ფი­ოდ უნდა იყოს გან­სა­ზღვრუ­ლი ის სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მო­ი­აზ­რე­ბო­დეს ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზად. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დამ­დგა­რი ორ­სუ­ლო­ბაც სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბად ით­ვლე­ბა.

- სა­მუ­შაო ჯგუ­ფი რო­დის და­ას­რუ­ლებს ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბას?

- ჩვენ გა­ზა­ფხუ­ლის­თვის გვექ­ნე­ბა უკვე სა­ბო­ლოო პა­კე­ტი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ამ დრო­ის­თვის იქ­ნე­ბა ასე­ვე რე­ვი­ზი­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი.

- სა­კე­ის­რო კვე­თის რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე მსჯლე­ო­ბი­სას, საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გი­ნე­კო­ლო­გებ­სა და მეან-გი­ნე­კო­ლო­გებს და­ე­კის­რათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, აუხ­სნან ფეხ­მძი­მეს, რა რის­კის შემ­ცვე­ლია მის­თვის არა­სა­ჭი­რო სა­კე­ის­რო კვე­თა. აბორ­ტის შემ­თხვე­ვა­შიც ექ­ნე­ბათ ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა?

- აუ­ცი­ლებ­ლად. ერთ-ერთი რე­კო­მენ­და­ცია სა­მუ­შაო ჯგუ­ფი­სა არის ის, რომ შე­მუ­შავ­დეს დე­დის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის თან­ხმო­ბის ფორ­მა, რო­მელ­ზეც დედა და­ა­დას­ტუ­რებს თან­ხმო­ბას, რომ მას მი­ე­ცა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია, შე­ა­ფა­სა რის­კე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნურ შე­წყვე­ტას­თან და ამის შემ­დგომ ის იტო­ვებს უფ­ლე­ბას, ჩა­ტარ­დეს აბორ­ტი. ჯან­დაც­ვის კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბა­თა შო­რის მო­აზ­რე­ბუ­ლია, რომ, რო­დე­საც დედა გა­და­წყვეტს, ხე­ლოვ­ნუ­რად შე­წყვი­ტოს მიმ­დი­ნა­რე ორ­სუ­ლო­ბა, მას სამდღი­ა­ნი ვადა მი­ე­ცეს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან, რომ კარ­გად გა­ი­აზ­როს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სწო­რედ ამის შედმგომ მოხ­დეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა.

და­ვით გა­გუ­ას კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი და­ვით გა­გუა "ალი­ას­თან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან სა­გან­გა­შოა ის სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აბორ­ტე­ბის რი­ცხვს ასა­ხავს. პრო­ფე­სო­რი იმ ცვლი­ლე­ბებ­საც ასა­ხე­ლებს, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა, კა­ნონ­ში შე­ვი­დეს.

- რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს და ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის არის, რომ ძა­ლი­ან დიდი რი­ცხვია აბორ­ტე­ბი­სა. მხო­ლოდ 2012 წელს 40 ათა­სამ­დე აბორ­ტის შემ­თხვე­ვა იყო. ამი­ტომ ამ რი­ცხვის შემ­ცი­რე­ბის კუ­თხით აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გამ­კაცრ­დეს. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან ხში­რად არის აბორ­ტის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, ზოგ­ჯერ კი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბი­თაც სრულ­დე­ბა. ამი­ტომ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ში უნდა იყოს გა­წე­რი­ლი რა შემ­თხვე­ვა­ში, რა ასაკ­ში, ფეხ­მძი­მო­ბის რა პე­რი­ოდ­ში უნდა მოხ­დეს აბორ­ტის გა­კე­თე­ბა.

- ხომ არ ფიქ­რობთ, რომ უნდა შემ­ცირ­დეს იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რი­ცხვი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა აბორ­ტის გა­კე­თე­ბა?

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შემ­ცირ­დეს. დე­ტა­ლუ­რად უნდა იყოს გა­წე­რი­ლი ყვე­ლა­ფე­რი. გარ­და ამი­სა, ვიდ­რე აბორ­ტი გა­კეთ­დე­ბა, ექიმ­მა პა­ცი­ენ­ტთან და მისი ოჯა­ხის წევ­რებ­თან უნდა ისა­უბ­როს საფრ­თხე­ებ­ზე, რაც ორ­სუ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნურ შე­წყვე­ტას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს ის, რომ მხო­ლოდ დე­დამ და ექიმ­მა არ გა­და­წყვი­ტონ აბორ­ტის გა­კე­თე­ბა. ხში­რად არი­ან მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლად წყვე­ტენ ამ სა­კითხს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­ტო­ხე­ლა დე­დამ ოჯა­ხის წევ­რე­ბი უნდა ჩა­ა­ყე­ნოს საქ­მის კურ­სში. გარ­და ამი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ქა­ლის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­უღ­ლეს­თან იყოს შე­თან­ხმე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან ხში­რად გამ­ხდა­რა ამ ფაქ­ტის და­მალ­ვა ოჯახ­ში უთან­ხმო­ე­ბის მი­ზე­ზი. ასე­ვე, ბავ­შვის სქე­სის გამო არ უნდა იყოს აბორ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი. უნდა იყოს კო­მი­სი­ის სა­ხით ექიმ­თა ჯგუ­ფი, რო­მელ­საც მთა­ვა­რი ექი­მი ან მისი მო­ად­გი­ლე უხელ­მძღვა­ნე­ლებს და თი­თო­ე­უ­ლი ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი აბორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში იმ­სჯე­ლე­ბენ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ რის­კებს, და­იყ­ვა­ნენ ამ რის­კებს მი­ნი­მუ­მამ­დე და ჩა­ა­ტა­რე­ბენ ყვე­ლა იმ პრო­ცე­დუ­რას, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ასე­ვე, გა­წე­რი­ლი იყოს ასა­კი ქა­ლე­ბი­სა, რო­მელ­თაც აქვთ უფ­ლე­ბა, გა­ი­კე­თონ აბორ­ტი. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, 15 წლამ­დე მო­ზარ­დებს შე­უძ­ლი­ათ, რომ აბორ­ტი გა­ი­კე­თონ. მიმ­დი­ნა­რე წელს უკვე 19 შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც სწო­რედ 15 წლამ­დე მო­ზარ­დმა შე­წყვი­ტა ხე­ლოვ­ნუ­რი გზით ორ­სუ­ლო­ბა. ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­სა­წე­რია. სა­მუ­შაო ჯგუ­ფი იმ­სჯე­ლებს ამა­ზე და გვე­ცო­დი­ნე­ბა ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც კა­ნონ­ში შევა.

შო­რე­ნა გო­გო­ლა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

აბორტებზე კონტროლი მკაცრდება!

აბორტებზე კონტროლი მკაცრდება!

ჯანდაცვის სამინისტრო აბორტის საწინააღმდეგო კამპანიას იწყებს. ამ მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. რა შემთხვევაში აიკრძალება აბორტის გაკეთება? რა ჩაიწერება მინისტრის ახალ ბრძანებაში, რომელიც ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტას გულისხმობს და როგორი იქნება რეგულაციები, რომელიც გამკაცრებული ფორმით უკვე გაზაფხულისთვის ამოქმედდება?

"ალიას" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარიამ ჯაში ესაუბრა:

- აბორტების პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერდა ჯერ კიდევ გაზაფხულზე. ეს უკავშირდებოდა მისი უწმინდესობის კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ეპისტოლეს. მაშინ არაერთგვაროვნად იყო ინტერპრეტირებული აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებული რჩევა. სწორედ ამ თემის შემდგომ რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა მიეძღვნა აბორტის საკითხს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აბორტის ჩატარების რეგულაციებთან დაკავშირებით მუშაობს. სამუშაო ჯგუფში გაერთიანებული არიან მეან-გინეკოლოგები, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და არ შეესაბამება იმ თანამედროვე რეკომენდაციებს, რომელიც ჯანმრთლეობის საერთაშორისო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ჯანდაცვის მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ არის რეკომენდებული. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოხდება ბრძანების ახალი რედაქციის მომზადება, რათა დაკონკრეტდეს და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი სამედიცინო ჩვენებები. ამჟამად ვრცელია ის ჩამონათვალი, რის გამოც შეიძლება სამედიცინო ჩვენებების გამო მოხდეს აბორტის გაკეთება, ჩვენ ამ ჩვენებების რიცხვს მინიმუმამდე დავიყვანთ. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს თავად მონიტორინგის მექანიზმები, რომელიც აბორტის სამედიცინო დაწესებულების დონეზე ზედახედველობას განსაზღვრავს. რეკომენდაციებში, სულ მცირე, მოიაზრება, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან მოხდეს ყოველთვიურად ინფორმაციის გამოთხოვა ჩატარებული აბორტების რაოდენობასთან დაკავშირებით. უნდა გაძლიერდეს მექანიზმები უკვე გაწერილი კანონმდებლობის აღსრულებისთვის.

- ეს მექანიზმები შეამცირებს აბორტების რიცხვს?

- აბორტები უნდა ჩანაცვლდეს თანამედროვე კონტრაცეფციული მეთოდების უფრო მეტად გამოყენებით. ბოლო ათი წლის განმავლობაში აბორტის სიხშირე შემცირებულია და პარალელურად გაზრდილია თანამედროვე კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების) გამოყენება, თუმცა ესეც არასაკმარისია. ბოლო წელიწადში საქართველოში ჩატარდა 39 268 აბორტი. ეს არის ოფიციალური ციფრი, მაგრამ ეს სტატისტიკა ხშირად არ ასახავს რეალობას და აბორტების რიცხვი გაცილებით მაღალია.

- დღეს ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი აბორტის გაკეთება, მინისტრის ახალ ბრძანებაში იქნება მკაცრად განსაზღვრული ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზეზები და ვადები?

- არასამედიცინო გზით, რაც გულისხმობს 12 კვირის ზემოთ ფეხმძიმობის შეწყვეტას, რეგულაციები, რა თქმა უნდა, გამკაცრდება, ვინაიდან ეს დედის ჯანმრთლეობის კუთხით არის სარისკო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები. 12 კვირა ითვლება ბოლო ვადად ორსულობის შეწყვეტისა, ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია და ბევრ ქვეყანაში სწორედ ასე განისაზღვრება ფეხმძიმობის შეწყვეტის ვადები. რაც შეეხება სამედიცინო მიზეზებით ფეხმძიმობის შეწყვეტას, ეს შესაძლებელია 12-22 კვირამდე. ესეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეგულაციებით არის განსაზღვრული. ძალიან მკაცრად და მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ის სამედიცინო ჩვენებები, რომელიც შეიძლება მოიაზრებოდეს ორსულობის შეწყვეტის მიზეზად. გაუპატიურების შემთხვევაში დამდგარი ორსულობაც სამედიცინო ჩვენებად ითვლება.

- სამუშაო ჯგუფი როდის დაასრულებს ამ რეკომენდაციებზე მუშაობას?

- ჩვენ გაზაფხულისთვის გვექნება უკვე საბოლოო პაკეტი შემუშავებული. ამ დროისთვის იქნება ასევე რევიზირებული რეგულაციები.

- საკეისრო კვეთის რეგულაციებზე მსჯლეობისას, საბჭოს გადაწყვეტილებით, გინეკოლოგებსა და მეან-გინეკოლოგებს დაეკისრათ ვალდებულება, აუხსნან ფეხმძიმეს, რა რისკის შემცველია მისთვის არასაჭირო საკეისრო კვეთა. აბორტის შემთხვევაშიც ექნებათ ეს ვალდებულება?

- აუცილებლად. ერთ-ერთი რეკომენდაცია სამუშაო ჯგუფისა არის ის, რომ შემუშავდეს დედის ინფორმირებულობის თანხმობის ფორმა, რომელზეც დედა დაადასტურებს თანხმობას, რომ მას მიეცა შესაბამისი ინფორმაცია, შეაფასა რისკები, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტასთან და ამის შემდგომ ის იტოვებს უფლებას, ჩატარდეს აბორტი. ჯანდაცვის კანონში შესატან ცვლილებათა შორის მოაზრებულია, რომ, როდესაც დედა გადაწყვეტს, ხელოვნურად შეწყვიტოს მიმდინარე ორსულობა, მას სამდღიანი ვადა მიეცეს სამედიცინო პერსონალის მხრიდან, რომ კარგად გაიაზროს ეს გადაწყვეტილება და სწორედ ამის შედმგომ მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება.

დავით გაგუას კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით გაგუა "ალიასთან" საუბრისას ამბობს, რომ რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია, ვინაიდან საგანგაშოა ის სტატისტიკა, რომელიც საქართველოში ჩატარებული აბორტების რიცხვს ასახავს. პროფესორი იმ ცვლილებებსაც ასახელებს, რომელიც საჭიროა, კანონში შევიდეს.

- რეგულაციების აუცილებლობა არსებობს და ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ძალიან დიდი რიცხვია აბორტებისა. მხოლოდ 2012 წელს 40 ათასამდე აბორტის შემთხვევა იყო. ამიტომ ამ რიცხვის შემცირების კუთხით აუცილებელია, რომ რეგულაციები გამკაცრდეს. გარდა ამისა, ძალიან ხშირად არის აბორტის შემდგომი გართულებები, ზოგჯერ კი სიკვდილიანობითაც სრულდება. ამიტომ რეგულაციებში უნდა იყოს გაწერილი რა შემთხვევაში, რა ასაკში, ფეხმძიმობის რა პერიოდში უნდა მოხდეს აბორტის გაკეთება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა შემცირდეს იმ სამედიცინო დაწესებულებების რიცხვი, სადაც შესაძლებელი იქნება აბორტის გაკეთება?

- აუცილებლად უნდა შემცირდეს. დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ყველაფერი. გარდა ამისა, ვიდრე აბორტი გაკეთდება, ექიმმა პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან უნდა ისაუბროს საფრთხეებზე, რაც ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს. აუცილებლად უნდა დარეგულირდეს ის, რომ მხოლოდ დედამ და ექიმმა არ გადაწყვიტონ აბორტის გაკეთება. ხშირად არიან მარტოხელა დედები, რომლებიც დამოუკიდებლად წყვეტენ ამ საკითხს. ამ შემთხვევაში მარტოხელა დედამ ოჯახის წევრები უნდა ჩააყენოს საქმის კურსში. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ქალის ეს გადაწყვეტილება მეუღლესთან იყოს შეთანხმებული. ძალიან ხშირად გამხდარა ამ ფაქტის დამალვა ოჯახში უთანხმოების მიზეზი. ასევე, ბავშვის სქესის გამო არ უნდა იყოს აბორტი გაკეთებული. უნდა იყოს კომისიის სახით ექიმთა ჯგუფი, რომელსაც მთავარი ექიმი ან მისი მოადგილე უხელმძღვანელებს და თითოეული ჩასატარებელი აბორტის შემთხვევაში იმსჯელებენ, გაითვალისწინებენ რისკებს, დაიყვანენ ამ რისკებს მინიმუმამდე და ჩაატარებენ ყველა იმ პროცედურას, რაც აუცილებელია. აუცილებელია, ასევე, გაწერილი იყოს ასაკი ქალებისა, რომელთაც აქვთ უფლება, გაიკეთონ აბორტი. კანონის მიხედვით, 15 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ, რომ აბორტი გაიკეთონ. მიმდინარე წელს უკვე 19 შემთხვევა იყო, როდესაც სწორედ 15 წლამდე მოზარდმა შეწყვიტა ხელოვნური გზით ორსულობა. ყველა დეტალი გასაწერია. სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს ამაზე და გვეცოდინება ის ცვლილებები, რაც კანონში შევა.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია