სლოვაკეთის ქალაქ მიავაში მდინარე ღამით სისხლისფრად იქცა. მდინარესთან ტურისტებისა და ადგილობრივების ნაკადი არ წყდება. პოლიცია წყლის გაწითლების მიზეზს იძიებს. სამართალდამცავები ადგილობრივმა 65 წლის რომან პოდბრეზოვამ გამოიძახა, როდესაც დილით ვარჯიშისას წყლის ფერი შენიშნა.
"მდინარე ქალაქის ცენტრში მოედინება. საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი. ის სისხლისფერია - თავი საშინელებათა ფილმის გმირი მეგონა. ეს სანახაობა ყველას ჟრუანტელს გვრის. გუშინ საღამოს სანაპიროზე ვსეირნობდი და მდინარეს ჩვეულებრივი ფერი ჰქონდა, წყალი ღამით გაწითლდა", - ამბობს ადგილობრივი.
"ჩვენ წყლის შეფერვის მიზეზს ვიძიებთ. ვფიქრობთ შეფერილობა მკვდარი თევზების ბრალია, ან ვიღაცამ მდინარეში სისხლიანი კასრი გარეცხა", - ამბობს პოლიციის წარმომადგენელი ელენა ანტალოვა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.