2013 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,5 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ნოემბრის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,44 პროცენტული პუნქტი წვლილით აისახა. აღსანიშნავია ფასების მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10,2 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (3,5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (-5,7 პროცენტი);
მოცემულ პერიოდში 0,5 პროცენტიანი ფასების მატება დაფიქსირდა ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ნოემბრის თვის ინფლაციაში 0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასები გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (1,5 პროცენტი).
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9