ფინანსთა მინისტრი წინასაახალწლოდ პროდუქტების გაძვირებას არ ელოდება

ფინანსთა მინისტრი წინასაახალწლოდ პროდუქტების გაძვირებას არ ელოდება

სუპერმარკეტებში საახალწლოდ ფასების მატებას პროგნოზირებენ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი წინასაახალწლოდ პროდუქტების გაძვირებას არ ელოდება. როგორც გადაცემა "რადიო მარკეტს" თბილისში მოქმედი სუპერმაკეტების ნაწილში განუცხადეს, ყველაფერი მომწოდებლების ფასებზეა დამოკიდებული, სადისტრიბუციო კომპანიები კი წინა საახალწლოდ პროდუქტებზე ფასებს მინიმუ 10%-ით ზრდიან. ჯერჯერობით, სურსათზე ფასები უცვლელია, თუმცა გამყიდველების ვარაუდით,  წინასაახალწლოდ ფასების მატება შაქარზე, ფქვილზე, კვერცხზე, ნიგოზსა და თაფლეზე გამორიცხული არ არის.

ფინანსთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არც საკვები და არც სხვა პროდუქტების გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

"ბოლო სამი წელია ქვეყანაში ინფლაცია არ დაფიქსირებულა. ლარის კურსის ვარდნა სეზონური და ჩვეულებრივი მოვლენაა. საპანიკო და საგანგაშო ამაში არაფერია. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი რეზერვები, მათ შორის უცხოურ ვალუტაში, რათა ლარის კურსმა არ იხტუნაოს. ფასები საკმაოდ სტაბილურია. მათი მკვეთრი ზრდა გამორიცხულია. არც საკვებ და არც სხვა სახის პროოდუქტებზე ფასების ზრდას არ ველით", - აღნიშნა ხადურმა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ