ნაძალადევის რაიონში 15 ათასი აბონენტისთვის გაზმომარაგება აღდგა

ნაძალადევის რაიონში 15 ათასი აბონენტისთვის გაზმომარაგება აღდგა

ნაძალადევის რაიონში 15 ათასი აბონენტისთვის გაზმომარაგება აღდგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა სარიამ განუცხადა, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარია სრულად ლიკვიდირებულია. ავარიის შედეგად გათიშულ 15 ათას აბონენტს გაზის მიწოდება უკვე აღუდგა.

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე საშუალო წნევის გაზსადენზე ხის დაცემის შედეგად გაზმომარაგება 16:00 საათიდან შეუწყდა ცოტნე დადიანის ქუჩას კინო "საქართველოდან" გადასასვლელ ხიდამდე, ასევე სვანეთის, ჭყონდიდელის, გომბორის, ჩხიკვაძის, კავთისხევის, დეპოს, ბეჟანიშვილის, მახინჯაურის, ლეჩხუმის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია