სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთას მი­ჯაჭ­ვუ­ლი ქართველი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა
მთას მი­ჯაჭ­ვუ­ლი ქართველი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა

იმ წლებ­ში, რო­დე­საც მთა­ში ას­ვ­ლა მშვე­ნი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა იყო, არ­სე­ბობ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ფა­თე­რა­კებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მო­საზ­რე­ბას არ ერი­დე­ბოდ­ნენ და მთის სიყ­ვა­რულს ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა აყე­ნებ­დ­ნენ. ასე­თე­ბი მხო­ლოდ თი­თო-ორო­ლა იყ­ვ­ნენ: ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძე, მა­რი­ნა ურ­თ­მე­ლი­ძე, ლუ­ი­ზა ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი... ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ, მაგ­რამ ერ­თ­მა­ნეთ­თან ალ­პი­ნიზ­მი აკავ­ში­რებ­დათ...

76 წლის ლუ­ი­ზა ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთა­ში ყოფ­ნი­სას გა­მო­ი­ა­რა. ის მთა­ში ყოფ­ნის ყვე­ლა დღეს ბედ­ნი­ე­რად იგო­ნებს:

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. პლე­ხა­ნოვ­ზე (ახ­ლან­დე­ლი აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი) ვცხოვ­რობ­დით. საკ­მა­ოდ მძი­მე ბავ­შ­ვო­ბა მქონ­და: მა­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში წა­იყ­ვა­ნეს და უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­ი­კარ­გა. დე­და კი, სა­მი მცი­რეწ­ლო­ვა­ნი შვი­ლის ამა­რა დარ­ჩა. მე 4 წლის ვი­ყა­ვი, ჩე­მი დე­ბი - 3 და 1 წლი­სა­ნი... დე­და პე­და­გო­გი იყო. შვი­ლე­ბის­თ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი დე­და იყო და თუ რა­ი­მე კარ­გია ჩემ­ში, ყვე­ლა­ფერს მას ვუ­მად­ლი... სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე. ჩე­მი სა­ხი­ფა­თო გა­ტა­ცე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა მთის სიყ­ვა­რუ­ლით ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლის დროს "მო­ვი­წამ­ლე". "მწვერ­ვალ­თა დამ­პყ­რობ­ნი" - ეს იყო ქარ­თუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მი, რო­მელ­მაც ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ფილ­მ­ში პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მთამ­ს­ვ­ლე­ლი ქა­ლის - ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძი­სა და მი­სი ძმე­ბის ცხოვ­რე­ბა იყო ასა­ხუ­ლი. კი­ნო­ფილ­მი რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი: ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძე, თა­ვის ძმებ­თან ერ­თად, უშ­ბა­ზე ადი­ო­და. კლდე­ზე ას­ვ­ლი­სას ისე­თი დაბ­რ­კო­ლე­ბა შეხ­ვ­დათ, უკან უნ­და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ, მაგ­რამ შე­საძ­ლო იყო, მე­ო­რე დღეს იმ ნიშ­ნუ­ლამ­დე ვე­ღარც ასუ­ლიყ­ვ­ნენ. გა­დაწყ­ვი­ტეს, ალექ­სან­დ­რა თო­კე­ბით კლდე­ზე "მი­ეკ­რათ", სა­დაც მთე­ლი ღა­მე გა­ა­თე­ნა. მე­ო­რე დღეს კი ძმე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, აბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ და გზა უშ­ბის­კენ გა­ეგ­რ­ძ­ლე­ბი­ნათ. იმ ფილ­მ­ში ალექ­სან­დ­რას როლს ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი თა­მა­შობს... ერ­თხე­ლაც გა­ვი­გე, რომ ხდის ხე­ო­ბა­ში, სტუ­დენ­ტუ­რი ალ­პი­ნი­ა­და ტარ­დე­ბო­და. ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ო­და და წა­ვე­დი. 150-მდე სტუ­დენ­ტი­დან მწვერ­ვალ­ზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ავი­და.

- მათ შო­რის - თქვენც?

- დი­ახ... ერთ-ერ­თი ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნის, დი­მიტ­რი ობო­ლა­ძის ბა­ბუა, ასე­ვე დი­მიტ­რი ობო­ლა­ძე იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი და მთამ­ს­ვ­ლე­ლი. ჩემს ჯგუფს სა­ოც­რად კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ნო­დარ კან­კა­ვა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. იქი­დან ჩა­მო­სულს სიმ­ბო­ლუ­რად, პა­ტა­რა წე­რა­ყი­ნი მა­ჩუ­ქეს, სა­მახ­სოვ­რო წარ­წე­რით. იმ ნივთს დღემ­დე სიყ­ვა­რუ­ლით ვი­ნა­ხავ... მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რომ ვე­რა­ფე­რი შე­მა­ჩე­რებ­და. მთის სიყ­ვა­რუ­ლი რა­ღაც­ნა­ი­რად, უცებ გიჯ­დე­ბა სის­ხ­ლ­ში... შემ­დეგ და­იწყო სპორ­ტუ­ლი ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად რთულ­დე­ბო­და. მა­შინ მთა­ში ძა­ლი­ან ცო­ტა ქა­ლი და­დი­ო­და. უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძე, შემ­დეგ - მა­რი­ნა ურ­თ­მე­ლი­ძე, მე­რე კი იღ­ბალ­მა მთამ­ს­ვ­ლე­ლი ქა­ლის სტა­ტუ­სი მეც მარ­გუ­ნა...

- ქალ­ბა­ტო­ნო ლუ­ი­ზა, ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბამ მთა­ში ას­ვ­ლი­სა და იქ დარ­ჩე­ნის სიძ­ნე­ლე­ე­ბი შე­ამ­სუ­ბუ­ქა. კა­რა­ვიც უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლია... მა­შინ იქ ყოფ­ნა, მით უმე­ტეს - ზამ­თარ­ში არ გი­ჭირ­დათ?

- მთა­ში სი­ა­რუ­ლი ყვე­ლას უჭირს, მა­მა­კა­ცებ­საც კი. რად­გან ქალს უფ­რო ნა­ზი აგე­ბუ­ლე­ბა აქვს, მთის მკაც­რი პი­რო­ბე­ბი მის­თ­ვის უფ­რო ძნე­ლი ასა­ტა­ნია, თუმ­ცა ის, რომ ჩე­მი მე­გო­ბა­რი მთამ­ს­ვ­ლე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ჩემს წაყ­ვა­ნა­ზე უარს არას­დ­როს ამ­ბობ­დ­ნენ, დიდ სტი­მულს მაძ­ლევ­და... სირ­თუ­ლე მხო­ლოდ მო­უწყო­ბელ კა­რავ­ში რო­დი იყო: ერ­თი წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი ორ კი­ლომ­დე იწო­ნი­და. სა­ი­ე­რი­შო კოს­ტი­უ­მებ­ში, რო­მელ­საც "შტურ­მოვ­კას" ვე­ძახ­დით, თოვ­ლი და ქა­რიც ატან­და; ბამ­ბის სა­ძი­ლე ტომ­რებ­ში გვე­ძი­ნა, რაც პირ­და­პირ ყი­ნულ­ზე ძილს უტოლ­დე­ბა. კა­რა­ვი, ბი­ჯებ­ზე გვქონ­და და­მაგ­რე­ბუ­ლი და უა­მინ­დო­ბი­სას, ერთს რომ და­ი­ქუ­ხებ­და, იშ­ლე­ბო­და, მაგ­რამ უკე­თე­სი არც გვქონ­და ნა­ნა­ხი და ამი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვით... იმ თით­ქ­მის გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში სა­ოც­რად ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. რა­საც მთა­ში ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ვხე­დავ­დი, იმას ქა­ლაქ­ში ვე­რას­დ­როს ვგრძნობ­დი. 10 წე­ლი ვი­ა­რე მთა­ში და სი­ა­მა­ყით ვიტყ­ვი, - არ მახ­სოვს, რო­მე­ლი­მე ალ­პი­ნისტს ჩემ­თ­ვის გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სიტყ­ვა ეკად­რე­ბი­ნოს. გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ ჩაც­ვივ­დე­ბო­დნენ, მე­ტყოდ­ნენ, - ლუ­ი­ზა, ყუ­რე­ბი და­ი­ცე, შე­იძ­ლე­ბა, ცუ­დი სიტყ­ვა წა­მომ­ც­დე­სო... მუდ­მი­ვად მა­მა­კა­ცე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვი­ყა­ვი, რად­გან ქა­ლე­ბი თით­ქ­მის არ და­დი­ო­დნენ. მა­შინ სხვა­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მენ­ტა­ლო­ბა იყო: ქალს რა უნ­და მთა­ში, მით უმე­ტეს - კარ­ვი­თო, ამ­ბობ­დ­ნენ... მე კი ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მთამ ამ­დე­ნი ძმა და მე­გო­ბა­რი მა­ჩუ­ქა. ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ ის სუფ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაგ­ვ­ყ­ვა და უამ­რავ სირ­თუ­ლეს გა­უძ­ლო...

- დე­და რო­გორ ეგუ­ე­ბო­და თქვენს სა­ხი­ფა­თო გა­ტა­ცე­ბას?

- ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯობს: ხში­რად ვა­ტყუ­ებ­დი დე­დას, - ლე­ნინ­გ­რად­ში (ახ­ლან­დე­ლი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გი) პრაქ­ტი­კა­ზე მივ­დი­ვარ-მეთ­ქი. პრაქ­ტი­კას დრო­ზე ად­რე ვამ­თავ­რებ­დი და მთა­ში გავ­რ­ბო­დი. ერ­თხელ ზუგ­დიდ­ში დავ­ტო­ვე ჩე­მი ბარ­გი. მა­შინ სვა­ნეთ­ში ასას­ვ­ლე­ლი გზა თით­ქ­მის არ იყო. მან­ქა­ნე­ბი მხო­ლოდ კან­ტი­კუნ­ტად და­დი­ოდ­ნენ, არა­და, ვი­ცო­დი, რომ ჩე­მი ბა­ნა­კი უშ­ბა­ზე აპი­რებ­და ას­ვ­ლას... ზუგ­დიდ­ში ვი­პო­ვე სვა­ნეთ­ში მი­მა­ვა­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც პუ­რის ფქვი­ლის ტომ­რე­ბით იყო დატ­ვირ­თუ­ლი და იმას გავ­ყე­ვი. მა­შინ ზუგ­დი­დი­დან სვა­ნე­თამ­დე მგზავ­რო­ბას 12 სა­ა­თი სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ დროს ვინ და­ე­ძებ­და?! ისე მე­ნატ­რე­ბო­და მთა!.. მძღოლს ვთხო­ვე, ბე­ჩო­ში უნ­და ავი­დე, მე­ლო­დე­ბი­ან-მეთ­ქი და ფქვი­ლი­ან ტომ­რებ­ზე მოვ­კა­ლათ­დი. სვა­ნი მძღო­ლე­ბი ძა­ლი­ან გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბი იყ­ვ­ნენ, მით უმე­ტეს, მთამ­ს­ვ­ლე­ლე­ბის მი­მართ: - კი, შვი­ლო, და­ჯე­ქიო, - მითხ­რა... ღა­მის 10 სა­ათ­ზე სვა­ნეთ­ში ვი­ყა­ვით. ჩე­მი ბა­ნა­კის­კენ მარ­ტო გა­ვუ­ყე­ვი გზას. ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი კა­ცი წა­მო­მე­წია. გა­უკ­ვირ­და: - სად მი­დი­ხა­რო? რო­დე­საც გა­ი­გო, მთამ­ს­ვ­ლე­ლი ვი­ყა­ვი და ბა­ნაკ­ში მე­ლო­დე­ბოდ­ნენ, ჩა­მოხ­ტა, ცხენ­ზე შემ­ს­ვა და თა­ვად ფე­ხით გა­მიძღ­ვა... უშ­გუ­ლის ძირ­ში, სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი ქა­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა და ალ­პი­ნის­ტე­ბის მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი - მაკ­რი­ნე ცხოვ­რობ­და. ვი­საც კი ოდეს­მე მთის­კენ უქ­ნია პი­რი, ყვე­ლა იც­ნობ­და და ისიც ყვე­ლას დე­და­სა­ვით ეპყ­რო­ბო­და... ამ კაც­მა მაკ­რი­ნეს­თან მი­მიყ­ვა­ნა, - იმ­ხე­ლა გზა გა­მო­ი­ა­რა, უკ­ვე გმი­რიაო... რო­დე­საც ექ­ს­პე­დი­ცი­ის წევ­რებ­მა ფქვი­ლის­გან გა­თეთ­რე­ბუ­ლი და­მი­ნა­ხეს, - ფუი, ეშ­მაკ­სო! - შეს­ძა­ხეს... უშ­ბი­დან რომ დავ­ბ­რუნ­დით, ამ ექ­ს­პე­დი­ცი­ის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხ­ვა გა­ზეთ­ში და­ი­წე­რა და ყველ­გან აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, რომ ამ­დენ მთამ­ს­ვ­ლელ მა­მა­კაცს შო­რის, ერ­თი ქა­ლი ვი­ყა­ვი... რო­გორც კი ეს სტა­ტი­ე­ბი ვნა­ხე, - და­ვი­ღუ­პე-მეთ­ქი, გა­მი­ელ­ვა თავ­ში. გავ­ვარ­დი მეს­ტი­ა­ში და ტე­ლე­ფო­ნით დე­და­ჩემს და­ვუ­რე­კე. დე­დამ მითხ­რა, გა­ზეთ­ში წა­ვი­კი­თხე, რომ ცო­ცხა­ლი ხარ, მაგ­რამ სვა­ნეთ­ში რა გინ­და, ლე­ნინ­გ­რად­ში არ უნ­და იყოო?..

- გი­საყ­ვე­დუ­რათ?

- ნერ­ვი­უ­ლობ­და და ვე­ცო­დე­ბო­დი... კი­დევ ერთ ამ­ბავს მინ­და მო­გიყ­ვეთ: ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძემ მითხ­რა, - 20 წლის წინ ქალ­თა ექ­ს­პე­დი­ცია სომ­ხეთ­ში, არა­გა­ცის მთა­ზე ავე­დით და ახ­ლა ამ გზის გა­მე­ო­რე­ბა გვინ­და, შენ უნ­და გაჰ­ყ­ვეო... ექ­ს­პე­დი­ცი­ის წევ­რებს შო­რის იყო პო­ეტ მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის მე­უღ­ლე, ლე­ნა... ზამ­თა­რი იყო. რა თქმა უნ­და, მთა­ში დი­დი თოვ­ლი იყო. "პირ­ველ­ყო­ფი­ლი თხი­ლა­მუ­რე­ბი" გვეც­ვა... ზო­გი­ერთ ქალს ისე გა­უ­ჭირ­და, რამ­დე­ნი­მე მეტ­რი ავე­დით თუ არა, მთხო­ვეს, - დაგ­ვ­ტო­ვე და აქე­თო­ბი­სას გა­მოგ­ყ­ვე­ბი­თო. - რას ამ­ბობთ, სა­ნამ ჩვენ ჩა­მო­ვალთ, გა­ი­ყი­ნე­ბით-მეთ­ქი... მთა­ში ას­ვ­ლა სხვა არის და ჯგუფ­თან ერ­თად ას­ვ­ლა სულ სხვა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა; მე თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე ვი­ყა­ვი პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი. რო­გორც იქ­ნა, მშვი­დო­ბით ჩა­მო­ვე­დით... იმ დღე­ებ­ში ერე­ვან­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რის კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბო­და და ჩვენც დაგ­ვ­პა­ტი­ჟეს. კონ­ცერ­ტი ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძეს მიჰ­ყავ­და და თბი­ლის­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­და­პი­რი ტრან­ს­ლა­ცია ხდე­ბო­და. შევ­ნიშ­ნე, რომ ტე­ლე­კა­მე­რა პირ­და­პირ ჩვენ­კენ იყო მო­მარ­თუ­ლი. წამ­ყ­ვან­მა გა­მო­აცხა­და, - კონ­ცერ­ტ­ზე სტუმ­რად თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი მთამ­ს­ვ­ლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან, რაც ჩვენ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვიაო... არა­და, დე­და­ჩემს ბა­თუმ­ში მივ­ლი­ნე­ბით წა­სუ­ლი ვე­გო­ნე. არც მახ­სოვს, რო­გორ გავ­ვარ­დი სა­ტე­ლე­ფო­ნო პუნ­ქ­ტ­ში და სახ­ლ­ში დავ­რე­კე. დე­და გა­და­ი­რია, - ამ­ხე­ლა თოვ­ლ­ში არა­გაც­ზე რამ აგიყ­ვა­ნაო?.. თუმ­ცა, რო­დე­საც მი­შა ხერ­გი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, გას­ვე­ნე­ბა­ში დე­დაც წა­ვიყ­ვა­ნე და ულა­მა­ზეს უშ­ბას რომ მოჰ­კ­რა თვა­ლი, თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, - ეჰ, ნე­ტავ ახალ­გაზ­რ­და ვი­ყოო!.. მე­რე კი ღი­მი­ლით მითხ­რა, - თურ­მე რამ­ხე­ლა შეც­დო­მას ვუშ­ვებ­დი, მთა­ში სი­ა­რულს რომ გიშ­ლი­დიო... ჩემ მი­მართ მთამ­ს­ვ­ლე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც რომ ნა­ხა, სა­ბო­ლო­ოდ მო­ულ­ბა გუ­ლი, - თურ­მე რა კარ­გი ხალ­ხი ყო­ფი­ლა­ნო...

- იმ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­ბათ იყო სი­ცოცხ­ლის­თ­ვის სა­ში­ში მო­მენ­ტე­ბიც...

- რა თქმა უნ­და. სტუ­დენ­ტე­ბი ვი­ყა­ვით, მე, ძმე­ბი ბაქ­რა­ძე­ე­ბი და ლე­ვან ჯა­ფა­რი­ძე შხა­რა­ზე ვი­ყა­ვით ასუ­ლი. იქი­დან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, გზად თოვ­ლით და­ფა­რუ­ლი სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კი­ვით გზა შეგ­ვ­ხ­ვ­და. რამ­დე­ნი­მე მეტ­რ­ში ბი­ლი­კი მთავ­რ­დე­ბო­და და მწვა­ნე ბა­ლა­ხი იწყე­ბო­და. თით­ქოს უკ­ვე სამ­შ­ვი­დო­ბოს ვი­ყა­ვით გა­სუ­ლი, დაბ­ლა გაშ­ლი­ლი ბა­ნა­კიც ჩან­და, მაგ­რამ რო­გორც კი თოვ­ლის ბი­ლიკ­ზე დავ­დ­გი ფე­ხი, მოვ­ცურ­დი და დაბ­ლა სრი­ა­ლით დავ­ქან­დი... თურ­მე თოვ­ლის ქვეშ ყი­ნუ­ლი ყო­ფი­ლა... ჩემ წინ ლე­ვან ჯა­ფა­რი­ძე იდ­გა. მოტ­რი­ალ­და და ორი­ვე ხე­ლით და­მი­ჭი­რა. რამ­დე­ნი­მე მეტ­რი ორი­ვემ ჰა­ერ­ში ვიფ­რი­ნეთ... შემ­დეგ, ლე­ვა­ნის წყა­ლო­ბით, რა­ღაც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად, ნა­პირ­ზე აღ­მარ­თულ ლოდს წა­მო­ვე­დეთ და აქეთ-იქით ხურ­ჯი­ნი­ვით გა­და­ვე­კი­დეთ. გონს რომ მო­ვე­დი, იქა­უ­რო­ბა სის­ხ­ლით იყო შე­ღე­ბი­ლი: ლე­ვა­ნის­თ­ვის ყი­ნუ­ლის ბასრ პირს მა­ჯა გა­და­უ­სე­რავს თურ­მე. მან გა­და­მარ­ჩი­ნა, თო­რემ დაბ­ლა უფ­ს­კ­რუ­ლი იყო და იქამ­დე სუ­ლი არ დამ­ყ­ვე­ბო­და... იმ ღა­მეს ბა­ნაკ­ში ვერ დავ­ბ­რუნ­დით. გა­მოქ­ვა­ბუ­ლი ვი­პო­ვეთ და ოთხი­ვე მას შე­ვე­ფა­რეთ... ლე­ვანს მთე­ლი ღა­მე სის­ხ­ლი სდი­ო­და, მაგ­რამ ხე­დავ­და, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ცო­ცხალ-მკვდა­რი ვი­ყა­ვი და რომ და­ვეწყ­ნა­რე­ბი­ნე, მღე­რო­და... კარ­გად მღე­რის, მაგ­რამ იმ ღა­მეს მის მი­ერ ნამ­ღე­რი "ყვა­ო­და ნუ­ში", დღემ­დე ყუ­რებ­ში მიდ­გას... ადა­მი­ა­ნე­ბი მთა­ში იღუ­პე­ბი­ან კი­დეც და მთის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ამას "და­კარ­გ­ვას" ვე­ძა­ხით, მაგ­რამ მე იმ დღეს "მთა­ში ნა­პოვ­ნი სი­ცოცხ­ლე" და­ვარ­ქ­ვი, რო­მე­ლიც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ლა­მის სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის ფა­სად მა­ჩუ­ქა...

- მთა­ში სი­ა­რუ­ლი ოჯა­ხის შექ­მ­ნის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რ­ძეთ?

- ოჯა­ხი გვი­ან შევ­ქ­მე­ნი და მა­ნამ­დეც, სამ­სა­ხუ­რი­სა და მო­უც­ლე­ლო­ბის გა­მო, მთა­ში აქ­ტი­უ­რად სი­ა­რულს ვერ ვა­ხერ­ხებ­დი... ჩე­მი მე­უღ­ლე - სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ან­ზორ ხო­მე­რი­კი უდი­დეს პა­ტივს სცემ­და ჩემს გა­ტა­ცე­ბას. სა­ოც­რად გუ­ლის­ხ­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ ოჯა­ხი უკ­ვე მთა­ში აქ­ტი­უ­რად სი­ა­რუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. ერ­თხელ წა­ვე­დით ერ­თად სვა­ნეთ­ში. ან­ზორ­მა ალ­პი­ნიზ­მ­ზე ვრცე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა... მე წა­მოს­ვ­ლამ მო­მი­წია, მას სა­მუ­შაო ჰქონ­და და დარ­ჩა. იქი­დან გა­ო­ცე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და, - ყვე­ლა ოჯახ­ში შენ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ! ცო­ტა ად­რე რომ გა­მე­ცა­ნი, მეც ალ­პი­ნის­ტი გავ­ხ­დე­ბო­დიო... ტრა­ბა­ხით არ ვამ­ბობ, მაგ­რამ მარ­თ­ლაც, მთა­ზე უსა­ზღ­ვ­როდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მა­მა­კა­ცე­ბის სიძ­ნე­ლეს ვი­ზი­ა­რებ­დი. მი­შა ხერ­გი­ან­მა უშ­ბა­ზე 45-კა­ცი­ა­ნი ექ­ს­პე­დი­ცია რომ მო­აწყო, მათ შო­რის ერ­თა­დერ­თი ქა­ლი ვი­ყა­ვი.

- ბო­ლო დროს ახალ­გაზ­რ­დე­ბი - რო­გორც ბი­ჭე­ბი, ისე გო­გო­ნე­ბი - მთის მი­მართ დიდ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ... ამა­ზე რას იტყ­ვით?

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია და მა­შინ ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ გა­ვი­დო­და წლე­ბი და ამას ჩვე­ნი გო­გო­ნე­ბი თა­ვი­სუფ­ლად გა­ა­კე­თებ­დ­ნენ... ახ­ლა­ხან ჩე­მი 14 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი ავიყ­ვა­ნე სვა­ნეთ­ში და გა­ო­ცე­ბუ­ლი უყუ­რებ­და იმ სი­ლა­მა­ზეს. აუცი­ლე­ბე­ლი არ არის, ყვე­ლამ სპორ­ტ­ს­მე­ნის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ი­ღოს. უბ­რა­ლოდ, მთა სხვა­ნა­ი­რად ზრდის ადა­მი­ანს, სხვა ურ­თი­ერ­თო­ბებს აზი­ა­რებს და სხვა­ნა­ირ ფსი­ქო­ლო­გი­ას უყა­ლი­ბებს, რად­გან ბრძო­ლა გჭირ­დე­ბა... ყო­ვე­ლი მეტ­რის ას­ვ­ლა ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვაა. ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე კი ხი­ფა­თია და შე­იძ­ლე­ბა, გვერ­დით მყო­ფის დაც­ვა სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის ან ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ფა­სად და­გიჯ­დეს. გამ­ბე­და­ო­ბა გაქვს თუ არა, ეს მთა­ში ყოფ­ნის დროს ირ­კ­ვე­ვა... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც აქვთ მთის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა. ახალ­გაზ­რ­დებ­მა ერ­თხელ მა­ინც უნ­და ნა­ხონ მა­თი ქვეყ­ნის მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბი, რა­თა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა ის­წავ­ლონ.

ლა­ლი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მთას მი­ჯაჭ­ვუ­ლი ქართველი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა

მთას მი­ჯაჭ­ვუ­ლი ქართველი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა

იმ წლებ­ში, რო­დე­საც მთა­ში ას­ვ­ლა მშვე­ნი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა იყო, არ­სე­ბობ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ფა­თე­რა­კებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მო­საზ­რე­ბას არ ერი­დე­ბოდ­ნენ და მთის სიყ­ვა­რულს ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა აყე­ნებ­დ­ნენ. ასე­თე­ბი მხო­ლოდ თი­თო-ორო­ლა იყ­ვ­ნენ: ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძე, მა­რი­ნა ურ­თ­მე­ლი­ძე, ლუ­ი­ზა ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი... ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ, მაგ­რამ ერ­თ­მა­ნეთ­თან ალ­პი­ნიზ­მი აკავ­ში­რებ­დათ...

76 წლის ლუ­ი­ზა ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთა­ში ყოფ­ნი­სას გა­მო­ი­ა­რა. ის მთა­ში ყოფ­ნის ყვე­ლა დღეს ბედ­ნი­ე­რად იგო­ნებს:

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. პლე­ხა­ნოვ­ზე (ახ­ლან­დე­ლი აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი) ვცხოვ­რობ­დით. საკ­მა­ოდ მძი­მე ბავ­შ­ვო­ბა მქონ­და: მა­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში წა­იყ­ვა­ნეს და უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­ი­კარ­გა. დე­და კი, სა­მი მცი­რეწ­ლო­ვა­ნი შვი­ლის ამა­რა დარ­ჩა. მე 4 წლის ვი­ყა­ვი, ჩე­მი დე­ბი - 3 და 1 წლი­სა­ნი... დე­და პე­და­გო­გი იყო. შვი­ლე­ბის­თ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი დე­და იყო და თუ რა­ი­მე კარ­გია ჩემ­ში, ყვე­ლა­ფერს მას ვუ­მად­ლი... სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე. ჩე­მი სა­ხი­ფა­თო გა­ტა­ცე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა მთის სიყ­ვა­რუ­ლით ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლის დროს "მო­ვი­წამ­ლე". "მწვერ­ვალ­თა დამ­პყ­რობ­ნი" - ეს იყო ქარ­თუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მი, რო­მელ­მაც ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ფილ­მ­ში პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მთამ­ს­ვ­ლე­ლი ქა­ლის - ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძი­სა და მი­სი ძმე­ბის ცხოვ­რე­ბა იყო ასა­ხუ­ლი. კი­ნო­ფილ­მი რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი: ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძე, თა­ვის ძმებ­თან ერ­თად, უშ­ბა­ზე ადი­ო­და. კლდე­ზე ას­ვ­ლი­სას ისე­თი დაბ­რ­კო­ლე­ბა შეხ­ვ­დათ, უკან უნ­და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ, მაგ­რამ შე­საძ­ლო იყო, მე­ო­რე დღეს იმ ნიშ­ნუ­ლამ­დე ვე­ღარც ასუ­ლიყ­ვ­ნენ. გა­დაწყ­ვი­ტეს, ალექ­სან­დ­რა თო­კე­ბით კლდე­ზე "მი­ეკ­რათ", სა­დაც მთე­ლი ღა­მე გა­ა­თე­ნა. მე­ო­რე დღეს კი ძმე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, აბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ და გზა უშ­ბის­კენ გა­ეგ­რ­ძ­ლე­ბი­ნათ. იმ ფილ­მ­ში ალექ­სან­დ­რას როლს ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი თა­მა­შობს... ერ­თხე­ლაც გა­ვი­გე, რომ ხდის ხე­ო­ბა­ში, სტუ­დენ­ტუ­რი ალ­პი­ნი­ა­და ტარ­დე­ბო­და. ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ო­და და წა­ვე­დი. 150-მდე სტუ­დენ­ტი­დან მწვერ­ვალ­ზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ავი­და.

- მათ შო­რის - თქვენც?

- დი­ახ... ერთ-ერ­თი ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნის, დი­მიტ­რი ობო­ლა­ძის ბა­ბუა, ასე­ვე დი­მიტ­რი ობო­ლა­ძე იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი და მთამ­ს­ვ­ლე­ლი. ჩემს ჯგუფს სა­ოც­რად კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ნო­დარ კან­კა­ვა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. იქი­დან ჩა­მო­სულს სიმ­ბო­ლუ­რად, პა­ტა­რა წე­რა­ყი­ნი მა­ჩუ­ქეს, სა­მახ­სოვ­რო წარ­წე­რით. იმ ნივთს დღემ­დე სიყ­ვა­რუ­ლით ვი­ნა­ხავ... მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რომ ვე­რა­ფე­რი შე­მა­ჩე­რებ­და. მთის სიყ­ვა­რუ­ლი რა­ღაც­ნა­ი­რად, უცებ გიჯ­დე­ბა სის­ხ­ლ­ში... შემ­დეგ და­იწყო სპორ­ტუ­ლი ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად რთულ­დე­ბო­და. მა­შინ მთა­ში ძა­ლი­ან ცო­ტა ქა­ლი და­დი­ო­და. უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძე, შემ­დეგ - მა­რი­ნა ურ­თ­მე­ლი­ძე, მე­რე კი იღ­ბალ­მა მთამ­ს­ვ­ლე­ლი ქა­ლის სტა­ტუ­სი მეც მარ­გუ­ნა...

- ქალ­ბა­ტო­ნო ლუ­ი­ზა, ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბამ მთა­ში ას­ვ­ლი­სა და იქ დარ­ჩე­ნის სიძ­ნე­ლე­ე­ბი შე­ამ­სუ­ბუ­ქა. კა­რა­ვიც უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლია... მა­შინ იქ ყოფ­ნა, მით უმე­ტეს - ზამ­თარ­ში არ გი­ჭირ­დათ?

- მთა­ში სი­ა­რუ­ლი ყვე­ლას უჭირს, მა­მა­კა­ცებ­საც კი. რად­გან ქალს უფ­რო ნა­ზი აგე­ბუ­ლე­ბა აქვს, მთის მკაც­რი პი­რო­ბე­ბი მის­თ­ვის უფ­რო ძნე­ლი ასა­ტა­ნია, თუმ­ცა ის, რომ ჩე­მი მე­გო­ბა­რი მთამ­ს­ვ­ლე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ჩემს წაყ­ვა­ნა­ზე უარს არას­დ­როს ამ­ბობ­დ­ნენ, დიდ სტი­მულს მაძ­ლევ­და... სირ­თუ­ლე მხო­ლოდ მო­უწყო­ბელ კა­რავ­ში რო­დი იყო: ერ­თი წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი ორ კი­ლომ­დე იწო­ნი­და. სა­ი­ე­რი­შო კოს­ტი­უ­მებ­ში, რო­მელ­საც "შტურ­მოვ­კას" ვე­ძახ­დით, თოვ­ლი და ქა­რიც ატან­და; ბამ­ბის სა­ძი­ლე ტომ­რებ­ში გვე­ძი­ნა, რაც პირ­და­პირ ყი­ნულ­ზე ძილს უტოლ­დე­ბა. კა­რა­ვი, ბი­ჯებ­ზე გვქონ­და და­მაგ­რე­ბუ­ლი და უამინ­დო­ბი­სას, ერთს რომ და­ი­ქუ­ხებ­და, იშ­ლე­ბო­და, მაგ­რამ უკე­თე­სი არც გვქონ­და ნა­ნა­ხი და ამი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვით... იმ თით­ქ­მის გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში სა­ოც­რად ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. რა­საც მთა­ში ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ვხე­დავ­დი, იმას ქა­ლაქ­ში ვე­რას­დ­როს ვგრძნობ­დი. 10 წე­ლი ვი­ა­რე მთა­ში და სი­ა­მა­ყით ვიტყ­ვი, - არ მახ­სოვს, რო­მე­ლი­მე ალ­პი­ნისტს ჩემ­თ­ვის გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სიტყ­ვა ეკად­რე­ბი­ნოს. გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ ჩაც­ვივ­დე­ბო­დნენ, მეტყოდ­ნენ, - ლუ­ი­ზა, ყუ­რე­ბი და­ი­ცე, შე­იძ­ლე­ბა, ცუ­დი სიტყ­ვა წა­მომ­ც­დე­სო... მუდ­მი­ვად მა­მა­კა­ცე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვი­ყა­ვი, რად­გან ქა­ლე­ბი თით­ქ­მის არ და­დი­ო­დნენ. მა­შინ სხვა­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მენ­ტა­ლო­ბა იყო: ქალს რა უნ­და მთა­ში, მით უმე­ტეს - კარ­ვი­თო, ამ­ბობ­დ­ნენ... მე კი ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მთამ ამ­დე­ნი ძმა და მე­გო­ბა­რი მა­ჩუ­ქა. ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ ის სუფ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაგ­ვ­ყ­ვა და უამ­რავ სირ­თუ­ლეს გა­უძ­ლო...

- დე­და რო­გორ ეგუ­ე­ბო­და თქვენს სა­ხი­ფა­თო გა­ტა­ცე­ბას?

- ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯობს: ხში­რად ვატყუ­ებ­დი დე­დას, - ლე­ნინ­გ­რად­ში (ახ­ლან­დე­ლი სანქტ-პე­ტერ­ბურ­გი) პრაქ­ტი­კა­ზე მივ­დი­ვარ-მეთ­ქი. პრაქ­ტი­კას დრო­ზე ად­რე ვამ­თავ­რებ­დი და მთა­ში გავ­რ­ბო­დი. ერ­თხელ ზუგ­დიდ­ში დავ­ტო­ვე ჩე­მი ბარ­გი. მა­შინ სვა­ნეთ­ში ასას­ვ­ლე­ლი გზა თით­ქ­მის არ იყო. მან­ქა­ნე­ბი მხო­ლოდ კან­ტი­კუნ­ტად და­დი­ოდ­ნენ, არა­და, ვი­ცო­დი, რომ ჩე­მი ბა­ნა­კი უშ­ბა­ზე აპი­რებ­და ას­ვ­ლას... ზუგ­დიდ­ში ვი­პო­ვე სვა­ნეთ­ში მი­მა­ვა­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც პუ­რის ფქვი­ლის ტომ­რე­ბით იყო დატ­ვირ­თუ­ლი და იმას გავ­ყე­ვი. მა­შინ ზუგ­დი­დი­დან სვა­ნე­თამ­დე მგზავ­რო­ბას 12 სა­ა­თი სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ დროს ვინ და­ე­ძებ­და?! ისე მე­ნატ­რე­ბო­და მთა!.. მძღოლს ვთხო­ვე, ბე­ჩო­ში უნ­და ავი­დე, მე­ლო­დე­ბი­ან-მეთ­ქი და ფქვი­ლი­ან ტომ­რებ­ზე მოვ­კა­ლათ­დი. სვა­ნი მძღო­ლე­ბი ძა­ლი­ან გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბი იყ­ვ­ნენ, მით უმე­ტეს, მთამ­ს­ვ­ლე­ლე­ბის მი­მართ: - კი, შვი­ლო, და­ჯე­ქიო, - მითხ­რა... ღა­მის 10 სა­ათ­ზე სვა­ნეთ­ში ვი­ყა­ვით. ჩე­მი ბა­ნა­კის­კენ მარ­ტო გა­ვუ­ყე­ვი გზას. ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი კა­ცი წა­მო­მე­წია. გა­უკ­ვირ­და: - სად მი­დი­ხა­რო? რო­დე­საც გა­ი­გო, მთამ­ს­ვ­ლე­ლი ვი­ყა­ვი და ბა­ნაკ­ში მე­ლო­დე­ბოდ­ნენ, ჩა­მოხ­ტა, ცხენ­ზე შემ­ს­ვა და თა­ვად ფე­ხით გა­მიძღ­ვა... უშ­გუ­ლის ძირ­ში, სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი ქა­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა და ალ­პი­ნის­ტე­ბის მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი - მაკ­რი­ნე ცხოვ­რობ­და. ვი­საც კი ოდეს­მე მთის­კენ უქ­ნია პი­რი, ყვე­ლა იც­ნობ­და და ისიც ყვე­ლას დე­და­სა­ვით ეპყ­რო­ბო­და... ამ კაც­მა მაკ­რი­ნეს­თან მი­მიყ­ვა­ნა, - იმ­ხე­ლა გზა გა­მო­ი­ა­რა, უკ­ვე გმი­რიაო... რო­დე­საც ექ­ს­პე­დი­ცი­ის წევ­რებ­მა ფქვი­ლის­გან გა­თეთ­რე­ბუ­ლი და­მი­ნა­ხეს, - ფუი, ეშ­მაკ­სო! - შეს­ძა­ხეს... უშ­ბი­დან რომ დავ­ბ­რუნ­დით, ამ ექ­ს­პე­დი­ცი­ის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხ­ვა გა­ზეთ­ში და­ი­წე­რა და ყველ­გან აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, რომ ამ­დენ მთამ­ს­ვ­ლელ მა­მა­კაცს შო­რის, ერ­თი ქა­ლი ვი­ყა­ვი... რო­გორც კი ეს სტა­ტი­ე­ბი ვნა­ხე, - და­ვი­ღუ­პე-მეთ­ქი, გა­მი­ელ­ვა თავ­ში. გავ­ვარ­დი მეს­ტი­ა­ში და ტე­ლე­ფო­ნით დე­და­ჩემს და­ვუ­რე­კე. დე­დამ მითხ­რა, გა­ზეთ­ში წა­ვი­კითხე, რომ ცოცხა­ლი ხარ, მაგ­რამ სვა­ნეთ­ში რა გინ­და, ლე­ნინ­გ­რად­ში არ უნ­და იყოო?..

- გი­საყ­ვე­დუ­რათ?

- ნერ­ვი­უ­ლობ­და და ვე­ცო­დე­ბო­დი... კი­დევ ერთ ამ­ბავს მინ­და მო­გიყ­ვეთ: ალექ­სან­დ­რა ჯა­ფა­რი­ძემ მითხ­რა, - 20 წლის წინ ქალ­თა ექ­ს­პე­დი­ცია სომ­ხეთ­ში, არა­გა­ცის მთა­ზე ავე­დით და ახ­ლა ამ გზის გა­მე­ო­რე­ბა გვინ­და, შენ უნ­და გაჰ­ყ­ვეო... ექ­ს­პე­დი­ცი­ის წევ­რებს შო­რის იყო პო­ეტ მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის მე­უღ­ლე, ლე­ნა... ზამ­თა­რი იყო. რა თქმა უნ­და, მთა­ში დი­დი თოვ­ლი იყო. "პირ­ველ­ყო­ფი­ლი თხი­ლა­მუ­რე­ბი" გვეც­ვა... ზოგიერთ ქალს ისე გა­უ­ჭირ­და, რამ­დე­ნი­მე მეტ­რი ავე­დით თუ არა, მთხო­ვეს, - დაგ­ვ­ტო­ვე და აქე­თო­ბი­სას გა­მოგ­ყ­ვე­ბი­თო. - რას ამ­ბობთ, სა­ნამ ჩვენ ჩა­მო­ვალთ, გა­ი­ყი­ნე­ბით-მეთ­ქი... მთა­ში ას­ვ­ლა სხვა არის და ჯგუფ­თან ერ­თად ას­ვ­ლა სულ სხვა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა; მე თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე ვი­ყა­ვი პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი. რო­გორც იქ­ნა, მშვი­დო­ბით ჩა­მო­ვე­დით... იმ დღე­ებ­ში ერე­ვან­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რის კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბო­და და ჩვენც დაგ­ვ­პა­ტი­ჟეს. კონ­ცერ­ტი ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძეს მიჰ­ყავ­და და თბი­ლის­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­და­პი­რი ტრან­ს­ლა­ცია ხდე­ბო­და. შევ­ნიშ­ნე, რომ ტე­ლე­კა­მე­რა პირ­და­პირ ჩვენ­კენ იყო მო­მარ­თუ­ლი. წამ­ყ­ვან­მა გა­მო­აცხა­და, - კონ­ცერ­ტ­ზე სტუმ­რად თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი მთამ­ს­ვ­ლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან, რაც ჩვენ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვიაო... არა­და, დე­და­ჩემს ბა­თუმ­ში მივ­ლი­ნე­ბით წა­სუ­ლი ვე­გო­ნე. არც მახ­სოვს, რო­გორ გავ­ვარ­დი სა­ტე­ლე­ფო­ნო პუნ­ქ­ტ­ში და სახ­ლ­ში დავ­რე­კე. დე­და გა­და­ი­რია, - ამ­ხე­ლა თოვ­ლ­ში არა­გაც­ზე რამ აგიყ­ვა­ნაო?.. თუმ­ცა, რო­დე­საც მი­შა ხერ­გი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, გას­ვე­ნე­ბა­ში დე­დაც წა­ვიყ­ვა­ნე და ულა­მა­ზეს უშ­ბას რომ მოჰ­კ­რა თვა­ლი, თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, - ეჰ, ნე­ტავ ახალ­გაზ­რ­და ვი­ყოო!.. მე­რე კი ღი­მი­ლით მითხ­რა, - თურ­მე რამ­ხე­ლა შეც­დო­მას ვუშ­ვებ­დი, მთა­ში სი­ა­რულს რომ გიშ­ლი­დიო... ჩემ მი­მართ მთამ­ს­ვ­ლე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც რომ ნა­ხა, სა­ბო­ლო­ოდ მო­ულ­ბა გუ­ლი, - თურ­მე რა კარ­გი ხალ­ხი ყო­ფი­ლა­ნო...

- იმ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­ბათ იყო სი­ცოცხ­ლის­თ­ვის სა­ში­ში მო­მენ­ტე­ბიც...

- რა თქმა უნ­და. სტუ­დენ­ტე­ბი ვი­ყა­ვით, მე, ძმე­ბი ბაქ­რა­ძე­ე­ბი და ლე­ვან ჯა­ფა­რი­ძე შხა­რა­ზე ვი­ყა­ვით ასუ­ლი. იქი­დან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, გზად თოვ­ლით და­ფა­რუ­ლი სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კი­ვით გზა შეგ­ვ­ხ­ვ­და. რამ­დე­ნი­მე მეტ­რ­ში ბი­ლი­კი მთავ­რ­დე­ბო­და და მწვა­ნე ბა­ლა­ხი იწყე­ბო­და. თით­ქოს უკ­ვე სამ­შ­ვი­დო­ბოს ვი­ყა­ვით გა­სუ­ლი, დაბ­ლა გაშ­ლი­ლი ბა­ნა­კიც ჩან­და, მაგ­რამ რო­გორც კი თოვ­ლის ბი­ლიკ­ზე დავ­დ­გი ფე­ხი, მოვ­ცურ­დი და დაბ­ლა სრი­ა­ლით დავ­ქან­დი... თურ­მე თოვ­ლის ქვეშ ყი­ნუ­ლი ყო­ფი­ლა... ჩემ წინ ლე­ვან ჯა­ფა­რი­ძე იდ­გა. მოტ­რი­ალ­და და ორი­ვე ხე­ლით და­მი­ჭი­რა. რამ­დე­ნი­მე მეტ­რი ორი­ვემ ჰა­ერ­ში ვიფ­რი­ნეთ... შემ­დეგ, ლე­ვა­ნის წყა­ლო­ბით, რა­ღაც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად, ნა­პირ­ზე აღ­მარ­თულ ლოდს წა­მო­ვე­დეთ და აქეთ-იქით ხურ­ჯი­ნი­ვით გა­და­ვე­კი­დეთ. გონს რომ მო­ვე­დი, იქა­უ­რო­ბა სის­ხ­ლით იყო შე­ღე­ბი­ლი: ლე­ვა­ნის­თ­ვის ყი­ნუ­ლის ბასრ პირს მა­ჯა გა­და­უ­სე­რავს თურ­მე. მან გა­და­მარ­ჩი­ნა, თო­რემ დაბ­ლა უფ­ს­კ­რუ­ლი იყო და იქამ­დე სუ­ლი არ დამ­ყ­ვე­ბო­და... იმ ღა­მეს ბა­ნაკ­ში ვერ დავ­ბ­რუნ­დით. გა­მოქ­ვა­ბუ­ლი ვი­პო­ვეთ და ოთხი­ვე მას შე­ვე­ფა­რეთ... ლე­ვანს მთე­ლი ღა­მე სის­ხ­ლი სდი­ო­და, მაგ­რამ ხე­დავ­და, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ცოცხალ-მკვდა­რი ვი­ყა­ვი და რომ და­ვეწყ­ნა­რე­ბი­ნე, მღე­რო­და... კარ­გად მღე­რის, მაგ­რამ იმ ღა­მეს მის მი­ერ ნამ­ღე­რი "ყვა­ო­და ნუ­ში", დღემ­დე ყუ­რებ­ში მიდ­გას... ადა­მი­ა­ნე­ბი მთა­ში იღუ­პე­ბი­ან კი­დეც და მთის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ამას "და­კარ­გ­ვას" ვე­ძა­ხით, მაგ­რამ მე იმ დღეს "მთა­ში ნა­პოვ­ნი სი­ცოცხ­ლე" და­ვარ­ქ­ვი, რო­მე­ლიც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ლა­მის სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის ფა­სად მა­ჩუ­ქა...

- მთა­ში სი­ა­რუ­ლი ოჯა­ხის შექ­მ­ნის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რ­ძეთ?

- ოჯა­ხი გვი­ან შევ­ქ­მე­ნი და მა­ნამ­დეც, სამ­სა­ხუ­რი­სა და მო­უც­ლე­ლო­ბის გა­მო, მთა­ში აქ­ტი­უ­რად სი­ა­რულს ვერ ვა­ხერ­ხებ­დი... ჩე­მი მე­უღ­ლე - სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ან­ზორ ხო­მე­რი­კი უდი­დეს პა­ტივს სცემ­და ჩემს გა­ტა­ცე­ბას. სა­ოც­რად გუ­ლის­ხ­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ ოჯა­ხი უკ­ვე მთა­ში აქ­ტი­უ­რად სი­ა­რუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. ერ­თხელ წა­ვე­დით ერ­თად სვა­ნეთ­ში. ან­ზორ­მა ალ­პი­ნიზ­მ­ზე ვრცე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა... მე წა­მოს­ვ­ლამ მო­მი­წია, მას სა­მუ­შაო ჰქონ­და და დარ­ჩა. იქიდან გა­ო­ცე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და, - ყვე­ლა ოჯახ­ში შენ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ! ცო­ტა ად­რე რომ გა­მე­ცა­ნი, მეც ალ­პი­ნის­ტი გავ­ხ­დე­ბო­დიო... ტრა­ბა­ხით არ ვამ­ბობ, მაგ­რამ მარ­თ­ლაც, მთა­ზე უსაზღ­ვ­როდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მა­მა­კა­ცე­ბის სიძ­ნე­ლეს ვი­ზი­ა­რებ­დი. მი­შა ხერ­გი­ან­მა უშ­ბა­ზე 45-კა­ცი­ა­ნი ექ­ს­პე­დი­ცია რომ მო­აწყო, მათ შო­რის ერ­თა­დერ­თი ქა­ლი ვი­ყა­ვი.

- ბო­ლო დროს ახალ­გაზ­რ­დე­ბი - რო­გორც ბი­ჭე­ბი, ისე გო­გო­ნე­ბი - მთის მი­მართ დიდ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ... ამა­ზე რას იტყ­ვით?

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია და მა­შინ ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ გა­ვი­დო­და წლე­ბი და ამას ჩვე­ნი გო­გო­ნე­ბი თა­ვი­სუფ­ლად გა­ა­კე­თებ­დ­ნენ... ახ­ლა­ხან ჩე­მი 14 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი ავიყ­ვა­ნე სვა­ნეთ­ში და გა­ო­ცე­ბუ­ლი უყუ­რებ­და იმ სი­ლა­მა­ზეს. აუცი­ლე­ბე­ლი არ არის, ყვე­ლამ სპორ­ტ­ს­მე­ნის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ი­ღოს. უბ­რა­ლოდ, მთა სხვა­ნა­ი­რად ზრდის ადა­მი­ანს, სხვა ურ­თი­ერ­თო­ბებს აზი­ა­რებს და სხვა­ნა­ირ ფსი­ქო­ლო­გი­ას უყა­ლი­ბებს, რად­გან ბრძო­ლა გჭირ­დე­ბა... ყო­ვე­ლი მეტ­რის ას­ვ­ლა ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვაა. ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე კი ხი­ფა­თია და შე­იძ­ლე­ბა, გვერ­დით მყო­ფის დაც­ვა სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის ან ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ფა­სად და­გიჯ­დეს. გამ­ბე­და­ო­ბა გაქვს თუ არა, ეს მთა­ში ყოფ­ნის დროს ირ­კ­ვე­ვა... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც აქვთ მთის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა. ახალ­გაზ­რ­დებ­მა ერ­თხელ მა­ინც უნ­და ნა­ხონ მა­თი ქვეყ­ნის მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბი, რა­თა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა ის­წავ­ლონ.

ლა­ლი პა­პას­კი­რი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"