მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იწ­ვევს ყრუ­მუნ­ჯო­ბას და რა უნდა ვიცოდეთ ყურის დაავადებების შესახებ
რა იწ­ვევს ყრუ­მუნ­ჯო­ბას და რა უნდა ვიცოდეთ ყურის დაავადებების შესახებ

მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, ყუ­რი ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ფა­ქი­ზი ორ­გა­ნო­ა. დაგ­ვი­ა­ნე­ბულ­მა, არას­წორ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ შე­საძ­ლოა სა­ხი­ფა­თო გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, მათ შო­რის სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა და ყრუ-­მუნ­ჯო­ბაც კი. ყუ­რის და­ა­ვა­დე­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენ­ტ-პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ლი­კა ლო­მი­ძე:

- ყვე­ლა­ზე ხში­რად ბავ­შვებ­ში ოტი­ტი აღი­ნიშ­ნე­ბა. ეს არის ყუ­რის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბა და ამ სა­ხელ­წო­დე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა რო­გორც შუ­ა, ასე­ვე გა­რე­თა ყუ­რის ან­თე­ბა. ოტი­ტის გა­მომ­წვე­ვი მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რია რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შუა ყუ­რის ან­თე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ვი­რუ­სუ­ლი თუ ბაქ­ტე­რი­უ­ლი: შუა ყუ­რი ვიწ­რო არ­ხით, რო­მელ­საც ევ­სტა­ქის ლუ­ლა ეწო­დე­ბა, უკავ­შირ­დე­ბა ცხვირ­-ხა­ხას, სწო­რედ ეს არის მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ცხვი­რით სუნ­თქვის უმ­ნიშ­ვნე­ლო გაძ­ნე­ლე­ბაც კი ხში­რად იწ­ვევს სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბას, ყუ­რის ტკი­ვილს და დის­კომ­ფორ­ტს ყუ­რის მი­და­მო­ში. გარ­და ამი­სა, გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც აკუს­ტი­კუ­რი ტრავ­მა, ასე­ვე ბა­როტ­რავ­მა, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა შუა ყურ­ში უარ­ყო­ფი­თი წნე­ვის გან­ვი­თა­რე­ბის გა­მო. ეს ყვე­ლას გა­მო­უც­დია თვით­მფრი­ნა­ვის აფ­რე­ნი­სა-დაშ­ვე­ბი­სას წნე­ვა­თა სწრა­ფი ცვა­ლე­ბა­დო­ბის დროს.

- რო­გო­რია ოტი­ტის კლი­ნი­კა?

- ოტი­ტის კლი­ნი­კა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის სტა­დი­ა­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე. მწვა­ვე ოტი­ტი, რო­გორც წე­სი, იწყ­ე­ბა ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით ან ყუ­რის და­გუ­ბე­ბის შეგ­რძნე­ბით. თუ დრო­უ­ლად და სწო­რად არ მოხ­და მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა, შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს და­ფის აპ­კის პერ­ფო­რა­ცია (გახ­ვრე­ტა) ჩირ­ქის ან სითხ­ის ზე­წო­ლის გა­მო და მი­სი გად­მოს­ვლა გა­რეთ, რაც უკე­თე­სი ვა­რი­ან­ტი­ა. ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვებ­ში და­ფის აპ­კის მთლი­ა­ნო­ბის რღვე­ვა თა­ვი­სით არ ხდე­ბა და სა­ჭი­როა მი­სი გახ­ვრე­ტა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნემ­სით, რა­თა შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­დან აი­ცი­ლონ. შე­საძ­ლო­ა, ასე­ვე დრო­უ­ლად დაწყ­ე­ბულ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ არ მი­იყ­ვა­ნოს ან­თე­ბა მე­ო­რე ეტა­პამ­დე და პრო­ცე­სი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­სა­კენ წა­ვი­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ქრო­ნი­კულ ოტიტს, მი­სი კლი­ნი­კა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა პე­რი­ო­დულ ჩირ­ქდე­ნა­ში, სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა­სა და სხვა ჩი­ვი­ლებ­ში, რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მე­სა და ხა­სი­ათ­ზე.

- რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს ოტი­ტი?

- მწვა­ვე ოტი­ტი­სას არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ექ­სუ­და­ტი (შუა ყურ­ში არ­სე­ბუ­ლი სითხ­ე) ვერ ახერ­ხებს გა­რეთ გა­მოს­ვლას და შე­საძ­ლოა მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი გან­ვი­თარ­დეს, რო­გო­რი­ცაა მე­ნინ­გი­ტი, თა­ვის ტვი­ნის აბ­სცე­სი, სიგ­მო­ი­დუ­რი სი­ნუ­სის თრომ­ბო­ზი, სა­ხის ნერ­ვის პა­რე­ზი და სხვა. მწვა­ვე ოტი­ტის არას­წო­რი ან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა იწ­ვევს ქრო­ნი­კუ­ლი ოტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. ხო­ლო ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გარ­თუ­ლე­ბის მი­ზე­ზი არის ის, რომ ჩირ­ქი შლის მიმ­დე­ბა­რე სტრუქ­ტუ­რებს, ძვალს, რო­მე­ლიც შუა ყურს გა­მო­ყოფს თა­ვის ტვი­ნის­გან, სა­ხის ნერ­ვის მფა­რავ ძვლო­ვან ქსო­ვილს, დი­დი ვე­ნუ­რი სი­ნუ­სის მფა­რავ ძვალს, ლა­ბი­რინ­თის კე­დელს და აღ­წევს შე­სა­ბა­მის ნა­წი­ლებ­ში, რაც იძ­ლე­ვა მე­ნინ­გი­ტის, აბ­სცე­სის, ფა­ცი­ა­ლი­სის, წო­ნას­წო­რო­ბის მოშ­ლას და სხვა სიმ­პტო­მებს. შუა ყუ­რის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბის ერ­თ-ერ­თი გარ­თუ­ლე­ბაა ქო­ლეს­ტე­ა­ტო­მა. ეს და­ა­ვა­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა და­ფის აპ­კზე პერ­ფო­რა­ცი­ის დროს ეპი­დერ­მა­ლუ­რი ჯი­ბის წარ­მოქ­მნით და მას­ში ან­თე­ბი­თი ხა­ჭოს­მაგ­ვა­რი "ნარ­ჩე­ნე­ბის" დაგ­რო­ვე­ბით, რო­მ­ლის მიერ გა­მო­­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა შლის ყვე­ლა სა­ხის ქსო­ვილს: ძვლო­ვანს, რბილს. სწო­რედ ეს წარ­მო­ად­გეს ში­და­ქა­ლის გარ­თუ­ლე­ბე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას.

- არ­სე­ბობს თუ არა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბი, თუ მხო­ლოდ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს და რამ­დე­ნად ხში­რია ეს და­ა­ვა­დე­ბა ბავ­შვებ­ში?

- მსოფ­ლი­ო­ში მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი მე­თო­დი ქი­რურ­გი­უ­ლია და ით­ვა­ლის­წი­ნებს მის რა­დი­კა­ლურ მო­ცი­ლე­ბას შემ­დგო­მი რე­ცი­დი­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით. და­ა­ვა­დე­ბა უფ­რო ხში­რად გვხვდე­ბა მოზ­რდი­ლებ­ში, რად­გან მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას დრო სჭირ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე სიმ­პტო­მე­ბი­სას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მი პა­ცი­ენტს სწრაფ ოპე­რა­ტი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას ურ­ჩევს, რად­გან სა­ჭი­რო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და­საწყ­ის ფა­ზა­ში უფ­რო და­ზოგ­ვი­თი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის და და­ხუ­რუ­ლი ღრუს შექ­მნის მეტ შანსს გვაძ­ლევს. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში მშო­ბე­ლი და პა­ცი­ენ­ტი გაფ­რთხი­ლე­ბუ­ლია შემ­დგო­მი რე­ცი­დი­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე და გან­მე­ო­რე­ბი­თი ოპე­რა­ცი­ის შე­საძ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი შუა ყუ­რის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბის დროს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლად მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლობს. მკურ­ნა­ლი ექი­მი არ ურ­ჩევს ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას და არ აფ­რთხი­ლებს მო­სა­ლოდ­ნელ გარ­თუ­ლე­ბებ­სა და შე­დე­გებ­ზე.

- რას იტყ­ო­დით ყრუ­მუნ­ჯო­ბა­სა და მის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე?

- ყრუ­მუნ­ჯო­ბა არის თან­და­ყო­ლი­ლი ან ად­რე­ულ ასაკ­ში შე­ძე­ნი­ლი სიყ­რუე და მი­სით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზე­ბია ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით წი­თუ­რა, ად­გი­ლობ­რი­ვი ჩირ­ქო­ვა­ნი ან­თე­ბა. სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის მი­ზე­ზი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ტრა­ვმა: მე­ქა­ნი­კუ­რი, აკუს­ტი­კუ­რი, სხი­ვუ­რი. სმე­ნაჩ­ლუნ­გო­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს აგ­რეთ­ვე მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი.

- მე­დიო­კამე­ნტო­ზუ­რი მი­ზე­ზი ახ­სე­ნეთ, ად­რე ხში­რი იყო შემ­თხვევ­ები, რო­დე­საც არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ესა თუ ის პრე­პა­რა­ტი, მა­გა­ლი­თად, გენ­ტა­მი­ცი­ნი, ბავ­შვის სიყ­რუ­ეს იწ­ვევ­და, დღეს თუ არის ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბი?

- გენ­ტა­მი­ცი­ნი და ამი­ნოგ­ლი­კო­ზი­დე­ბის ჯგუ­ფის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი სა­ერ­თოდ იწ­ვევს სმე­ნის ნერ­ვის ნე­ი­რო­ე­პი­თე­ლის და­ზი­ა­ნე­ბას, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სიყ­რუ­ეს ან სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბას. ამ პრე­პა­რა­ტებს ახ­ლაც იყე­ნე­ბენ, მხო­ლოდ მე­ტი სიფ­რთხი­ლით და უფ­რო იშ­ვი­ა­თად. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­საც გხვდე­ბა ამ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიყ­რუ­ის შემ­თხვე­ვე­ბი.

ლიკა კე­რა­ტიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რა იწ­ვევს ყრუ­მუნ­ჯო­ბას და რა უნდა ვიცოდეთ ყურის დაავადებების შესახებ

რა იწ­ვევს ყრუ­მუნ­ჯო­ბას და რა უნდა ვიცოდეთ ყურის დაავადებების შესახებ

მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, ყუ­რი ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ფა­ქი­ზი ორ­გა­ნო­ა. დაგ­ვი­ა­ნე­ბულ­მა, არას­წორ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ შე­საძ­ლოა სა­ხი­ფა­თო გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, მათ შო­რის სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა და ყრუ-­მუნ­ჯო­ბაც კი. ყუ­რის და­ა­ვა­დე­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენ­ტ-პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ლი­კა ლო­მი­ძე:

- ყვე­ლა­ზე ხში­რად ბავ­შვებ­ში ოტი­ტი აღი­ნიშ­ნე­ბა. ეს არის ყუ­რის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბა და ამ სა­ხელ­წო­დე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა რო­გორც შუ­ა, ასე­ვე გა­რე­თა ყუ­რის ან­თე­ბა. ოტი­ტის გა­მომ­წვე­ვი მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რია რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შუა ყუ­რის ან­თე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ვი­რუ­სუ­ლი თუ ბაქ­ტე­რი­უ­ლი: შუა ყუ­რი ვიწ­რო არ­ხით, რო­მელ­საც ევ­სტა­ქის ლუ­ლა ეწო­დე­ბა, უკავ­შირ­დე­ბა ცხვირ­-ხა­ხას, სწო­რედ ეს არის მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ცხვი­რით სუნ­თქვის უმ­ნიშ­ვნე­ლო გაძ­ნე­ლე­ბაც კი ხში­რად იწ­ვევს სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბას, ყუ­რის ტკი­ვილს და დის­კომ­ფორტს ყუ­რის მი­და­მო­ში. გარ­და ამი­სა, გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც აკუს­ტი­კუ­რი ტრავ­მა, ასე­ვე ბა­როტ­რავ­მა, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა შუა ყურ­ში უარ­ყო­ფი­თი წნე­ვის გან­ვი­თა­რე­ბის გა­მო. ეს ყვე­ლას გა­მო­უც­დია თვით­მფრი­ნა­ვის აფ­რე­ნი­სა-დაშ­ვე­ბი­სას წნე­ვა­თა სწრა­ფი ცვა­ლე­ბა­დო­ბის დროს.

- რო­გო­რია ოტი­ტის კლი­ნი­კა?

- ოტი­ტის კლი­ნი­კა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის სტა­დი­ა­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე. მწვა­ვე ოტი­ტი, რო­გორც წე­სი, იწყ­ე­ბა ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით ან ყუ­რის და­გუ­ბე­ბის შეგ­რძნე­ბით. თუ დრო­უ­ლად და სწო­რად არ მოხ­და მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა, შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს და­ფის აპ­კის პერ­ფო­რა­ცია (გახ­ვრე­ტა) ჩირ­ქის ან სითხ­ის ზე­წო­ლის გა­მო და მი­სი გად­მოს­ვლა გა­რეთ, რაც უკე­თე­სი ვა­რი­ან­ტი­ა. ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვებ­ში და­ფის აპ­კის მთლი­ა­ნო­ბის რღვე­ვა თა­ვი­სით არ ხდე­ბა და სა­ჭი­როა მი­სი გახ­ვრე­ტა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნემ­სით, რა­თა შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­დან აი­ცი­ლონ. შე­საძ­ლო­ა, ასე­ვე დრო­უ­ლად დაწყ­ე­ბულ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ არ მი­იყ­ვა­ნოს ან­თე­ბა მე­ო­რე ეტა­პამ­დე და პრო­ცე­სი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­სა­კენ წა­ვი­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ქრო­ნი­კულ ოტიტს, მი­სი კლი­ნი­კა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა პე­რი­ო­დულ ჩირ­ქდე­ნა­ში, სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა­სა და სხვა ჩი­ვი­ლებ­ში, რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მე­სა და ხა­სი­ათ­ზე.

- რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს ოტი­ტი?

- მწვა­ვე ოტი­ტი­სას არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ექ­სუ­და­ტი (შუა ყურ­ში არ­სე­ბუ­ლი სითხ­ე) ვერ ახერ­ხებს გა­რეთ გა­მოს­ვლას და შე­საძ­ლოა მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი გან­ვი­თარ­დეს, რო­გო­რი­ცაა მე­ნინ­გი­ტი, თა­ვის ტვი­ნის აბ­სცე­სი, სიგ­მო­ი­დუ­რი სი­ნუ­სის თრომ­ბო­ზი, სა­ხის ნერ­ვის პა­რე­ზი და სხვა. მწვა­ვე ოტი­ტის არას­წო­რი ან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა იწ­ვევს ქრო­ნი­კუ­ლი ოტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. ხო­ლო ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გარ­თუ­ლე­ბის მი­ზე­ზი არის ის, რომ ჩირ­ქი შლის მიმ­დე­ბა­რე სტრუქ­ტუ­რებს, ძვალს, რო­მე­ლიც შუა ყურს გა­მო­ყოფს თა­ვის ტვი­ნის­გან, სა­ხის ნერ­ვის მფა­რავ ძვლო­ვან ქსო­ვილს, დი­დი ვე­ნუ­რი სი­ნუ­სის მფა­რავ ძვალს, ლა­ბი­რინ­თის კე­დელს და აღ­წევს შე­სა­ბა­მის ნა­წი­ლებ­ში, რაც იძ­ლე­ვა მე­ნინ­გი­ტის, აბ­სცე­სის, ფა­ცი­ა­ლი­სის, წო­ნას­წო­რო­ბის მოშ­ლას და სხვა სიმ­პტო­მებს. შუა ყუ­რის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბის ერ­თ-ერ­თი გარ­თუ­ლე­ბაა ქო­ლეს­ტე­ა­ტო­მა. ეს და­ა­ვა­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა და­ფის აპ­კზე პერ­ფო­რა­ცი­ის დროს ეპი­დერ­მა­ლუ­რი ჯი­ბის წარ­მოქ­მნით და მას­ში ან­თე­ბი­თი ხა­ჭოს­მაგ­ვა­რი "ნარ­ჩე­ნე­ბის" დაგ­რო­ვე­ბით, რო­მ­ლის მიერ გა­მო­­მუ­შა­ვებული ნივ­თი­ე­რე­ბა შლის ყვე­ლა სა­ხის ქსო­ვილს: ძვლო­ვანს, რბილს. სწო­რედ ეს წარ­მო­ად­გეს ში­და­ქა­ლის გარ­თუ­ლე­ბე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას.

- არ­სე­ბობს თუ არა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბი, თუ მხო­ლოდ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს და რამ­დე­ნად ხში­რია ეს და­ა­ვა­დე­ბა ბავ­შვებ­ში?

- მსოფ­ლი­ო­ში მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი მე­თო­დი ქი­რურ­გი­უ­ლია და ით­ვა­ლის­წი­ნებს მის რა­დი­კა­ლურ მო­ცი­ლე­ბას შემ­დგო­მი რე­ცი­დი­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით. და­ა­ვა­დე­ბა უფ­რო ხში­რად გვხვდე­ბა მოზ­რდი­ლებ­ში, რად­გან მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას დრო სჭირ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე სიმ­პტო­მე­ბი­სას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მი პა­ცი­ენტს სწრაფ ოპე­რა­ტი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას ურ­ჩევს, რად­გან სა­ჭი­რო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და­საწყ­ის ფა­ზა­ში უფ­რო და­ზოგ­ვი­თი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის და და­ხუ­რუ­ლი ღრუს შექ­მნის მეტ შანსს გვაძ­ლევს. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში მშო­ბე­ლი და პა­ცი­ენ­ტი გაფ­რთხი­ლე­ბუ­ლია შემ­დგო­მი რე­ცი­დი­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე და გან­მე­ო­რე­ბი­თი ოპე­რა­ცი­ის შე­საძ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი შუა ყუ­რის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბის დროს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლად მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლობს. მკურ­ნა­ლი ექი­მი არ ურ­ჩევს ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას და არ აფ­რთხი­ლებს მო­სა­ლოდ­ნელ გარ­თუ­ლე­ბებ­სა და შე­დე­გებ­ზე.

- რას იტყ­ო­დით ყრუ­მუნ­ჯო­ბა­სა და მის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე?

- ყრუ­მუნ­ჯო­ბა არის თან­და­ყო­ლი­ლი ან ად­რე­ულ ასაკ­ში შე­ძე­ნი­ლი სიყ­რუე და მი­სით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზე­ბია ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით წი­თუ­რა, ად­გი­ლობ­რი­ვი ჩირ­ქო­ვა­ნი ან­თე­ბა. სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის მი­ზე­ზი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ტრა­ვმა: მე­ქა­ნი­კუ­რი, აკუს­ტი­კუ­რი, სხი­ვუ­რი. სმე­ნაჩ­ლუნ­გო­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს აგ­რეთ­ვე მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი.

- მე­დიო­კამე­ნტო­ზუ­რი მი­ზე­ზი ახ­სე­ნეთ, ად­რე ხში­რი იყო შემ­თხვევ­ები, რო­დე­საც არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ესა თუ ის პრე­პა­რა­ტი, მა­გა­ლი­თად, გენ­ტა­მი­ცი­ნი, ბავ­შვის სიყ­რუ­ეს იწ­ვევ­და, დღეს თუ არის ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბი?

- გენ­ტა­მი­ცი­ნი და ამი­ნოგ­ლი­კო­ზი­დე­ბის ჯგუ­ფის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი სა­ერ­თოდ იწ­ვევს სმე­ნის ნერ­ვის ნე­ი­რო­ე­პი­თე­ლის და­ზი­ა­ნე­ბას, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სიყ­რუ­ეს ან სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბას. ამ პრე­პა­რა­ტებს ახ­ლაც იყე­ნე­ბენ, მხო­ლოდ მე­ტი სიფ­რთხი­ლით და უფ­რო იშ­ვი­ა­თად. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­საც გხვდე­ბა ამ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიყ­რუ­ის შემ­თხვე­ვე­ბი.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია