პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქია საქართველოში: ძლიერი შტორმი და უშუქოდ დარჩენილი რეგიონები (+ ფოტო)
სტიქია საქართველოში: ძლიერი შტორმი და უშუქოდ დარჩენილი რეგიონები (+ ფოტო)

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა:

- ძლი­ერ­მა ქარ­მა ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე ნაძ­ვი მოგ­ლი­ჯა

- თბი­ლის­ში 15 ათა­სამ­დე აბო­ნენ­ტი გა­ზის გა­რე­შე დარ­ჩა

- ბა­თუმ­ში ქარ­მა სამი ხე მოგ­ლი­ჯა

- დიდ­თოვ­ლო­ბის გამო რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია რო­გორც სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში ამინ­დი გა­უ­ა­რეს­და.

დღეს დი­ლი­დან შტორ­მია შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე(+11 ფოტო). ძლი­ე­რი ღელ­ვა აჭა­რა­ში, ანაკ­ლი­ა­სა და გან­მუ­ხურ­ში ფიქ­სირ­დე­ბა და 5 ბალს აღ­წევს.

ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბამ დე­და­ქა­ლაქ­შიც შექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი. თბი­ლის­ში, სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს ძლი­ერ­მა ქარ­მა სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ამ დრო­ი­სათ­ვის მუ­შა­ო­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია.

დე­და­ქა­ლაქ­ში ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია ასე­ვე, #46 სა­ბავ­შვო ბაღი, სა­დაც ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად ხე წა­იქ­ცა, რო­მე­ლიც გა­ზის მილს და­ე­ცა. ად­გილ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გაზი ამო­იფ­რქვა.

ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა სა­მეგ­რე­ლო­სა და კა­ხე­თის რამ­დე­ნი­მე რა­ი­ო­ნი.

ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად, "დიდი ჭყო­ნი­სა" და "ხა­ი­ში-მეს­ტი­ის" გა­დამ­ცე­მე­ბი ავა­რი­უ­ლად გა­მო­ირ­თო და სა­მეგ­რე­ლო­ში 13 000 აბო­ნენ­ტი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი.

ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა კა­ხე­თის 30 სო­ფელს. რე­გი­ონ­ში ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი ქა­რის შე­დე­გად და­ზი­ან­და და ამ დრო­ის­თვის, ელექტრო­ე­ნერ­გია თე­ლა­ვის, ახ­მე­ტის, სა­გა­რე­ჯოს, გურ­ჯა­ა­ნის და დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­შია გა­თი­შუ­ლი.

ძლი­ერ­მა ქარ­მა და წვი­მამ, ნა­ხე­ვარ ტო­ნამ­დე ლო­დის კლდი­დან ჩა­მო­ვარ­დნა გა­მო­იწ­ვია ქე­და­ში. ლოდი ბა­თუ­მი-ახალ­ცი­ხის გზის მო­ნაკ­ვე­თის 41-ე კი­ლო­მეტრზე მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს და­ე­ცა. მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში მსხდო­მი თურ­ქე­თის ორი მო­ქა­ლა­ქე მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დამ ბა­თუმ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

დი­ლი­დან გა­და­უ­ღებ­ლად თოვს ახალ­ცი­ხე­სა და იმე­რე­თის სამ რა­ი­ონ­ში. ბაღ­და­თის, სა­ჩხე­რის და ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სოფ­ლებ­ში თოვ­ლის სა­ფა­რი 10-დან 15 სან­ტი­მეტ­რამ­დე მერ­ყე­ობს.

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის ვა­რა­უ­დით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 დე­კემ­ბრი­დან 8 დე­კემ­ბრამ­დე ქვეყ­ნის მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ი­და­რებს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღით სი­ცი­ვე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

სტიქია საქართველოში: ძლიერი შტორმი და უშუქოდ დარჩენილი რეგიონები (+ ფოტო)

სტიქია საქართველოში: ძლიერი შტორმი და უშუქოდ დარჩენილი რეგიონები (+ ფოტო)

ბოლო განახლება:

- ძლიერმა ქარმა ცოტნე დადიანის ქუჩაზე ნაძვი მოგლიჯა

- თბილისში 15 ათასამდე აბონენტი გაზის გარეშე დარჩა

- ბათუმში ქარმა სამი ხე მოგლიჯა

- დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობდნენ, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუარესდა.

დღეს დილიდან შტორმია შავი ზღვის სანაპირო ზოლზე(+11 ფოტო). ძლიერი ღელვა აჭარაში, ანაკლიასა და განმუხურში ფიქსირდება და 5 ბალს აღწევს.

ამინდის გაუარესებამ დედაქალაქშიც შექმნა პრობლემები. თბილისში, სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. ბოლო მონაცემებით იუსტიციის სახლში ამ დროისათვის მუშაობა პარალიზებულია.

დედაქალაქში ევაკუირებულია ასევე, #46 საბავშვო ბაღი, სადაც ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა, რომელიც გაზის მილს დაეცა. ადგილზე დიდი რაოდენობით გაზი ამოიფრქვა.

ძლიერი ქარის შედეგად ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა სამეგრელოსა და კახეთის რამდენიმე რაიონი.

ძლიერი ქარის შედეგად, "დიდი ჭყონისა" და "ხაიში-მესტიის" გადამცემები ავარიულად გამოირთო და სამეგრელოში 13 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ელექტროენერგია არ მიეწოდება კახეთის 30 სოფელს. რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზები ქარის შედეგად დაზიანდა და ამ დროისთვის, ელექტროენერგია თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებშია გათიშული.

ძლიერმა ქარმა და წვიმამ, ნახევარ ტონამდე ლოდის კლდიდან ჩამოვარდნა გამოიწვია ქედაში. ლოდი ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთის 41-ე კილომეტრზე მიკროავტობუსს დაეცა. მიკროავტობუსში მსხდომი თურქეთის ორი მოქალაქე მრავლობითი მოტეხილობებით სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ბათუმში გადაიყვანა.

დილიდან გადაუღებლად თოვს ახალციხესა და იმერეთის სამ რაიონში. ბაღდათის, საჩხერის და ჭიათურის რაიონის სოფლებში თოვლის საფარი 10-დან 15 სანტიმეტრამდე მერყეობს.

სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოში 4 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა რამდენიმე დღით სიცივე შენარჩუნდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია